სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი წყო­ბა უფალ­მა ადა­მი­ან­თა და­სა­ცა­ვად და­უშ­ვა
font-large font-small
სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი წყო­ბა უფალ­მა ადა­მი­ან­თა და­სა­ცა­ვად და­უშ­ვა
გან­ვაგ­რ­ძობთ სა­უ­ბარს სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის წარ­მო­შო­ბი­სა და მმარ­თ­ვე­ლო­ბის ფორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით...

- რო­გორ მოხ­და ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის წარ­მო­შო­ბა?
მა­მა მა­კა­რი:
- ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი ძი­რი­თა­დად გერ­მა­ნუ­ლი ტო­მე­ბის­გან წარ­მო­იშ­ვა. ეს­პა­ნეთ­ში ლა­თი­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ვი­ცით, რომ ეს­პა­ნე­თი გერ­მა­ნე­ლებ­მა და­იპყ­რეს და ამის შემ­დეგ წარ­მო­იშ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო. ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც გერ­მა­ნე­ლი ტო­მე­ბი არ ცხოვ­რობ­დ­ნენ, არის იუგოს­ლა­ვი­ის ყო­ფი­ლი ქვეყ­ნე­ბი და ალ­ბა­ნე­თი; აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში - სლა­ვე­ბი და რუ­მი­ნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰუ­ნე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან; ბერ­ძ­ნე­ბი და ფი­ნე­ლე­ბი, და და­ნარ­ჩე­ნი ევ­რო­პა წარ­მო­იშ­ვა სხვა­დას­ხ­ვა გერ­მა­ნე­ლი ტო­მე­ბის­გან. იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც რო­მის იმ­პე­რია აღ­ზე­ვე­ბის ზე­ნიტ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, გერ­მა­ნულ ტო­მებს გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია ჰქონ­დათ. უმე­ტეს­წი­ლად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას ან მე­სა­ქონ­ლე­ო­ბას მის­დევ­დ­ნენ, მე­თევ­ზე­ო­ბი­თა და ნა­დი­რო­ბით ირ­ჩენ­დ­ნენ თავს. რო­დე­საც მათ გვერ­დით გა­მოჩ­ნ­და ისე­თი მდი­და­რი ქვე­ყა­ნა, რო­გო­რიც რო­მის იმ­პე­რია იყო, ნელ-ნე­ლა და­იწყეს გა­და­სახ­ლე­ბე­ბი, დაპყ­რო­ბე­ბი, დარ­ბე­ვე­ბი. შემ­დ­გომ­ში სწო­რედ ეს ტო­მე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ რო­მის იმ­პე­რი­ის და­სას­რულ­ში, თუმ­ცა ვერ მო­ა­ხერ­ხეს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის იმ დო­ნე­ზე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რაც რო­მის იმ­პე­რი­ა­ში არ­სე­ბობ­და. რო­მა­უ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია გა­ნად­გურ­და. ამ პე­რი­ოდს ის­ტო­რი­კო­სე­ბი ბნელ სა­უ­კუ­ნე­ებს ეძა­ხი­ან. შემ­დეგ ევ­რო­პულ­მა სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­მა ნელ-ნე­ლა და­იწყეს აღორ­ძი­ნე­ბა, მაგ­რამ ტექ­ნი­კუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, მხო­ლოდ XVI-XVII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მი­აღ­წიეს იმ დო­ნეს, რაც რო­მის იმ­პე­რი­ას ჰქონ­და, ხო­ლო სა­მარ­თ­ლებ­რივ სა­კითხებ­ში - მხო­ლოდ XX სა­უ­კუ­ნე­ში. თუმ­ცა, ეს სა­მარ­თა­ლი მხო­ლოდ თა­ვი­სუ­ფალ ადა­მი­ა­ნებ­ზე ვრცელ­დე­ბო­და და არა - მო­ნებ­ზე. რო­მის იმ­პე­რი­ის არ­სე­ბო­ბის დროს ევ­რო­პა არ იყო ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო. შემ­დეგ უამ­რა­ვი პა­ტარ-პა­ტარა სა­ხელ­მ­წი­ფო ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მა­ლე ამ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს შო­რის და­იწყო და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, ზო­გი გაძ­ლი­ერ­და, ზო­გი და­სუს­ტ­და. და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ევ­რო­პელ­თა შო­რის ყო­ველ­თ­ვის პრო­ტეს­ტის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. თუ რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მ­წი­ფო მე­ო­რე სა­ხელ­მ­წი­ფოს და­იპყ­რობ­და, დაპყ­რო­ბი­ლი პრო­ტესტს გა­მოთ­ქ­ვამ­და და ხე­ლი­სუ­ფალ­თა ან აზ­ნა­ურ­თა წი­ნა­აღ­მ­დეგ ჯან­ყ­დე­ბო­და. ამან ევ­რო­პის რეს­პუბ­ლი­კუ­რი მმარ­თ­ვე­ლო­ბის­კენ გა­დახ­რა გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ ეს საკ­მა­ოდ გვი­ან, და­ახ­ლო­ე­ბით XX სა­უ­კუ­ნე­ში მოხ­და. ამ დრომ­დე ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის უმ­რავ­ლე­ო­ბას მე­ფე მარ­თავ­და და არა - არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. პირ­ვე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო, სა­დაც სა­ყო­ველ­თაო კენ­ჭის­ყ­რით აირ­ჩი­ეს პარ­ლა­მენ­ტი და მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ქა­ლიც და მა­მა­კა­ციც, ეს იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო - 1919 წლის პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში. ეს გა­ცი­ლე­ბით გვი­ან მოხ­და სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­ში.
- რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის არ­სე­ბო­ბას და რა­ტომ ქმნიდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს?
- ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბო­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის არ­სე­ბო­ბას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს, მაგ­რამ იმი­სათ­ვის, რომ თა­ვად ადა­მი­ა­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა მო­წეს­რიგ­დეს, მა­თი ცხოვ­რე­ბა მი­წი­ე­რად უნ­და იყოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, სა­ჭი­როა მი­წი­ე­რი მმარ­თ­ვე­ლო­ბა. ადა­მი­ა­ნებს სა­ე­რო მმარ­თ­ვე­ლი არ სჭირ­დე­ბათ, მა­თი მმარ­თ­ვე­ლი ღმერ­თია, მაგ­რამ ეს იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ადა­მი­ა­ნე­ბი ღვთივ­სათ­ნოდ, ღვთის მცნე­ბე­ბით ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნე­ბი იწყე­ბენ ღვთის მცნე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვას, იწყე­ბენ ცოდ­ვე­ბის ჩა­დე­ნას - მკვლე­ლო­ბას, ქურ­დო­ბას, ძარ­ც­ვას... თა­ვი­ან­თი ცოდ­ვე­ბით კი არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს, სხვებ­საც ზი­ანს აყე­ნე­ბენ, უფა­ლი ამის გა­მო უშ­ვებს, რომ ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცა­ზე ბა­ტო­ნობ­დეს. მი­წი­ე­რი კა­ნო­ნე­ბი იმის­თ­ვის არ­სე­ბობს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი და­ნა­შაუ­ლი მოხ­დეს დე­და­მი­წა­ზე. სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი წყო­ბა, სა­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა უფალ­მა სწო­რედ ადა­მი­ან­თა და­სა­ცა­ვად და­უშ­ვა. სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს აყა­ლი­ბებ­და ადა­მი­ა­ნე­ბის ძა­ლა­უფ­ლე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბაც, ასე ყა­ლიბ­დე­ბო­და პირ­ვე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით ბერ­ძ­ნულ ქა­ლაქ- სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს, სა­დაც სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სხვა პრინ­ცი­პით ხდე­ბო­და, ვიდ­რე აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში - სპარ­სეთ­ში, ბა­ბი­ლონ­ში, ეგ­ვიპ­ტე­ში... აქ ყვე­ლა­ფე­რი უშუ­ა­ლოდ ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ყა­ლიბ­დე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბერ­ძ­ნე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს, უფ­რო ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე აგე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი გვხვდე­ბო­და, მაგ­რამ ხე­ლი­სუ­ფალ­ნი რა­ღაც დო­ზით ყო­ველ­თ­ვის ძა­ლა­დობ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნებ­ზე ანუ იდე­ა­ლუ­რად სა­მარ­თ­ლი­ა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ად­რინ­დელ პე­რი­ოდ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობ­და.
რაც მე­ტად აკონ­ტ­რო­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, იგი მე­ტად სა­მარ­თ­ლი­ა­ნია, რად­გან იცის, რომ ადა­მი­ან­თა ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ ადა­მი­ა­ნე­ბი კარ­გა­ვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე კონ­ტ­როლს, სა­ხელ­მ­წი­ფო უსა­მარ­თ­ლო და ძა­ლა­დობ­რი­ვი ხდე­ბა.
- რა არის სა­სუ­ლი­ე­რო მმარ­თ­ვე­ლო­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა?
- წარ­მარ­თო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო მმარ­თ­ვე­ლო­ბა უფ­რო მე­ტად იყო გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი ერ­თ­მა­ნეთ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფოს, მსა­ჯულ­თა ხა­ნა­შიც და შემ­დ­გომ მე­ფო­ბის პე­რი­ოდ­შიც, არ­სე­ბობ­და სა­სუ­ლი­ე­რო მმარ­თ­ვე­ლო­ბა ანუ სი­ნედ­რი­ო­ნი მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას. სხვა მმარ­თ­ვე­ლო­ბა არ ჰქონ­და ის­რა­ელს. თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ოდს რაც შე­ე­ხე­ბა, თუ რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბი მარ­თა­ვენ ქვე­ყა­ნას, ეს ცუდ გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, რად­გან ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბა ფუნ­და­მე­ტა­ლიზ­მის წი­ნა პლან­ზე წა­მო­წე­ვა და ღვთის­გან ადა­მი­ა­ნი­სად­მი მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უპირ­ვე­ლე­სი უფ­ლე­ბის - თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის დარ­ღ­ვე­ვა. ეკ­ლე­სია არის ის ორ­გა­ნი­ზა­ცია, ის ად­გი­ლი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ადა­მი­ა­ნი ზე­ცა­ში უნ­და ავი­დეს. ეკ­ლე­სია არ არ­სე­ბობს იმი­სათ­ვის, რომ მი­წი­ე­რი სა­კითხე­ბი მო­აგ­ვაროს, სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რივ ქმე­დე­ბებ­ში ჩა­ე­რი­ოს. რო­დე­საც ეკ­ლე­სია მი­წი­ე­რი სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე გა­და­დის, კარ­გავს თა­ვის უმ­თავ­რეს ფუნ­ქ­ცი­ას - იზ­რუ­ნოს ადა­მი­ან­თა სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ზე. რო­გორც უნ­და ვიზ­რუ­ნოთ ხორ­ცი­ე­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე, თუ სუ­ლი­ე­რი პრობ­ლე­მე­ბი და­ვი­ვიწ­ყეთ, ვე­რა­ნა­ირ შე­დეგს ვერ მი­ვი­ღებთ. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს მო­უგ­ვარ­დეს მი­წი­ე­რი პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ ეს ხელს არ შე­უწყობს მის ღმერ­თ­თან დამ­კ­ვიდ­რე­ბას. ეკ­ლე­სი­ის მო­ვა­ლე­ო­ბა ადა­მი­ა­ნის ღმერ­თამ­დე მიყ­ვა­ნაა.
ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის ეკ­ლე­სია გა­ნა­გებ­და ადა­მი­ა­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას ღმერ­თ­თან და ადა­მი­ა­ნებს შო­რის. სჯუ­ლი ადა­მი­ა­ნებს ას­წავ­ლი­და, რა არ უნ­და ჩა­ე­დი­ნათ და თუ ჩა­ი­დენ­დ­ნენ, რა სას­ჯე­ლი ელო­დათ, თო­რემ ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის ეკ­ლე­სია არ ყო­ფი­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ხელ­მ­წი­ფო მმარ­თ­ვე­ლო­ბი­თი სტრუქ­ტუ­რა, თა­ვი­სი ჯა­რით, პო­ლი­ცი­ით... მი­სი მო­ვა­ლე­ო­ბა ადა­მი­ა­ნებს შო­რის ურ­თიერ­თო­ბე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა იყო, თა­ნაც არც ის უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ეს ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რიო­დია, რო­დე­საც ეკ­ლე­სია ადა­მი­ა­ნებს ამ­ზა­დებ­და უფალ­თან შე­სახ­ვედ­რად, მის მო­ვა­ლე­ო­ბა­ში მი­წი­ე­რი სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბაც შე­დი­ო­და, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც უფა­ლი მო­ვი­და, ჯვრას ეც­ვა და მკვდრე­თით აღ­დ­გა, ეკ­ლე­სი­ის ფუნ­ქ­ცი­ი­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მი­წი­ე­რი სა­კითხი გა­მო­ვი­და, ახა­ლაღ­თ­ქ­მი­სე­უ­ლი ეკ­ლე­სია ზე­ე­როვ­ნუ­ლი გახ­და. ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, რო­დე­საც ქრის­ტი­ა­ნებს შე­იპყ­რობ­დ­ნენ და ეკითხე­ბოდ­ნენ, რო­მე­ლი ქა­ლა­ქი­დან იყ­ვ­ნენ, მი­უ­გებ­დ­ნენ, რომ მა­თი ქა­ლა­ქი ზე­ცი­უ­რი იერუ­სა­ლი­მი იყო, ხო­ლო, რო­დე­საც ეროვ­ნე­ბას ეკითხე­ბოდ­ნენ, ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ. სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის ქრის­ტი­ა­ნებს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ არ­სე­ბობ­და, ყვე­ლა­ნი ერ­თ­მა­ნე­თის ძმე­ბი იყ­ვ­ნენ, ხო­ლო მას შემ­დეგ, რაც სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­მა ქრის­ტი­ა­ნო­ბა მი­ი­ღეს, ანუ ხე­ლი­სუ­ფალ­ნიც ქრის­ტი­ა­ნე­ბი გახ­დ­ნენ, ეროვ­ნულ ნი­ა­და­გ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი და­იწყო.

შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე
ბეჭდვა