რა­ტომ ეძ­ლე­ვათ ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ნი­ჭი?
font-large font-small
რა­ტომ ეძ­ლე­ვათ ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ნი­ჭი?
რა­ტომ ყა­ლიბ­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ფე­ნად? რა­ტომ ეძ­ლე­ვათ სხვა­დას­ხ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ნი­ჭი? ამ­ჯე­რად ამ სა­კითხებს შე­ვე­ხე­ბით...
- რა­ტომ მოხ­და ადა­მი­ა­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფე­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა?
მა­მა მა­კა­რი:
- ეს ხდე­ბო­და ადა­მი­ან­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რია - ფი­ზი­კუ­რი, გო­ნებ­რი­ვი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, ასე­ვე - რამ­დე­ნად მო­ძა­ლა­დეა ადა­მი­ა­ნი. ამის მი­ხედ­ვით, ზო­გი­ერ­თ­მა სიმ­დიდ­რით მი­აღ­წია უპი­რა­ტე­სო­ბას სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე, ზოგ­მა - ძა­ლა­დო­ბით, ზოგ­მაც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად... ადა­მი­ან­თა ეს თვი­სე­ბე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებ­დ­ნენ იმას, რომ ზო­გი­ერ­თ­ნი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ უპი­რა­ტეს­ნი, მაგ­რამ არამც და არამც არ შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ, რომ თა­ვი­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, გო­ნებ­რი­ვი თუ სხვა უპი­რა­ტე­სო­ბით, რო­მე­ლი­მე ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა, იბა­ტო­ნოს სხვა ადა­მი­ან­ზე. ასე­თი რამ არ არის ღვთის­გან და­წე­სე­ბუ­ლი. ეს გახ­ლავთ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი წე­სე­ბი. უფა­ლი ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ნა­ბარ უფ­ლე­ბებს აძ­ლევს, ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ნაბ­რად აქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბა და ერ­თ­ნა­ი­რია ღვთის წი­ნა­შე. მი­უ­ხე­და­ვად სქე­სი­სა, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა, ეროვ­ნე­ბი­სა თუ სხვა სხვა­ო­ბე­ბი­სა, უფალს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ერ­თ­ნა­ი­რად უყ­ვარს. უფალ­მა მცნე­ბად დაგ­ვი­დო, ისე­ვე გვიყ­ვარ­დეს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, რო­გორც უფალ­მა შეგ­ვიყ­ვა­რა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი. რო­გორც ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­ნას­ხ­ვა­ვებს ადა­მი­ა­ნებს, ასე­ვე არ უნ­და გან­ვას­ხ­ვა­ოთ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან, არა­ნა­ი­რი ნიშ­ნით.
- ღვთის სიყ­ვა­რუ­ლის შემ­დეგ, უმ­თავ­რე­სი მცნე­ბა სწო­რედ მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლია. თუმ­ცა, გო­ნებ­რი­ვი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თუ სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მიდ­რე­კილ­ნი არი­ან, სხვებ­ზე უპი­რა­ტე­სად წარ­მო­ა­ჩი­ნონ თა­ვი...
- ეს ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის და­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბის გა­მო. არა მარ­ტო წარ­მარ­თე­ბი და უს­ჯუ­ლო­ე­ბი, ქრის­ტი­ა­ნე­ბიც კი მი­იდ­რი­კე­ბი­ან იმის­კენ, რომ სხვებ­ზე უპი­რა­ტეს­ნი იყ­ვ­ნენ. სა­ხა­რე­ბის თა­ნახ­მად, უფა­ლი ეუბ­ნე­ბა მო­ცი­ქუ­ლებს: ვი­საც უნ­და თქვენ შო­რის პირ­ველ ყო­ფა, იყოს თქვენ­და მო­ნა, ხო­ლო ვი­საც უნ­და თქვენ შო­რის ხელ­მ­წი­ფე­ბა, იყოს სხვი­სი მსა­ხუ­რი. რა­ტომ ბრძა­ნა ეს უფალ­მა? - რად­გან იცო­და, რომ სხვებ­ზე უპი­რა­ტე­სად თა­ვის წარ­მო­ჩე­ნის სურ­ვი­ლი, ადა­მი­ა­ნის და­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. იმ პე­რი­ოდ­ში რომ პირ­და­პირ ეთ­ქ­ვა უფალს ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის - არა­სო­დეს მო­ი­სურ­ვოთ ვინ­მე­ზე უპირა­ტეს­ნი იყო­თო, ვერ ჩას­წ­ვ­დე­ბოდ­ნენ ამ სწავ­ლე­ბის არსს, რად­გან არა­თუ უბ­რა­ლო ადა­მი­ან­თა, მო­ცი­ქუ­ლე­ბის სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც კი არ იყო ამაღ­ლე­ბუ­ლი, რო­გორც სული­წ­მი­დის გარ­და­მოს­ვ­ლის შემ­დეგ მოხ­და. ამი­ტომ სწავ­ლე­ბა მის­ცა: გინ­და, სხვებ­ზე უპი­რა­ტე­სი იყო? მა­შინ იყა­ვი სხვი­სი მსა­ხუ­რი. თუ ამ­ქ­ვეყ­ნად იქ­ნე­ბი სხვა­ზე თავ­მ­და­ბა­ლი და სხვი­სი მსა­ხუ­რი, სა­სუ­ფე­ველ­ში იქ­ნე­ბი უპი­რა­ტე­სიო. ამით სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა ადა­მი­ანს, რომ ის მის­წ­რა­ფე­ბა, რაც ადა­მი­ან­ში დევს - იყოს სხვა­ზე უპი­რა­ტე­სი, გა­ნა­ვი­თა­როს სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით - სა­სუ­ფე­ველ­ში უფალთან იყოს სხვებ­ზე უპი­რა­ტე­სი. რო­გორ უნ­და მო­ი­პო­ვოს ეს უპი­რა­ტე­სო­ბა? მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სიმ­დაბ­ლი­თა და სხვი­სი მსა­ხუ­რე­ბით.
- რა­ტომ ეძ­ლე­ვათ ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა?
- ადა­მი­ა­ნე­ბი არა მარ­ტო ფი­ზი­კუ­რად იბა­დე­ბი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი, არა­მედ გო­ნებ­რი­ვად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად თუ სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით... ეს არის უბ­რა­ლოდ, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თ­ვის. ადა­მი­ა­ნებს, ტყუპ­საც კი, თი­თის ანა­ბეჭ­დიც კი არა აქვთ ერ­თ­ნა­ი­რი, თუმ­ცა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, რომ მონ­დო­მე­ბით თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ზარ­დოს რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, გო­ნებ­რი­ვი და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. უფალ­მა უწყის, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის რა არის სა­უ­კე­თე­სო, რო­გორ, რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ით შე­იძ­ლე­ბა და­უ­ახ­ლოვ­დეს ღმერთს. ამი­ტომ, უფა­ლი ყვე­ლას აძ­ლევს თა­ვის შე­სა­ბა­მის ტა­ლანტს, რო­მე­ლიც შემ­დეგ ადა­მი­ან­მა უნ­და გა­ნა­ვი­თა­როს.
- რა­ტომ ეძ­ლე­ვათ ადა­მი­ა­ნებს სხვა­დას­ხ­ვა ნი­ჭი?
- რო­გორც ვთქვით, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იბა­დე­ბა იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა კომ­ბი­ნა­ცი­ით, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სოა მი­სი ცხო­ნე­ბის­თ­ვის. ამის გა­მო აქვთ ბო­ძე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ნი­ჭიც. ამ ნი­ჭის გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბით უნ­და მი­ვი­დეს ადა­მი­ა­ნი ღმერ­თ­თან. ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რად არის ორი­გი­ნა­ლუ­რი, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, გო­ნებ­რი­ვად და სუ­ლი­ე­რად ორი­გი­ნა­ლუ­რია. უფა­ლი ყვე­ლას გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ, კონ­კ­რე­ტულ ნიჭს აძ­ლევს, მაგ­რამ მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ჩვენს თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - შეგ­ვიძ­ლია კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის სა­კე­თებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნოთ ან ბო­რო­ტად, თა­ვის და მოყ­ვა­სის სა­ზი­ა­ნოდ. ადა­მი­ა­ნი უფალს უნ­და ემ­სა­ხუ­როს თა­ვი­სი ნე­ბით, მას რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბა არ ჰქო­ნო­და, არა­ვი­თა­რი ნი­ჭი არ მი­ე­ცე­მო­და, მაგ­რამ კონ­კ­რე­ტუ­ლად რით უნ­და ემ­სა­ხუ­როს უფალს ადა­მი­ა­ნი? ვთქვათ, იქ­ნე­ბა ის პუ­რის მცხო­ბე­ლი თუ მეც­ნი­ე­რი, ამას უფა­ლი არ გა­ნუ­საზღ­ვ­რავს. ადა­მი­ა­ნი თვი­თონ წყვეტს, რა გა­ა­კე­თოს. თუ მან რა­ღაც იცის გა­მორ­ჩე­უ­ლად და ამ საქ­მით გა­ნა­დი­დებს უფალს, რა თქმა უნ­და, ეს სა­უ­კე­თე­სო მდგო­მა­რე­ო­ბაა.
- ზო­გი­ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი იბა­დე­ბა. ეს იმას ხომ არ ნიშ­ნავს, რომ ღვთის­გან ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭი ეძ­ლე­ვა?
- მარ­თა­ლია, მაგ­რამ მთა­ვა­რია, თვი­თონ ადა­მი­ა­ნი რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს მას. შე­საძ­ლოა, ადა­მი­ანს ბევ­რი რა­მის ნი­ჭი ჰქონ­დეს, მაგ­რამ ზარ­მა­ცი იყოს და მი­სი ნი­ჭი ფუ­ჭად გა­იბ­ნე­ვა. სწო­რედ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის შემ­დეგ გა­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ის ნი­ჭი­ე­რია. რო­გორც ვთქვით, უფალი წი­ნას­წარ ჭვრეტს ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის უნარ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, აძ­ლევს კონ­კ­რე­ტულ ნიჭს, რა­თა მის­თ­ვის ეს იოლად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი და საცხოვ­ნებ­ლად ად­ვი­ლი იყოს.
- ბო­როტს თუ შეს­წევს ძა­ლა, რომ ბო­რო­ტე­ბის კე­თე­ბის ნი­ჭი მის­ცეს ადა­მი­ანს?
- ბო­რო­ტი სუ­ლი ვე­რა­ნა­ირ ნიჭს ვერ მის­ცემს ადა­მი­ანს, მას ამის ძა­ლა არ შეს­წევს. ადა­მი­ანს ნი­ჭი მხო­ლოდ ღვთის­გან ეძ­ლე­ვა. უფა­ლი კი ყვე­ლა ადა­მი­ანს კე­თი­ლად ქმნის, ამი­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, ბო­რო­ტე­ბის კე­თე­ბის ნი­ჭი მის­ცეს. ნი­ჭის კე­თი­ლად ან ბო­რო­ტად წარ­მარ­თ­ვა ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რო­გორც წმინ­და მა­მე­ბი ბრძა­ნე­ბენ, ადა­მი­ანს ღვთის­გან მრის­ხა­ნე­ბის, სი­ძულ­ვი­ლი­სა თუ სხვა მსგავს თვი­სე­ბა­თა ნი­ჭიც ეძ­ლე­ვა, რომ სძულ­დეს სა­კუ­თა­რი ცოდ­ვე­ბი და ბო­რო­ტი სუ­ლი, ხო­ლო თუ მოყ­ვას­ზე მრის­ხა­ნებს და სძულს იგი, გა­მო­დის, რომ მრის­ხა­ნე­ბი­სა და სი­ძულ­ვი­ლის ნიჭს ბო­რო­ტად იყე­ნებს.
- სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ ეძ­ლე­ო­დათ წმინ­და მა­მებს ღვთის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭი, თუ თა­ვად უფალს ამ ნი­ჭის გან­შო­რე­ბას სთხოვ­დ­ნენ. რით იყ­ვ­ნენ გა­მორ­ჩე­ულ­ნი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან?
- წმინ­და მა­მე­ბი, წმინ­და და მარ­თა­ლი ცხოვ­რე­ბით სუ­ლი­ე­რე­ბის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. სწო­რედ მა­ღა­ლი სუ­ლი­ე­რე­ბის გა­მო ეძ­ლე­ო­დათ მათ გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭი, ღვთის სა­დი­დებ­ლად და მოყ­ვა­სის სა­სარ­გებ­ლოდ რომ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. არ არ­სე­ბობ­და იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ესა თუ ის გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭი მა­თი სუ­ლის სა­ზი­ა­ნოდ იქ­ნე­ბო­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რად­გან დაძ­ლე­უ­ლი ჰქონ­დათ ყო­ველ­გ­ვა­რი საც­დუ­რი, იცოდ­ნენ, რო­გორ ებ­რ­ძო­ლათ ამ­პარ­ტავ­ნე­ბას­თან. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სუ­ლი­ერ სრულ­ყო­ფი­ლე­ბას ზი­ა­რე­ბუ­ლი თუ არა, მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მა­ინც იყო. ამის შემ­დეგ ეძ­ლე­ო­დათ ნი­ჭი ღვთის გან­სა­დი­დებ­ლად და მოყ­ვა­სის სა­სარ­გებ­ლოდ. რო­დე­საც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ნა­ხავ­დ­ნენ, რა უბო­ძა უფალ­მა ღვთის­მო­სავ ადა­მი­ანს, თა­ვა­დაც და­იწყებ­დ­ნენ ღვთის დი­დე­ბას. წმინ­და მა­მებს იმის ძა­ლაც ჰქონ­დათ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უფალ­თან მი­ეყ­ვა­ნათ. მათ გულს ბო­რო­ტი ვე­ღარ ეხე­ბო­და.

შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1559 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი