რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას?
font-large font-small
რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას?
ამ­ჯე­რად ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შექ­მ­ნა­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის­თ­ვის ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებთ...


- რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, მსოფ­ლი­ო­ში, პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში?
მა­მა მა­კა­რი:
- ამ პე­რი­ოდ­ში, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, რო­მის იმ­პე­რია ზე­ნიტ­ში იყო, სპარ­სე­თი - და­სუს­ტე­ბუ­ლი, ევ­რო­პა­ში ბარ­ბა­რო­სუ­ლი ტო­მე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნენ, რომ­ლე­ბიც რო­მის იმ­პე­რი­ას ვე­რა­ფერს აკ­ლებ­დ­ნენ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობ­და ძა­ლა, რო­მე­ლიც და­უ­პი­რის­პირ­დე­ბო­და რო­მის იმ­პე­რი­ას. სწო­რედ ამ დროს მო­დი­ო­და უფა­ლი, ამ დროს იწყებ­დ­ნენ უფ­ლის მო­ცი­ქუ­ლე­ბი ქა­და­გე­ბას და ნელ-ნე­ლა რო­მის იმ­პე­რია მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა. შე­იც­ვა­ლა რო­მის იმ­პე­რი­ის სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა, ცხოვ­რე­ბის წე­სი... მა­ლე რო­მის იმ­პე­რია უკ­ვე ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ა­დაც გარ­და­იქ­მ­ნა. ვი­ცით, რომ ბი­ზან­ტი­ე­ლე­ბი თა­ვი­ანთ თავს რო­მა­ე­ლებს უწო­დებ­დ­ნენ, მაგ­რამ ის უკ­ვე აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა იდე­ებ­სა და ტრა­დი­ცი­ებ­ზე აგე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო იყო.
- ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­სამ­ჩ­ნე­ვია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია XXI სა­უ­კუ­ნე. და­ახ­ლო­ე­ბით რო­მე­ლი პე­რი­ო­დი­დან იწყე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შექ­მ­ნა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა?
- გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან, უკ­ვე ნელ-ნე­ლა ვი­თარ­დე­ბო­და ქა­ლა­ქე­ბი, ადა­მი­ა­ნებ­მაც მე­ტი პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვეს და და­იწყეს იმა­ზე ფიქ­რი, ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯე­ბით რო­გორ მი­ეღ­წი­ათ მე­ტი წარ­მა­ტე­ბი­სა და წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბით XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მოხ­და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, რა­მაც XX სა­უ­კუ­ნე­ში კი­დევ უფ­რო დიდ წინ­ს­ვ­ლას მი­აღ­წია. მა­გა­ლი­თად, XX სა­უ­კუ­ნის 20-40-იან წლებ­ში ძა­ლი­ან კარ­გად გან­ვი­თარ­და კოს­მო­ლო­გი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გია, მაგ­რამ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დაწყე­ბის შემ­დეგ, ის მეც­ნი­ე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კოს­მო­სურ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე მუ­შა­ობ­დ­ნენ, უკ­ვე გა­და­ერ­თ­ვ­ნენ თა­ნამე­დ­რო­ვე იარა­ღის შექ­მ­ნა­ზე. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომს მოჰ­ყ­ვა ცი­ვი ომი და მთე­ლი რი­გი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, უფ­რო სწო­რად სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ქვეყ­ნე­ბის ჯგუ­ფი და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ ძი­რი­თა­დად იარა­ღის შექ­მ­ნა­ში. ყვე­ლა ცდი­ლობ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა, მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბი­სა და სა­უ­კე­თე­სო იარა­ღე­ბი შე­ექ­მ­ნა, უპი­რა­ტე­სო­ბა რომ მო­ე­პო­ვე­ბი­ნა. ამან გა­მო­იწ­ვია სხვა სა­ხის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­ჩე­რე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ოდ­შიც, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მოთხოვ­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბა. ძა­ლი­ან სწრა­ფი ტემ­პით ვი­თარ­დე­ბა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რად­გან სწო­რედ ამ პრო­დუქ­ცი­ა­ზეა ყვე­ლა­ზე დი­დი მოთხოვ­ნი­ლე­ბა და ყვე­ლა­ზე მე­ტად, ბიზ­ნე­სიც სწო­რედ მათ გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს. ასე­ვე სწრა­ფად ხდე­ბა, ვთქვათ, მან­ქა­ნათ­მ­შე­ნებ­ლო­ბის, გემ­თ­მ­შე­ნებ­ლო­ბის, საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რად­გან მათ­ზეც დი­დი მოთხოვ­ნი­ლე­ბაა, მაგ­რამ კოს­მო­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ნაკ­ლე­ბად მოთხოვ­ნა­დია, მას მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი აფი­ნან­სე­ბენ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაც ნე­ლი ტემ­პით ხდე­ბა... რა თქმა უნ­და, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვი­თარ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გიე­ბი, მაგ­რამ სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინს­ვ­ლას ად­გენს მოთხოვ­ნი­ლე­ბა.
- ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა თუ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­შო­ბაც ხომ ღვთის დაშ­ვე­ბით ხდე­ბა?
- რა თქმა უნ­და. უფალ­მა ადა­მი­ანს მის­ცა აზ­როვ­ნე­ბა, მის­ცა თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბა და მის­ცა სამ­ყა­რო. სწო­რედ ღვთის­გან ბო­ძე­ბუ­ლი გო­ნე­ბი­თა და იმ თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბით ხდე­ბა ამ სამ­ყა­როს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი­სა და კა­ნო­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, რო­მელ­საც შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბი იყე­ნე­ბენ გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რამ­დე­ნად მეტს ის­წავ­ლი­ან, რაც მე­ტად შე­იც­ნო­ბენ სამ­ყა­როს, ეს იწ­ვევს უკ­ვე ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.
- რა­ტომ სჭირ­დე­ბათ ადა­მი­ა­ნებს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა...
- ადა­მი­ა­ნი რაც მეტს იგებს, მეტს სწავ­ლობს, ცოდ­ნას იყე­ნებს თა­ვი­სი მი­წი­ე­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის. სუ­ლი­ერ კე­თილ­დღე­ო­ბას არ სჭირ­დე­ბა მი­წი­ე­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, მაგ­რამ რად­გან ადა­მი­ა­ნი მიდ­რე­კი­ლია მი­წი­ე­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­კენ, დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა იღ­ვ­წის იმი­სათ­ვის, რომ მი­წი­ე­რი პი­რო­ბე­ბი გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს. ამ დროს ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა მიდ­რე­კი­ლია სი­ახ­ლის შექ­მ­ნის­კენ, რაც მის­თ­ვი­საც და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვი­საც მი­წი­ე­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. ანუ ცი­ვი­ლი­ზა­ცია იქ­მ­ნე­ბა იმ დროს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მი­წი­ერ კა­ნო­ნებს სწვდე­ბა, იმ კა­ნო­ნებს, რო­მე­ლიც ღმერ­თ­მა შექ­მ­ნა. რა თქმა უნ­და, ღვთის ნე­ბის გა­რე­შე ადა­მი­ანს არაფ­რის შექ­მ­ნა არ შე­უძ­ლია. უფალს რომ სურ­დეს, რომ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბი არ გან­ვი­თარ­დეს, არ გან­ვი­თარ­დე­ბა. თუ ვი­თარ­დე­ბა, ეს ღვთის ნე­ბა­სა და გან­გე­ბუ­ლე­ბა­შია. უფალს სურს, ადა­მი­ა­ნებს მის­ცეს არა მხო­ლოდ სუ­ლი­ე­რი სი­კე­თე­ე­ბი, არა­მედ - მი­წი­ე­რი სი­კე­თე­ე­ბიც, მი­წაც ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვი­საა შექ­მ­ნი­ლი. თუ მი­წი­ე­რე­ბას სუ­ლის სა­ზი­ა­ნოდ გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ეს სუ­ლს დააზარალებს, თო­რემ თუ მი­წა­ზე ვიცხოვ­რებთ, ასე ვთქვათ, კომ­ფორ­ტუ­ლად და ამით არ ვავ­ნებთ ჩვენს სულს, ეს დასაშვებია.
- რა­ტომ ხდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ოდ­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ასე­თი სწრა­ფი ტემ­პით გან­ვი­თა­რე­ბა?
- ადა­მი­ანს აქვს ასე­თი თვი­სე­ბა - გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ის­წ­რაფ­ვის, მეტს მი­აღ­წი­ოს, ეს იქ­ნე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის კუთხით თუ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. თუ წარ­მო­ვიდ­გენთ, ორა­სი წლის წინ რი­თი კმა­ყო­ფილ­დე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, თუნ­დაც მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნე­ბის მკვიდ­რ­ნი, რაც იმ დროს ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ა­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დათ, დღეს შე­იძ­ლე­ბა ღა­რი­ბი ადა­მი­ა­ნიც არ იყოს მსგავ­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­თა თუ ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბით კმა­ყო­ფი­ლი. თუ ად­რე ავ­ტო­მო­ბი­ლი, კომ­პი­უ­ტე­რი, ტე­ლე­ფო­ნი ით­ვ­ლე­ბო­და ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნე­ბად, დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი აუცი­ლებ­ლო­ბად მიიჩნევა. რაც უფ­რო გა­დის დრო და მეტ ცო­დნას იძენს ადა­მი­ა­ნი ამ სამ­ყა­რო­დან, კი­დევ უფ­რო მე­ტი მოთხოვ­ნი­ლე­ბა უჩ­ნ­დე­ბა. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბისა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას არ ექ­ნე­ბა ზღვა­რი, რად­გან თა­ვად ადა­მი­ა­ნე­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბას არ აქვს ზღვა­რი. და­უცხ­რო­მე­ლი სწრაფ­ვა, რაც თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­შია ჩა­დე­ბუ­ლი, სუ­ლი­ე­რე­ბის­კენ უნ­და იყოს მი­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ რად­გან დავ­კარ­გეთ სუ­ლი­ე­რე­ბა, ეს სწრაფ­ვა მივ­მარ­თეთ მი­წი­ე­რე­ბის­კენ და მე­ტად და მე­ტად ვაღ­წევთ მი­წი­ერ გან­ვი­თა­რე­ბას, რად­გან გა­ცი­ლე­ბით მე­ტად გვაქვს ამის მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბა. სა­ნაც­ვ­ლოდ ვკარ­გავთ სუ­ლი­ე­რე­ბას და ვი­ვიწყებთ ღმერთს.
- ცხა­დია, ტექ­ნი­კურ პროგ­რესს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი შე­დე­გიც აქვს და უარ­ყო­ფი­თიც...
- რა თქმა უნ­და. უარ­ყო­ფი­თი ისაა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი რაც მე­ტად ერ­თ­ვე­ბი­ან მი­წი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პ­ში, მე­ტად ივიწყე­ბენ ღმერთს, თუმ­ცა უფა­ლი ყვე­ლა­ფერს კე­თილ მხა­რე­საც გა­მო­უ­ჩენს, ტექ­ნი­კურ პროგ­რესს ბევ­რი და­დე­ბი­თიც მოჰ­ყ­ვე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ, რამ­დე­ნი­მე ათ­წ­ლე­უ­ლის წი­ნაც კი, ხში­რად უბ­რა­ლო და­ა­ვა­დე­ბე­ბი­თაც კვდე­ბოდ­ნენ, თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ოდ­ში უკ­ვე იმ­დე­ნად სწრა­ფად გან­ვი­თარ­და მე­დი­ცი­ნა, რომ ეს სა­შიშ­რო­ე­ბა აღარ ემუქ­რე­ბათ. რო­გორც ვთქვით, თუ ხორ­ცი­ე­ლის­თ­ვის ზრუნ­ვა სუ­ლი­ე­რად გვაბ­რ­კო­ლებს, ხელს გვიშ­ლის ღმერ­თ­თან მი­ახ­ლოე­ბა­ში, ესაა სა­ზი­ა­ნო, თო­რემ ადა­მი­ა­ნი შედ­გე­ბა სუ­ლისა და ხორ­ცის­გან, ამი­ტომ უფა­ლი სუ­ლის­თ­ვი­საც გვაძ­ლევს სარ­გე­ბელს და ხორ­ცის­თ­ვი­საც. უფა­ლი უშ­ვებს, რომ წი­ნა სა­უ­კუ­ნე­ებ­თან შე­და­რე­ბით ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ვიცხოვ­როთ, იმი­სათ­ვის, რომ უფ­ლის­კენ მივ­ბ­რუნ­დეთ და გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ძა­ლე­ბი სუ­ლის­თ­ვის ზრუნ­ვას მო­ვახ­მა­როთ. რო­გორც ხორ­ცის­თ­ვის ვზრუ­ნავთ, ისე­ვე უნ­და ვიზ­რუ­ნოთ სუ­ლის­თ­ვის. თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ასე არ ხდე­ბა. რაც მე­ტად ვი­თარ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად ივიწყე­ბენ სუ­ლი­ე­რე­ბას, თუმ­ცა მრა­ვალ­მოწყა­ლე უფა­ლი არა­სო­დეს ტო­ვებს ადა­მი­ა­ნებს წყა­ლო­ბის გა­რე­შე, ვი­საც სუ­ლი­ე­რი წყა­ლო­ბის­თ­ვის და­კე­ტი­ლი აქვს გუ­ლი, ღმერ­თი ხორ­ცი­ელ წყა­ლო­ბას აძ­ლევს. რაც მე­ტად და­შორ­და ღმერთს კა­ცობ­რი­ო­ბა, მე­ტი მი­წი­ე­რი წყა­ლო­ბა აქვთ ადა­მი­ა­ნებს და ეს არა იმის გა­მო, რომ უფ­ლის­თ­ვის არა­ფერს ნიშ­ნავს ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რე­ბა, ვიქ­ნე­ბით თუ არა ღვთის მცნე­ბე­ბის აღ­მ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი, არა­მედ იმის გა­მო, რომ რად­გან არ ვზრუ­ნავთ სუ­ლი­ე­რე­ბის­თ­ვის, ვი­კე­ტავთ ცხო­ნე­ბის გზას, უფა­ლი არ მიგვატოვებს და მი­წი­ე­რე­ბა­ში მა­ინც შეგვე­წე­ვა. სა­ხა­რე­ბას გა­დავ­ხე­დოთ, ურ­წ­მუ­ნოც, 38 წლის დავ­რ­დო­მი­ლიც კი გან­კურ­ნა უფალ­მა, რო­მელ­მაც შემ­დეგ სი­ლა გა­აწ­ნა მაცხო­ვარს სამ­ს­ჯავ­რო­ზე, მღვდელ­მ­თავ­რებ­თან ერ­თად. უფალს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი უყ­ვარს და ყვე­ლას აძ­ლევს წყა­ლო­ბას, თუმ­ცა შემ­დეგ ადა­მი­ან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვინ რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს მას.


შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე
ბეჭდვა