ბანქოს სახლი (ნაწილიIX)
font-large font-small
ბანქოს სახლი (ნაწილიIX)
- ეს... ამ... - ენა და­ე­ბა თავ­ზარ­და­ცე­მულ ო"ნეილს, რო­მე­ლიც მთა­ვარ შოლტს უკ­ვე ობო­ბას ქსელ­ში გაბ­მულ ბუზს აგო­ნებ­და.
ამ თან­ხას რე­ა­ლუ­რად და­ხარ­ჯულ­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. - რო­გორც იქ­ნა, ამოთ­ქ­ვა მან ბო­ლოს.
ურ­ჰარტს პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ უჩ­ქა­რია. ჯერ ბარ­მე­ნის­კენ შებ­რუნ­და და კი­დევ ორი კო­ნი­ა­კის მო­ტა­ნა სთხო­ვა, ოს­ტა­ტუ­რად გაბ­მულ ობო­ბას ქსელს კი, უფ­რო მე­ტი სიმ­ტ­კი­ცის­თ­ვის, რამ­დე­ნი­მე აბ­რე­შუ­მის ძა­ფი მხო­ლოდ ამის შემ­დეგ­ღა მი­უ­მა­ტა:
- გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან სა­ა­გენ­ტო­ში სხვა­დას­ხ­ვა თან­ხას დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­თა­ნა­დო გა­ფორ­მე­ბის გა­რე­შე რე­გუ­ლა­რუ­ლად იღებ­დი და, რო­გორც უკ­ვე გითხა­რი, მათ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ სადღე­ი­სოდ 22.300 გირ­ვან­ქა სტერ­ლინგს მი­აღ­წია. თა­ვი­დან შე­და­რე­ბით მცი­რე თან­ხით და­იწყე, მაგ­რამ შემ­დეგ რო­გორც ჩანს, მა­და მო­გე­მა­ტა და თვე­ში 4.000 გირ­ვან­ქამ­დე ახ­ვე­დი. არა­და, ალ­ბათ, თა­ვა­დაც და­მე­თან­ხ­მე­ბი, რომ ამ­დე­ნი ჭა­მა-სმა თვით ყვე­ლა­ზე ბო­ბო­ქა­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დრო­საც კი სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლია.
- და­მი­ჯე­რე, ფრენ­სის, ყვე­ლა ხარ­ჯი, რის­თ­ვი­საც ამ ფულს ვი­ღებ­დი, სავ­სე­ბით კა­ნო­ნი­ე­რი იყო... - ამო­იგ­მი­ნა ო"ნეილმა.
- რაც უნ­და თქვა და ამ­ტ­კი­ცო, მა­ინც არ და­გი­ჯე­რებ, რად­გან ჩემ­თ­ვის ისიც ზუს­ტა­დაა ცნო­ბი­ლი, თუ ეს ფუ­ლი რო­დის და რა­ში და­ხარ­ჯე. - კო­ნი­ა­კი სი­ა­მოვ­ნე­ბით მოწ­რუ­პა სა­ვარ­ძ­ლის სა­ზურ­გე­ზე ნე­ბი­ე­რად გა­და­წო­ლილ­მა მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა, რომ­ლის მსხვერ­პ­ლიც უკ­ვე ისე გა­შე­შე­ბუ­ლი­ყო, თით­ქოს სა­ვარ­ძელს მი­ა­ლურ­ს­მ­ნე­სო. - რა არის იცი, რო­ჯერ? - ისევ სრუ­ლი­ად მშვი­დად გა­ნაგ­რ­ძო მან შემ­დეგ, - მე, რო­გორც მთა­ვარ შოლტს, ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნუ­რი პრობ­ლე­მის პი­რა­დად გაც­ნო­ბა მიხ­დე­ბა, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა­ზეც შენ შე­საძ­ლოა, ბუნ­დო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნაც კი არ გქონ­დეს. შორს რომ არ წა­ვი­დე, გეტყ­ვი, რომ მხო­ლოდ ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ზო­გი­ერ­თ­მა ჩვენ­მა ყო­ჩაღ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა თა­ვი მარ­ტო ცო­ლის ცე­მით, ღა­ლა­ტით, თაღ­ლი­თო­ბი­თა და ჭკუ­ი­დან შეშ­ლით კი არა, სის­ხ­ლის აღ­რე­ვი­თაც კი გა­მო­ი­ჩი­ნა.
- სის­ხ­ლის აღ­რე­ვით? - ყუ­რებს არ და­უ­ჯე­რა ო"ნეილმა.
- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი ფაქ­ტი იყო... რა თქმა უნ­და, ამის ჩამ­დენს არ­ჩევ­ნებ­ში ხელ­მე­ო­რედ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა აღარ მი­ვე­ცით, მაგ­რამ ხმა­უ­რიც არ აგ­ვი­ტე­ხია. ან კი რა სა­ჭი­რო იყო და ვის რა სარ­გე­ბელს მო­უ­ტან­და ამის გა­კე­თე­ბა? სწო­რედ ამი­ტო­მა­ცაა, რომ ამ შემ­თხ­ვე­ვის შე­სა­ხებ შენ და შე­ნის­თა­ნებს არა­ფე­რი გსმე­ნი­ათ. რა­ღა თქმა უნ­და, პი­რა­დად ჩემ­თ­ვის სის­ხ­ლის აღ­რე­ვა ყვე­ლა და­საშ­ვებ თუ და­უშ­ვე­ბელ ზღვარ­საც კი სცილ­დე­ბა, მაგ­რამ, სა­ერ­თოდ, მო­რა­ლის კითხ­ვით ნამ­დ­ვი­ლად არ ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. მე­ტიც, ვთვლი, რომ ამა თუ იმ სი­სუს­ტის ქო­ნის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს, ოღონდ - მხო­ლოდ მა­ნამ­დე, სა­ნამ ამის შე­სა­ხებ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.
- ჰო... - ამო­იხ­ვ­ნე­შა ო"ნეილმა, - ძა­ლი­ან ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის...
- სხვა­თა შო­რის, ერთ-ერ­თი ჩე­მი უც­რო­სი შოლ­ტი პრო­ფე­სი­ით ექი­მია და ჩემ­თან მხო­ლოდ იმის­თ­ვის მყავს და­ნიშ­ნუ­ლი, რომ ადა­მი­ა­ნებ­ში სტრე­სის ნიშ­ნე­ბი აღ­მო­მა­ჩე­ნი­ნოს.
- სტრე­სის ნიშ­ნე­ბი? - რო­გორც იქ­ნა, ოდ­ნავ შე­ირ­ხა აქამ­დე ლა­მის ქვა­სა­ვით გა­შე­შე­ბუ­ლი ო"ნეილი.
- დი­ახ, დი­ახ, - და­უ­დას­ტუ­რა მას ურ­ჰარ­ტ­მა, - სწო­რე­დაც რომ სტრე­სის. და უნდა გითხ­რა, რომ ამ საქ­მე­ში საკ­მა­ო­დაც დავ­ს­პეც­დი. ჩვენს პარ­ლა­მენ­ტ­ში ხომ 300-ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნია და თუ სა­ერ­თოდ ყვე­ლას არა, მათ უმე­ტე­სო­ბას მა­ინც მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან რთულ პი­რო­ბებ­ში, თით­ქ­მის ზღვარ­ზე უწევს მუ­შა­ო­ბა. ასე რომ, რა­ღა გა­საკ­ვი­რია თუ... მოკ­ლედ, გა­ოგ­ნდები, რომ გითხ­რა, ჩვენ­თან, ვეს­ტ­მის­ტერ­ში, ნარ­კო­ტი­კებს უკ­ვე რამ­დე­ნი მო­იხ­მარს.
- ვეს­ტ­მის­ტერ­ში?.. ნარ­კო­ტი­კებს?..
- მეტ­საც გეტყ­ვი: სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ირ­წ­მუ­ნე­ბი­ან, რომ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 10 პრო­ცენ­ტი, მათ შო­რის, რა­ღა თქმა უნ­და, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბიც, ამა თუ იმ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­მა­რე­ბის ცდუ­ნე­ბას ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად ან­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად უკ­ვე სა­ერ­თოდ ვე­ღარ უმ­კ­ლავ­დე­ბა. და ეს მა­თი ბრა­ლი სუ­ლაც არ არის.
- ???
- პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი მყავს მხედ­ვე­ლო­ბა­ში... - აზ­რი სას­წ­რა­ფოდ და­ა­ზუს­ტა მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა. - რად­გან მათ, თა­ვი­ან­თი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ლე­ვას­თან, სხვა­დას­ხ­ვა აბე­ბის მი­ღე­ბას­თან და სხვა მსგავს ცდუ­ნე­ბა-გა­დაც­დო­მას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა სხვებ­ზე ბევ­რად მე­ტად უჭირთ.
- პრინ­ციპ­ში, მარ­თ­ლაც ასეა...
- სხვა­თა შო­რის, დუვ­რის მახ­ლობ­ლად ძა­ლი­ან კარ­გი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ფერ­მაა.
- ფერ­მა?
- დი­ახ... ასე რა­ტომ გა­გიკ­ვირ­და? ნამ­დ­ვი­ლად ძა­ლი­ან კარ­გი ფერ­მაა, სა­დაც ასეთ პარ­ლა­მენ­ტა­რებს რამ­დე­ნი­მე კვი­რით ვგზავ­ნით ხოლ­მე. ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მა­თი უმე­ტე­სო­ბა უკან სრუ­ლი­ად გან­კურ­ნე­ბუ­ლი გვიბ­რუნ­დე­ბა და აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ანო­ბა­საც ძვე­ლე­ბუ­რად გა­ნაგ­რ­ძობს.
- კარ­გია თუ მარ­თ­ლა იკურ­ნე­ბი­ან.
- რა თქმა უნ­და. ოღონდ, მა­თი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ რაც შე­იძ­ლე­ბა, დრო­უ­ლად უნ­და შე­ვიტყოთ. ნარ­კო­ტი­კე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ნიშ­ნებ­ზე ასე მტკივ­ნე­უ­ლად სწო­რედ ამი­ტო­მაც ვრე­ა­გი­რებთ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით კო­კა­ი­ნის მოხ­მა­რე­ბას ეხე­ბა, რაც ბო­ლო ხა­ნებ­ში ნამ­დ­ვილ უბე­დუ­რე­ბად იქ­ცა. როგორც ამ­ბო­ბენ, ეს ნარ­კო­ტი­კი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მო­დუ­რი და იოლად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­და. არა­და, იცი, რომ თუ ამ უბე­დუ­რე­ბას დრო­ზე არ მი­ხე­დავ, ცხვი­რის ძგი­დეს ბო­ლომ­დე აჩირ­ქებს?
- აბა, მე სა­ი­დან უნ­და ვი­ცო­დე? - და­ნა­შა­ულ­ზე წას­წ­რე­ბუ­ლი­ვით აიჩე­ჩა მხრე­ბი ო"ნეილმა.
- სხვა მხრი­ვაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნარ­კო­ტი­კია. - მშვი­დად გა­ნაგ­რ­ძო მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა. - ადამიანს მყი­სი­ე­რად აბ­რუ­ებს და იმის შეგ­რ­ძ­ნე­ბას უჩენს, რომ ხუთ­სა­ა­თი­ა­ნი საქ­მის ხუთ წუთ­ში გა­კე­თე­ბაც სულ თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია. ერ­თი სიტყ­ვით, თვით ყვე­ლა­ზე ჩვე­უ­ლებ­რივ მოკ­ვ­დავ­საც კი გე­ნი­ო­სად აქ­ცევს, ოღონდ - მხო­ლოდ ძა­ლი­ან მცი­რე ხნით.
- ალ­ბათ... - ბე­ჭებ­ზე მა­ინც არაფ­რით და­ე­ცა ო"ნეილი. - სხვი­სი არ ვი­ცი და პი­რა­დად მე, ზუს­ტად ნამ­დ­ვი­ლად ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი...
- მოკ­ლედ, ერ­თ­დ­რო­უ­ლად ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი და ძა­ლი­ან ვე­რა­გი რა­მეა.
- შე­საძ­ლოა, ასეც იყოს...
- ...და ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლიც... - მო­სა­უბ­რის სა­ბო­ლო­ოდ დამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი ოც­ნე­ბე­ბის კუ­ბო­ში ბო­ლო ლურ­ს­მა­ნიც და­უნ­დობ­ლად ჩა­ა­ჭე­და მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა.
- ვერ ვხვდე­ბი, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე რა­ტომ მე­ლა­პა­რა­კე­ბი? - შეს­ძა­ხა უც­ბად მოთ­მი­ნე­ბა­და­კარ­გულ­მა ო"ნეილმა. - მე ხომ ნარ­კო­მა­ნი არ ვარ!
- რა თქმა უნ­და, რო­ჯერ, რა თქმა უნ­და, - მა­მაშ­ვი­ლუ­რად და­უყ­ვა­ვა მას ურ­ჰარ­ტ­მა. - მაგ­რამ ხომ იცი, რომ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც მრავ­ლად არი­ან, ვი­საც კაც­მა არ იცის, შენ­ზე რი­სი გა­ფიქ­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ. არა­და, თა­ვა­დაც მშვე­ნივ­რად მო­გეხ­სე­ნე­ბა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი ასეთ რა­მეს არას­დ­როს არა­ვის აპა­ტი­ებს.
- პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი ჩემს ნარ­კო­მა­ნო­ბას არას­დ­როს და­ი­ჯე­რებს! - უც­ბად ისე ამო­იხ­ვ­ნე­შა ო"ნე­ილ­მა, თით­ქოს გუ­ლიც თან ამო­ა­ყო­ლაო.
- რა­საც ნამ­დ­ვი­ლად ვერ იტყ­ვი პარ­ტი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ზე, რო­მელ­მაც ამ დღე­ებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­მარ­თუ­ლი სა­უბ­რი­სას მა­ინ­ც­და­მა­ინც თბი­ლად რო­დი მო­გიხ­სე­ნია. მარ­თა­ლია, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი­სა არ იყოს, ჯერ მა­ნაც ბევ­რი არა­ფე­რი იცის, მაგ­რამ შენს მხურ­ვა­ლე თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მელს მა­ინც ძნე­ლად თუ უწო­დებს კა­ცი.
- ვი­ცი. - ბედს და­მორ­ჩი­ლე­ბუ­ლი­ვით ჩა­ქინ­დ­რა თა­ვი ო"ნეილმა.
- მაგ­რამ მა­ინც არ იღელ­ვო. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი ბო­ლომ­დე და­ვარ­წ­მუ­ნე, რომ შენ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა.
- მარ­თ­ლა?
- აბა, რა! სა­ნამ მხარს გი­ჭერ, სა­ერ­თო­დაც არაფ­რის ში­ში არ უნ­და გქონ­დეს...
კო­კა­ი­ნის მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი ნარ­კო­მა­ნე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პა­რა­ნო­ი­ამ­დე მი­სუ­ლი ში­შე­ბის თა­ო­ბა­ზე ფრენ­სის ურ­ჰარტს კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბო­და და, ამი­ტო­მაც, იმა­შიც ბო­ლომ­დე იყო დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ მის მი­ერ თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი ეს ამ­ბა­ვი რო­ჯერ ო"ნეილის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში უთუ­ოდ ღრმა კვალს და­ტო­ვებ­და. თა­ნაც, რად­გა­ნაც ასეთ ნარ­კო­მა­ნებს სა­ხე­ლის მო­ხ­ვე­ჭის და­უძ­ლე­ვე­ლი წყურ­ვი­ლიც გა­მუდ­მე­ბით კლავთ, რის მიღ­წე­ვაც ო"ნეილს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის მფარ­ვე­ლო­ბის წყა­ლო­ბით თუ შე­ეძ­ლო, თუნ­დაც ერ­თი მათ­გა­ნის და­კარ­გ­ვაც კი იმედს სა­ბო­ლო­ოდ გა­უქ­რობ­და და ასეც მოხ­და.
- ახ­ლა რა­ღა უნ­და ვქნა? - საწყა­ლობ­ლად ამო­იგ­მი­ნა მან უც­ბად და თა­ვი აკან­კა­ლე­ბულ ხე­ლებ­ში ჩარ­გო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1565 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი