ბანქოს სახლი (ნაწილიV)
font-large font-small
ბანქოს სახლი (ნაწილიV)
მა­იკლ დობ­სი (ფრაგ­მენ­ტე­ბი რო­მა­ნი­დან)
მოამზადა რუ­სუ­დან ლე­ბა­ნი­ძემ

კვი­რა, 13 ივ­ნი­სი
რო­გორც კი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დ­გო­მი კვი­რადღის 15 სა­ა­თის­თ­ვის ფრენ­სის ურ­ჰარ­ტის სამ­სა­ხუ­რებ­რივ­მა მან­ქა­ნამ უაიტ­ჰო­ლი­დან და­უ­ნინგ-სტრიტ­ზე გა­და­უხ­ვია, იქ­ვე მდგა­რი პო­ლი­ცი­ე­ლი მა­შინ­ვე მხედ­რუ­ლად გა­ე­ჭი­მა, სე­ი­რის მა­ყუ­რებ­ლებ­მა კი ფო­ტო­ა­პა­რა­ტე­ბი ააჩხა­კუ­ნეს. პრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ქუ­ჩის მე­ო­რე მხა­რეს, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი კა­რის პირ­და­პირ შეჯ­გუ­ფუ­ლიყ­ვ­ნენ, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი შოლ­ტის მან­ქა­ნის სახ­ლ­თან მის­ვ­ლის­თა­ნა­ვე ფარ­თოდ გა­ი­ღო. `შა­ვი ხვრე­ლი­ვით არ და­ა­ღო პი­რი, - გა­ი­ფიქ­რა უეც­რად ურ­ჰარ­ტ­მა. - უფ­რო სწო­რად კი, პო­ლი­ტი­კუ­რი შა­ვი ხვრე­ლი­ვით, სა­დაც ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რე­ბი ეულად ქრე­ბი­ან, მე­რე კი უკ­ვე დაც­ვით, სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­მო­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რე­ბის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ურ­დო­ე­ბის თან­ხ­ლე­ბით ჩნდე­ბი­ან. თა­ნაც, თუ კა­რი მხო­ლოდ დრო­ე­ბით ყლა­პავს, თვით შე­ნო­ბა ზო­გი­ერთ პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წეს სი­ცოცხ­ლე­სა და ენერ­გი­ა­საც ბო­ლომ­დე სწოვს და აც­ლის~.
მთა­ვა­რი შოლ­ტი მან­ქა­ნის სა­ვარ­ძ­ლის მარ­ცხე­ნა მხა­რეს სპე­ცი­ა­ლუ­რად ისე მო­ეწყო, რომ ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რებ­სა და ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტებს უთუ­ოდ, სახ­ლი #10-ის ფონ­ზე გა­და­ე­ღოთ. რო­გორც კი ურ­ჰარ­ტი მან­ქა­ნი­დან გა­და­ვი­და და წელ­ში ბო­ლომ­დე გას­წორ­და, გზის იქი­თა მხრი­დან მა­შინ­ვე კითხ­ვე­ბი და­ა­ყა­რეს, რი­თაც თა­ვა­დაც ისარ­გებ­ლა და მიკ­რო­ფო­ნე­ბი­სა და ბლოკ­ნო­ტე­ბის ჯუნ­გ­ლებს რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვის სათ­ქ­მე­ლად მი­უ­ახ­ლოვ­და. ფრენ­სის­მა მა­შინ­ვე შე­ნიშ­ნა მა­რა­დი­ულ გა­ქუ­ცულ ფეტ­რის­ქუ­დი­ა­ნი ლე­გენ­და­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ჩარლზ გუდ­მა­ნიც, რო­მე­ლიც აი-ტი-ენი­სა და ბი-ბი-სის გა­დამ­ღებ ჯგუ­ფებს შო­რის სო­ლი­ვით ჩა­ჭე­დი­ლი­ყო.
- გა­მარ­ჯო­ბა, ჩარლზ! - მი­ე­სალ­მა მას მთა­ვა­რი შოლ­ტი. - ნაძ­ლე­ვის და­დე­ბი­თა და შე­დე­გე­ბის გა­მოც­ნო­ბით თუ იშო­ვე ამ­ჯე­რად რა­მე?
- ბა­ტო­ნო ურ­ჰარტ, თქვენ აქ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის­თ­ვის მთავ­რო­ბა­ში კად­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში და­სახ­მა­რებ­ლად მოხ­ვე­დით თუ სხვა სა­მუ­შა­ოს მი­სა­ღე­ბად? - კითხ­ვა იქით შე­უბ­რუ­ნა გუდ­მან­მა.
- მე აქ ბევრ სა­კითხ­ზე სამ­ს­ჯე­ლოდ ვარ მო­სუ­ლი, თუმ­ცა, არ გა­მოვ­რიცხავ, რომ ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი კად­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბაც იყოს, - თა­ვი მო­ი­კა­ტუ­ნა მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა.
- და­დის ხმე­ბი, რომ ახა­ლი და მე­ტის­მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პოს­ტის მი­ღე­ბას ელით.
- ხმე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბას ვერ შე­ვუდ­გე­ბი, ჩარლზ, რად­გან თა­ვა­დაც კარ­გად იცი, რომ ასე­თი სა­კითხე­ბი სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის გა­და­საწყ­ვე­ტია. მე კი მის­თ­ვის მხო­ლოდ მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის აღ­მო­სა­ჩე­ნად ვარ მო­სუ­ლი.
- და ამ მხარ­და­ჭე­რას ლორდ უილი­ამ­ს­თან ერ­თად გა­მო­უცხა­დებთ? - სა­კითხს კი­დევ ერ­თხელ ჩა­უ­კირ­კი­ტა ჟურ­ნა­ლის­ტ­მა.
- რა, ლორ­დი უილი­ამ­სი უკ­ვე აქ არის? - ყვე­ლა­ნა­ი­რად ეცა­და, არა­ფე­რი შე­ემ­ჩ­ნია ამ ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­ოგ­ნე­ბულ მთა­ვარ შოლტს.
- აბა, რა! და­ახ­ლო­ე­ბით სა­ათ-ნა­ხევ­რის წინ მო­ვი­და. ჩვენ კი მას შემ­დეგ უკ­ვე იმა­ზე ვმარ­ჩი­ე­ლობ­დით, კი­დევ ვინ­მე შე­მო­უ­ერ­თ­დე­ბო­და თუ არა...
ჟურ­ნა­ლის­ტის სიტყ­ვებ­მა ურ­ჰარტს ლა­მის გო­ნე­ბა და­უბ­ნე­ლა, მაგ­რამ გა­რეგ­ნუ­ლად ისევ არა­ფე­რი შე­იმ­ჩ­ნია:
- მა­შინ, უნ­და დაგ­ტო­ვოთ, - თვა­ლი ნა­ძა­ლა­დე­ვი ღი­მი­ლით მო­ავ­ლო ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა­მო­ძა­ლე­ბულ და­ნარ­ჩენ ჟურ­ნა­ლის­ტებს, - თო­რემ, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და პარ­ტი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს ხომ ვერ ვა­ლო­დი­ნებ...
პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის მდი­ვა­ნი პო­ლი­ტი­კურ სა­კითხებ­ში, ფრენ­სის ურ­ჰარტს შე­ნო­ბის სიღ­რ­მის­კენ მი­მა­ვა­ლი დე­რეფ­ნის ბო­ლოს შე­ე­გე­ბა და ისიც აუწყა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი მო­უთ­მენ­ლად ელო­და.
- ბა­ტო­ნი კო­ლინ­რი­ჯი ზე­მო­თაა, თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში, - ხმა­ში ნერ­ვი­უ­ლო­ბა ეტყო­ბო­და პო­ლი­ტი­კურ მდი­ვანს. - და თქვე­ნი მოს­ვ­ლის შე­სა­ხე­ბაც ახ­ლა­ვე მო­ვახ­სე­ნებ, - კი­ბეს სწრა­ფად აუყ­ვა, თუმ­ცა უკან დაბ­რუ­ნე­ბას რა­ტომ­ღაც მთე­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მო­ან­დო­მა.
ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ურ­ჰარ­ტ­მა სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი კი­ბის მორ­თუ­ლო­ბად ქცე­უ­ლი, სხვა­დას­ხ­ვა დრო­ში მოღ­ვა­წე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რე­ბის პორ­ტ­რე­ტე­ბი ბა­რე ას­ჯერ მა­ინც აათ­ვა­ლი­ერ-ჩა­ათ­ვა­ლი­ე­რა. თან, ყო­ველ ჯერ­ზე იმა­საც გაკ­ვირ­ვე­ბით აფიქ­სი­რებ­და, თუ დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, ბევ­რი მათ­გა­ნი ამ რო­ლის­თ­ვის რა­ო­დენ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო და ზოგ­ჯერ სრუ­ლი­ად გა­მო­უ­სა­დე­გა­რიც კი გამ­ხ­და­რი­ყო. აშ­კა­რად უარე­სო­ბის­კენ შეც­ვ­ლილ დროს თვით ლო­იდ ჯორ­ჯი­სა და უინ­ს­ტონ ჩერ­ჩი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი არ და­ეშ­ვა გა­მო­ნაკ­ლი­სი და ერ­თის­თ­ვის, პირ­ველ რიგ­ში, უთავ­ბო­ლოს, მე­ო­რის­თ­ვის კი უხე­ში­სა და უზო­მოდ მსმე­ლის სა­ხე­ლი და­ეგ­დო.
მთა­ვა­რი შოლ­ტის აზ­რით, თა­ვი­ან­თი ეპო­ქის ამ ორ ჭეშ­მა­რიტ ლი­დერს ალ­ბათ, სენ­სა­ცი­ას და­ხარ­ბე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც არაფ­რით და­ინ­დობ­დ­ნენ. ომის შემ­დ­გომ­მა მას­მე­დი­ამ ხომ ამ პოს­ტ­ზე ჭეშ­მა­რი­ტი შთა­გო­ნე­ბით მო­მუ­შა­ვე ბევრ პო­ლი­ტი­კოსს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი უკ­ვე ისე­დაც ბო­ლომ­დე ჩა­მო­ა­ცი­ლა და უფე­რუ­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ო­ბის სა­ფარ­ქ­ვეშ მო­აქ­ცია. ეს კი იმი­ტომ მოხ­და, რომ ძველ, კე­თილ დრო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბი წე­სებს თვი­თონ ქმნიდ­ნენ, ამ­ჟა­მინ­დე­ლე­ბი კი - მა­გა­ლი­თად, ისე­თე­ბი, რო­გო­რიც კო­ლინ­რი­ჯია, - სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ერ და­წე­სე­ბულ ჩარ­ჩო­ებ­ში ჩაკ­ვე­ხე­ბას ცდი­ლო­ბენ და ზოგ­ჯერ ამა­საც ვერ ახერ­ხე­ბენ.
- მა­პა­ტი­ეთ, რომ გა­ლო­დი­ნეთ, - მძი­მე ფიქ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა ურ­ჰარ­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი მდივ­ნის ხმამ. - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი თქვენს მი­სა­ღე­ბად მზად არის.
პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის კა­ბი­ნეტ­ში შე­სულ მთა­ვარ შოლტს ის, სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე ჩა­ნა­წე­რე­ბით აჭ­რე­ლე­ბუ­ლი ქა­ღალ­დის ფურ­ც­ლე­ბით, პარ­ტი­უ­ლი არ­ქი­ვი­დან მო­ტა­ნი­ლი, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ან­კე­ტე­ბი­თა და ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბით სავ­სე სა­ქა­ღალ­დე­ე­ბით, მო­შო­რე­ბით მდგარ ნაგ­ვის ურ­ნა­ში `კლა­რე­ტის~ ცა­რი­ე­ლი ბოთ­ლით, ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე კი ერ­თ­მა­ნეთ­ზე სას­წ­რა­ფოდ მიწყო­ბი­ლი საჭ­მ­ლისნარ­ჩე­ნე­ბი­ა­ნი თეფ­შე­ბით დახ­ვ­და. თუმ­ცა სტუ­მარ­მა უწინ­დე­ბუ­რად არა­ფე­რი შე­იმ­ჩ­ნია, სა­ვარ­ძე­ლი მა­გი­დის­კენ უსიტყ­ვოდ მის­წია, გვერ­დიგ­ვერდ მსხდა­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი­სა და პარ­ტი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის წინ სა­გულ­და­გუ­ლოდ მო­ეწყო, შემ­დეგ კი თა­ვი­სი სა­ქა­ღალ­დეც გახ­ს­ნა და სმე­ნად იქ­ცა.
კო­ლინ­რი­ჯიც, ზედ­მე­ტი ცე­რე­მო­ნი­ე­ბის გა­რე­შე, პირ­და­პირ საქ­მე­ზე გა­და­ვი­და:
- ფრენ­სის, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი კად­რე­ბის შე­საძ­ლო გა­წე­სე­ბა-გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე თქვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბის გულ­დას­მით გაც­ნო­ბამ ფრი­ად და­მა­ფიქ­რა. მე­ტიც: არ და­გი­მა­ლავთ და, სა­ერ­თოდ ვერ მივ­ხ­ვ­დი, მა­ინც რით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ესო­დენ რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის სურ­ვი­ლი და ამით ან თა­ვად რის მიღ­წე­ვას ცდი­ლობთ, ან ჩვენ რას გვთა­ვა­ზობთ?
სა­კითხის ასე დას­მა მთა­ვა­რი შოლ­ტის­თ­ვის იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რომ ერ­თხანს მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რიც კი წა­ერ­თ­ვა. მის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ყველა ცვლი­ლე­ბა და მით უმე­ტეს, ყვე­ლა ახა­ლი კან­დი­და­ტუ­რა კო­ლინ­რი­ჯის­თ­ვის რომ უპი­რო­ბოდ მი­სა­ღე­ბი არ იქ­ნე­ბო­და, ამის­თ­ვის თა­ვი­დან­ვე მზად იყო, მაგ­რამ იმას კი ნამ­დ­ვი­ლად არ ელო­და, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის აზ­რე­ბის სწო­რად ამოც­ნო­ბის უნა­რის სრულ არ­ქო­ნა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლებ­დ­ნენ.
- ეს... ეს, რა თქმა უნ­და, მხო­ლოდ წი­ნა­და­დე­ბე­ბია, - რო­გორც იქ­ნა, ბო­ლოს ამო­ი­ლუღ­ლუ­ღა. - მე­ტიც: იმის ერ­თ­გ­ვა­რი მი­ახ­ლო­ე­ბი­თი ვა­რა­უ­დია, რი­სი გა­კე­თე­ბაც ური­გო არ იქ­ნე­ბო­და... რად­გან მი­მაჩ­ნია - რაც მეტ გა­და­ად­გი­ლე­ბას მო­ახ­დენთ, მით მე­ტად მი­ახ­ვედ­რებთ ყვე­ლას, რომ მთავ­რო­ბა მტკი­ცე ხელ­შია და რომ ახა­ლი მი­ნის­ტ­რე­ბის­გან ახ­ლე­ბურ აზ­როვ­ნე­ბა­სა და ახალ იდე­ებს ელო­დე­ბით. თა­ნაც, ეს ჩვე­ნი ხან­დაზ­მუ­ლი კო­ლე­გე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად გა­ცი­ლე­ბის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ცაა... რა­ო­დენ მტკივ­ნე­უ­ლიც უნ­და იყოს, მა­ინც უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ დროს თა­ვი­სი მო­აქვს და ახალ მთავ­რო­ბა­საც ახა­ლი სის­ხ­ლი, უფ­რო სწო­რად კი - ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ძა­ლა და შე­მარ­თე­ბა სჭირ­დე­ბა.
`ჯა­ნა­და­ბა! - სათ­ქ­მე­ლი ბო­ლომ­დე დას­რუ­ლე­ბუ­ლიც კი არ ჰქონ­და, ისე გა­ი­ფიქ­რა ურ­ჰარ­ტ­მა. - ბე­ბე­რი მე­ლას, უილი­ამ­სის თან­დას­წ­რე­ბით მო­ხუ­ცე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე ასე­თი სი­სუ­ლე­ლის დაბ­რეხ­ვე­ბა იქ­ნე­ბო­და?! თუ ჩა­მიშ­ლის, ეს ჩა­მიშ­ლის ყვე­ლა­ფერს, თო­რემ კო­ლინ­რი­ჯი მტკი­ცე ხა­სი­ა­თით რო­დი გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რომ მა­ინ­ც­და­მა­ინც ახ­ლა გა­ი­გი­ჟოს თა­ვი!~
ისე, კაც­მა რომ თქვას, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა, ვი­სი სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა­საც მთა­ვა­რი შოლ­ტი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სთა­ვა­ზობ­და, უცი­ლობ­ლად ნი­ჭი­ე­რი და თა­ვი­სი საქ­მის კარ­გი მცოდ­ნე იყო, რა­საც მა­თი და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტრე­ბიც კი ვე­რაფ­რით უარ­ყოფ­დ­ნენ. ასე რომ, ურ­ჰარტს ყვე­ლა­სი თუ არა, მის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბის და­დე­ბი­თად გან­ხილ­ვის იმე­დი ბო­ლომ­დე ჯერ მა­ინც არ ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი და ამი­ტო­მაც, გულ­ში უკ­ვე ძა­ლი­ან წუხ­და, რომ მე­ტი წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა ვერ გა­მო­ი­ჩი­ნა და უილი­ამ­სის­თ­ვის კბი­ლის ასე და­უ­ფა­რა­ვად გაკ­ვ­რას არ მო­ე­რი­და. სწო­რედ უილი­ამ­სი იყო ის ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც შე­იძ­ლე­ბო­და, იმა­საც მიმ­ხ­ვ­და­რი­ყო, რომ მი­სი ანუ მთა­ვა­რი შოლ­ტის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კან­დი­და­ტუ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ყვე­ლა სი­კე­თეს­თან ერ­თად, ის ადა­მი­ა­ნე­ბიც იყ­ვ­ნენ, ვინც მის წი­ნა­შე რა­ღა­ცით იყ­ვ­ნენ და­ვა­ლე­ბულ­ნი, ვი­სი სი­სუს­ტე­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბო­და და ხში­რად ამ სი­სუს­ტე­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ისე­თი სკან­და­ლე­ბის მიჩ­ქ­მალ­ვა­შიც დახ­მა­რე­ბია, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც არა­თუ ამომ­რ­ჩევ­ლებს, არა­მედ, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, მათ თა­ნა­მეცხედ­რე­ებ­საც კი არას­დ­როს არა­ფე­რი შე­ეტყოთ.
ურ­ჰარ­ტი გრძნობ­და, რომ ცო­ტაც და, ესო­დენ მძი­მე ფიქ­რე­ბის­გან თა­ვი გა­უს­კ­დე­ბო­და, ლორ­დი უილი­ამ­სი კი მას უწინ­დე­ბუ­რად ეშ­მა­კუ­რად აკ­ვირ­დე­ბო­და და პირ­ზე ცბი­ერ ღი­მილ­საც აღარ იშო­რებ­და. `ვი­თომ მიხ­ვ­და? ვი­თომ მარ­თ­ლა ბო­ლომ­დე გა­მო­იც­ნო ჩე­მი ჩა­ნა­ფიქ­რი?~ - უკ­ვე გუ­ლიც ამო­ვარ­დ­ნა­ზე ჰქონ­და მთა­ვარ შოლტს. მი­სი ბე­დის სა­ბო­ლო­ოდ გა­დამ­წყ­ვე­ტი აშ­კა­რად შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი კი ჯი­უ­ტად დუმ­და.
- ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ფრენ­სის, და ძი­რი­თა­დად გე­თან­ხ­მე­ბით კი­დეც, - რო­გორც იქ­ნა, ამოთ­ქ­ვა მან ბო­ლოს. - ის კი არა და, თქვენს მოს­ვ­ლამ­დე მე და ტე­დიც სწო­რედ ამ პრობ­ლე­მა­ზე ვმსჯე­ლობ­დით...
- და რა დას­კ­ვ­ნამ­დე მიხ­ვე­დით? - კი­დევ ერ­თი და­სა­ნა­ნი სულ­ს­წ­რა­ფო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა.
- გე­თან­ხ­მე­ბით, რომ ახა­ლი თა­ო­ბის ნი­ჭი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უთუ­ოდ უნ­და მო­ვი­ზი­დოთ და ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ახალ პოს­ტებ­ზე წა­მო­წე­ვით მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბას ახა­ლი იმ­პულ­სე­ბი შევ­ძი­ნოთ. ასე რომ, ბევ­რი თქვე­ნი წი­ნა­და­დე­ბა სა­მი­ნის­ტ­რო­ებ­ში და­ბალ დო­ნე­ებ­ზე ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე მე პი­რა­დად, საკ­მა­ოდ და­მა­ჯე­რებ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა.
- და­ბალ დო­ნე­ებ­ზე? - პირ­კა­ტა ეცა მთა­ვარ შოლტს. - მაგ­რამ ეს ხომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პოს­ტე­ბი არ არის?
- ისევ გე­თან­ხ­მე­ბით, - მშვი­დად გა­ნაგ­რ­ძო კო­ლინ­რიჯ­მა. - მაგ­რამ საქ­მეც ისაა, რომ მა­ღალ დო­ნე­ებ­ზე მე­ტის­მე­ტად დი­დი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­საძ­ლოა, და­მან­გ­რე­ვე­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს. კა­ბი­ნე­ტის მი­ნის­ტ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბას ახალ დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში საქ­მის კურ­ს­ში შე­სას­ვ­ლე­ლად და ფეხ­ზე მყა­რად და­სად­გო­მად ხომ ლა­მის მთე­ლი წე­ლი სჭირ­დე­ბათ. ერ­თი წე­ლი კი ძა­ლი­ან დი­დი ვა­დაა.
- რის­თ­ვის?
- ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რე­სის თვალ­ნათ­ლივ ჩვე­ნე­ბის გა­რე­შე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის­თ­ვის, - ამ­ჯე­რად თი­თო­ე­ულ სიტყ­ვას სა­გან­გე­ბოდ გა­უს­ვა ხა­ზი კო­ლინ­რიჯ­მა. - თა­ნაც, ტე­დი ფიქ­რობს, რომ მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­სა­ტა­ნად თქვენ მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ჩვე­ნი ახა­ლი პროგ­რა­მის­თ­ვის, ხელ­შეწყო­ბის ნაც­ვ­ლად, მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან შე­ფერ­ხე­ბას გა­მო­იწ­ვევს.
`რო­მე­ლი `ა­ხა­ლი პროგ­რა­მის­თ­ვის~? - ყუ­რებს არ და­უ­ჯე­რა ურ­ჰარ­ტ­მა. - ჩვენ ხომ ასე­თი სრუ­ლი­ად არაფ­რის­მ­თ­ქ­მე­ლი მა­ნი­ფეს­ტი მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ, რომ კა­მა­თი და აზ­რ­თა შე­უ­თან­ხ­მებ­ლო­ბა არ გა­მო­ეწ­ვია!~ თუმ­ცა, ამ­ჯე­რად, სა­ნამ კო­ლინ­რიჯს რა­მეს უპა­სუ­ხებ­და, ოდ­ნავ დამ­შ­ვი­დე­ბა და თა­ვის ხელ­ში აყ­ვა­ნა მო­ა­ხერ­ხა:
- იმა­ზე კი აღარ ფიქ­რობთ, რომ ხმე­ბის შემ­ცი­რე­ბით ამომ­რ­ჩევ­ლებ­მა პირ­და­პირ მიგ­ვა­ნიშ­ნეს, თქვენ­გან გარ­კ­ვე­ულ ცვლი­ლე­ბებს ვე­ლი­თო?
- სა­ინ­ტე­რე­სო აზ­რია, - მოწყა­ლედ გა­ე­ღი­მა კო­ლინ­რიჯს. - მაგ­რამ, ფრენ­სის, თქვენც ხომ მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ჩვენ გარ­და, ამ­დენ ხანს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ჯერ არა­ვინ დარ­ჩე­ნი­ლა?
- გე­თან­ხ­მე­ბით, მაგ­რამ...
- ძა­ლი­ა­ნაც არ მინ­და, თქვენს თვალ­ში თვით­კ­მა­ყო­ფი­ლი გა­მოვ­ჩ­ნ­დე, მაგ­რამ ამომ­რ­ჩე­ველს რომ ჩვე­ნი არ სჯე­რო­დეს, გა­ნა ამ­დენ ხანს ის­ტო­რი­ის ჩვე­ნე­ბუ­რად კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემ­და?..
- ეს იმას სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ამომ­რ­ჩე­ვე­ლი...
- ფრენ­სის... - კი­დევ ერ­თხელ გა­აწყ­ვე­ტი­ნა პრე­მი­ერ­მა მთა­ვარ შოლტს. - მგო­ნი, არ­ჩევ­ნებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ის ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით კმა­ყო­ფი­ლია და ვერც იმის ხელ­შე­სა­ხებ ნიშ­ნებს ვხე­დავ, რომ ჩვენ­გან სე­რი­ო­ზულ რყე­ვებს მო­ითხოვ­დეს. ის კი არა, შე­საძ­ლოა, პარ­ტი­ამ და ქვე­ყა­ნამ სწო­რე­დაც რომ ეს რყე­ვე­ბი გა­ი­გონ არას­წო­რად და ისი­ნი იმ ცვლი­ლე­ბე­ბის მოთხოვ­ნის სა­ფუძ­ვე­ლიც კი გახ­დეს, რომ­ლე­ბიც პი­რა­დად თქვენ აგ­რე­რი­გად გა­ღელ­ვებთ. გა­ნა, თა­ვის დრო­ზე მაკ­მი­ლან­მა, პა­ნი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბი­თა და მი­ნის­ტ­რე­ბის მე­სა­მე­დის პოს­ტე­ბი­დან მოხ­ს­ნით სა­კუ­თა­რი კა­ბი­ნე­ტი და­ცე­მამ­დე არ მი­იყ­ვა­ნა? ალ­ბათ გახ­სოვთ, მა­შინ ამას `გრძე­ლი და­ნე­ბის ღა­მე~ რომ უწო­დეს, მომ­დევ­ნო წელს კი მაკ­მი­ლა­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი აღარ იყო. ასე რომ, ალ­ბათ არ უნ­და გიკ­ვირ­დეთ, მი­სი შეც­დო­მის გა­მე­ო­რე­ბის სურ­ვი­ლით რომ არ ვიწ­ვი და ნე­ბის­მი­ე­რი სა­კითხი­სად­მი ბევ­რად უფ­რო მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მის მომ­ხ­რე ვარ.
ბეჭდვა