ეს უნდა იცოდეთ! - რა შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და ვუ­ყი­დოთ ბავ­შ­ვებს სუ­პი­ნა­ტო­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი
font-large font-small
ეს უნდა იცოდეთ! - რა შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და ვუ­ყი­დოთ ბავ­შ­ვებს სუ­პი­ნა­ტო­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი
ნაგ­ვის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ტყა­ვი - ის, რაც ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის სა­ში­შია


"სულ მაქვს სურ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ტრა­დი­ცი­ად და­ვამ­კ­ვიდ­რო ფეხ­საც­მ­ლის დი­ზა­ი­ნე­რე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი", - ამ­ბობს მა­დო­ნა ხა­რა­ტიშ­ვი­ლი და იმ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას, რაც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე შე­იმ­ჩ­ნე­ვა. რა­ტომ არ არის სა­სარ­გებ­ლო ბავშვს ბაზ­რო­ბა­ზე შე­ვუ­ძი­ნოთ ე.წ. სუ­პი­ნა­ტო­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი? რა უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ფე­ხის ტერ­ფის და­ა­ვა­დე­ბებს ავა­რი­დოთ თა­ვი და ხერ­ხე­მა­ლიც არ და­ვი­ზი­ა­ნოთ? - ამ და სხვა კითხ­ვებ­ზე დი­ზა­ი­ნერ­მა გუ­ლახ­დი­ლად გვი­პა­სუ­ხა.


- შარ­შან, "ვა­ჟა­ო­ბა­ზე" მოწყო­ბი­ლი შოუჩვე­ნე­ბა მარ­თ­ლაც, რომ და­უ­ვიწყა­რი იყო. ჩვენ ქარ­თულ ბა­ზა­რ­ზე შე­მო­ვი­ტა­ნეთ გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბუ­ლი ქა­ლა­მა­ნი, რო­მე­ლიც მომ­ხ­მა­რებ­ლის დიდ მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. და­ახ­ლო­ე­ბით "ბა­ლეტ­კის" მსგავ­სია, მაგ­რამ ბევ­რად მო­ხერ­ხე­ბუ­ლი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი ტყა­ვის­გან შე­კე­რი­ლი, იმ პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლი­თაც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი კე­რავ­დ­ნენ ფეხ­საც­მელს. ამ თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლამ­ნე­ბის ჩვე­ნე­ბა მო­ეწყო ლა­შა რა­მიშ­ვი­ლის სიმ­ღე­რის ფონ­ზე, შო­უს დად­გ­მა­ში კი რე­ჟი­სო­რი და­ვით და­ნე­ლია დაგ­ვეხ­მა­რა. ეს იყო მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის, მსა­ხი­ო­ბე­ბის, მუ­სი­კო­სე­ბის, რე­ჟი­სო­რი­სა და დი­ზა­ი­ნე­რის ტან­დე­მი. ვფიქ­რობ, ოქ­ტომ­ბერ­ში ან ნო­ემ­ბერ­ში მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბას ისევ გავ­მარ­თავთ. ოღონდ, ამ­ჯე­რად წარ­მო­ვად­გენთ "ფეხ­საც­მ­ლის ის­ტო­რი­ას". კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია. მა­ყუ­რე­ბელს ვუჩ­ვე­ნებთ, თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და ფეხ­საც­მე­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე და სა­დამ­დე მი­ვე­დით.

- ქა­ლამ­ნე­ბის შე­კერ­ვა რამ გა­ნა­პი­რო­ბა: იმან, რომ "ვა­ჟა­ო­ბის" დღე­სას­წა­ულ­ზე ეწყო­ბო­და ეს ჩვე­ნე­ბა თუ უბ­რა­ლოდ, და­ბალ­ძი­რი­ან ფეხ­საც­მე­ლებ­ზე დიდ­მა მოთხოვ­ნამ?

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, "ვა­ჟა­ო­ბა­ზე" მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მ­ლით რომ გა­სუ­ლიყ­ვ­ნენ, ლა­მა­ზი იქ­ნე­ბო­და? თუმ­ცა, და­ბალ­ძი­რი­ან­ზე მოთხოვ­ნი­ლე­ბაც იყო ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი. ვწუხ­ვარ, ახალ­გაზ­რ­დო­ბა რე­ზი­ნის­ძი­რი­ან სა­ში­ნე­ლე­ბას რომ იც­ვამს. ეს მა­თი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის არ არის კარ­გი.

- თქვენ არას­დ­როს იყე­ნებთ რე­ზი­ნის ძირს?

- არა. მა­გა­ლი­თად, ამ ქა­ლამ­ნებს აქვს ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ტყა­ვის­გან შე­კე­რი­ლი ძი­რი. თუმ­ცა, რომ არ გას­რი­ალ­დეს, რა­ღაც ელე­მენ­ტებს ვა­მა­ტებთ ქვე­მო­დან.

- რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ტყა­ვი უცხო­უ­რის­გან?

- უფ­რო სქე­ლია და ჩე­მი აზ­რით, გა­ცი­ლე­ბით გამ­ძ­ლეც. იდე­ა­ლუ­რია და სი­ცოცხ­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბაც მე­ტი აქვს (ი­ღი­მის). ზო­გა­დად, ტყა­ვი არა­სა­ზი­ა­ნო, კომ­ფორ­ტუ­ლია და არა­ნა­ირ ქი­მი­ურ და­ნა­მატს არ შე­ი­ცავს. შე­იძ­ლე­ბა, შე­კე­რო დერ­მა­ტი­ნის ფეხ­საც­მე­ლი, მაგ­რამ შიგ­ნი­დან აუცი­ლებ­ლად, ტყა­ვი უნ­და ჰქონ­დეს, რა­თა ფე­ხი არ გა­ოფ­ლი­ან­დეს, არ ავი­კი­დოთ სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ა.შ.

- ზოგ­ჯერ მა­ღა­ზი­ებ­ში გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ფეხ­საც­მე­ლი ხა­რის­ხი­ა­ნია, მაგ­რამ ხში­რად ვტყუვ­დე­ბით...

- (მაწყ­ვე­ტი­ნებს) ან­ტი­რეკ­ლა­მა არ მიყ­ვარს, მაგ­რამ უნ­და ვთქვა: იაფ­ფა­სი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან შე­მო­აქვთ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­კე­რი­ლია გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნაგ­ვის­გან მი­ღე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ტყა­ვით. "ი­უ­თუბ­ზეც" შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ პრო­ცე­სი, რო­ცა ხე­ლოვ­ნურ ტყავს ამ­ზა­დე­ბენ. კაც­მა არ იცის, რას ვიც­ვამთ და მე­რე გვიკ­ვირს, რა­ტომ გაჩ­ნ­და ამ­დე­ნი სა­ხის და­ა­ვა­დე­ბა.

- ხშირად ფა­სიც არ გან­საზღ­ვ­რავს ხა­რისხს. შე­გიძ­ლი­ათ გვირ­ჩი­ოთ, რო­გორ გან­ვას­ხ­ვა­ოთ ხე­ლოვ­ნუ­რი ტყა­ვი ნა­ტუ­რა­ლუ­რის­გან?

- სან­თე­ბე­ლას რომ გა­უ­კი­დე­ბენ, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ვერ ვხვდე­ბი, ამით რას ად­გე­ნენ. მე ხე­ლოვ­ნურს ბუ­ნებ­რი­ვის­გან შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბით ვა­ს­ხ­ვა­ვებ. ხელს რომ გა­უს­ვამთ, ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა უნ­და გქონ­დეთ, თით­ქოს კანს ეხე­ბით. ასე­ვე, ტყა­ვის­გან შე­კე­რილ ფეხ­საც­მელს ხში­რად, ნა­კე­რებ­ში გა­და­კე­ცი­ლი ზე­და­პი­რი არ აქვს. ტყა­ვი პირ­და­პირ იჭ­რე­ბა და მას გა­ლა­მა­ზე­ბა არ სჭირ­დე­ბა, ის არ და­იშ­ლე­ბა... სხვა­თა შო­რის, არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, კარგ ფეხ­საც­მელ­ში ძვი­რი გა­და­ი­ხა­დო. უბ­რა­ლოდ, ის ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი არ იქ­ნე­ბა. ქუ­თა­ის­ში არ­სე­ბობს ქარ­ხ­ნე­ბი, სა­დაც მზად­დე­ბა და­ბალ­ფა­სი­ა­ნი, მაგ­რამ ხა­რისხი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბი.

- ხში­რად, ფეხ­საც­მელს შიგ­ნი­დან ქსო­ვილს აკე­რე­ბენ - ეს რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია?

- თუ ბუ­ნებ­რი­ვი ქსო­ვი­ლის­გან არის, ფეხს არა­ნა­ირ ზი­ანს არ მი­ა­ყე­ნებს. თუმ­ცა, ტყა­ვის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მი­სი გაწ­მენ­და იოლი არ გახ­ლავთ.

- რო­გორ უნ­და მო­ვუ­ა­როთ ფეხ­საც­მელს?

- პირ­ველ რიგ­ში, და­უშ­ვე­ბე­ლია ერთ ფეხ­ზე მე­ო­რის დახ­მა­რე­ბით გახ­და. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ფეხ­საც­მ­ლის უკა­ნა მხა­რეს ვა­ზი­ა­ნებთ და არც უნ­და გაგ­ვიკ­ვირ­დეს, თუ ამის შემ­დეგ ფორ­მას და­კარ­გავს. რო­ცა ფეხ­საც­მელს შე­ი­ძენთ, პირ­ველ დღეს სამ სა­ათ­ზე მეტ­ხანს არ უნ­და ჩა­იც­ვათ, მე­ო­რე დღეს ეს დრო ერ­თი სა­ა­თით გა­ზარ­დეთ, შემ­დეგ დღეს - კი­დევ ერ­თი სა­ა­თით და ა.შ. ფეხ­საც­მე­ლი რომც შე­ი­კე­როთ, ის თქვე­ნი ფე­ხის ზუს­ტი ყა­ლი­ბი მა­ინც ვერ იქ­ნე­ბა. ყვე­ლა თითს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფორ­მა აქვს და ახა­ლი ფეხ­საც­მ­ლის თან­და­თა­ნო­ბით მორ­გე­ბი­სას, მი­სი ბუ­ნებ­რი­ვი მე­თო­დით გა­წელ­ვა ხდე­ბა - ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არც არა­ფე­რი გვეტ­კი­ნე­ბა და არც კოჟ­რი დაგ­ვაჯ­დე­ბა. ფეხ­საც­მე­ლი ყო­ვე­ლი მოხ­მა­რე­ბის შემ­დეგ, შიგ­ნი­თა მხრი­დან უნ­და გაწ­მინ­დოთ სვე­ლი და კარ­გად გა­წუ­რუ­ლი ტი­ლო­თი. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ამას ბევ­რი არ აკე­თებს. მქონ­და შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა კლიენ­ტ­მა კე­დი მო­მიბ­რუ­ნა: არა­კომ­ფორ­ტუ­ლია, ფეხ­ში რა­ღა­ცე­ბი მერ­ჭო­ბა და ნა­ხე­თო. შე­ვა­მოწ­მეთ და აღ­მოჩ­ნ­და, რომ შიგ­ნი­დან დას­ვ­რი­ლი იყო. ალაგ-ალაგ ტა­ლა­ხი ჰქონ­და ამოკ­რუ­ლი. ჩემ­მა თა­ნა­შემ­წემ გაწ­მინ­და და და­უბ­რუ­ნა. კმა­ყო­ფილ­მა კლი­ენ­ტ­მა თქვა, - რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ ფეხს არ მტკენს. რა გქონ­დათ ქსო­ვილ­ში ჩა­ტო­ვე­ბუ­ლიო?.. ნა­ტუ­რა­ლუ­რი ტყა­ვი და ზამ­ში სვე­ლი, კარ­გად გა­წუ­რუ­ლი ქსო­ვი­ლით იწ­მინ­დე­ბა.

- რა დატ­ვირ­თ­ვა აქვს ფეხ­საც­მ­ლის­თ­ვის სუ­პი­ნა­ტორს?

- მა­ღალ­ქუ­ს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი სუ­პი­ნა­ტო­რის გა­რე­შე არ იკე­რე­ბა - მე­წა­ღის ენა­ზე სუ­პი­ნა­ტო­რი ნიშ­ნავს რკი­ნას, რო­მე­ლიც და­მაგ­რე­ბუ­ლია ფეხ­საც­მ­ლის ძირ­სა და ლანჩს შო­რის. აი, ორ­თო­პე­დი­უ­ლი კი­დევ სხვა რა­მეა. ამ უკა­ნას­კ­ნელს მიკ­რო­პო­ლის­გან ამ­ზა­დე­ბენ და ტყა­ვის სარ­ჩულ­ში ამაგ­რე­ბენ.

- ბავ­შ­ვის ფეხ­საც­მ­ლის კერ­ვი­სას რამ­დე­ნად ხში­რად იყე­ნებთ ორ­თო­პე­დი­ულ სუ­პი­ნა­ტო­რებს? რო­გორც ვი­ცი, ის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნ­და იყოს ფეხ­ზე მორ­გე­ბუ­ლი.

- გა­და­ხე­დეთ ჩვენს სა­ბავ­შ­ვო კო­ლექ­ცი­ას და ნა­ხავთ, რომ არც ერთს არ აქვს და­კე­რე­ბუ­ლი ორ­თო­პე­დი­უ­ლი სუ­პი­ნა­ტო­რი. ასეთს ვამ­ზა­დებთ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ კლი­ენ­ტი დაგ­ვიკ­ვეთს. მარ­თა­ლი ხართ, შე­იძ­ლე­ბა, არას­წო­რად ჩა­დე­ბულ­მა სუ­პი­ნა­ტორ­მა და­ა­ზი­ა­ნოს კი­დეც ფე­ხი. ის აუცი­ლებ­ლად, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყვე­ლას­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნ­და შე­ირ­ჩეს - ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

- სწორ­ძი­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია?

- ცხა­დია, არ არის კარ­გი. მშობ­ლებ­მა ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­აქ­ცი­ონ ამ სა­კითხს და სე­რი­ო­ზუ­ლი გან­გა­ში ატე­ხონ. ვერ და­ი­ჯე­რებთ, ისეა გაზ­რ­დი­ლი ბავ­შ­ვებ­ში პო­დაგ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ზო­გი­ერთ ასა­კო­ვან ქალ­ბა­ტონს გა­ცი­ლე­ბით ლა­მა­ზი და ჯან­მ­რ­თე­ლი ფე­ხის ტერ­ფი აქვს, ვიდ­რე ახალ­გაზ­რ­დებს და ეს უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ფეხ­საც­მე­ლის ბრა­ლია. ის აუცი­ლებ­ლად, ქუს­ლის მხა­რეს, 3-5 სან­ტი­მეტ­რით მა­ღა­ლი უნ­და იყოს, ვიდ­რე ცხვი­რი... გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი ფეხ­საც­მე­ლი არა მარ­ტო პო­დაგ­რას ან კოჟრს იწ­ვევს, არა­მედ სკო­ლი­ოზ­საც. ზოგ­ჯერ მე­წა­ღე­ე­ბი ფეხ­საც­მელს ქუს­ლის ზო­მა­საც კი არას­წო­რად ურ­ჩე­ვენ - ეს გა­ნა­პი­რო­ბებს დის­კომ­ფორტს მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას. რო­ცა ყი­დუ­ლობთ, ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, ცხვი­რი ცო­ტა აწე­უ­ლი უნ­და იყოს. ერ­თ­მა ცნო­ბილ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა თქვა, ჩე­მი ფეხ­საც­მე­ლი უნ­და იყოს ლა­მა­ზი და არა - კომ­ფორ­ტუ­ლიო. მის ყვე­ლა ფეხ­საც­მელს ცხვი­რი სწო­რად უდ­გას. კა­ცია და ვერ ხვდე­ბა, ასე­თი მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნით სი­ა­რუ­ლი რა ტან­ჯ­ვაა. თი­თებ­ზე არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და იდ­გე.

- მო­დის თვალ­საზ­რი­სით, ბო­ლო დრო­ის ტენ­დენ­ცია რო­გო­რია და კლი­ენ­ტე­ბი რას ითხო­ვენ თქვენ­გან?

- მთელ მსოფ­ლი­ო­ში მო­ხერ­ხე­ბულ, პრაქ­ტი­კულ ფეხ­საც­მელს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას. მა­მა­კა­ცებს ბო­ლო დროს მოს­წონთ ტან­გეტ­კის­ძი­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც არა მარ­ტო სპორ­ტულ ხაზს ატა­რებს, არა­მედ კლა­სი­კურ სტილ­შიც იკე­რე­ბა. კოს­ტი­უმ­ზეც იც­ვა­მენ ვთქვათ, "ინ­ს­პექ­ტორს", რო­მელ­საც სპორ­ტუ­ლი ძი­რი აქვს. ქა­ლე­ბის­თ­ვის კლა­სი­კა კლა­სი­კად დარ­ჩა: აქ­ტუ­ა­ლუ­რია წვრი­ლი ქუს­ლი და რაც უფ­რო სწო­რია, მით უკე­თე­სია. აი, თი­ნე­ი­ჯე­რებს კი ფო­ჩე­ბი­ა­ნი, ფე­რა­დი კე­დი მოს­წონთ. ფერ­თა გა­მა­ში შეზღუდ­ვა არ არ­სე­ბობს. 2016 წელს იმ­პ­რო­ვი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს და შარ­შან­დე­ლი კო­ლექ­ცი­აც წარ­მა­ტე­ბით შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ასე­ვე, აქ­ტუ­ა­ლუ­რია უხეშ­ძი­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი. მოკ­ლედ, ცხოვ­რე­ბის რიტ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა იმარ­ჯ­ვებს (ი­ღი­მის).

- ბო­ლო დროს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გა­მარ­თეთ ჩვე­ნე­ბა, არა?

- ახ­ლა­ხან ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ვი­ყა­ვით. სხვა­თა შო­რის, ბე­ლო­რუ­სი­ა­ში გა­მარ­თულ მო­დის კვი­რე­ულ­ზე და­მა­სა­ხე­ლეს, რო­გორც "ყვე­ლა­ზე ავან­გარ­დუ­ლი ფეხ­საც­მ­ლის ავ­ტო­რი". ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბი იყი­დე­ბა იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში და ა.შ. მი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს საზღ­ვ­რებს მიღ­მა გა­დის ხა­რის­ხი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლებს ძა­ლი­ან მოს­წონთ.

ლი­კა ქა­ჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
02.08.2016
მაინტერესებს როგორ დაუკავშირდე ამ ქალბატონს ან სახელი და გვარი მაინც რომ დაწეროთ
თამთა კვინიკაძე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1559 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი