ტრა­დი­ცი­ე­ბი­ და ცრურ­წ­მე­ნე­ბი
font-large font-small
ტრა­დი­ცი­ე­ბი­ და ცრურ­წ­მე­ნე­ბი
რო­გორც კი მო­სცილ­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, მა­შინ­ვე იწყე­ბა და­ცე­მუ­ლი სუ­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა...

ამ­ჯე­რად ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ცრურ­წ­მე­ნე­ბის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რებთ...


- რო­გორ ყა­ლიბ­დე­ბო­და ტრადი­ცი­ე­ბი ადა­მი­ან­თა შო­რის? ყვე­ლა ეპო­ქა­ში სხვა­დას­ხ­ვა ტრა­დი­ცია არ­სე­ბობ­და.
მა­მა მა­კა­რი:
- ტრა­დი­ცი­ე­ბი ყა­ლიბ­დე­ბო­და ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან. არ­სე­ბობს ასე­ვე რე­ლი­გი­უ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ლი­გი­უ­რი წე­სე­ბის მი­ხედ­ვი­თაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. დრო­დად­რო მათ­ში ხალხს შე­აქვს ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც შემ­დეგ ყა­ლიბ­დე­ბა და ხალ­ხ­ში ისე რჩე­ბა, რო­გორც სუფ­თა რე­ლი­გი­უ­რი წე­სე­ბი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მა­გა­ლით­ზე ავი­ღოთ, ჩვენ შო­რის ბევ­რი ისე­თი ტრა­დი­ციაა, რო­მე­ლიც ხალხს სუფ­თა რე­ლი­გი­უ­რი ტრა­დი­ცია ჰგო­ნია, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ასე არ არის. თა­ვის დრო­ზე რა­ღაც წე­სი ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­მელ­მაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და, ხალ­ხ­მა მის­ცა უკ­ვე მას სხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და ეს არის არა რე­ლი­გი­უ­რი ტრა­დი­ცია, არა­მედ უკ­ვე ხალ­ხუ­რი, რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა საღ­ვ­თო სწავლე­ბას. ლო­მი­სო­ბა ავი­ღოთ: ეს არის სუფ­თა ხალ­ხუ­რი ტრა­დი­ცია, რო­მელ­საც არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არა აქვს ეკ­ლე­სი­ას­თან. ამ დროს აღეს­რუ­ლე­ბა სის­ხ­ლი­ა­ნი მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვა, რაც ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბას. რა თქმა უნ­და, ადა­მი­ანს შე­უძ­ლია დაკ­ლას საკ­ლა­ვი, მი­ი­ღოს მი­სი ხორ­ცი, მოწყა­ლე­ბის სა­ხით გას­ცეს, მაგ­რამ ის რი­ტუ­ა­ლე­ბი და რწმე­ნა, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ამ დროს აღას­რუ­ლე­ბენ, წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­ში მო­დის ქრის­ტი­ა­ნულ სწავ­ლე­ბას­თან. პი­რი­ქით, მი­სი სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოც კია. ლომისობა მა­გა­ლი­თად მო­ვიყ­ვა­ნე, თო­რემ არა­ერთ მსგავს ტრა­დი­ცი­ას წა­ვაწყ­დებით. არ­სე­ბობს ისე­თი ტრა­დი­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ქრის­ტი­ა­ნო­ბას­თა­ნაა ახ­ლო კავ­შირ­ში. შე­აძ­ლოა, ოდ­ნავ სა­ხეც­ვ­ლი­ლია, მაგ­რამ არა აქვს დოგ­მა­ტუ­რი და ეკ­ლე­სი­ის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო სწავ­ლე­ბე­ბი. ასეთ სწავ­ლე­ბებს ეკ­ლე­სია არ უპი­რის­პირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ტრა­დი­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც თა­ვად საღ­ვ­თო სწავ­ლე­ბა­სა და მის არსს უპი­რის­პირ­დე­ბა, ეკ­ლე­სია ყო­ველ­თ­ვის მო­უ­წო­დებს ადა­მი­ა­ნებს, რომ ასე­თი ტრა­დი­ცი­ე­ბი არ მი­ი­ღონ და აღას­რუ­ლონ.
- ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბა სა­ე­რო, ხალ­ხურ ტრა­დი­ციებს უფ­რო მე­ტი სიმ­ტ­კი­ცით აღას­რუ­ლებს, სა­ე­რო ტრა­დი­ცი­ე­ბის მიმ­დე­ვარ­ნი მე­ტად არი­ან, ვიდ­რე სა­ეკ­ლე­სიო ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა. რა­ტომ ხდე­ბა ასე?
- სა­ე­რო ტრა­დი­ცი­ე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რი­ტუ­ა­ლურ ქმე­დე­ბებ­თან, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის უფ­რო ად­ვი­ლი აღ­სას­რუ­ლე­ბე­ლია. სა­ე­რო ტრა­დი­ცი­ე­ბი ბუნ­დო­ვა­ნი და გა­უ­გე­ბა­რია და ეს ბუნ­დოვ­ანე­ბა ადა­მი­ა­ნებს ღმერ­თ­თან სი­ახ­ლო­ვე ჰგო­ნი­ათ. ადა­მი­ა­ნის­თ­ვის გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლია, ძველ ტა­ძარ­თან ცხვა­რი დაკ­ლას და რი­ტუ­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბი აღას­რუ­ლოს, ვიდ­რე ყო­ველ­დღე დი­ლი­სა და სა­ღა­მოს ლოც­ვე­ბი იკითხოს, რად­გან სწამს, რომ ღვთის წი­ნა­შე მარ­თა­ლი ქმე­დე­ბა აღას­რუ­ლა და უფალ­მა შე­უნ­დო. მსგავ­სი ტრა­დი­ციე­ბი ადა­მი­ან­თა წარ­მო­სახ­ვით `ღმერ­თ­თან და­ახ­ლო­ე­ბის~ მარ­ტი­ვი გზაა. ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ ამით უფალს უახ­ლოვ­დე­ბი­ან, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში გა­ნე­შო­რე­ბი­ან უფალს.
- სა­ე­რო, ხალ­ხუ­რი ტრა­დი­ციე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა ცრურ­წ­მე­ნაც. რა­ტომ იხ­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ცრურ­წ­მე­ნე­ბის­კენ?
- ცრურ­წ­მე­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ტრა­დი­ცია ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბის ნა­ყო­ფია, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ან­თა წარ­მო­სახ­ვით ყა­ლიბ­დე­ბო­და ტრა­დი­ცი­ე­ბის სა­ხით. ცრურ­წ­მე­ნე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რი­ტუ­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბი რე­ლი­გი­უ­რად გა­უთ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლი მი­სა­ღე­ბია, ამი­ტო­მაც ცრურ­წ­მე­ნებს უფ­რო მე­ტად ით­ვი­სე­ბენ და მის­დე­ვენ. არ­სე­ბობს ტრა­დი­ცი­ე­ბი, რო­მელ­თაც კავ­ში­რი არა აქვთ ეკ­ლე­სი­ას­თან, მაგ­რამ თუ ეს ტრა­დი­ცე­ბი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­ში არ მო­დის საღ­ვ­თო სწავ­ლე­ბას­თან, ღვთის მცნე­ბე­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბას­თან, მა­თი აღ­ს­რუ­ლე­ბა და­ნა­შა­უ­ლი არ არის, ადა­მი­ანს არ წარ­წყ­მედს, მაგ­რამ არის ტრა­დი­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ ღვთის მცნე­ბებს ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ადა­მი­ანს ღმერთს გა­ნა­შო­რებს და სა­სუ­ფევ­ლის გა­რე­შე ტო­ვებს. ადა­მი­ა­ნუ­რი გო­ნე­ბით, ცრურ­წ­მე­ნით გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლია ადა­მი­ან­მა მო­ი­პო­ვოს ის, რაც მას სურს. და­ვუშ­ვათ, ადა­მი­ანს სურს, შვი­ლის სნე­უ­ლე­ბის­გან გან­კურ­ნე­ბა. რო­დე­საც მას ეუბ­ნე­ბი­ან, - წა­დი ძვე­ლი ტაძ­რის ნან­გ­რე­ვებ­თან, სამ­ჯერ შე­მო­უ­ა­რე, საკ­ლა­ვი შეს­წი­რე თუ სხვა ქმე­დე­ბე­ბი აღას­რუ­ლეო, ასე­თი ქმე­დე­ბე­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბა ურ­წ­მუ­ნო ადა­მი­ა­ნის­თ­ვის გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლია, ვიდ­რე ეკ­ლე­სი­უ­რი წე­სე­ბი­სა. რო­დე­საც ეკ­ლე­სი­ა­ში მო­დის და ვე­უბ­ნე­ბით, რომ უნ­და ილო­ცოს სნე­უ­ლის­თ­ვის, აღას­რუ­ლოს ესა თუ ის სა­ეკ­ლე­სიო წე­სი და შემ­დეგ უფ­ლის ნე­ბაა, რო­დის აგ­ვის­რუ­ლებს სათხო­ვარს ან შე­საძ­ლოა სა­ერ­თო­დაც არ აგ­ვის­რუ­ლოს, რად­გან სა­ზი­ა­ნო იყოს ჩვე­ნი სუ­ლის­თ­ვის, ადა­მი­ა­ნებს ამის გა­გე­ბა უჭირთ, რად­გან მარ­ტი­ვად უნ­დათ მი­ი­ღონ ღვთის წყა­ლო­ბა. ამი­ტომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი, გან­საც­დელ­თა­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად მი­მარ­თავს სხვა­დას­ხ­ვა სჯუ­ლის მჩხი­ბავს თუ ე.წ. მკურ­ნალს და მა­თი მი­თი­თე­ბით სხვა­დას­ხ­ვა რი­ტუ­ა­ლურ ქმე­დე­ბებს აღას­რუ­ლე­ბენ, ვთქვათ მი­დი­ან რო­მე­ლი­მე ძვე­ლი ტაძ­რის ნან­გ­რე­ვებ­თან, საკ­ლავს კ­ლა­ვენ, იმ ად­გი­ლი­დან წა­მო­ღე­ბულ კენჭს ან მი­წას სას­თუ­მ­ლის ქვე­მოთ და­უ­დე­ბენ და ა.შ. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასეთ სუ­ლი­ერ და გო­ნი­ერ არე­უ­ლო­ბა­შია ჩაფ­ლუ­ლი. იმ ენერ­გი­ის მცი­რე ნა­წი­ლიც რომ და­ა­ხარ­ჯოს ადა­მი­ან­მა თა­ვის სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბას, რა­საც ცრურ­წ­მე­ნე­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბის­თ­ვის ხარ­ჯავს, ღვთის­გან გა­ცი­ლე­ბით მეტ წყა­ლო­ბას მოი­პო­ვებს.
- რა­ტომ უად­ვილ­დე­ბა ადა­მი­ანს ცრურ­წ­მე­ნე­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბა, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა კი მძი­მედ და ძნე­ლად აღ­სას­რუ­ლებ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბა?
- ვი­ცით, რომ სამ­ყა­რო­ში ადა­მი­ა­ნის გარ­და არ­სე­ბობს უამ­რა­ვი გო­ნიე­რი არ­სე­ბა, - ან­გე­ლო­ზე­ბი, არ­სე­ბობს ან­გე­ლოზ­თა ცხრა და­სი, გო­ნი­ე­რი, უნივ­თო და უს­ხე­უ­ლო არ­სე­ბე­ბი, რო­მელ­თაც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სხე­უ­ლი არ გა­აჩ­ნი­ათ, ისე­ნი არი­ან სულ­ები. მაგ­რამ ვი­ცით, რომ ხი­ლუ­ლი სამ­ყა­როს გა­ჩე­ნამ­დე, ან­გე­ლოზ­თა ნა­წი­ლი და­ე­ცა და იქ­ც­ნენ უკ­ვე და­ცე­მულ ან­გე­ლო­ზე­ბად ანუ ეშ­მა­კე­ბად. სწო­რედ და­ცე­მუ­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი ცდი­ლო­ბენ ყვე­ლა­ნა­ი­რად, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ნა­შო­რონ ღმერთს და რო­გორც სხვა ცოდ­ვე­ბის­კენ, ასე­ვე მი­იდ­რი­კონ ცრურ­წ­მე­ნე­ბის­კენ. კე­თი­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი უწყო­ბენ ხელს ადა­მი­ანს ღვთის მცნე­ბე­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბა­ში და შე­ე­წე­ვი­ან, რომ არ ჩა­ი­დი­ნონ ცოდ­ვე­ბი, მაგ­რამ რა­ტომ არის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ცრურ­წ­მე­ნე­ბის­კენ უფ­რო მი­იდ­რი­კე­ბი­ან, ვიდ­რე სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის­კენ? რად­გან და­ცე­მუ­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი ძალ­და­ტა­ნე­ბით ერე­ვი­ან ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, აიძუ­ლე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბის გო­ნე­ბას, რომ ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნოს, ხო­ლო ღვთის ან­გე­ლო­ზე­ბი ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, მხო­ლოდ აუწყე­ბენ ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბას სი­კე­თეს, - მი­თი­თე­ბებს აძ­ლე­ვენ, კე­თილ სურ­ვი­ლებს უჩე­ნენ ანუ და­ცე­მუ­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი ძა­ლა­დო­ბენ ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა­ზე, ხო­ლო კე­თი­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი მოქ­მე­დე­ბენ რჩე­ვით. ამას­თა­ნა­ვე, მას შემ­დეგ, რაც ადა­მი­ა­ნი და­ე­ცა ცოდ­ვით, გა­მი­წი­ერ­და და ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბაც ხრწნა­დი გახ­და, ამის შემ­დეგ უფ­რო მე­ტად მიდ­რე­კი­ლია ცოდ­ვის­კენ, ვიდ­რე - სი­კე­თის კე­თე­ბის­კენ. სი­კე­თის კე­თე­ბას უფ­რო მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვა სჭირ­დე­ბა, ვიდ­რე უკე­თუ­რე­ბის კე­თე­ბას. თუ ბუ­ნე­ბა­საც და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ის, რაც სა­სარ­გებ­ლოა ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, მე­ტი შრო­მა სჭირ­დე­ბა, ეკალბარდს შრო­მა არ სჭირ­დე­ბა, სა­სარ­გებ­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი და მი­წა რომ გა­ვა­სუფ­თა­ოთ ეკალბარ­დის­გან, ამას სჭირ­დე­ბა შრო­მა. კულ­ტუ­რულ მცე­ნა­რე­ებს რო­დე­საც ვთე­სავთ და ვრგავთ, მას შრო­მა სჭირ­დე­ბა, რომ ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღოს. ასე­ვე, ადა­მი­ანს სი­კე­თის სა­კე­თებ­ლად სჭირ­დე­ბა ენერ­გი­ის ხარ­ჯ­ვა, რად­გან მი­სი და­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბაა ცოდ­ვის­კენ მიდ­რე­კი­ლი და ამა­ში ასე­ვე ხელს უწყო­ბენ და­ცე­მუ­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი. ცრურ­წ­მე­ნა თა­ვი­სი პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით არის ყვე­ლა არას­წო­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა, რაც სცილ­დე­ბა ჭეშ­მ­რი­ტე­ბას. ადა­მი­ა­ნი რო­გორც კი მოს­ცილ­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მადლს, მას­ზე მა­შინ­ვე იწყე­ბა დე­მო­ნუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა, ჩნდე­ბა გა­დახ­რე­ბი აზ­როვ­ნე­ბა­ში, აღ­ქ­მა­ში, მოვ­ლე­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე
ბეჭდვა