ბანქოს სახლი (ნაწილიX)
font-large font-small
ბანქოს სახლი (ნაწილიX)
თემ­თა პა­ლა­ტა შე­და­რე­ბით ახალ შე­ნო­ბა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი,
თუმ­ცა მა­ინც უფ­რო ძვე­ლე­ბურ ნა­გე­ბო­ბას მო­გა­გო­ნებთ. ის კი არა, საკ­მა­რი­სია, მცი­რე ხნით მის ცა­რი­ელ დარ­ბაზ­ში დაჯ­დე, რომ გრძელ მწვა­ნე სკა­მებ­ზე გა­დაკ­რუ­ლი ახა­ლი ტყა­ვი თით­ქოს შენ თვალ­წინ გა­იც­რი­ცე­ბა, სა­ვარ­ძ­ლებს შო­რის და­ტო­ვე­ბულ გა­სას­ვ­ლე­ლებ­ში კი ჩე­ტა­მის, უოლ­პო­ლის, ფოქ­სი­სა და დიზ­რა­ი­ლის აჩ­რ­დი­ლე­ბი და­იწყე­ბენ ბო­რი­ალს. მაგ­რამ `ყვე­ლა პარ­ლა­მენ­ტის დე­დად~ წო­დე­ბულ თემ­თა პა­ლა­ტა­ში ის­ტო­რი­უ­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბის აჩ­რ­დი­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნამ იქ­ნებ, ზო­გი დი­დად არ გა­აკ­ვირ­ვოს, მაგ­რამ სა­ეჭ­ვოა, იმას ვინ­მემ მო­უ­ძებ­ნოს ახ­ს­ნა, თუ ზე­მოთ ნახ­სე­ნებ გრძელ მწვა­ნე სკა­მებ­ზე პა­ლა­ტის 650 წევ­რი­დან ად­გი­ლი მხო­ლოდ ოთხა­სის­თ­ვის რა­ტომ მო­ი­ძებ­ნე­ბა. თა­ნაც, თუ პა­ლა­ტის წევ­რი, გა­მოს­ვ­ლე­ბის სკა­მის სა­ზურ­გე­ში ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ხმის გა­მაძ­ლე­რებ­ლის მეშ­ვე­ო­ბით მოს­მე­ნა­საც მო­ი­სურ­ვებს, იმ­დე­ნად მო­კაკ­ვულ-მოღ­რე­ცი­ლად მო­უ­წევს ჯდო­მა, რომ თავ­გა­მო­დე­ბუ­ლი მსმე­ნე­ლის ნაც­ვ­ლად, მძი­ნა­რეს უფ­რო და­ემ­ს­გავ­სე­ბა. თუმ­ცა, ზოგ­ჯერ ეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მთლად მცდა­რიც არ უნ­და იყოს.
ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბი მო­პირ­და­პი­რედ, ერ­თ­მა­ნე­თის­გან თით­ქოს მხო­ლოდ ხან­ჯ­ლის სიგ­რ­ძის გა­სას­ვ­ლე­ლითAდაშორებულ სკა­მებ­ზე სხე­დან, რაც ბევ­რ­ზე საკ­მა­ოდ და­მამ­შ­ვი­დებ­ლად მოქ­მე­დებს. თუმ­ცა, ის ავიწყ­დე­ბათ, რომ ყვე­ლა­ზე დი­დი საფ­რ­თხე ყო­ველ­თ­ვის სწო­რე­დაც რომ ახ­ლო­დან, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად - უკა­ნა სკა­მე­ბი­დან მო­დის. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის­თ­ვის კი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში იმის და­ვიწყე­ბაა, მი­სი სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ის ნა­ხე­ვა­რი იმა­შიც ღრმად რომ არის დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, მის მო­ვა­ლე­ო­ბას თა­ვად ბევ­რად უკე­თე­სად, უფ­რო ზუს­ტად და უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლად შე­ვას­რუ­ლებ­დიო.
კვი­რა­ში ორ­ჯერ, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა უწევს, რის­თ­ვი­საც პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბის რეგ­ლა­მენ­ტ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი დრო არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს ამ გზით თით­ქოს­და, მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის უშუ­ა­ლოდ მი­სი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის­გან მი­ღე­ბის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი გა­ნუხ­რე­ლად და­ცუ­ლი ეს ძვე­ლი ტრა­დი­ცია გაძ­ლე­ბა­სა და გა­დარ­ჩე­ნა­ში რე­გუ­ლა­რულ ვარ­ჯიშს უფ­რო ჰგავს, რო­მელ­საც ნე­რო­ნი­სა და კლავ­დი­უ­სის რო­მა­ულ არე­ნებ­თან ბევ­რად მე­ტი სა­ერ­თო აქვს, ვიდ­რე ოდეს­ღაც ამ სის­ტე­მის შემ­მუ­შა­ვე­ბელ კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის იდე­ა­ლებ­თან.
პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის­თ­ვის კითხ­ვე­ბის დას­მი­სას, ოპო­ზი­ცი­ის მი­ზა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა კი არა, კრი­ტი­კა და მის­თ­ვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბაა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის პა­სუ­ხე­ბი კი, ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე მე­ტად, კონ­ტ­რ­გა­მოხ­დო­მას ჰგავს. თა­ნაც, ბო­ლო სიტყ­ვა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ეკუთ­ვ­ნის, გლა­დი­ა­ტო­რე­ბი­დან ერთ-ერ­თის­თ­ვის ბო­ლო დარ­ტყ­მის უფ­ლე­ბის მი­ცე­მის მსგავ­სად, მა­საც არ­სე­ბით უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს. ოღონდ, გა­მარ­ჯ­ვე­ბი­თაც უთუ­ოდ უნ­და გა­ი­მარ­ჯ­ვოს, რად­გან სწო­რედ გა­მარ­ჯ­ვე­ბა­ზე, უფ­რო ზუს­ტად კი მი­სი მიღ­წე­ვის მა­ნე­რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის ზურგს უკან გან­ლა­გე­ბუ­ლი მი­სი რაზ­მის გა­მამ­ხ­ნე­ვე­ბე­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბის სიხ­ში­რე და სიძ­ლი­ე­რე. და ვაი იმ პრე­მი­ერს, ვი­საც ოპო­ზი­ცი­ის­თ­ვის­თ­ვის ან­გა­რი­შის სწრა­ფად გას­წო­რე­ბა არ შე­უძ­ლია და მას ხე­ლახ­ლა თავ­დას­ხ­მის უფ­ლე­ბას აძ­ლევს. მი­სი მომ­ხ­რე­ე­ბის ხმა­უ­რი­ა­ნი ენ­თუ­ზი­აზ­მი ჯერ ასე­თი­ვე ხმა­უ­რი­ა­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბით, მე­რე კი მდუ­მა­რე გა­კიცხ­ვით იც­ვ­ლე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, ასე­თი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი სა­კუ­თა­რი კო­ლე­გე­ბის მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო მხარ­და­ჭე­რის იმე­დად რჩე­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ას ისიც არ­თუ­ლებს, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა თვალ­ყუ­რი მარ­ტო მის პირ­და­პირ მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის კი არა, მის ზურგს უკან მსხდო­მი მომ­ხ­რე­ე­ბის ინ­ტ­რი­გებ­საც გულ­მოდ­გი­ნედ უნ­და ადევ­ნოს. ასე­თი გა­მუდ­მე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­მო, მაკ­მი­ლა­ნი ზოგ­ჯერ ავა­დაც კი ხდე­ბო­და, ვილ­სონს უძი­ლო­ბა ტან­ჯავ­და, ტეტ­ჩერს კი თავ­და­ჭე­რი­ლო­ბა ღა­ლა­ტობ­და. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ჰენ­რი კო­ლინ­რი­ჯი მათ სტან­დარ­ტებს ძალ­ზე ნაკ­ლე­ბად უახ­ლოვ­დე­ბო­და, ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნი გახ­დე­ბა, რას გრძნობ­და იგი პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან ყო­ვე­ლი ასე­თი შეხ­ვედ­რის წინ.
ო"ნეილისა და კენ­დ­რი­კის `სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბის~ მომ­დევ­ნო დღე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის­თ­ვის ძალ­ზე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოდ­გა. ჯერ იყო და და­უ­ნიგ-სტრი­ტის პრეს­მ­დი­ვანს ბავ­შ­ვი გა­უხ­და ავად, რის გა­მოც სამ­სა­ხურ­ში ვერ გა­მოცხად­და და პრე­სის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ­მა ყო­ველ­დღი­ურ­მა ბრი­ფინ­გ­მაც მთლად მწყობ­რად და გა­მარ­თუ­ლად ვერ ჩა­ი­ა­რა. თან, გვი­ა­ნაც დამ­თავ­რ­და, რა­მაც პე­დან­ტი კო­ლინ­რი­ჯი საკ­მა­ოდ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. დიდ­ხანს გაგ­რ­ძელ­და მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კის მიმ­დი­ნა­რე სა­კითხე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად შეკ­რე­ბი­ლი კა­ბი­ნე­ტის სხდო­მაც, რომ­ლის დრო­საც ხა­ზი­ნის კან­ც­ლე­რის მი­ერ გა­კე­თე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბამ სა­ერ­თო დაბ­ნე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. მი­სი თქმით, სამ­თავ­რო­ბო უმ­რავ­ლე­სო­ბის შემ­ცი­რე­ბა ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე იმ­დე­ნად მკვეთ­რად აისა­ხა, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას ასე­თი ენ­თუ­ზი­აზ­მით გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ე­ბის ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე ფი­ნან­სურ წელს სრუ­ლი­ად არა­რე­ა­ლუ­რი გა­ხა­და. პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ამ სა­კითხის გარ­შე­მო წა­მოწყე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლი დის­კუ­სი­ის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბა და მის­თ­ვის სა­ჭი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მა მარ­თებ­და, მაგ­რამ ამის გა­კე­თე­ბა ვერ შეძ­ლო და ისიც მა­ლე­ვე უწეს­რი­გო კა­მათ­სა და ურ­თი­ერ­თ­საყ­ვე­დუ­რებ­ში გა­და­ი­ზარ­და.
- ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ კან­ც­ლერ­მა დრო­უ­ლად არ გაგ­ვაფ­რ­თხი­ლა, - ღვარ­ძ­ლი­ა­ნად შე­ნიშ­ნა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა. - რის შე­დე­გა­დაც ჩვენც მე­ტის­მე­ტად გა­ვუ­ტი­ეთ და სრუ­ლი­ად გა­უთ­ვ­ლე­ლი და­პი­რე­ბე­ბი გა­ვე­ცით.
პა­სუ­ხად, კან­ც­ლერ­მა თა­ვის მარ­თ­ლე­ბა სცა­და: აქა­ო­და, რა ჩე­მი ბრა­ლია, თუ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი იმა­ზე უარე­სი გა­მოდ­გა, ვიდ­რე ამას თვით ყვე­ლა­ზე ცი­ნი­კუ­რი სა­ფონ­დო ბირ­ჟა იმე­დოვ­ნებ­დაო?
დის­კუ­სი­ის შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბი­სას, კო­ლინ­რიჯ­მა ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს მა­თი გეგ­მე­ბის შეც­ვ­ლის შე­სა­ფე­რი­სი ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბის შემ­ც­ვე­ლი ტექ­ს­ტის მომ­ზა­დე­ბა და­ა­ვა­ლა, რო­მე­ლიც ორი კვი­რის შემ­დეგ, პარ­ლა­მენ­ტის სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გებ­ზე წას­ვ­ლის წინ უნ­და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი­ყო.
- იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ იმ დრო­ის­თ­ვის ადა­მი­ა­ნე­ბის ფიქ­რი მა­თი მთავ­რო­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის მი­ერ ჩა­დე­ნილ დამ­თ­რ­გუნ­ველ სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე მე­ტად, მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­ზაფხუ­ლო სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი. - სარ­კას­ტუ­ლად დას­ძი­ნა ბო­ლოს 70 წლის ლორდ-კან­ც­ლერ­მა და ამით სხდო­მა რო­გორც იქ­ნა, დას­რულ­და.
კა­ბი­ნე­ტის სხდო­მის მთე­ლი 25 წუ­თით გა­წელ­ვის გა­მო, გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­თან შეხ­ვედ­რა შე­ფერ­ხ­და. ამან პრე­მი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­იყ­ვა­ნა და რო­ცა თემ­თა პა­ლა­ტის გა­დავ­სე­ბულ დარ­ბაზ­ში დათ­ქ­მულ დრო­ზე გა­მო­საცხა­დებ­ლად სირ­ბი­ლიც კი დას­ჭირ­და, აშ­კა­რად იგ­რ­ძ­ნო, რომ ჩა­საფ­რე­ბულ და ენა­ა­ლე­სილ ოპო­ზი­ცი­ას­თან ბო­ლომ­დე გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად ძა­ლა აღარ ეყო­ფო­და.
პირ­ვე­ლი 13 წუ­თი­სა და 50 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­ლინ­რიჯ­მა ოპო­ზი­ცი­ის შე­კითხ­ვე­ბი მა­ინც საკ­მა­ოდ ოს­ტა­ტუ­რად აის­ხ­ლი­ტა და რამ­დენ­ჯერ­მე მომ­ხ­რე­ე­ბის მო­წო­ნე­ბის ტა­შიც კი და­იმ­სა­ხუ­რა, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რო­ცა შეხ­ვედ­რა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი დრო­ის გას­ვ­ლამ­დე ერთ წუთ­ზე ოდ­ნავ მე­ტი­ღა დარ­ჩა და სა­პარ­ლა­მენ­ტო პრო­ცე­დუ­რებ­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ­მა პა­ლა­ტის სპი­კერ­მა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის­თ­ვის ბო­ლო შე­კითხ­ვის დას­მის უფ­ლე­ბა გას­ცა.
- სტე­ფენ კენ­დ­რი­კი! - ხმა­მაღ­ლა გა­მო­აცხა­და მან შე­კითხ­ვის დას­მის მსურ­ვე­ლი პა­ლა­ტის ახალ­გაზ­რ­და წევ­რის სა­ხე­ლი და გვა­რი, რო­მე­ლიც სხდო­მა­ში პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ამი­ტო­მაც, მის შე­სა­ხებ პა­ლა­ტის წევ­რ­თა­გან ჯერ ცო­ტა ვინ­მეს თუ სმე­ნო­და.
- სერ! - მა­შინ­ვე ფეხ­ზე წა­მოხ­ტა კენ­დ­რი­კი, - იქ­ნებ, ბა­ტონ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს იმ ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი­სა და სხდო­მე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლა ვთხო­ვოთ, რომ­ლებ­ზე დას­წ­რე­ბაც დღეს მო­უ­წევს?
შე­კითხ­ვა, უში­ნა­არ­სოს­თან ერ­თად, უკ­ვე დას­მუ­ლი პირ­ვე­ლი, მე­ო­რე და მე­ოთხე შე­კითხ­ვე­ბის გა­მე­ო­რე­ბაც იყო, მაგ­რამ მსგავს შე­კითხ­ვებს ხომ აქ თუნ­დაც რა­ი­მეს და­სა­ზუს­ტებ­ლად კი არა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის­თ­ვის შემ­დე­გი, და­მა­ტე­ბი­თი შე­კითხ­ვის ხა­სი­ა­თის და­სა­მა­ლა­ვად სვამ­დ­ნენ და რა­ღა თქმა უნ­და, კენ­დ­რი­კიც სწო­რედ ასე მო­იქ­ცა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი კი ად­გი­ლი­დან ქედ­მაღ­ლუ­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით წა­მო­ი­მარ­თა და მის წინ, პა­ტა­რა მა­გი­და­ზე მო­თავ­სე­ბულ ბრი­ფინ­გე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი მა­სა­ლე­ბით სავ­სე სა­ქა­ღალ­დეს და­ხე­და.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
235 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი