8-12 წლის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის - სა­ზაფხუ­ლოდ სა­კითხა­ვი 14 სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნი - გზაპრესი

8-12 წლის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის - სა­ზაფხუ­ლოდ სა­კითხა­ვი 14 სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნი

ზაფხულის არდადეგებზე ბავშვებს იმდენი თავისუფალი დრო აქვთ, მისი მხოლოდ გართობაში დახარჯვა ნამდვილად დასანანი იქნებოდა. ყველაზე უკეთ ამას მშობელი გრძნობს, ამიტომაა, რომ სწავლის დასრულებისთანავე იწყება ბავშვთან შეთანხმება თემაზე: - რას წაიკითხავ ამ ზაფხულს? ის ბავშვები კი, ვისთვისაც კითხვა უკვე ნამდვილ სიამოვნებად იქცა, თავად ეძებენ წიგნებს, რომლებიც ზაფხულს ახალ-ახალი მძაფრი შთაბეჭდილებებით გაუმდიდრებენ. ვინაიდან წიგნის თაროს გაახლების სეზონი აქტიურდება, ბუნებრივია, პროცესში გამომცემლობებიც ერთვებიან და წიგნების გადარჩევას იწყებენ.

ზაფხულობით ყოველთვის იმატებს მოთხოვნა ე.წ. "საზაფხულოდ საკითხავ" წიგნებზე. მშობლები კონსულტანტებს სთხოვენ შერჩევას ან წინასწარ შედგენილი ჩამონათვალით მოდიან - ზოგიერთი წიგნი მასწავლებლის დავალებულია, ზოგი თავად მშობელს სურს, რომ წააკითხოს, ზოგიერთი გამოცემა გარკვეულ ასაკობრივ კატეგორიაშია პოპულარული და თავად ბავშვები ითხოვენ. ზაფხულობით კითხვისთვის თავისუფალი დრო მეტია და ეს ეტყობა კიდეც წიგნის მაღაზიებს. ვინაიდან ამ მიმართულებით მოთხოვნა აშკარაა, წელს ჩვენმა გამომცემლობამ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით თავადაც შეადგინა საზაფხულოდ საკითხავი საბავშვო ლიტერატურის ჩამონათვალი. ცოტა ხნის წინ, 5-8 წლის ბავშვებისთვის საკითხავი ლიტერატურა წარვუდგინეთ მშობლებს. ამჯერად 8-12 წლის მკითხველებისთვის გვაქვს მსგავსი შეთავაზება. GzaPress

- ამ ჩამონათვალში შედის როგორც სათავგადასავლო, ასევე შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული გამოცემებიც. 8-12 წელი ზუსტად შეესაბამება წიგნების ცნობილი სერიის - "ლიბერქიდსის" მკითხველის ასაკს, ამიტომ ჩამონათვალში ამ სერიის წიგნებიც მოხვდა, - აცხადებენ "პალიტრა L"-ში.

წარმოგიდგენთ ამ გამომცემლობის მიერ 8-12 წლის ბავშვებისთვის შედგენილ საზაფხულოდ საკითხავ ლიტერატურას.

"სატვირთოს გამტაცებლები" - ტერი პრეტჩეტი - საოცრად საზრიანი ფენტეზი, რომელიც ბავშვს ლიდერობას ასწავლის.

"საოცნებო მშობლები" - დევიდ ბედიელი - იუმორით შეზავებული ნაწარმოები გასართობიცაა და ჭკუის სასწავლებელიც. სწორედ ამ იუმორითა და ბავშვურ აზრებში წვდომით მოახერხა უამრავი პატარა მკითხველის გულის მოგება.

"თავისუფლებისთვის დაბადებულნი" - ბრენდონ მული - სათავგადასავლო და ფანტასტიკურ მოტივებზე შექმნილი ნაწარმოები. "ჰარი პოტერივით" ზღაპრულ-მისტიკურად და "ბეჭდების მბრძანებელივით" მძაფრი სცენარით ვითარდება. სწორედ ისე, როგორც თანამედროვე ბავშვებს მოსწონთ.GzaPress

"გლადიატორების სკოლა"- "სისხლით შეფიცულები" - დენ სკოტი - ერთგულებისა და ღალატის რომაული ისტორია. ერთი ძმა გლადიატორის გზას ირჩევს, მეორე კი იძულებულია, რომის გლადიატორთა სკოლის მონებსა და დამნაშავეებს შორის იცხოვროს. როგორ განვითარდება ამ ოჯახის ისტორია...

"შერლოკი, ლუპენი და მე" - ირენ ადლერი - იგი შერლოკ ჰოლმსის ბავშვობასა და მისი ურთულესი გამოძიებების შესახებ მოგვითხრობს.

ზოგიერთ ბავშვს თხზულებებზე მეტად ენციკლოპედიის ფორმატის შემეცნებითი გამოცემები მოსწონს. მათთვის საინტერესო იქნება "ჩემი პირველი ენციკლოპედიის" ტომები.