ბანქოს სახლი (ნაწილიVI)
font-large font-small
ბანქოს სახლი (ნაწილიVI)
მა­იკლ დობ­სი
(ფრაგ­მენ­ტე­ბი რო­მა­ნი­დან)
მოამზადა რუ­სუ­დან ლე­ბა­ნი­ძემ


თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბის პირ­და­პირ და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დეგ კო­ლინ­რიჯ­მა ურ­ჰარტს ის ფურ­ცე­ლიც უცე­რე­მო­ნი­ოდ გა­უ­წო­და, რო­მელ­შიც მარ­ტო მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბის ოც­და­ო­რი­ვე პოს­ტი კი არ იყო ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი, თი­თო­ე­უ­ლის გას­წ­ვ­რივ უკ­ვე უწინ­დე­ლი გვა­რიც გარ­კ­ვე­ვით მი­ე­წე­რათ.
- რო­გორც ხე­დავთ, ფრენ­სის, მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბას უც­ვ­ლე­ლად ვტო­ვებ და იმის დი­დი იმე­დიც მაქვს, რომ მტკი­ცე ნე­ბის­ყო­ფი­სა და ძა­ლის ნიშ­ნად სწო­რედ ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჩა­ით­ვ­ლე­ბა.
ურ­ჰარ­ტ­მა ფურ­ცე­ლი მა­შინ­ვე მა­გი­და­ზე და­დო, რად­გან შე­ე­შინ­და, ხე­ლის კან­კალს მი­სი ჭეშ­მა­რი­ტი გან­ც­დე­ბი არ გა­ე­ცა.
- თუ ეს არის თქვე­ნი სა­ბო­ლოო სურ­ვი­ლი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რო, - ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტო­ნით წარ­მოთ­ქ­ვა მან შემ­დეგ, - მა­შინ უნ­და გითხ­რათ, რომ ამა­ზე ჩვე­ნი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბის რე­აქ­ცი­ის გან­ჭ­ვ­რე­ტა ცო­ტა გა­მი­ჭირ­დე­ბა.
- მარ­თ­ლა?.. მა­ინც რა­ტომ?
- თუნ­დაც იმი­ტომ, რომ პარ­ტი­ა­ში არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დ­გო­მი გან­წყო­ბი­ლე­ბის შეს­წავ­ლის დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა ჯერ არ მო­მე­ცა.
- ა?.. მა­შინ უნ­და გითხ­რათ, რომ სულ ტყუ­ი­ლად ღე­ლავთ.
- არ ვღე­ლავ, უბ­რა­ლოდ ჩემს აზრს ვა­ფიქ­სი­რებ.
- თქვე­ნი არ ვი­ცი, ფრენ­სის და მე პი­რა­დად ბო­ლომ­დე ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ ჩემს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ყვე­ლა მო­ი­წო­ნებს. თა­ნაც, თქვენც ხომ აქ­ტი­უ­რად და­მი­ჭერთ მხარს? - ხმა­ში აშ­კა­რა ირო­ნია გა­მო­უ­რია კო­ლინ­რიჯ­მა.
- რა თქმა უნ­და, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რო! - მა­ინც არა­ფე­რი შე­იმ­ჩ­ნია ურ­ჰარ­ტ­მა, რად­გან მიხ­ვ­და, რომ ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნეს და ან სა­ერ­თო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას უნ­და დას­თან­ხ­მე­ბო­და ან, არა­და, სა­კუ­თარ თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა­ზე მო­ე­წე­რა ხე­ლი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დამ­დ­გა­რი­ყო. - მაგ­რამ ისიც უნ­და გითხ­რათ, რომ... უფ­რო სწო­რად იმა­საც ვფიქ­რობ, თა­ვა­დაც ხომ არ შე­მეც­ვა­ლა-მეთ­ქი სამ­სა­ხუ­რი...
- ფრენ­სის, - ხმა­ში ახ­ლა უკ­ვე მა­მობ­რი­ვი მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­მო­უ­რია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა, - თქვე­ნი შეც­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში ხომ სხვი­სი შეც­ვ­ლაც მო­მი­წევს და მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­მა­ნეთს წა­ეწყო­ბა. თა­ნაც, მე თქვენ ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ თქვენს ად­გილ­ზე მჭირ­დე­ბით, რად­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვი მთა­ვა­რი შოლ­ტი ხართ, რაც ამ­ჟა­მინ­დელ არ­ც­თუ მთლად სა­ი­მე­დო უმ­რავ­ლე­სო­ბის პი­რო­ბებ­ში უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. რო­გორც ჩანს, შემ­დ­გო­მი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი რთუ­ლი დღის გა­და­ტა­ნა მოგ­ვი­წევს, რო­მელ­საც თქვენ­ნა­ი­რი მთა­ვა­რი შოლ­ტის გა­რე­შე ვე­რაფ­რით გა­ვუმ­კ­ლავ­დე­ბით. მე სწო­რედ თქვენ მჭირ­დე­ბით, ფრენ­სის! თქვენ ხომ ასე შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მოგ­დით კუ­ლი­სებ­ში მუ­შა­ო­ბა!
- კუ­ლი­სებ­ში? - ნერ­წყ­ვი ძლივ­ს­ღა გა­დაყ­ლა­პა ურ­ჰარ­ტ­მა.
- რა თქმა უნ­და! სცე­ნა­ზე კი... - მცი­რე­ო­დე­ნი პა­უ­ზა გა­ა­კე­თა და, თან, თვა­ლე­ბი ეშ­მა­კუ­რად მოწ­კუ­რა კო­ლინ­რიჯ­მა, - დე, სცე­ნა­ზე სხვებ­მა იბ­რ­ძო­ლონ.
- ანუ სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უკ­ვე მი­ღე­ბუ­ლი გაქვთ, ხომ?
- დი­ახ, - კმა­ყო­ფი­ლი სა­ხით და­უ­დას­ტუ­რა ურ­ჰარტს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა. - და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ თქვე­ნი გა­გე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის იმე­დის ქო­ნაც შე­მიძ­ლია.
ფრენ­სის ურ­ჰარ­ტ­მა თით­ქ­მის ფი­ზი­კუ­რად იგ­რ­ძ­ნო, მის ზურგს უკან ცი­ხის საკ­ნის კა­რი რო­გორ მძი­მედ და ყრუდ მი­ი­ხუ­რა. ამი­ტომ სიტყ­ვაც აღარ უთ­ქ­ვამს, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მად­ლო­ბა ისე გა­და­უ­ხა­და, პარ­ტი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს კი, რო­მელ­საც მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თი სიტყ­ვაც არ დას­ც­დე­ნია, მხო­ლოდ პირ­ქუ­ში მზე­რა ეს­რო­ლა და ოთა­ხი­დან სწრა­ფი ნა­ბი­ჯით გა­ვი­და.
მთავ­რო­ბის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბის შე­სა­ხებ და­უ­ნინგ-სტრი­ტი­დან მო­სულ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა შეტყო­ბი­ნე­ბამ "დე­ი­ლი ტე­ლეგ­რა­ფის" რე­დაქ­ცი­ა­ში ცხა­რე და სრუ­ლი­ად პო­რა­ლი­ზე­ბუ­ლი დის­კუ­სია გა­მო­იწ­ვია. ერ­თ­ნი თვლიდ­ნენ, რომ მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის უც­ვ­ლე­ლად და­ტო­ვე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის დი­დი გა­ბე­დუ­ლე­ბი­სა და ჭკუ­ის დას­ტუ­რი იყო, მე­ო­რე­ნი კი ყვე­ლა­ფერს მი­სი, რო­გორც მთავ­რო­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის სრულ უუნა­რო­ბა­სა და ნერ­ვულ ჩა­ვარ­დ­ნას უკავ­ში­რებ­დ­ნენ. მა­ტი სტო­რი­ნი, რა თქმა უნ­და, ხვდე­ბო­და, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა სადღაც შუ­ა­ში იყო სა­ძებ­ნე­ლი, მაგ­რამ იმათ­თან უშუ­ა­ლოდ და­ლა­პა­რა­კე­ბის გა­რე­შე, ვი­სი რჩე­ვით თუ უბ­რა­ლოდ საქ­მის კურ­ს­ში ჩა­ყე­ნე­ბი­თაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ფონს მა­ინც ვე­რაფ­რით გა­ვი­დო­და. არა­და, ტრა­დი­ცი­უ­ლად მჭევ­რ­მეტყ­ვე­ლი, მაგ­რამ საკ­მა­ოდ კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ტე­დი უილი­ამ­სი ამ­ჯე­რად რა­ტომ­ღაც მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლურ შეტყო­ბი­ნე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სრუ­ლი და უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რით შე­მო­ი­ფარ­გ­ლა, ახალ მთავ­რო­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მომ­ხ­რე და დი­დი მო­სურ­ნე ფრენ­სის ურ­ჰარ­ტი კი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს ჯი­უ­ტად არ პა­სუ­ხობ­და. ასე რომ, სხვა რომ ვე­ღა­რა­ფე­რი მო­ი­ფიქ­რა, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ თემ­თა პა­ლა­ტი­დან ათი­ო­დე წუ­თის სა­ვალ­ზე მდე­ბა­რე მთა­ვა­რი შოლ­ტის ლონ­დო­ნუ­რი სახ­ლის გვერ­დით მან­ქა­ნით ჩავ­ლა გა­დაწყ­ვი­ტა და, თა­ვის­და გა­სა­ხა­რად, ისიც აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სახ­ლ­ში სი­ნათ­ლე ენ­თო. "თუ ში­ნაა, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს რა­ტომ­ღა არ პა­სუ­ხობს?" - გა­უკ­ვირ­და მა­ტის და მთა­ვა­რი შოლ­ტის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი კი­დევ ერ­თხელ, მაგ­რამ ამ­ჯე­რა­დაც უშე­დე­გოდ აკ­რი­ფა.
მა­ტი სტო­რინს კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბო­და, რომ პო­ლი­ტი­კურ კო­რეს­პონ­დენ­ტებს, თა­ვი­ან­თი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის­თ­ვის მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბი­სას, სა­ხელ­მ­წი­ფო მოღ­ვა­წე­ე­ბი სახ­ლ­ში არაფ­რით უნ­და შე­ე­წუ­ხე­ბი­ნათ, რომ ასეთ საქ­ცი­ელს მარ­ტო პო­ლი­ტი­კო­სე­ბი კი არა, თა­ვად კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბიც არ მი­ე­სალ­მე­ბოდ­ნენ. ვეს­ტ­მის­ტე­რის სამ­ყა­რო ხომ ერ­თ­გ­ვარ და­ხუ­რულ კლუბს წა­რმო­ად­გენ­და, რომ­ლის და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნე­ბის დაც­ვა­საც პო­ლი­ტი­კოს­ებ­თან ერ­თად პრე­საც და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბის ვეს­ტ­მის­ტე­რუ­ლი ლო­ბი თვალს საკ­მა­ოდ მკაც­რად ადევ­ნებ­და და ვეს­ტ­მის­ტერ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ყო­ველ­თ­ვის ყო­ველ­გ­ვა­რი ზედ­მე­ტი ხმა­უ­რის გა­რე­შე არე­გუ­ლი­რებ­და. ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­სა თუ ბრი­ფინ­გე­ბის დრო­საც სწო­რედ ეს ლო­ბი ად­გენ­და ქცე­ვის ისეთ გა­უხ­მა­უ­რე­ბელ წე­სებს, რომ­ლე­ბიც ერ­თი მხრივ, მა­თი ვი­ნა­ო­ბის ბო­ლომ­დე გა­უთ­ქ­მე­ლო­ბა­ში დარ­წ­მუ­ნე­ბულ პო­ლი­ტი­კო­სებს გუ­ლახ­დი­ლო­ბი­სა და, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­და, მთე­ლი რი­გი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბის­კე­ნაც უბიძ­გე­ბა, მე­ო­რე მხრივ კი სა­კუ­თა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როს მტკი­ცედ დამ­ც­ველ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ი­დუმ­ლოს დაც­ვის აქ­ტის დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და მი­ნის­ტ­რე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ფი­ცის გვერ­დის ავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და. ასე რომ,D თუ კო­რეს­პონ­დენ­ტი ამ ლო­ბი­ში აკ­რე­დი­ტე­ბას ვერ გა­ივ­ლი­და, მის­თ­ვის ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი კა­რი და ბა­გე ბო­ლომ­დე და სრუ­ლი­ად დახ­შუ­ლი რჩე­ბო­და.
"ლო­ბის წე­სე­ბი ლო­ბის წე­სე­ბად, მაგ­რამ მა­თი დარ­ღ­ვე­ვის გა­რე­შე ის რო­გორ­ღა გა­ვი­გო, მთა­ვა­რი შოლ­ტი ამ­ჯე­რად რო­მელ ხრიკს მი­მარ­თავს და ვის და რო­გორ მი­ა­ყე­ნებს დარ­ტყ­მას?" - უც­ბად ტუჩ­ზე გა­მე­ტე­ბით იკ­ბი­ნა მძი­მე ფიქ­რე­ბით გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბულ­მა მა­ტიმ და ყურ­ში მა­შინ­ვე თა­ვი­სი იორ­კ­ში­რე­ლი რე­დაქ­ტო­რის სიტყ­ვე­ბიც გარ­კ­ვე­ვით ჩა­ეს­მა: "წე­სე­ბიო?.. წე­სე­ბი, ჩე­მო გო­გო­ნა, ისე­თი უც­ნა­უ­რი რა­მეა, ბრძენს რომ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად ჩა­ა­ფიქ­რებს, სუ­ლელს კი ხე­ლებს უც­ბად ჩა­მო­აშ­ვე­ბი­ნებს. შენ კი არც ერ­თი ხარ და არც მე­ო­რე, ამი­ტომ იმის თქმა არაფ­რით გა­მი­ბე­დო, ვი­ღა­ცის მო­ნაჩ­მა­ხი წე­სე­ბის გა­მო მა­სა­ლის მო­პო­ვე­ბა ვერ შევ­ძე­ლიო!"
- ო"კეი, ბე­ბე­რო ცუღ­ლუ­ტო! - ხმა­მაღ­ლა შეს­ძა­ხა პა­სუ­ხად მა­ტიმ, რო­მე­ლიც მან­ქა­ნი­დან კი არ გა­და­ვი­და, ლა­მის გა­დაფ­რინ­და და რამ­დე­ნი­მე წამ­ში უკ­ვე მთა­ვა­რი შოლ­ტის კარ­თან იდ­გა.
ფრენ­სის ურ­ჰარ­ტი სახ­ლ­ში სრუ­ლი­ად მარ­ტო იყო და არც სტუმ­რებს ელო­და, მაგ­რამ კა­რი მა­ინც სწრა­ფად გა­ა­ღო და ზღურ­ბ­ლ­თან მდგა­რი კა­ფან­და­რა გო­გო­ნა, რო­მელ­შიც "დე­ი­ლი ტე­ლეგ­რა­ფის" ჟურ­ნა­ლის­ტი ნამ­დ­ვი­ლად ვერ ამო­იც­ნო, გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა შე­ათ­ვა­ლი­ე­რა. მა­ტიმ კი წა­მიც აღარ და­ა­ხა­ნა და ტყვი­ამ­ფ­რ­ქ­ვე­ვი­ვით მი­ა­ყა­რა:
- ბა­ტო­ნო ურ­ჰარტ, მთე­ლი დღე­ვან­დე­ლი დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენ­თან და­კავ­ში­რე­ბას სრუ­ლი­ად უშე­დე­გოდ ვცდი­ლობ­დი. ვი­ცი, რომ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­ყე­ნებთ, მაგ­რამ თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა უსაშ­ვე­ლოდ მჭირ­დე­ბა. და­უ­ნინგ-სტრიტ­ზე გა­მო­აცხა­დეს, რომ მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა და ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, თუ იმის გა­გე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბით, ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის უკან რა იმა­ლე­ბა ან რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი.
"მა­ინც რო­გორ ახერ­ხე­ბენ ეს ეშ­მაკ­ზე ერ­თი დღით ად­რე და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი იმის გა­გე­ბას თუ რო­დის სად იმ­ყო­ფე­ბი?" - გა­ი­ფიქ­რა გა­ო­ცე­ბულ­მა მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა, რო­მე­ლიც მიხ­ვ­და, რომ მის წინ ერთ-ერ­თი აბე­ზა­რი ჟურ­ნა­ლის­ტ­თა­გა­ნი იდ­გა, თუმ­ცა­ღა კონ­კ­რე­ტუ­ლად ვინ, მა­ინც ვერ გა­იხ­სე­ნა.
- ვწუხ­ვარ, მაგ­რამ თქვენ­თ­ვის სათ­ქ­მე­ლი არა­ფე­რი მაქვს. - უთხ­რა მან შემ­დეგ და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ სტუ­მარს და კა­რის მი­ხურ­ვა და­ა­პი­რა, მაგ­რამ სა­სო­წარ­კ­ვე­თილ­მა მა­ტიმ კა­რის­კენ მა­შინ­ვე ნა­ბი­ჯი წად­გა.
"ნე­ტავ, ეს ტუ­ტუ­ცი კარ­ში ფე­ხის და­ყო­ლე­ბა­საც ხომ არ აპი­რებს? - გა­ო­ცე­ბა უკ­ვე გა­ოგ­ნე­ბით შე­ეც­ვა­ლა ურ­ჰარტს, თუმ­ცა­ღა, მა­ტის მსგავ­სიც არა­გე­რი გა­უ­კე­თე­ბია. უბ­რა­ლოდ, ამ­ჯე­რად ბევ­რად უფ­რო ხმა­დაბ­ლა და მშვი­დად, თით­ქოს Aთავისთვის ჩა­ი­ლა­პა­რა­კა:
- კარ­გად გა­ვი­გე, რაც მითხა­რით, სერ, მაგ­რამ მომ­კა­ლით და არ მჯე­რა, რომ სათ­ქ­მე­ლი მარ­თ­ლა არა­ფე­რი გაქვთ.
"მა­ინც რას გუ­ლის­ხ­მობს?" - გაკ­ვირ­ვე­ბით შე­ხე­და ურ­ჰარ­ტ­მა გო­გო­ნას.
მა­ტიმ კი მი­სი ორ­ჭო­ფო­ბით მა­შინ­ვე ისარ­გებ­ლა და ან­კე­სის უფ­რო შორს გა­დაგ­დე­ბა სცა­და:
- იმა­ზე რა­ღას იტყო­დით თუ ხვალ გა­ზეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ასეთ რა­მეს წა­ი­კითხავ­დით: "გუ­შინ სა­ღა­მოს მთავ­რო­ბა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბის სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კა­ბი­ნე­ტის წევ­რებს შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ნიშ­ნე­ბი გა­მოჩ­ნ­და. მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა, რო­მე­ლიც, რო­გორც ბევ­რი ვა­რა­უ­დობს, უკ­ვე დი­დი ხა­ნია, უფ­რო მა­ღა­ლი პოს­ტის და­კა­ვე­ბის­კენ ის­წ­რაფ­ვის, კო­მენ­ტა­რის ან­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის და­სა­ცა­ვი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა­ზე უარი გა­ნაცხა­და".
ურ­ჰარ­ტი მხო­ლოდ ამ სიტყ­ვე­ბის შემ­დეგ­ღა მიხ­ვ­და, რომ მის წინ "დე­ი­ლი ტე­ლეგ­რა­ფის" კო­რეს­პონ­დენ­ტი მა­ტი სტო­რი­ნი იდ­გა, რო­მელ­საც პი­რა­დად არ იც­ნობ­და, რად­გა­ნაც ვეს­ტ­მის­ტე­რის წრე­ებ­ში სულ ახა­ლი გა­მო­ჩე­ნი­ლი იყო. თუმ­ცა­ღა, მუ­შა­ო­ბი­სას ხში­რად ჰყავ­და ნა­ნა­ხი და კარ­გად ხვდე­ბო­და, რომ უტ­ვი­ნო ნამ­დ­ვი­ლად არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. "და­ვი­ჯე­რო, "დე­ი­ლი ტე­ლეგ­რაფ­მა" ჟურ­ნა­ლის­ტი და­სა­შან­ტა­ჟებ­ლად გა­მო­მიგ­ზავ­ნა? - გაკ­ვირ­ვე­ბა კი­დევ ერ­თხელ ვე­ღარ და­მა­ლა მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა, თუმ­ცა­ღა ხმა­მაღ­ლა სულ სხვა რამ და სრუ­ლი­ად მშვი­და­დაც წარ­მოთ­ქ­ვა:
- არა მგო­ნია, ამას სე­რი­ო­ზუ­ლად ამ­ბობ­დეთ.
- რა თქმა უნ­და, არა, სერ. - ღი­მი­ლი ვე­ღარ შე­ი­კა­ვა მა­ტიმ. - Mმიუხედავად იმი­სა, რომ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობთ და არც ჩემ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბის სურ­ვი­ლი გაქვთ, ჩემს სტა­ტი­ა­ში ასე შორ­საც კი ვერ გა­ვუ­ტევ. თუმ­ცა­ღა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ზო­გი­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვას ნამ­დ­ვი­ლად მი­ჩენს. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მე პი­რა­დად ალალ­ბედ­ზე რა­ღა­ცის დაბ­რეხ­ვე­ბას სი­მარ­თ­ლის თქმას ვამ­ჯო­ბი­ნებ­დი, მაგ­რამ რა ვქნა, თუ­კი სწო­რედ ამ სი­მარ­თ­ლის გა­რე­შე მტო­ვებთ.
ჟურ­ნა­ლის­ტის გუ­ლახ­დი­ლო­ბამ ურ­ჰარ­ტი უც­ბად გა­ნა­ი­ა­რა­ღა და იმა­საც მიხ­ვ­და, რომ მან და­უნგ-სტრიტის ფორ­მა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის უკან რა­ღაც უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლი რამ უკ­ვე ისე­დაც გან­ჭ­ვ­რი­ტა და ახ­ლა მის კარ­თან ასე ფეხ­მო­უც­ვ­ლე­ლა­დაც სწო­რედ ამი­ტომ იდ­გა. "კაც­მა რომ თქვას, რა­ღას ვკარ­გავ?" - გა­ი­ფიქ­რა მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა და იმის ნაც­ვ­ლად, რომ ტე­ლე­ფო­ნის­თ­ვის წა­მო­ევ­ლო ხე­ლი და სიმ­შ­ვი­დის ესო­დენ აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი დარ­ღ­ვე­ვის­თ­ვის "დე­ი­ლი ტე­ლეგ­რა­ფის" რე­დაქ­ტო­რის­გან ბო­დი­შის მოხ­და მო­ეთხო­ვა, მი­სი წარ­მო­მად­გენ­ლის შინ შეშ­ვე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. M
- იქ­ნებ, შე­მო­სუ­ლი­ყა­ვით, მის სტო­რინ... - შემ­რი­გებ­ლუ­რი ტო­ნით უთხ­რა მან გო­გო­ნას. - თუ, რა თქმა უნ­და, თქვე­ნი გვა­რი სწო­რად მახ­სოვს.
- ნამ­დ­ვი­ლად სწო­რად გახ­სოვთ, - მა­შინ­ვე აჰ­ყ­ვა მას მა­ტიც, - მაგ­რამ ძა­ლი­ან გთხოვთ, უბ­რა­ლოდ მა­ტი და­მი­ძა­ხოთ.
ურ­ჰარ­ტ­მა ჟურ­ნა­ლის­ტი კლა­სი­კურ ინ­გ­ლი­სურ სტილ­ში მოწყო­ბილ სას­ტუმ­რო ოთახ­ში შე­იყ­ვა­ნა. ძვე­ლე­ბუ­რი და ძა­ლი­ან მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ავე­ჯით გაწყო­ბი­ლი ოთა­ხის კედ­ლებს ჟან­რობ­რივ­ს­ცე­ნე­ბი­ა­ნი და ცხე­ნე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი პე­ი­ზა­ჟუ­რი სტი­ლის ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ამ­შ­ვე­ნებ­და. მას­პინ­ძელ­მა თა­ვის­თ­ვის ვის­კის სო­ლი­დუ­რი ულუ­ფა და­ის­ხა, და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ სტუ­მარს კი მას­თან შე­უ­თან­ხ­მებ­ლად თეთ­რი ღვი­ნით სა­ნა­ხევ­როდ ავ­სე­ბუ­ლი ბო­კა­ლი მი­ა­წო­და და თა­ვად მა­სი­ურ სა­ვარ­ძელ­ში მო­ხერ­ხე­ბუ­ლად მო­ეწყო. მა­ტი კი მის პირ­და­პირ მდგა­რი დივ­ნის კი­დე­ზე მო­რი­დე­ბით ჩა­მოჯ­და და ჩან­თი­დან მა­შინ­ვე მომ­ც­რო ბლოკ­ნო­ტი ამო­ი­ღო. თუმ­ცა­ღა, მთა­ვა­რი შოლ­ტის მი­ერ ხე­ლის ერ­თი უკ­მა­ყო­ფი­ლოდ აქ­ნე­ვა და ბლოკ­ნო­ტის ისევ ჩან­თა­ში ჩაბ­რუ­ნე­ბა ერ­თი აღ­მოჩ­ნ­და.
- ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვარ, მის სტო­რინ... - და­იწყო შემ­დეგ ურ­ჰარ­ტ­მა.
- მა­ტი. - მო­რი­დე­ბით შე­უს­წო­რა მას გო­გო­ნამ.
- ჰო, მა­ტი... - ჟურ­ნა­ლის­ტი კი­დევ ერ­თხელ გა­მომ­ც­დე­ლად შე­ათ­ვა­ლი­ე­რა მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა. - იმას გე­უბ­ნე­ბო­დით, რომ ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვარ-მეთ­ქი და არც იმა­ში ვარ ბო­ლომ­დე დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბის ზუს­ტად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას თუ შევ­ძ­ლებ. Aასე რომ, ძა­ლი­ან გთხოვთ, არც ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­ა­კე­თოთ და არც შემ­დეგ მო­ახ­დი­ნოთ ჩე­მი სიტყ­ვე­ბის ცი­ტი­რე­ბა.
- დი­ახ... რა თქმა უნ­და, მის­ტერ ურ­ჰარტ... ყვე­ლა­ფერს ზუს­ტად ისე გა­ვა­კე­თებ, რო­გორც ჩვენ­თან, ლო­ბი­შია მი­ღე­ბუ­ლი. მუ­შა­ო­ბი­სას მხო­ლოდ იმას გა­მო­ვი­ყე­ნებ, რა­საც მეტყ­ვით და, რა­ღა თქმა უნ­და, თქვე­ნი მოხ­სე­ნი­ე­ბა ან­და თქვე­ნი სიტყ­ვე­ბის რა­მე­ნა­ი­რი ცი­ტი­რე­ბაც ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა გა­მო­რიცხუ­ლი.
- ზუს­ტა­დაც რომ... - ვერც­ხ­ლის­ფე­რი კო­ლო­ფი­დან ამო­ღე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტის­თ­ვის ცეცხ­ლის მო­კი­დე­ბის­თა­ნა­ვე ღრმა ნა­ფა­ზიც და­არ­ტყა ჟურ­ნა­ლის­ტის მიხ­ვედ­რი­ლო­ბით კმა­ყო­ფილ­მა ურ­ჰარ­ტ­მა, შემ­დეგ სა­ვარ­ძ­ლის სა­ზურ­გე­ზე ნე­ბი­ე­რად მი­ეს­ვე­ნა და შე­კითხ­ვის­თ­ვის სა­ერ­თოდ აღარ და­უც­დია, ლა­პა­რა­კი ისე და­იწყო:
- რომ გითხ­რათ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის ღრმა რწმე­ნით, მუ­შა­ო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ყვე­ლა­ზე უკე­თე­სი სწო­რედ ასეა, რომ მი­ნის­ტ­რე­ბის ცვლი­სა და იმის ლო­დი­ნის ნაც­ვ­ლად, თუ რო­დის შე­ეჩ­ვე­ვი­ან ისი­ნი ახალ ად­გი­ლებს და ახალ პერ­სო­ნალ­თან ახ­ლე­ბუ­რად მუ­შა­ო­ბას, ყვე­ლაფ­რის ძვე­ლე­ბუ­რად და­ტო­ვე­ბა და ასე შე­მარ­თუ­ლად წინ­ს­ვ­ლა გვი­ჯობს-მეთ­ქი, თა­ვად რა­ღას იტყო­დით?
- იმას, მის­ტერ ურ­ჰარტ, რომ მა­შინ ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­უ­კე­თებ­ლო­ბა­ზე ჩვენს შე­თან­ხ­მე­ბას და, სა­ერ­თო­დაც, ვეს­ტ­მის­ტე­რის ლო­ბის პრინ­ცი­პე­ბით სა­უ­ბარს აზ­რი სა­ერ­თოდ აღარ აქვს-მეთ­ქი. - უც­ბად ჩა­ა­რაკ­რა­კა მა­ტიმ.
"ა­მას­თან ცო­ტა უფ­რო ფრთხი­ლად უნ­და ვი­ყო", - გა­ი­ფიქ­რა მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა, თუმ­ცა­ღა, ჟურ­ნა­ლის­ტის პირ­და­პი­რო­ბით ამ­ჯე­რა­დაც საკ­მა­ოდ მო­ი­ხიბ­ლა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
960 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი