X-XI საუკუნეების ქართული მონეტა
font-large font-small
X-XI საუკუნეების ქართული მონეტა
დრაქმა. ვერცხლი. ერისმთავარი სტეფანოს I. 592 წ.
Av. მეფის ბიუსტი მარჯვნივ, თავზე სამეფო გვირგვინით. გამოსახულების მარჯვნივ და მარცხნივ ქართული ასომთავრული ასოებით შესრულებული ზედწერილია `სტეფანოსი~. გამოსახულების გარშემო ორმაგი შერწყმულ-წერტილოვანი რკალია. რკალების გარეთ, მარცხნივ, მარჯვნივ და ქვემოთ სიმეტრიულად განლაგებული ასტრალური სიმბოლოებია _ ნახევარმთვარე ვარსკვლავებით.
Rv. ცენტრში: ცეცხლთაყვანისმცემელთა ემბლემა _ ცეცხლის საკურთხეველი, რომლის შევიწროებულ ადგილზე შებმულია ბაფთა ზემოთ აწეული ბოლოებით. საკურთხევლის მარცხნივ და მარჯვნივ, სახით პირდაპირ, ორი მცველია. საკურთხევლის ზემოთ მოთავსებულია ჯვარი. მონეტა გარშემოვლებულია სამმაგი რკალით, რომელთა გარეთ მოთავსებულია ოთხი ასტრალური სიმბოლო
.

კოლხური ფული დამზადებულია მაღალმხატვრულ დონეზე, რითაც იგი ტოლს არ უდებს იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს მოწინავე ქვეყნების ნუმიზმატიკურ ძეგლებს და სტილისტურად ემსგავსება კიდეც მათ. კოლხური მონეტების ადრეული ცალები სტილითა და ტექნიკური თვალსაზრისით განსაკუთრებულ მსგავსებას ავლენს ძვ.წ. VI საუკუნის ბერძნულ, კერძოდ, მილეტურ მონეტებთან.

კოლხური თეთრის ტიპები
კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი არსებობს. ჩვენამდე მოღწეულ ერთეულებს შორის უდიდესია ე.წ. ტეტრადრაქმა (ანუ ოთხდრაქმიანი მონეტა). შემდეგ მოდის დიდრაქმების (ორდრაქმიანი) რიგი.
ქართულმა მონეტამ განსაკუთრებით მკაფიო ეროვნული ხასიათი X-XI საუკუნეებში შეიძინა. ამ დროს ქვეყანამ თავი დააღწია არაბთა ბატონობას. X საუკუნის ბოლოს საქართველოს სამონეტო საქმის ისტორიაში შემოდის ვერცხლის ფულის ახალი, ბიზანტიური ტიპი. მონეტაზე ზედწერილები ქართული ასომთავრულითაა შესრულებული და საქართველოს მეფეები ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულებით მოიხსენიებიან. ახალი სამონეტო ტიპის გაჩენა, ქვეყანაში მომხდარ სერიოზულ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება.

არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში ქართულ სამეფო-სამთავროებს ბი­ზანტია უჭერდა მხარს. მის ნომინალურ ვასალებად დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის სამეფოს) მმართველები ითვლებოდნენ.
ამგვარი ურთიერთობების გამოხატულება იყო ქართველ მეფე-მთავართათვის ბიზანტიური საპატიო საკარისკაცო ტიტულების (კურაპალატი, ნოველისიმოსი, სევასტოსი, კესაროსი) მინიჭება. ამ ტიპის მონეტების მოჭრას ტაო-კლარჯეთის მმართველმა, დავით III კურაპალატმა ჩაუყარა საფუძველი. ბიზანტიურტიტულიანი მონეტების მოჭრა გააგრძელა ბაგრატ IV-მ (1027-1072). 1050-1060 წლებში მოჭრილ მონეტებზე ის ნოველისიმოსის, ხოლო 1060-1072 წლებში _ სევასტოსის ტიტულით მოიხსენიება.

პირველი ქართული მონეტები ასომთავრული წარწერებით

ბიზანტიასა და ირანს შორის მიმდინარეობდა დაუსრულებელი ბრძო­ლა საქართველოს ტერიტორიაზე გაბატონებისთვის. VI საუკუნეში დასავლეთ საქართველო მოექცა ბიზანტიის იმპერიის გავლენის ქვეშ, აღმოსავლეთ საქართველო კი სასანიდების ირანს დარჩა. სასანიდები ცდილობდნენ ქართველთა სრულ დამორჩილებას. მათ 523 წელს ქართლში მეფობა გააუქმეს. VI საუკუნის მეორე ნახევარში, ბიზანტიასთან წარმოებული ომებისა და შინაარეულობის შედეგად, ირანის ბატონობა ქართლში შესუსტდა. ქვეყნის ცენტრალიზაციის მიზნით ქართლში დაარსდა ერისმთავრობა. ქართლის ერისმთავრებმა ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობა საკუთარი ფულის _ `ქართულ-სასანური~ ვერცხლის მონეტების მოჭრით დააგვირგვინეს.

VI საუკუნის 80-იან წლებში მოჭ­რილ ქართულ მონეტებზე მეფის გამოსახულების გვერდით გაჩნდა ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო _ ჯვარი და პირველად ქართული ფულის ისტორიაში, მონეტებზე აისახა ქართული ასომთავრულით შესრულებული ქართლის ერისმთავრების სახელები (მონოგრამები). `ქართულ-სასანური~ ფულის შემდეგ ემისიებზე საკურთხევლის მოგიზგიზე ცეცხლი შეცვალა ჯვარმა. სტეფანოს ერისმთავარმა `ქართულ-სასანურ~ დრაქმებზე თავისი სახელი ჯერ ცენტრში, დაქარაგმებული სახით, შემდეგ კი სრულად მოათავსა.

VI საუკუნის ქართლის ერისმთავრების მოჭრილი ფული პოლიტიკური დამოუკიდებლობის, ეროვნული სულის აღორძინებისა და ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულების საუკეთესო მაგალითია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
960 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი