ბანქოს სახლი (ნაწილიVII)
font-large font-small
ბანქოს სახლი (ნაწილიVII)
მა­იკლ დობ­სი
(ფრაგ­მენ­ტე­ბი რო­მა­ნი­დან)
მოამზადა რუ­სუ­დან ლე­ბა­ნი­ძემ


- მგო­ნი, სადღაც თქვე­ნი პი­რა­დი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ფურ­ცე­ლიც კი უნ­და მქონ­დეს, - ჩან­თა­ში და­იწყო ქექ­ვა ჟურ­ნა­ლის­ტ­მა და უამ­რა­ვი ორად­გა­კე­ცი­ლი ფურ­ც­ლი­დან ერთ-ერ­თი ამო­აძ­ვ­რი­ნა.
ფრენ­სის ურ­ჰარ­ტი გო­გო­ნას უკ­ვე და­ძა­ბუ­ლი აკ­ვირ­დე­ბო­და.
- ჰო­და, აი, აქ, - ფურ­ცე­ლი ხმა­უ­რით გა­შა­ლა მა­ტიმ, - სხვას­თან ერ­თად, იმ "ა­მა­ღელ­ვე­ბელ წლებ­ზეც" ლა­პა­რა­კობ­დით, რომ­ლე­ბიც წინ გვე­ლო­და. ის კი, რაც ახ­ლა მითხა­რით, ისე­ვე ამა­ღელ­ვე­ბე­ლია, რო­გორც ერ­თი კვი­რის წი­ნან­დე­ლი გა­ზე­თე­ბი.
- მე­ტის­მე­ტად და­უნ­დობ­ლად მსჯე­ლობთ, - უხა­ლი­სოდ გა­იბ­რ­ძო­ლა ურ­ჰარ­ტ­მა, რო­მე­ლიც მშვე­ნივ­რად ხვდე­ბო­და, რომ ჟურ­ნა­ლის­ტის და­სა­ნა­ხად პრო­ტეს­ტი ბევ­რად უფ­რო ენერ­გი­უ­ლად უნ­და გა­მო­ე­ხა­ტა. თუმ­ცა­ღა, ამის გა­კე­თე­ბის არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი აღარ ჰქონ­და და მხო­ლოდ იმას­ღა ცდი­ლობ­და, ეს გან­წყო­ბი­ლე­ბა სა­ხე­ზე მა­ინც არ დას­ტყო­ბო­და.
- მის­ტერ ურ­ჰარტ, ნე­ბა მო­მე­ცით, პირ­და­პირ გკითხოთ.
- მკითხეთ.
- ოღონდ, თა­ვა­დაც პირ­და­პირ უნ­და მი­პა­სუ­ხოთ.
- ვეც­დე­ბი.
- თქვენ რა, მარ­თ­ლა ფიქ­რობთ, რომ ეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის სა­უ­კე­თე­სო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო?
ურ­ჰარ­ტ­მა ჭი­ქა პირ­თან ისე მი­ი­ტა­ნა, რომ მა­ტის­თ­ვის თვა­ლი წა­მი­თაც აღარ მო­უ­შო­რე­ბია. "ო­რი­ვე მშვე­ნივ­რად ვხვდე­ბით, რომ ჩვენ-ჩვენს როლს ვთა­მა­შობთ, - გა­ი­ფიქ­რა მან და, თან, ვის­კის მოზ­რ­დი­ლი ყლუ­პი სი­ა­მოვ­ნე­ბით მოს­ვა. - ოღონდ ჯერ ზუს­ტად არც ერ­თ­მა ვი­ცით, თუ ეს სა­ხელ­და­ხე­ლო სპექ­ტაკ­ლი სა­ბო­ლო­ოდ რით დას­რულ­დე­ბა".
- მის­ტერ ურ­ჰარტ! - პა­უ­ზით სარ­გებ­ლო­ბა და პო­ზი­ცი­ის გამ­ყა­რე­ბა და­ა­პი­რა მა­ტიმ.
- ეშ­მაკ­მა და­ლახ­ვ­როს, მა­ტი! - გა­აწყ­ვე­ტი­ნა ჟურ­ნა­ლისტს მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა. - ასეთ კითხ­ვა­ზე ჩემ­გან რა­ღა პა­სუხს ელით, რო­ცა ისე­დაც მშვე­ნივ­რად იცით, რომ რო­გორც მთა­ვა­რი შოლ­ტი, სრუ­ლი­ად ვუ­ჭერ მხარს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის მი­ერ მთავ­რო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უფ­რო ზუს­ტად კი გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ნე­ბის­მი­ერ გა­და­ად­გი­ლე­ბას! - ხმა­ში აშ­კა­რა სარ­კაზ­მი გა­მო­უ­რია მან ბო­ლოს.
- გე­თან­ხ­მე­ბით, - მა­შინ­ვე უკან და­ი­ხია მა­ტიმ. - მარ­თ­ლაც მშვე­ნივ­რად ვი­ცი... მაგ­რამ მა­შინ იმ ფრენ­სის ურ­ჰარტს რა­ღა ვუ­ყოთ, რო­მელ­საც თა­ვის პარ­ტი­ა­ზე გუ­ლი ძა­ლი­ან შეს­ტ­კი­ვა და მი­სი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვი­საც თავ­გან­წი­რუ­ლად იბ­რ­ძ­ვის? და­ვი­ჯე­რო, ისიც უჭერს მხარს ამ სრულ უმოქ­მე­დო­ბას?
- თქვე­ნი არ ვი­ცი, მაგ­რამ მე კი ნამ­დ­ვი­ლად ვერ ვიტყო­დი, რომ ეს სრუ­ლი უმოქ­მე­დო­ბაა...
- მა­შინ ის­ღა დამ­რ­ჩე­ნია, რომ ჩემს ხვა­ლინ­დელ სტა­ტი­ა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბი­სად­მი თქვე­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა და ამის სრუ­ლი გა­მარ­თ­ლე­ბაც პა­ტი­ოს­ნად და­ვა­ფიქ­სი­რო.
- სწო­რა­დაც მო­იქ­ცე­ვით.
- მაგ­რამ, მის­ტერ ურ­ჰარტ, რა ვქნა თუ­კი იმა­საც ცხა­დად ვგრძნობ, მომ­ხ­და­რით რა­ო­დენ უკ­მა­ყო­ფი­ლო ხართ, - და­ნაღ­მულ ველ­ზე კი­დევ ერ­თხელ შე­ა­ბი­ჯა მა­ტიმ. - მაგ­რამ თავს იკა­ვებთ, რად­გან ამის თა­ო­ბა­ზე პრე­სა­ში ოდ­ნა­ვი მი­ნიშ­ნე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა­საც კი არ ისურ­ვებ­დით.
მა­ტიმ შეგ­ნე­ბუ­ლი პა­უ­ზა გა­ა­კე­თა, მაგ­რამ ურ­ჰარტს ამით სარ­გებ­ლო­ბა არც უფიქ­რია.
- შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი ლო­ბის პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და, შე­სა­ბა­მი­სად, იმის პი­რო­ბა­საც გაძ­ლევთ, რომ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა ხვალ არც ჩე­მი კო­ლე­გე­ბის­თ­ვის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი და არც ვეს­ტ­მის­ტერ­ში იქ­ცე­ვა თუნ­დაც ჩურ­ჩუ­ლით გარ­ჩე­ვის საგ­ნად. - მო­უ­ლოდ­ნე­ლად ყვე­ლა კო­ზი­რის ერ­თი­ა­ნად გა­ხარ­ჯ­ვა და პირ­და­პირ გა­რი­გე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა ჟურ­ნა­ლის­ტ­მა. - მე ამის ცოდ­ნა მხო­ლოდ შემ­დ­გომ თვე­ებ­ში მო­სა­ლოდ­ნელ მოვ­ლე­ნებ­ში სწო­რი ორი­ენ­ტი­რე­ბის­თ­ვის მჭირ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, თქვენ­თან ჩე­მი დღე­ვან­დე­ლი სტუმ­რო­ბის შე­სა­ხებ სა­ერ­თო­დაც არა­ვის­თ­ვი­საა ცნო­ბი­ლი.
- და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რო­ბის... - გა­უს­წო­რა გო­გო­ნას ურ­ჰარ­ტ­მა.
- დი­ახ, და­უ­პა­ტი­ჟე­ბ­ლის...
- კარ­გი, მა­ტი, - მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ნებ­და ჟურ­ნა­ლისტს მთა­ვა­რი შოლ­ტი, - მო­გიყ­ვე­ბით, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რაც ხდე­ბა.
- სულ­გა­ნა­ბუ­ლი გის­მენთ.
- პრინ­ციპ­ში, ყველაფერი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა. პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ზო­გი­ერ­თი თა­ვი­სი კო­ლე­გის ამ­ბი­ცი­ე­ბის შე­სა­კა­ვებ­ლად, მთავ­რო­ბის "ორ­თ­ქ­ლის ქვა­ბის" ისე­დაც ყო­ველ­თ­ვის მყა­რად თავ­და­ხუ­რუ­ლად შე­ნახ­ვა უწევ­და. - ამ სიტყ­ვე­ბის შემ­დეგ მცი­რე­ო­დე­ნი პა­უ­ზის გა­კე­თე­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტის რე­აქ­ცი­ის შე­მოწ­მე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა ურ­ჰარ­ტ­მა.
"წარ­მო­მიდ­გე­ნია, შიგ­ნით რა ბუყ­ბუ­ყიც იქ­ნე­ბო­და". - გა­ი­ფიქ­რა მა­ტიმ, მაგ­რამ გა­რეგ­ნუ­ლად არა­ფე­რი შე­იმ­ჩ­ნია.
- ჩვენ­თ­ვის არ­ც­თუ მთლად სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კი ეს ამ­ბი­ცი­ე­ბი უკ­ვე იმ­დე­ნა­დაც გა­ი­ზარ­და, რომ "ქვაბ­ში" წნე­ვის კი­დევ სულ ოდ­ნავ მო­მა­ტე­ბა და მთე­ლი მთავ­რო­ბის ჰა­ერ­ში აწე­ვა ერ­თი იქ­ნე­ბო­და. - და­ას­რუ­ლა აზ­რი მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა.
- თუ ასეა, კა­ბი­ნე­ტის წევ­რებს შო­რის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი უთან­ხ­მო­ე­ბა და არა­ჯან­სა­ღი მე­ტო­ქე­ო­ბა ყო­ფი­ლა...
- ნე­ბა მო­მე­ცით, ეს ყვე­ლა­ფე­რი ცო­ტა უფ­რო სხვაგ­ვა­რად ავ­ხ­ს­ნა. - წა­მით გა­ჩუმ­და და მხო­ლოდ ფიქ­რ­ში სიტყ­ვე­ბის გულ­მოდ­გი­ნედ შერ­ჩე­ვის შემ­დეგ­ღა გა­ნაგ­რ­ძო ურ­ჰარ­ტ­მა: - პარ­ტი­ის წევ­რე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი ღრმა­დაა შეშ­ფო­თე­ბუ­ლი. ბევ­რი იმა­საც კი ფიქ­რობს, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი არ­ჩევ­ნე­ბის ჩაგ­დე­ბას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო. ისი­ნი ასე­ვე თვლი­ან, რომ მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ანუ ოთხი-ხუ­თი წლით სკა­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მას აღარც ენერ­გია ეყო­ფა და არც ავ­ტო­რი­ტე­ტი. ამი­ტო­მაც, უკ­ვე იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, რომ თუ ლი­დე­რო­ბის­თ­ვის ბრძო­ლა უფ­რო ად­რე, წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის ან ორი წლის შემ­დეგ და­იწყო, თა­ვად რა პო­ზი­ცია უნ­და და­ი­კა­ვოს. ერ­თი სიტყ­ვით, გა­სუ­ლი ხუთ­შა­ბა­თი­დან თა­მა­შის პი­რო­ბე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა და ჰენ­რი კო­ლინ­რი­ჯი თა­ვის გუნ­დის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რით უკ­ვე ვე­ღარ ისარ­გებ­ლებს.
- თუ ასეა, ახ­ლა­ვე რა­ტომ არ მო­ი­შო­რებს იმათ, ვი­საც აღარ ენ­დო­ბა?
- ასეთ რის­კ­ზე ვე­რაფ­რით წა­ვა.
- და, ამი­ტო­მაც, ყვე­ლა თა­ვის ად­გილ­ზე უნ­და და­ტო­ვოს? - აღ­შ­ფოთ­და მა­ტი.
- ასე გა­მო­დის.
- და ამას თქვენ გო­ნივ­რულ სტრა­ტე­გი­ას ეძა­ხით?
ურ­ჰარ­ტ­მა ჯერ ვის­კის კი­დევ ერ­თი მოზ­რ­დი­ლი ყლუ­პი მოს­ვა და მა­ტის მხო­ლოდ ამის შემ­დეგ­ღა უპა­სუ­ხა:
- მე რომ "ტი­ტა­ნი­კის" კა­პი­ტა­ნი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, უზარ­მა­ზა­რი აის­ბერ­გის და­ნახ­ვი­სას გზის უწინ­დე­ლი კურ­სით გაგ­რ­ძე­ლე­ბის კი არა, კურ­სის სას­წ­რა­ფოდ შეც­ვ­ლის ბრძა­ნე­ბას გავ­ცემ­დი.
- მე­რე­და, ეს, დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რი­სას, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს რა­ტომ­ღა არ უთხა­რით?
- მა­ტი, - თა­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლოდ გა­და­აქ­ნია მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა. - ჩემ­გან მე­ტის­მე­ტად ბევრს ხომ არ ითხოვთ?.. მარ­თა­ლია, თქვენს პრო­ფე­სი­ულ სინ­დი­სი­ე­რე­ბას ვენ­დო­ბი და სი­ა­მოვ­ნე­ბით გე­სა­უბ­რე­ბით, მაგ­რამ არ გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­თან ჩე­მი სა­უბ­რის დე­ტა­ლე­ბის თქვენ­თ­ვის გან­დო­ბა მა­ინც სა­რის­კო იქ­ნე­ბო­და?
პა­სუ­ხად მა­ტის ხმა არ ამო­უ­ღია, მაგ­რამ არც ად­გი­ლი­დან დაძ­რუ­ლა, რად­გან მიხ­ვ­და, რომ რა­ღაც უფ­რო მე­ტის გა­გე­ბის შან­სი მი­ე­ცა და მი­სი უცი­ლობ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბაც მა­შინ­ვე გა­დაწყ­ვი­ტა.
- თუ ასეა, - ბო­ლოს მა­ინც ამოთ­ქ­ვა მან, - მა­შინ ლორდ უილი­ამ­ს­თან და­კავ­ში­რე­ბით მექ­ნე­ბა ერ­თი შე­კითხ­ვა.
- ოღონდ, - მხო­ლოდ ერ­თი, - გა­აფ­რ­თხი­ლა გო­გო­ნა ურ­ჰარ­ტ­მა.
- თუ უბ­რა­ლოდ გა­დაწყ­ვი­ტეს, რომ არა­ფე­რი შე­ეც­ვა­ლათ, მა­შინ მან დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­თან მე­ტის­მე­ტად დიდ­ხანს ხომ არ დაჰ­ყო?
- და ვი­თომ რა­ტომ არ უნ­და და­ე­ყო? - კითხ­ვა­ზე კითხ­ვით უპა­სუ­ხა სა­სურ­ველ მი­ზან­თან აგ­რე­რი­გად მი­ახ­ლო­ე­ბით კმა­ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა.
- არ მითხ­რათ ახ­ლა, პარ­ტი­ის ლი­დე­რო­ბის იმე­დი აქ­ვ­სო?
- არა, მაგ­რამ უილი­ამსს ხომ აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი რო­ლის სა­თა­მა­შოდ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წე­ლი დარ­ჩა და, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ხან­დაზ­მულ სა­ხელ­მ­წი­ფო მოღ­ვა­წეს, მა­საც პარ­ტი­ის სა­სურ­ველ ხელ­ში და­ტო­ვე­ბა სურს.
- მა­ინც ვის ხელ­ში?
- თა­ვად კი ვერ ხვდე­ბით?
- მა­იკლ სა­მუ­ე­ლი გყავთ, ხომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში?
- ვფიქ­რობ, საკ­მა­რის­ზე მე­ტი ვი­ლა­პა­რა­კე. - სა­ხე­ზე ზედ­მი­წევ­ნით კმა­ყო­ფი­ლი ღი­მი­ლი და­ე­ფი­ნა მთა­ვარ შოლტს. - ასე რომ, მო­დი, ამით და­ვას­რუ­ლოთ.
მა­ტიმ ურ­ჰარტს თა­ვი უხა­ლი­სოდ და­უქ­ნია და მის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ფრაგ­მენ­ტე­ბის­გან ფიქ­რ­ში უკ­ვე ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­სა­ტე­ხის აწყო­ბა და­იწყო. შემ­დეგ ურ­ჰარ­ტ­მა გო­გო­ნა კა­რამ­დე მი­ა­ცი­ლა და რო­გორც კი ერ­თ­მა­ნეთს ხე­ლი ჩა­მო­არ­თ­ვეს, მა­ტი ისევ ალა­პა­რაკ­და:
- დახ­მა­რე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო ურ­ჰარტ, მაგ­რამ იქ­ნებ, კი­დევ ერთ კითხ­ვა­ზე მი­პა­სუ­ხოთ...
- ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, მა­ტი, - გა­აწყ­ვე­ტი­ნა გო­გო­ნას მას­პინ­ძელ­მა.
- პარ­ტი­ის ლი­დე­რის გა­დარ­ჩე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­კუ­თარ კან­დი­და­ტუ­რას თუ წა­მო­ა­ყე­ნებთ? - თა­ვი­სი მა­ინც არ და­ი­შა­ლა მა­ტიმ.
- ღა­მე მშვი­დო­ბი­სა-მეთ­ქი! - აბე­ზარ ჟურ­ნა­ლისტს კა­რი ცხვირ­წინ მი­უ­ხუ­რა მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა.

"დე­ი­ლი ტე­ლეგ­რა­ფი", ორ­შა­ბა­თი, 14 ივ­ნი­სი:
"გუ­შინ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა გა­ნაცხა­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნეტ­ში არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა არ მოხ­დე­ბო­და და პარ­ტი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ლორდ უილი­ამ­ს­თან და, აგ­რეთ­ვე, მთა­ვარ შოლტ ფრენ­სის ურ­ჰარ­ტ­თან მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი თათ­ბი­რის შემ­დეგ, პარ­ტი­ას უც­ვ­ლე­ლი კურ­სით სვლის­კენ მო­უ­წო­და. ამ გან­ცხა­დე­ბამ მარ­ტო მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი არა, ზო­გი­ერ­თი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რიც მე­ტის­მე­ტად გა­ა­ოგ­ნა. ვეს­ტ­მის­ტე­რის ზო­გი­ერთ წრე­ებ­ში ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შემ­ცი­რე­ბის და უფე­რუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ლო­გი­კურ შე­დე­გად მი­იჩ­ნი­ეს, რო­მელ­შიც ბრა­ლი, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და პარ­ტი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს მი­უძღ­ვით. ით­ქ­ვა ისიც, რომ რად­გა­ნაც მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნე­ტის ყვე­ლა წევ­რის თა­ვი­ანთ ად­გი­ლებ­ზე და­ტო­ვე­ბის გუ­შინ­დელ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მთე­ლი ომის შემ­დ­გო­მი ინ­გ­ლი­სის ის­ტო­რი­ა­ში პრე­ცე­დენ­ტი არ მო­ე­პო­ვე­ბა და ად­რე შემ­დ­გა­რი ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბი მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნეტ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბით სრულ­დე­ბო­და, გა­საკ­ვი­რი სულ არ არის, ზო­გი­ერ­თი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი მი­ნის­ტ­რი უკ­ვე არ­ც­თუ შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის გა­დარ­ჩე­ვის მო­მენ­ტის­თ­ვის სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის წი­ნას­წარ გან­მ­ტ­კი­ცე­ბა­საც რომ შე­უდ­გა. გუ­შინ სა­ღა­მოს­ვე გა­მო­ით­ქ­ვა აზ­რი, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი ჰენ­რი კო­ლინ­რი­ჯი შემ­დეგ არ­ჩევ­ნებ­ში უკ­ვე ვე­ღარ იაქ­ტი­უ­რებს. მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნე­ტის ერთ-ერ­თ­მა მი­ნის­ტ­რ­მა კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის ამ­ჟამი­ნ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა აის­ბერ­გ­თან შე­ჯა­ხე­ბი­სას "ტი­ტა­ნი­კის" კა­პიტ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­საც შე­ა­და­რა"...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი