გალაქტიკაში 26 წლიანი ძილის შემდეგ სახიფათო შავმა ხვრელმა გამოიღვიძა - გზაპრესი

გალაქტიკაში 26 წლიანი ძილის შემდეგ სახიფათო შავმა ხვრელმა გამოიღვიძა

შავმა ხვრელმა, რომელიც დედამიწისგან რვა ათასი სინათლის წლითაა დაშორებული, 26 წლიანი ძილის შემდეგ გაიღვიძა, - ამის შესახებ ინფორმაცია თანამგზავრ "ინტეგრალის" მეშვეობით გახდა ცნობილი.

შავი ხვრელი ჩვენს მზის სისტემაში ბოლოს 1989 წელს გამოჩნდა, რაც შავი ხვრელების შესწავლის გარდამტეხ მომენტად იქცა.

ასტროფიზიკოსებმა მოახერხეს მისი კომპანიონი ვარსკვლავის დაფიქსირება, რომელსაც შავი ხვრელი ნელ-ნელა შთანთქავდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ შავი ხვრელი ამჟამად უცნაურ და არაპროგნოზირებად ქცევებს ავლენს, იცვლის ზომებს და შეფერილობას საათებში და ზოგჯერ წუთებშიც კი.

აღსანიშნავია, რომ მაისში დედამიწიდან 12,5 მილიარდი სინათლის წელიწადის დაშორებით აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც შუქს ასხივებს 300 ტრილიონჯერ მეტი სიძლიერით, ვიდრე ჩვენი მზე.

მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით.