რა წა­ვი­კითხოთ შვე­ბუ­ლე­ბის დროს, შვი­ლებ­მაც რომ მოგ­ვ­ბა­ძონ
font-large font-small
რა წა­ვი­კითხოთ შვე­ბუ­ლე­ბის დროს, შვი­ლებ­მაც რომ მოგ­ვ­ბა­ძონ

ვინც ჩვენს ჟურ­ნალს თვალს ადევ­ნებს, შე­ამ­ჩ­ნევ­და, რომ არა­ერ­თი სტა­ტია მი­ვუძღ­ვე­ნით თე­მას
- "რა წა­ვა­კითხოთ ბავ­შ­ვებს არ­და­დე­გებ­ზე". დი­ახ, ზაფხულ­ში ეს მშობ­ლის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვია, თუმ­ცა ნუ დაგ­ვა­ვიწყ­დე­ბა ერ­თი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა: თუ ბავ­შ­ვი მშო­ბელს ვერ ხე­დავს წიგ­ნით ხელ­ში, არც თა­ვად და­ე­წა­ფე­ბა მის­თ­ვის შერ­ჩე­ულ გა­მო­ცე­მებს.
ასე რომ, შვე­ბუ­ლე­ბის დროს კარ­გი წიგ­ნით გან­ტ­ვირ­თ­ვა არა მხო­ლოდ ჩვენ­თ­ვის, ბავ­შ­ვის­თ­ვი­საც სა­სარ­გებ­ლო გახ­დე­ბა. რა წა­ვი­კითხოთ შვე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს? არ­ჩე­ვა­ნი მარ­თ­ლაც დი­დია. უკეთ რომ შე­არ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა, მცი­რე­ო­დენ ანო­ტა­ცი­ა­საც ვურ­თავთ.


გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქა­ლი

გი­ლი­ან ფლი­ნი
ვა­ჟი კარ­გავს ცოლს, ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის ნე­ბი­ე­რა ქა­ლიშ­ვილს. პო­ლი­ცია ცდი­ლობს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზე­ბის გარ­კ­ვე­ვას. მა­ლე, ქმარს ცო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში სდე­ბენ ბრალს. იწყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა, ამ ამ­ბავ­ში ლო­გი­კუ­რი ძა­ფე­ბი იოლად წყდე­ბა და იბურ­დე­ბა...


მო­ბი­ლუ­რი
სტი­ვენ კინ­გი
ბოს­ტო­ნის ქუ­ჩებ­ში და­ე­ხე­ტე­ბი­ან იმ­პულ­სით ზომ­ბი­რე­ბუ­ლი, სისხლს მოწყუ­რე­ბუ­ლი არ­სე­ბე­ბი და ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რე­ბენ. მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, გა­არ­კ­ვი­ონ, რა ხდე­ბა... შე­იძ­ლე­ბა კი რა­ი­მეს შეც­ვ­ლა და თუ შე­იძ­ლე­ბა, რო­გორ?!

ობო­ბას გა­მო­ჩე­ნა

ჯე­იმზ პე­ტერ­სო­ნი
ჰო­ლი­ვუ­დის კი­ნო­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი­სა და ფი­ნან­ს­თა მი­ნის­ტ­რის ვა­ჟის გა­ტა­ცე­ბა მხო­ლოდ და­საწყი­სია! გა­რი სო­ნე­ჯი ბავ­შ­ვე­ბის გამ­ტა­ცე­ბე­ლია. სას­ტი­კი და შე­უბ­რა­ლე­ბე­ლი. მას "სა­უ­კუ­ნის და­ნა­შა­უ­ლის" ჩა­დე­ნა სურს. და­უ­ჯე­რე­ბე­ლი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფი­ნა­ლი გა­გა­ო­ცებთ.

თა­ვებ­ზე მო­ნა­დი­რე­ე­ბი
იუ ნეს­ბო
რო­ჯერ ბრა­უ­ნი თა­ვის უდი­დეს ძარ­ც­ვას გეგ­მავს. გეგ­მა იც­ვ­ლე­ბა. სა­უ­კე­თე­სო მო­ნა­დი­რე­ზე ახ­ლა სხვა იწყებს ნა­დი­რო­ბას...

უც­ნა­უ­რი თო­მა­სი

დინ კუნ­ცი
ბეს­ტ­სე­ლე­რის გმი­რი, სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლის გა­სა­ყარ­ზე მდგო­მი გა­ლან­ტუ­რი გუ­შა­გი თქვენს გულს და­ატყ­ვე­ვებს. თო­მა­სის სა­ო­ცა­რი ნი­ჭის შე­სა­ხებ მხო­ლოდ მე­გობ­რებ­მა და საყ­ვა­რელ­მა გო­გო­ნამ იცი­ან. სწო­რედ მა­თი დახ­მა­რე­ბით ააცი­ლებს ის დიდ უბე­დუ­რე­ბას უდაბ­ნოს შუ­ა­გულ­ში მოქ­ცე­ულ პა­ტა­რა ქა­ლაქს.

გო­გო­ნა მა­ტა­რე­ბელ­ში

პო­ლა ჰო­კინ­სი
ყო­ველ­დღე ერ­თი და იგი­ვე. რე­ი­ჩე­ლი ყო­ველ­დღე ერ­თი და იმა­ვე მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რობს. ერთ დღე­საც ხე­დავს რა­ღა­ცას, რაც შოკ­ში აგ­დებს. ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა - რე­ი­ჩელს ეძ­ლე­ვა შან­სი, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი გახ­დეს, რომ­ლებ­საც შო­რი­დან ადევ­ნებ­და თვალს.


ბავ­შ­ვი 44
ტომ რობ სმი­ტი
სტა­ლი­ნუ­რი ეპო­ქის საბ­ჭო­თა კავ­ში­რი სა­მოთხეა, სა­დაც და­ნა­შა­უ­ლი არ ხდე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ებს მხო­ლოდ ერ­თი რა­მის ეში­ნი­ათ: ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის...

უკუ­ათ­ვ­ლა
კენ ფო­ლე­ტი
მა­მა­კა­ცი რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის იატაკ­ზე გა­იღ­ვი­ძებს. არა­ფე­რი ახ­სოვს. მე­რე გა­ზეთ­ში წა­აწყ­დე­ბა ცნო­ბას თა­ნამ­გ­ზავ­რის გაშ­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი აქ და­იწყე­ბა.

არა­ვის უთხ­რა
ჰარ­ლან ქო­ბე­ნი
მთვა­რის მკრთა­ლი შუ­ქით გა­ნა­თე­ბუ­ლი კამ­კა­მა ტბა. შემ­ზა­რა­ვი კი­ვი­ლი. შო­რე­უ­ლი ლან­დი. ასე­თი იყო ღა­მე, რო­ცა დე­ვიდ ბეკს ცო­ლი მოს­ტა­ცეს. მას ეუბ­ნე­ბი­ან ახ­ლა, გონს მო­ე­გოს და სა­მუ­და­მოდ და­ი­ვიწყოს წარ­სუ­ლი. ის ვერ ივიწყებს!

ბნე­ლი ად­გი­ლე­ბი
გა­ლი­ან ფლი­ნი
კან­ზა­სის პა­ტა­რა ქა­ლა­ქი გა­უ­გო­ნა­რი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ­მა და­ნა­შა­ულ­მა შეძ­რა: 15 წლის ბიჭ­მა, ბენ დე­იმ, დე­და და ორი და და­ხო­ცა. მკვლელს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა დე­ე­ბის ოჯა­ხის მხო­ლოდ ერ­თი წევ­რი - 7 წლის ლი­ბი...

კონ­კი­ას მკვლე­ლო­ბა
მე­რი ჰი­გინს
ჟურ­ნა­ლის­ტი ლო­რი მო­რე­ნი, მო­რი­გი გა­და­ცე­მის­თ­ვის შე­არ­ჩევს ტრა­გე­დი­ას, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა: მაგ­რამ ამის ნაც­ვ­ლად, მკვლელს შეხ­ვ­და. რო­დე­საც მე­ო­რე დღეს მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნა იპო­ვეს, მას მხო­ლოდ ცა­ლი ფეხ­საც­მე­ლი ეც­ვა.

მდუ­მა­რე ცო­ლი
ა.ს.ა. ჰა­რი­სო­ნი
რო­ცა მდი­და­რი მა­მა­კა­ცი ხარ და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი გაქვს, ფა­რულ სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რებს უნ­და უფ­რ­თხო­დე. კაც­მა ეს არ იცის. ამი­ტომ ერთ დღეს უახ­ლო­ეს მე­გობ­რის შვილ­თან შემ­თხ­ვე­ვი­თი შეხ­ვედ­რი­სას ზღვარს გა­დაკ­ვეთს.


ქრის­ტი­ნი
სტი­ვენ კინ­გი
ეს ერ­თი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი იყო. 17 წლის არ­ნი კა­ნინ­გე­მი ქრის­ტი­ნის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მიხ­ვ­და, რომ მის და­სა­უფ­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს იზამ­და. ქრის­ტი­ნი ქა­ლი არ არის, მაგ­რამ არ­ნი კა­ნინ­გემს თავ­და­ვიწყე­ბით უყ­ვარს.

სი­კო­მო­რო­თა მწკრი­ვი

ჯონ გრი­შე­მი
იმ ღა­მემ ძმე­ბის ცხოვ­რე­ბა სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა. უმ­ც­რო­სი გა­და­ი­კარ­გა და ძა­ლი­ან დიდ­ხანს ემა­ლე­ბო­და წარ­სულს. უფ­როს­მა ძმამ კი, სეთ ჰა­ბარ­დ­მა, მშობ­ლი­ურ ოლ­ქ­ში ცხოვ­რე­ბა გა­ნაგ­რ­ძო, მაგ­რამ გა­მუდ­მე­ბით ღრღნი­და და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა...

გზა
კორ­მაკ მა­კარ­ტი
შემ­ზა­რა­ვი რე­ა­ლო­ბა: უიმე­დო­ბი­სა და გა­მო­უ­ვა­ლო­ბის გან­ც­და, კა­ტას­ტ­რო­ფის მო­ლო­დი­ნი, მუდ­მი­ვი ში­ში და სი­ცი­ვე. სი­ჩუ­მე. გვა­მე­ბი და კი­დევ გვა­მე­ბი...

დაფ­ლუ­ლი გო­ლი­ა­თი
კა­ზუო იში­გუ­რო
"ეს სევ­დი­ა­ნი, ელე­გი­უ­რი ის­ტო­რიაა... ოც­ნე­ბი­სე­უ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა... მარ­ტი­ვად სა­კითხა­ვი, ძნე­ლად და­სა­ვიწყე­ბე­ლი"... "ეს არის ყვე­ლა­ზე ამ­ბი­ცი­უ­რი, სა­რის­კო და უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი, რაც იში­გუ­რომ თა­ვი­სი 33-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა".

ნა­თე­ლი, რო­მელ­საც ვერ ვხე­დავთ

ენ­ტო­ნი დო­ე­რი
მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი. პა­რი­ზი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია. ქა­ლა­ქი­დან მა­რი-ლო­რა, ბრმა გო­გო­ნა მა­მას­თან ერ­თად გარ­ბის. მა­რის მა­მა - მუ­ზე­უ­მის გა­სა­ღე­ბე­ბის მცვე­ლი. სი­ურ­პ­რი­ზე­ბი­სა და თავ­სა­ტე­ხე­ბის დი­დოს­ტა­ტი. ისი­ნი გარ­ბი­ან და თან დი­დი გან­ძი მი­აქვთ - გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი, ხორ­ც­შეს­ხ­მუ­ლი ლე­გენ­და.

ვახ­შა­მი
ჰერ­მან კო­ხი
ძმე­ბი, პა­ულ და სერჟ ლო­მა­ნე­ბი, ცო­ლებ­თან ერ­თად ამ­ს­ტერ­დამ­ში ფე­შე­ნე­ბე­ლურ რეს­ტო­რან­ში სა­ვახ­შ­მოდ ხვდე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს. პო­ულ ლო­უ­მა­ნი ის­ტო­რი­ის ყო­ფი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია, მი­სი ძმა სერ­ჟი - მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი. მა­თი სა­უ­ბა­რი თან­და­თან დრა­მად გა­და­იქ­ცე­ვა - ერ­თ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით სა­ში­ნე­ლი ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი ამო­ტივ­ტივ­დე­ბა და ირ­კ­ვე­ვა, რომ ორი­ვეს შვი­ლებს სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლი აქვთ ჩა­დე­ნი­ლი.

არ­ჩე­ვა­ნი
ნი­კო­ლას სპარ­ქ­სი
თრე­ვის პარ­კე­რი - წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კა­ცი. მას ყვე­ლა­ფე­რი აქვს - კარ­გი სამ­სა­ხუ­რი, სახ­ლი ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზე, სა­ო­ცა­რი ხე­დი ფან­ჯ­რი­დან. პარ­კერს სიყ­ვა­რუ­ლის არ სჯე­რა და არც ეძებს. თუმ­ცა, გა­ბი ჰო­ლან­დ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ თრე­ვი­სი სა­კუ­თარ ბე­დის­წე­რას ცვლის!

ღირ­სე­ბა
ელიფ შა­ფა­ქი
მდი­ნა­რე ევ­ფ­რა­ტის პი­რას მდე­ბა­რე, მიყ­რუ­ე­ბუ­ლი სოფ­ლი­დან ლონ­დო­ნამ­დე გზა ცრემ­ლით, ტკი­ვი­ლი­თა და იმე­დით არის სავ­სე. ისი­ნი გა­ექ­ც­ნენ სამ­შობ­ლოს, სა­კუ­თარ თავს კი - ვე­რა. რო­მა­ნი ერ­თი ოჯა­ხის ამ­ბავს მოგ­ვითხ­რობს.

მატყუ­ა­რა

ნო­რა რო­ბერ­ტ­სი
შელ­ბი-ენ ფომ­როი-ფოქ­ს­ვორ­თი დაქ­ვ­რივ­და. ილუ­ზი­ე­ბი გაქ­რა. კა­ცი, რო­მე­ლიც თავ­და­ვიწყე­ბით უყ­ვარ­და, არა მხო­ლოდ მატყუ­ა­რა აღ­მოჩ­ნ­და, თურ­მე არც არ­სე­ბობ­და...
ბეჭდვა