ადა­მი­ან­თა სხვა­დას­ხ­ვა ფე­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის წარ­მო­შო­ბა და მმარ­თ­ვე­ლობის ფორ­მე­ბი
font-large font-small
ადა­მი­ან­თა სხვა­დას­ხ­ვა ფე­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის წარ­მო­შო­ბა და მმარ­თ­ვე­ლობის ფორ­მე­ბი
ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ფე­ნად, კა­ტე­გო­რი­ე­ბად და ერე­ბად არი­ან და­ყო­ფილ­ნი. სხვა­დას­ხ­ვა ის­ტო­რი­ულ პე­რი­ოდ­ში ყა­ლიბ­დე­ბოდ­ნენ ერე­ბი, სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი და არ­სე­ბობ­და სხვა­დას­ხ­ვა მმარ­თ­ვე­ლო­ბის ფორ­მე­ბი. ამ­ჯე­რად ამ სა­კითხებს შე­ვე­ხე­ბით...



- რა პე­რი­ო­დი­დან იწყე­ბა ადა­მი­ან­თა სხვა­დას­ხ­ვა ფე­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­დის ჩნდე­ბა პირ­ვე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო წარ­მო­ნაქ­მ­ნე­ბი და მმარ­თ­ვე­ლო­ბის ფორ­მე­ბი?
მა­მა მა­კა­რი:
- ადა­მი­ა­ნებს აქვთ სხვა­დას­ხ­ვა ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და კა­ტე­გო­რი­ე­ბად იყო­ფი­ან ასე­ვე ში­ნა­გა­ნი ბუ­ნე­ბის, ხა­სი­ა­თის მი­ხედ­ვით. ზო­გი უფ­რო სას­ტი­კია, ზო­გი - კე­თი­ლის­მ­ყო­ფე­ლი. ამის მი­ხედ­ვით ყა­ლიბ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა. კა­ცობ­რი­ო­ბის არ­სე­ბო­ბის დრო­ი­დან, თა­ვი­ან­თი გო­ნებ­რი­ვი, ფი­ზი­კუ­რი თუ სხვა სა­ხის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ან­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი აგ­რო­ვებ­და სიმ­დიდ­რეს. ზოგ­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბაც ჩა­იგ­დო ხელ­ში და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ვინც სიმ­დიდ­რე შე­ი­ძი­ნა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა, სხვებ­ზე იძა­ლა­და. თა­ვის­თა­ვად, უკ­ვე მოხ­და ადა­მი­ან­თა ფე­ნე­ბად და­ყო­ფა. ნა­წი­ლი, რომე­ლიც ძა­ლა­დობ­და და ნა­წი­ლი - მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. დრო­თა გან­მავ­ლობა­ში ამან წარ­მოშ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი. ცნო­ბი­ლი არ არის, არ­სე­ბობ­და თუ არა წარ­ღ­ვ­ნამ­დელ პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი. კა­ცობ­რი­ო­ბა ერ­თი­ა­ნი იყო, ადა­მი­ა­ნე­ბი ერთ ენა­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, ცალ­კე სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი, უფ­რო - ქა­ლაქი-სა­ხელ­მ­წი­ფოე­ბის სა­ხით, ამ პე­რი­ოდ­შიც არ­სე­ბობ­და. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ წარ­ღ­ვ­ნამ­დელ პე­რი­ოდ­ში, მარ­თალ კა­ცობ­რი­ო­ბას, სე­ი­თის შთა­მო­მავ­ლო­ბას, რომ­ლე­ბიც ღვთის მა­დი­დებ­ლო­ბით ცხოვ­რობ­დ­ნენ, მა­მამ­თავ­რე­ბი გა­ნა­გებ­დ­ნენ. უშუ­ა­ლოდ წარ­ღ­ვ­ნის პე­რი­ო­დის­თ­ვის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მარ­თა­ლი ადა­მი­ა­ნი იყო დარ­ჩე­ნი­ლი - ნოე და მი­სი ოჯა­ხი, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე მარ­თა­ლი მა­მამ­თა­ვა­რი, რომ­ლე­ბიც წარ­ღ­ვ­ნამ­დე გარ­და­იც­ვალ­ნენ. ფაქ­ტობ­რი­ვად, წარ­ღ­ვ­ნამ­დელ პე­რი­ოდ­შიც არ­სე­ბობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ადა­მი­ა­ნე­ბის ორი ჯგუ­ფი. ეს იყო მა­მამ­თავ­რუ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბა. მა­მამ­თა­ვა­რი გა­ნა­გებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა, შედ­გე­ბო­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლებ­საც ძა­ლა­უფ­ლე­ბა ეპყ­რათ ხელთ ან მათ­ზე იყ­ვ­ნენ და­მო­კი­დე­ბულ­ნი.

- რაც შე­ე­ხე­ბა წარ­ღ­ვ­ნის შემ­დ­გომ პე­რი­ოდს?

- წარ­ღ­ვ­ნის შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დი­დან აშ­კა­რად ჩანს, რომ უკ­ვე ყა­ლიბ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი. ბა­ბი­ლო­ნის გო­დო­ლის მშე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ო­დამ­დე, ნო­ესა და მი­სი სა­მი ვა­ჟის­გან ხე­ლახ­ლა გამ­რავ­ლე­ბუ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა ერთ ერად არ­სე­ბობ­და, მა­თაც ჰყავ­დათ მა­მამ­თავ­რე­ბი, მაგ­რამ მთელ იმ­დ­რო­ინ­დელ კა­ცობ­რი­ო­ბა­ზე ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში ჩა­იგ­დო ნებ­როთ­მა. ნებ­რო­თი იყო ქა­მის შვი­ლიშ­ვი­ლი - აღ­ნა­გო­ბი­თა და ძა­ლით გა­მორ­ჩე­უ­ლი. მან მო­ი­პო­ვა ძა­ლა­უფ­ლე­ბა და იმ­დ­რო­ინ­დე­ლი მსოფ­ლი­ოს მე­ფე გახ­და ანუ ნებ­როთ­მა შექ­მ­ნა მსოფ­ლიო იმ­პე­რია. იმ პე­რი­ოდ­ში კა­ცობ­რი­ო­ბა მთელ დე­და­მი­წა­ზე არ იყო გან­სახ­ლე­ბუ­ლი - მხო­ლოდ თა­ნა­მედ­რო­ვე შუ­ამ­დი­ნა­რე­თი­სა და მცი­რე აზი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სახ­ლობ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი და მათ გა­ნა­გებ­და ნებ­რო­თი. ნებ­როთს რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქი ჰქონ­და. დე­და­ქა­ლა­ქი იყო ბა­ბი­ლო­ნი, სა­დაც კა­ცობ­რი­ო­ბამ გო­დო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა წა­მო­იწყო. ე.ი. კოშ­კი ნებ­რო­თის სა­მე­ფოს ცენ­ტ­რ­ში შენ­დე­ბო­და და ყვე­ლა­ფერს ნებ­რო­თი გა­ნა­გებ­და. გო­დო­ლის მშე­ნებ­ლო­ბის წა­მოწ­ყე­ბა წარ­ღ­ვ­ნი­დან 500 წლის შემ­დეგ და­იწყო. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი საკ­მა­ოდ გამ­რავ­ლ­დ­ნენ, გა­დაწყ­ვი­ტეს, ერ­თ­მა­ნეთს და­შო­რე­ბოდ­ნენ და სხვა­დას­ხ­ვა მხა­რეს წა­სუ­ლიყ­ვ­ნენ - ოჯა­ხე­ბის, ტო­მე­ბის მი­ხედ­ვით, რად­გან ის ტე­რი­ტო­რია ვე­ღარ იტევ­და გამ­რავ­ლე­ბულ კა­ცობ­რი­ო­ბას. ერ­თ­მა­ნეთ­თან რომ კავ­ში­რი არ გა­ეწყ­ვი­ტათ, გა­დაწყ­ვი­ტეს, აღე­მარ­თათ ისე­თი გო­დო­ლი - კოშ­კი, რო­მე­ლიც სი­მაღ­ლით ცას მის­წ­ვ­დე­ბო­და და მა­თი აზ­რით, ღმერ­თამ­დე მი­იყ­ვან­და. თუ ბა­ბი­ლო­ნის გო­დოლ­ში ერ­თ­მა­ნე­თის სა­ნა­ხა­ვად და ღვთის სა­დი­დებ­ლად შე­იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, ეს ცუ­დი არ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ კოშ­კის მშე­ნებ­ლო­ბის წა­მოწყე­ბით ადა­მი­ა­ნებ­მა და­ი­ვიწყეს ღმერ­თი. ამით კა­ცობ­რი­ო­ბა უკ­ვე და­შორ­და უფალს. თა­ვი­ან­თი წარ­მოდ­გე­ნის ღმერ­თი აღი­ა­რეს. მა­თი წარ­მოდ­გე­ნით ღმერ­თი აქ­ვე, ცა­ში ცხოვ­რობ­და და ბა­ბი­ლო­ნის გო­დო­ლის მეშ­ვე­ო­ბით მი­წი­ე­რად მო­ი­სურ­ვეს ღმერ­თ­თან მის­ვ­ლა. თა­ნაც, რად­გან ამ დროს საკ­მა­ოდ იყო კა­ცობ­რი­ო­ბა გამ­რავ­ლე­ბუ­ლი, უფალ­მა ინე­ბა, რომ მათ პი­რი არ შე­ეკ­რათ ღმერ­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ. რო­გორც ბიბ­ლია მოგ­ვითხ­რობს, კოშ­კის მშე­ნებ­ლებს უფალ­მა ენე­ბი აურია, მათ ერ­თ­მა­ნე­თის არა ეს­მო­დათ და იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დ­ნენ, მშე­ნებ­ლო­ბა შე­ეწყ­ვი­ტათ. ამის შემ­დეგ დე­და­მი­წის სხვა­დას­ხ­ვა მხა­რეს გა­ი­ფან­ტ­ნენ და ერ­თ­მა­ნეთს და­შორ­დ­ნენ, რაც ამ დრომ­დეც ჰქონ­დათ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ბა­ბი­ლო­ნის გო­დო­ლის მშე­ნებ­ლო­ბის შეწყ­ვე­ტის, ენა­თა აღ­რე­ვი­სა და დე­და­მი­წის სხვა­დას­ხ­ვა მხა­რეს გა­ნახ­ლე­ბის შემ­დეგ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი პირ­ვე­ლა­დი ერე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­საც... ნელ-ნე­ლა ჩა­მო­ყა­ლიბ­და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო. პირ­ვე­ლი იყო ეგ­ვიპ­ტე, სხვა­გან ძი­რი­თა­დად არ­სე­ბობ­და ქა­ლაქი-სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი. შემ­დეგ უკ­ვე ხდე­ბო­და ამ ქა­ლაქი-სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არა მა­თი სურ­ვი­ლით, არა­მედ - იძუ­ლე­ბით. რო­დე­საც ერ­თი ქა­ლაქი-სა­ხელ­მ­წი­ფო უფ­რო გაძ­ლი­ერ­დე­ბო­და, ის თა­ვის გარ­შე­მო ტე­რი­ტო­რი­ებს იპყ­რობ­და. ასე შე­იქ­მ­ნა უძ­ვე­ლე­სი - მი­დი­ას, ირა­ნის, ბა­ბი­ლო­ნის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბი... რაც შე­ე­ხე­ბა ბერ­ძ­ნულ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ებს, თით­ქ­მის ბოლომ­დე შე­მორ­ჩა ქა­ლაქ-სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი, ვიდ­რე ალექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნელ­მა არ და­იპყ­რო და გა­ა­ერ­თი­ა­ნა არა მარ­ტო ბერ­ძ­ნუ­ლი ქა­ლაქი-სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი, არა­მედ იმ­დ­რო­ინ­დე­ლი მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი. იმ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქი-სა­ხელ­მ­წი­ფოს შე­ერ­თე­ბით წარ­მო­იქ­მ­ნენ, ხდე­ბო­და მო­ნარ­ქი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ბერ­ძ­ნულ ქა­ლაქი-სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს, აქ ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და მო­ნარ­ქი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბა, რად­გან ქა­ლაქი-სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს თა­ნა­ბა­რი სტა­ტუ­სე­ბი ჰქონ­დათ ერ­თ­მა­ნეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მა­თაც ჰყავ­დათ მმარ­თ­ვე­ლე­ბი, მაგ­რამ მათ შო­რის რა­ღაც კუთხით უფ­რო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბა არ­სე­ბობ­და. ვი­ცით, რომ ქრის­ტე­შო­ბამ­დე VIII სა­უ­კუ­ნე­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და რო­მის იმ­პე­რია, რო­მელ­საც თა­ვი­დან რამ­დე­ნი­მე მე­ფე ჰყავ­და. შემ­დეგ მე­ფე­ე­ბი და­ამ­ხვეს და ჩა­მო­ყა­ლიბ­და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ანუ ხალ­ხის მმარ­თ­ვე­ლო­ბა, რო­მელ­მაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბი გას­ტა­ნა. მთე­ლი ამ კონ­ტექ­ს­ტი­დან ამო­ვარ­დ­ნი­ლია ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო. რო­დე­საც ის­რა­ე­ლი­ა­ნე­ბი ეგ­ვიპ­ტი­დან გა­მო­ვიდ­ნენ, მათ სა­ხელ­მ­წი­ფო მმარ­თ­ვე­ლო­ბა არ შე­უქ­მ­ნი­ათ. აღ­თ­ქ­მუ­ლი ქვეყ­ნის დამ­კ­ვიდ­რე­ბის შემ­დეგ, ადა­მი­ან­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებს სჯუ­ლი გა­ნა­გებ­და, რო­მელ­საც სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბა ახორ­ცი­ე­ლებ­და, ხო­ლო თუ ის­რა­ე­ლის ქვე­ყა­ნას და­იპყ­რობ­და ესა თუ ის სა­ხელ­მ­წი­ფო, უფა­ლი გა­მო­ა­ჩენ­და ხოლ­მე პი­როვ­ნე­ბას, მსა­ჯუ­ლის სა­ხით, რო­მე­ლიც ის­რა­ელს მტრე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­ა­ერ­თი­ა­ნებ­და და ბრძო­ლას გა­უ­მარ­თავ­დ­ნენ დამ­პყ­რობ­ლებს. მსა­ჯუ­ლო­ბა შთა­მო­მავ­ლო­ბით არ გა­და­დი­ო­და. მსა­ჯუ­ლებს არ ჰქონ­დათ ზედ­მე­ტად გა­მორ­ჩე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი. ისი­ნი უბ­რა­ლოდ იყ­ვ­ნენ ერის გა­მა­ერ­თი­ა­ნებ­ლე­ბი მტრე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ. ის­რა­ელ­ში მსა­ჯულ­თა ხა­ნამ 400 წლის მან­ძილ­ზე გას­ტა­ნა ანუ რო­დე­საც ეგ­ვიპ­ტი­დან გა­მო­ვი­და ის­რა­ე­ლის ერი, უფალ­მა თე­ოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბა და­უ­წე­სა მათ - მი­წი­ე­რი მმარ­თ­ვე­ლე­ბი არ ჰყო­ლი­ათ, მა­თი მმარ­თ­ვე­ლი იყო ღმერ­თი. ის­რა­ე­ლის ერი ცდი­ლობ­და, აღეს­რუ­ლე­ბი­ნა საღ­ვ­თო სჯუ­ლი და თუ ვინ­მე სჯულს და­არ­ღ­ვევ­და, ადა­მი­ან­თა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას სჯუ­ლის დამ­ც­ველ­ნი, სამ­ღ­ვ­დე­ლო­ე­ბა აგ­ვა­რებ­და. სა­ხელ­მ­წი­ფო მმარ­თ­ვე­ლი ანუ მე­ფე 400 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰყო­ლი­ათ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­ვე ბიბ­ლი­ის რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი­დან ჩანს, რომ სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ არის ღვთის­გან და­წე­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც იმ­პე­რა­ტო­რებ­მა მი­ი­ღეს ქრის­ტი­ა­ნო­ბა, გაჩ­ნ­და აზ­რი, რომ მო­ნარ­ქი­უ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბა ღვთის­გან არის და­წე­სე­ბუ­ლი. შემ­დ­გომ­ში, რო­დე­საც ის­რა­ე­ლის ერ­მა მო­ნარ­ქიის დად­გი­ნე­ბა მოს­თხო­ვა სა­მო­ელ წი­ნას­წარ­მეტყ­ველს, სა­მო­ე­ლი გან­რის­ხ­და და შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დე­გა მათ. უფალ­მა სა­მო­ელს უთხ­რა: - მათ მე­ფის დად­გი­ნე­ბა რომ გთხო­ვეს, შენ კი არ აღ­გიდ­გ­ნენ წინ, მე წინ აღ­მიდ­გ­ნე­ნ წინო. ანუ მე­ფის მოთხოვ­ნით ის­რა­ელ­მა ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნა, თა­ვად ის­რა­ე­ლი­ა­ნე­ბიც ეუბ­ნე­ბი­ან შემ­დ­გომ­ში სა­მო­ელს: - შესთხო­ვე უფალს გვა­პა­ტი­ოს, ჩვენს ცოდ­ვებს ისიც და­ვუ­მა­ტეთ, რომ მე­ფე ვითხო­ვე­თო. რჩე­უ­ლი ერი მე­ფის მოთხოვ­ნას ყვე­ლა­ზე დიდ ცოდ­ვად თვლი­და. ყვე­ლა ერის­თ­ვის, ყვე­ლა­ზე ღვთივ­კურ­თხე­უ­ლი ის სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი წყო­ბა, ის სა­ე­რო ხელ­სუფ­ლე­ბაა, რო­მელ­საც უფა­ლი უშ­ვებს იმ დროს, რო­დე­საც ვცხოვ­რობთ.

შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
543 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი