რა შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა C ჰე­პა­ტი­ტის ახა­ლი პრე­პა­რა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბამ
font-large font-small
რა შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა C ჰე­პა­ტი­ტის ახა­ლი პრე­პა­რა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბამ
ჩვე­ნი ამ­ბი­ცი­უ­რი მი­ზა­ნი 2020 წლის­თ­ვის სწო­რედ ამის მიღ­წე­ვა გახ­ლავთ


უკ­ვე მე­ხუ­თე თვეა, რაც ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი, C ჰე­პა­ტი­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტით - ჰარ­ვო­ნით მკურ­ნა­ლო­ბენ და საკ­მა­ოდ შე­დე­გი­ა­ნა­დაც. წამ­ლის ანო­ტა­ცი­ა­ში­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აბე­ბი, რო­მელ­საც დღე­ში ერ­თხელ იღე­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბი, ვი­რუ­სის ყვე­ლა­ზე რთულ - პირ­ველ გე­ნო­ტიპს ებ­რ­ძ­ვის და თით­ქ­მის არა აქვს უკუჩ­ვე­ნე­ბა. ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბამ კი­დევ ერ­თი, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი გა­მო­ავ­ლი­ნა - პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც კვე­ბი­თი რე­ჟი­მი­თა და ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სით ხელს უწყო­ბენ მკურ­ნა­ლო­ბას, ფიბ­რო­ზის ანუ ღვიძ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხიც შე­უმ­ცირ­დათ.


C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი ერთ-ერთ კლი­ნი­კის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- რო­გორც იცით, ჰარ­ვო­ნამ­დე შე­მო­ვი­ტა­ნეთ სო­ფოს­ბუ­ვი­რი, იგი­ვე სო­ვალ­დი და ამ ახა­ლი პრე­პა­რა­ტე­ბით ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა 2015 წლის აპ­რი­ლის ბო­ლოს და­იწყო. უკ­ვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია, კლი­ნი­კებ­ში პირ­ვე­ლა­დი რე­გის­ტ­რა­ცია 25 ათას­ზე მეტ­მა პა­ცი­ენ­ტ­მა გა­ი­ა­რა, მკურ­ნა­ლო­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რაც ღვიძ­ლის მე­სა­მე-მე­ოთხე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ჩა­ერ­თო 8 ათას­ზე მე­ტი. მათ­გან ბევ­რ­მა უკ­ვე წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა კი­დეც კურ­სი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ცი­ენ­ტ­თა ნა­კა­დი ბევ­რად გა­ი­ზარ­და.
- ფიქ­რობთ, რომ ამის მი­ზე­ზი ადა­მი­ა­ნე­ბის თვით­შეგ­ნე­ბის გაზ­რ­დაა, აუცი­ლებ­ლად შე­მოწ­მ­დ­ნენ, აქვთ თუ არა ვი­რუ­სი და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­თხ­ვ­ევა­ში აუცი­ლებ­ლად მი­მარ­თონ ექიმს? არა­და, რო­გორც ვაკ­ვირ­დე­ბი, ადა­მი­ა­ნებს კვლავ აბ­რ­კო­ლებთ სტიგ­მა, - მი­ვიდ­ნენ ექიმ­თან, შე­მოწ­მ­დ­ნენ და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­თხ­ვე­ვა­ში იმ­კურ­ნა­ლონ კი­დეც. მათ ჯერ კი­დევ ესირ­ცხ­ვი­ლე­ბათ (თუმ­ცა გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, რა­ტომ?) გამ­ჟ­ღავ­ნე­ბა, რომ აქვთ ჩ ჰე­პა­ტი­ტი...
- სტიგ­მა ერთ-ერ­თი ბა­რი­ე­რი იყო ვი­რუ­სის და­საძ­ლე­ვად, მაგ­რამ გარ­და ამი­სა, მკურ­ნა­ლო­ბას აბ­რ­კო­ლებ­და გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, სრუ­ლი­ად არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ეს იყო ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი პრო­ექ­ტი.

- ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბო­რო­ტე­ბა­სა და მავ­ნებ­ლო­ბას ვუ­წო­დებ­დი, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და გა­დარ­ჩე­ნის იმე­დის ჩაკ­ვ­ლა სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თ­ვის, სწო­რედ რომ დი­დი ბო­რო­ტე­ბაა. ეს პრე­პა­რა­ტე­ბი, ხომ, გა­ცი­ლე­ბით ად­რე შე­ი­ტა­ნეს ევ­რო­პა­ში, იქამ­დე კი ამე­რი­კა­ში გა­მო­ი­ყე­ნეს და სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გიც ჰქონ­დათ. არ მე­თან­ხ­მე­ბით?

- ნამ­დ­ვი­ლად ასეა და ამი­ტო­მაც ვე­რა­ფერს გახ­დ­ნენ. მარ­ტო თვით­შეგ­ნე­ბის იმე­დად ვერ იქ­ნე­ბო­დით, ამი­ტომ სა­ხელ­მ­წი­ფო­მაც გა­აძ­ლი­ე­რა სკრი­ნინ­გი. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტ­რო­ლის ცენ­ტ­რ­მა მო­ბი­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით მთე­ლი ქვე­ყა­ნა შე­მო­ი­ა­რა და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­მოვ­ლე­ნის შან­სიც დი­დად გა­ი­ზარ­და. სა­ყო­ველ­თაო სკრი­ნინ­გი სხვა­დას­ხ­ვა რგო­ლ­შიც და­იწყო. მა­გა­ლი­თად, აქამ­დე მსგავ­სი რამ არ უტარ­დე­ბო­დათ ორ­სუ­ლებს და ა.შ. მოკ­ლედ, ყვე­ლა ძა­ლის­ხ­მე­ვა იქი­თაა მი­მარ­თუ­ლი, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად გა­მო­ვავ­ლი­ნოთ და­ა­ვა­დე­ბა, რომ მკურ­ნა­ლო­ბაც დრო­უ­ლად და­ვიწყოთ. ელი­მი­ნა­ცი­ის მი­ზა­ნიც ესაა, რომ გარ­და უკ­ვე გა­მოვ­ლე­ნი­ლი ვი­რუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა-გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბი­სა, სხვა შემ­თხ­ვე­ვე­ბიც გა­მო­ვავ­ლი­ნოთ და მკურ­ნა­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით ვი­რუ­სის წყა­როც ძა­ლი­ან შე­ვამ­ცი­როთ. ეს არის კომ­პ­ლექ­სუ­რი პროგ­რა­მა და ჩვე­ნი ამ­ბი­ცი­უ­რი მი­ზა­ნი 2020 წლის­თ­ვის სწო­რედ ამის მიღ­წე­ვა გახ­ლავთ. რაც შე­ე­ხე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გებს, მა­გა­ლი­თად, ჩვენს კლი­ნი­კა­ში 2500-ზე მე­ტი პა­ცი­ენ­ტი და­რე­გის­ტ­რირ­და და მათ­გან მკურ­ნა­ლო­ბა გა­ი­ა­რა ან ახ­ლა მკურ­ნა­ლობს 900-ზე მე­ტი. გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა პა­ცი­ენ­ტი, თუ მკურ­ნა­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან 12 კვი­რის შემ­დეგ გა­კე­თე­ბულ ანა­ლიზ­შიც ვი­რუ­სის რა­ო­დე­ნო­ბა ნუ­ლია. ღვიძ­ლის მე­სა­მე-მე­ოთხე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბის პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს კლი­ნი­კებ­ში გა­ნი­კურ­ნა სა­შუ­ა­ლოდ 84 პრო­ცენ­ტი - მათ ვი­რუ­სის რა­ო­დე­ნო­ბა გა­უ­ნულ­დათ. ხო­ლო ვი­საც 12 კვი­რის შემ­დეგ ვი­რუ­სი კვლავ აღ­მო­აჩ­ნ­დათ, ძი­რი­თა­დად, პირ­ვე­ლი გე­ნო­ტი­პის მა­ტა­რე­ბე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი იყ­ვ­ნენ. ეს გე­ნო­ტი­პი ისე კარ­გად არ ემორ­ჩი­ლე­ბა სო­ფოს­ბუ­ვირს. ასე­ვე, ძნე­ლად ემორ­ჩი­ლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და, ზო­გა­დად, პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ე. წ. რე­კომ­ბი­ნა­ტუ­რი ანუ შეჯ­ვა­რე­ბუ­ლი ტი­პი, რაც ნიშ­ნავს, რომ მე­ო­რე გე­ნო­ტი­პის ნა­წილს პირ­ვე­ლი გე­ნო­ტი­პის თვი­სე­ბე­ბი აქვს. ეს ჩვე­უ­ლებ­რივ კვლე­ვა­ში არც ჩანს. გე­ნო­ტი­პის დამ­დ­გე­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­მოკ­ვ­ლე­ვა ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მხო­ლოდ მე­ო­რე გე­ნო­ტიპს უჩ­ვე­ნებს, არა­და, ამ ვი­რუსს პირ­ვე­ლის გე­ნე­ბიც აქვს. მხო­ლოდ სპე­ცი­ფი­კუ­რი კვლე­ვა - სიქ­ვე­ნი­რე­ბა უჩ­ვე­ნებს ზუსტ პა­სუხს, არა­და, ეს მე­ტის­მე­ტად ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია. სა­მა­გი­ე­როდ, სწო­რედ პირ­ვე­ლი გე­ნო­ტი­პის და­სა­მარ­ცხებ­ლად შე­იქ­მ­ნა ჰარ­ვო­ნი, რომ­ლის შე­მო­ტა­ნაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ შევ­ძე­ლით. ვფიქ­რობთ, რომ ჰარ­ვონს გა­ცი­ლე­ბით კარ­გად და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა პირ­ვე­ლი­სა და მე­ო­რის რე­კომ­ბი­ნა­ტუ­რი ტი­პიც. თუმ­ცა ჰარ­ვო­ნით მკურ­ნა­ლო­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი ჯერ არ გვაქვს. შე­მოდ­გო­მა­ზე კი ვე­ლო­დე­ბით კი­დევ უფ­რო ახა­ლი თა­ო­ბის მე­დი­კა­მენტს - ვა­პა­ტას­ვირს, რო­მელ­საც პან­გე­ნო­ტი­პუ­რი ჰქვია ანუ მი­სით მკურ­ნა­ლო­ბი­სას გე­ნო­ტიპს არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ყვე­ლა­ზე თა­ნაბ­რად მოქ­მე­დებს. ცხა­დია, ძა­ლი­ან კარ­გია, პირ­ვე­ლი­ვე მკურ­ნა­ლო­ბი­სას რომ იკურ­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტი, მაგ­რამ ისეთ ერა­ში შე­ვე­დით, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბიც კი ვერ იძ­ლე­ვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად კარგ შე­დეგს და იმი­ტო­მაც ვცვლით ხოლ­მე. მთა­ვა­რია, არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს - ჩ ჰე­პა­ტი­ტის და­სა­მარ­ცხებ­ლა­დაც.

- ელო­დით, რომ ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა ღვიძ­ლის ფიბ­რო­ზის ხა­რის­ხ­საც შე­ამ­ცი­რებ­და?
- გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ვე­ლო­დით, რად­გან ღვიძ­ლია უნი­კა­ლუ­რი. მას რე­გე­ნე­რა­ცი­ის, თვი­თაღ­დ­გე­ნის სა­უ­კე­თე­სო უნა­რი აქვს, თუმ­ცა ამ კუთხით კონ­კ­რე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის შე­დეგს წი­ნას­წარ ვე­რაფ­რით გან­საზღ­ვ­რავ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მთლი­ა­ნად პა­ცი­ენ­ტ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ, რაც პა­ცი­ენტს ვი­რუ­სის­გან გან­კურ­ნე­ბას ვუ­ლო­ცავთ, რა თქმა უნ­და, ღვიძ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც იწყე­ბა, მაგ­რამ ღვიძ­ლი მა­ინც მის ხელ­შია - ცხოვ­რე­ბის რა წეს­საც აირ­ჩევს და რა რე­ჟი­მი­თაც იცხოვ­რებს, სა­ბო­ლო­ოდ სწო­რედ შე­სა­ბა­მის შე­დეგს მი­ი­ღებს. თუ ვი­რუ­სის­გან თა­ვი­სუ­ფალ ღვიძლს მავ­ნე გა­რე ფაქ­ტო­რე­ბით, უპირ­ვე­ლე­სად - ალ­კო­ჰო­ლით, ხელს არ შე­უშ­ლის, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად წა­რი­მარ­თე­ბა, თუ არა­და... სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი "გან­კურ­ნე­ბას" ალ­კო­ჰო­ლით აღ­ნიშ­ნავს ხოლ­მე, ამით კი იმ მკურ­ნა­ლო­ბა­საც აზ­რი ეკარ­გე­ბა. წე­სით, ყვე­ლამ უნ­და იცო­დეს, რომ C ჰე­პა­ტი­ტის გა­რე­შეც არ­სე­ბობს ალ­კო­ჰო­ლუ­რი ჰე­პა­ტი­ტი, რაც ღვიძლს ძა­ლი­ან აზი­ა­ნებს, ცი­როზს იწ­ვევს და ბევ­რ­ჯერ ტრა­გი­კუ­ლა­დაც სრულ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ვინც ჰე­პა­ტი­ტის­გან გან­კურ­ნე­ბის შემ­დეგ თავს უვ­ლის და ჯან­სა­ღად ცხოვ­რობს, მი­სი ღვიძ­ლის უჯ­რე­დე­ბის რე­გე­ნე­რა­ცი­აც უკეთ მიმ­დი­ნა­რე­ობს და ფიბ­რო­ზის ხა­რის­ხიც იკ­ლებს.

- ჰე­პა­ტი­ტის­გან გან­კურ­ნე­ბუ­ლი ბევ­რი ვნა­ხე, მარ­თ­ლაც რომ არ იკ­ლებს ალ­კო­ჰოლს. არა­და, ფიბ­რო­ზის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო სწო­რედ მათ მი­ე­ნი­ჭათ უპი­რა­ტე­სო­ბა და სხვა­ზე ად­რე იმ­კურ­ნა­ლეს. რამ­დე­ნი ელო­დე­ბა თა­ვის რიგს, ნერ­ვი­უ­ლობს, ასეთ "გან­კურ­ნე­ბუ­ლებს" კი და­ა­ვიწყ­დათ, თა­ვად რა სტრე­სი გა­ი­ა­რეს, ახ­ლობ­ლებ­მა რა გა­ნი­ცა­დეს, არ აინ­ტე­რე­სებთ, მა­თი უპი­რა­ტე­სო­ბის გა­მო რიგ­ში მდგო­მი სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბიც იმა­ვეს რომ გა­ნიც­დი­ან; იქ­ნებ კი­დევ ერ­თხელ ავუხ­ს­ნათ ურჩ პა­ცი­ენ­ტებს, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ღვიძ­ლის­თ­ვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ალ­კო­ჰო­ლი არც მკურ­ნა­ლო­ბამ­დე, არც მკურ­ნა­ლო­ბი­სას და არც მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ?
- მარ­ტი­ვად, პრი­მი­ტი­უ­ლად ავ­ხ­ს­ნი: ალ­კო­ჰო­ლის გა­ფილ­ტ­ვ­რა ხდე­ბა ღვიძ­ლ­ში. რო­დე­საც ღვიძ­ლ­ში ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხო­ლო მას და­მა­ტე­ბით ალ­კო­ჰო­ლის გა­ფილ­ტ­ვ­რაც უწევს, მის უჯ­რე­დებს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მ­ნე­ბათ - ნად­გურ­დე­ბი­ან. ღვიძ­ლის მკვდა­რი უჯ­რე­დე­ბის ად­გილს იკა­ვებს ე.წ. ფიბ­რო­ზუ­ლი ქსო­ვი­ლი. ვი­ზუ­ა­ლუ­რად და­ახ­ლო­ე­ბით ისე­ვეა, რო­გორც ჭრი­ლო­ბის ად­გი­ლას ნა­წი­ბუ­რი­ა­ნი კა­ნი. რაც უფ­რო მე­ტად გავ­რ­ცელ­დე­ბა ღვიძ­ლ­ში ნა­წი­ბუ­რი­ა­ნი ქსო­ვი­ლი, და აუცი­ლებ­ლად გავ­რ­ცელ­დე­ბა ალ­კო­ჰო­ლის მი­ღე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უფ­რო მეტ პრობ­ლე­მას შე­უქ­მ­ნის ორ­გა­ნიზმს - დიდ მას­შ­ტაბს მო­ი­ცავს და და­იწყე­ბა ცი­რო­ზი. ამი­ტომ მხო­ლოდ ვი­რუ­სი ისეთ ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბას ვერ ჩა­დის, რო­გორც ეს ხდე­ბა ალ­კო­ჰოლ­თან ერ­თად. მა­გა­ლი­თად, სტა­ტის­ტი­კით ბევრ ქალს აქვს C ჰე­პა­ტი­ტი, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად - ცი­რო­ზი. ეს ცხოვ­რე­ბის წე­სის ბრა­ლია, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­მა­კა­ცე­ბი მე­ტად ეტა­ნე­ბი­ან ალ­კო­ჰოლს, ვიდ­რე - ქა­ლე­ბი. პა­ცი­ენ­ტებ­თან ჩვე­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ ამ სა­კითხს ეხე­ბა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ისი­ნი ჰე­პა­ტიტს არ აღიქ­ვა­მენ ისე ტრა­გი­კუ­ლად, რო­გორც ალ­კო­ჰოლ­ზე უარის თქმის აუცი­ლებ­ლო­ბას. კი­დევ ერთ შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ: ჰგო­ნი­ათ, რომ სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­წუ­რულ ღვი­ნოს თუ და­ლე­ვენ, არა­ფე­რი მო­უ­ვათ, არა­და, სრუ­ლი აბ­სურ­დია. აქ ჩვენ სას­მელ­ში სპირ­ტის შემ­ც­ვე­ლო­ბა­სა და მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე ზი­ან­ზე ვლა­პა­რა­კობთ და არა - სას­მ­ლის შე­მოქ­მე­დებ­ზე. ამი­ტომ პრობ­ლე­მა სპირ­ტია - სუ­ლერ­თია, რა სა­ხი­თა და პრო­ცენ­ტით მი­ვი­ღებთ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში იგი და­ზი­ა­ნე­ბულ ღვიძ­ლ­სა და მის პატ­რონს უდი­დეს პრობ­ლე­მას შე­უქ­მ­ნის.

მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ციაა, ყვე­ლა შე­მოწ­მ­დეთ, ხომ არ გაქვთ ვი­რუ­სი და თუ გაქვთ, სას­წ­რა­ფოდ მი­ა­კითხოს ექიმ-ჰე­პა­ტო­ლოგს ერთ-ერთ იმ კლი­ნი­კა­ში, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია ელი­მი­ნა­ცი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მა­ში. დი­დი ხა­ნი არაა, გა­მოცხად­და, რომ ამ პროგ­რა­მით მკურ­ნა­ლო­ბა უკ­ვე არა მარ­ტო მძი­მე, არა­მედ - ყვე­ლა ვი­რუ­სი­ან პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია. ასე რომ, გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბას გი­სურ­ვებთ და ისეთ ჯან­საღ ცხოვ­რე­ბას, რაც ამის მი­საღ­წე­ვად ზედ­მი­წევ­ნით აუცი­ლე­ბე­ლია!

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე
ბეჭდვა