ერე­ბის წარ­მო­შო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა
font-large font-small
ერე­ბის წარ­მო­შო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა
ამ­ჯე­რად ადა­მი­ან­თა სხვა­დას­ხ­ვა ერე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და ჭეშ­მა­რიტ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებს შე­ვე­ხე­ბით...


- რა პე­რი­ო­დი­დან მოხ­და ადა­მი­ან­თა სხვა­დას­ხ­ვა ერე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა?
მა­მა მა­კა­რი:
- ადა­მი­ან­თა სხვა­დას­ხ­ვა ერე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და­იწყო ბა­ბი­ლო­ნის გო­დო­ლის მშე­ნებ­ლო­ბის შეწყ­ვე­ტის შემ­დეგ, რო­დე­საც უფალ­მა ენე­ბი აღუ­რია ადა­მი­ა­ნებს. ხალ­ხი დე­და­მი­წის სხვა­დას­ხ­ვა მხა­რეს მი­მო­ი­ფან­ტა. ეს და­ე­დო სა­ფუძ­ვ­ლად სხვა­დას­ხ­ვა ერე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. შემ­დეგ მოხ­და მა­თი და­ყო­ფა. თუ ვთქვათ, ის­რა­ე­ლის ერს - ებ­რა­ელ ერს ავი­ღებთ, ბა­ბი­ლო­ნის გო­დო­ლის მშე­ნებ­ლო­ბის შეწყ­ვე­ტის შემ­დეგ არ წარ­მო­შო­ბი­ლა, ისი­ნი მომ­დი­ნა­რე­ო­ბენ აბ­რა­ა­მი­დან, ის­რა­ე­ლი­ან­თა პირ­ვე­ლი მა­მამ­თავ­რი­დან, მაგ­რამ რო­გორც ერი, ებ­რა­ე­ლე­ბი ეგ­ვიპ­ტე­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ. ეს საკ­მა­ოდ დი­დი პე­რი­ო­დია ბა­ბი­ლო­ნის გო­დო­ლის მშე­ნებ­ლო­ბის შეწყ­ვე­ტი­დან - და­ახ­ლო­ე­ბით 12 თა­ო­ბის შემ­დეგ. არ­სე­ბო­ბენ ერე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ ბა­ბი­ლო­ნის გო­დო­ლის მშე­ნებ­ლო­ბის დღი­დან მომ­დი­ნა­რე­ო­ბენ, მათ შო­რის - ქარ­თ­ვე­ლე­ბი და არი­ან ერე­ბი, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ. ქარ­თ­ვე­ლი ერი ერთ-ერ­თი უძველესია. ამის უახ­ლე­სი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტია სულ ახ­ლა­ხან აღ­მო­ჩე­ნი­ლი წარ­წე­რა კას­პ­თან, გრაკ­ლი­ა­ნის გო­რა­ზე. უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ციით, ამე­რი­კა­ში ზუს­ტად და­ად­გი­ნეს, რომ ეს წარ­წე­რე­ბი მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა ქრის­ტეს­შო­ბამ­დე IX სა­უ­კუ­ნეს. ამ პე­რი­ო­დის­თ­ვის მხო­ლოდ ორი დამ­წერ­ლო­ბაა ცნო­ბი­ლი - ეგ­ვიპ­ტუ­რი იეროგ­ლი­ფე­ბი და შუ­მე­რუ­ლი, ნუს­ხუ­რი დამ­წერ­ლო­ბა. სწო­რედ ამ დრო­ის პა­რა­ლე­ლუ­რად აღ­მოჩ­ნ­და დამ­წერ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ველო­ში, რაც კი­დევ ერ­თი უეჭ­ვე­ლი ნი­შა­ნია, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი უძ­ვე­ლე­სი ერი ვართ.

- რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო ადა­მი­ან­თა ერე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა?

- ვი­ცით, რომ წარ­ღ­ვ­ნამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბი ერთ ენა­ზე ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ და კა­ცობ­რი­ო­ბა იყო ერ­თი­ა­ნი. შე­საძ­ლოა, ასეთ დროს ღვთის­მო­სა­ო­ბა გავ­რ­ცელ­დეს, მაგ­რამ ასე­ვე ძა­ლი­ან ად­ვი­ლად ვრცელ­დე­ბა ცრუ სწავ­ლე­ბა და უკე­თუ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სიც. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე მო­ლა­პა­რა­კე ჯგუ­ფე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ, ასეთ­მა ჩა­კე­ტილ­მა სის­ტე­მებ­მა სხვა­დას­ხ­ვა ერის წარ­მო­შო­ბას შე­უწყო ხე­ლი და ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტე­ლექ­ტი­თა თუ მენ­ტა­ლი­ტე­ტით ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ. ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ამან პირ­ველ რიგ­ში ხე­ლი შე­უწყო იმას, რომ ის­რა­ე­ლის ერ­მა ეგ­ვიპ­ტე­ში ყოფ­ნის დროს არ და­კარ­გა სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა. ადა­მი­ან­თა შო­რის ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა იქ­ნა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. თუ ის­რა­ე­ლის ერი არ იქ­ნე­ბო­და სხვა ენა­ზე მო­ლა­პა­რა­კე, სხვა მენ­ტა­ლი­ტე­ტის მქო­ნე, მა­შინ ეგ­ვიპ­ტე­ში ჩა­სახ­ლე­ბის დროს ისე­ვე იცხოვ­რებ­დ­ნენ, რო­გორც ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი... სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ქრის­ტეს მოს­ვ­ლამ­დე ადა­მი­ან­თა გარ­კ­ვე­ულ ნა­წილ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლიყო ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა. მაცხოვ­რის მოს­ვ­ლის შემ­დეგ, ქრის­ტი­ა­ნო­ბა გახ­და ზე­ე­როვ­ნუ­ლი და ყვე­ლა ეროვ­ნე­ბა­ზე მაღ­ლა იდ­გა. რო­დე­საც ქრის­ტი­ა­ნებს ეროვ­ნე­ბას ეკითხე­ბოდ­ნენ, ისი­ნი პა­სუ­ხობ­დ­ნენ, რომ იყ­ვ­ნენ ქრის­ტი­ა­ნე­ბი და მა­თი სამ­შობ­ლო იყო ზე­ცი­უ­რი იერუ­სა­ლი­მი ანუ ქრის­ტი­ა­ნო­ბა ეროვ­ნე­ბად ით­ვ­ლე­ბო­და. თუ ქრის­ტეს მოს­ვ­ლამ­დე სა­ჭი­რო იყო ეროვ­ნუ­ლო­ბა და ებ­რა­ე­ლი ერის ეროვ­ნუ­ლო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბით ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა იქ­ნა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. მაცხოვ­რის მოს­ვ­ლის შემ­დ­გომ, ღვთის­მო­სა­ო­ბის ანუ ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ეროვ­ნუ­ლო­ბა სა­ჭი­რო აღარ არის.
ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი თვლი­ან, რომ რად­გან ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ, ამი­ტო­მაც მივ­ს­დევ ქრის­ტი­ა­ნო­ბა­სო. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი უფ­რო ად­რე წარ­მარ­თე­ბი იყ­ვ­ნენ და გა­მო­დის, ჩვენც წარ­მარ­თე­ბი უნ­და ვი­ყოთ. ადა­მი­ა­ნი ქრის­ტი­ა­ნი უნ­და იყოს სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის გა­მო და არა ტრა­დი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ვინც ტრა­დი­ცი­ის გა­მოა ქრის­ტი­ა­ნი, არაქ­რის­ტი­ა­ნულ ქვე­ყა­ნა­ში ან წარ­მარ­თო­ბის დროს რომ და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო, ის არა­სო­დეს მი­ი­ღებ­და ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, თუნ­დაც ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის დროს ეცხოვ­რა, ისე­ვე და­უწყებ­და დევ­ნას ქრის­ტი­ა­ნებს, რო­გორც წარ­მარ­თე­ბი დევ­ნიდ­ნენ.

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი იმ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას მის­დევს, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბია, მი­სი ერის ტრა­დი­ცი­ა­დაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, აბ­რ­კო­ლებთ თუ არა ეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის შეც­ნო­ბა­ში?

- რა თქმა უნ­და, მაგ­რამ უფა­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის გულს უკა­კუ­ნებს - ანუ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სად და­ი­ბა­დე­ბა იგი. სუ­ლიწ­მი­დის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ან­ში არის სინ­დი­სის ხმა. თუ ადა­მი­ა­ნი ბო­ლომ­დე მი­ენ­დო­ბა თა­ვის სინ­დისს, ის ბო­ლოს აუცი­ლებ­ლად მი­ვა ჭეშ­მა­რი­ტი ღვთის რწმე­ნამ­დე. არაქ­რის­ტი­ა­ნულ გა­რე­მო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გამ­ხ­და­რა ქრის­ტი­ა­ნი. ამის მა­გა­ლი­თე­ბი დღე­საც მრავ­ლად გვაქვს. ცო­ტა ხნის წინ ერ­თი ირა­ნე­ლი პი­როვ­ნე­ბა ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ნა­თელ იღო და დაბ­რუნ­და თა­ვის სამ­შობ­ლო­ში. მან სწო­რედ ირან­ში შე­იც­ნო, რომ მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბაა ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა... ეს არის მა­გა­ლი­თი, რო­გორ ეხე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გულს უფა­ლი, მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნი უკე­ტავს გუ­ლის კარს, ცხა­დია, ის უფალ­თან ვერ მი­ვა.

- იქ­ნებ ისიც გან­ვ­მარ­ტოთ, რა­ტომ არის სწო­რედ მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბა ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი რე­ლი­გია...

- მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბა ღმერ­თის მარ­თ­ლად, სწო­რად დი­დე­ბას ნიშ­ნავს, ამი­ტო­მაც ეწო­დე­ბა ჭეშ­მა­რიტ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი. მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბა თა­ვი­სი არ­სით სამ­ყა­როს შექ­მ­ნის დღი­დან არ­სე­ბობს. პირ­ვე­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლე­ბი არი­ან უფ­ლის ან­გე­ლო­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­ყა­როს შექ­მ­ნის დრო­ი­დან ღმერთს მარ­თ­ლად, სწო­რად ადი­დე­ბენ. ტერ­მი­ნი `მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი~ ბერ­ძ­ნუ­ლი სიტყ­ვის - `ორ­თო­დოქ­სის~ (სწო­რი დი­დე­ბა) შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რა­თა გა­მოვ­ხა­ტოთ, რომ ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნე­ბი - ღმერ­თის მარ­თ­ლად მა­დი­დებ­ლე­ბი ვართ. იგი მას შემ­დეგ დამ­კ­ვიდ­რ­და, რაც ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში სხვა­დას­ხ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და მწვა­ლებ­ლო­ბე­ბი ანუ ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სწავ­ლა-მოძღ­ვ­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თუ­ლი სწავ­ლე­ბე­ბი გაჩ­ნ­და. სწო­რედ მათ­გან გა­მო­სარ­ჩე­ვად უწო­დეს ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის მიმ­დე­ვარ­მა ქრის­ტი­ა­ნებ­მა თა­ვი­ანთ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი. ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა არის ერ­თი და ეს მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბაა, რომ­ლის სწავ­ლა-მოძღ­ვ­რე­ბაც ეყ­რ­დ­ნო­ბა `წმინ­და წე­რილს~, მო­ცი­ქულ­თა ქა­და­გე­ბებს და მო­ცე­მუ­ლია თვით იესო ქრის­ტეს მი­ერ. მო­ცი­ქულ­თა ხა­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მას არა­თუ სწავ­ლე­ბა­ში, გა­რეგ­ნულ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა­შიც კი არ შე­უ­ტა­ნია არა­ვი­თა­რი ცვლი­ლე­ბა, მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ღვთის­მ­სა­ხურ­ნი შე­სა­მო­სელ­საც კი მო­ცი­ქულ­თა ხა­ნის დრო­ინ­დელს ატა­რე­ბენ. ამას­თა­ნა­ვე, მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბა ერ­თა­დერ­თი რე­ლი­გიაა, რო­მე­ლიც შე­იწყ­ნა­რებს ყვე­ლა რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მიმ­დე­ვარ ადა­მი­ანს - არა მათ სწავ­ლე­ბას, არა­მედ თა­ვად ადა­მი­ანს.

- დღე­ი­სათ­ვის მსოფ­ლი­ო­ში არა­ერ­თი რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არ­სე­ბობს, თუნ­დაც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბი - მა­თი რიცხ­ვი სა­მა­სამ­დეა, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ამ­ტ­კი­ცებს, რომ სწო­რედ მა­თი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბაა ჭეშ­მა­რი­ტი. მარ­თა­ლია იმის შე­სა­ხებ უკ­ვე ვი­სა­უბ­რეთ, თუ რა­ტო­მაა მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბა ჭეშ­მა­რი­ტი რე­ლი­გია, მაგ­რამ არა­ფე­რი გვით­ქ­ვამს არა­მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­თა ცდო­მი­ლე­ბის შე­სა­ხებ... რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დავ­რ­წ­მუნ­დეთ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ცდო­მი­ლე­ბა­ში?

- ძვე­ლად არ­სე­ბობ­და ოქ­როს სა­სინ­ჯი ქვა, რომ­ლი­თაც ამოწ­მებ­დ­ნენ, ხა­ლა­სი იყო თუ არა ოქ­რო, რად­გან ოქ­რომ­ჭედ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რო­გო­რი ხმო­ვა­ნე­ბა უნ­და გა­მო­ე­ცა სა­სინჯ ქვა­ზე მირ­ტყ­მი­სას ხა­ლას ოქ­როს. ასე­თი­ვე სა­სინ­ჯი ქვაა მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბაც, ამი­ტომ ყვე­ლა რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, რო­გორც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, ასე­ვე არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი და მა­თი სწავ­ლა-მოძღ­ვ­რე­ბა უნ­და შე­ვა­და­როთ მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურს, რო­მე­ლიც, რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, მთლი­ა­ნად ეყ­რ­დ­ნო­ბა `წმინ­და წე­რილს~ და უც­ვ­ლე­ლად მის­დევს უფ­ლი­სა და მო­ცი­ქულ­თა მი­ერ ნა­ქა­და­გარ სწავ­ლე­ბას. მას­ში არა­ფე­რი გვხვდე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ, მოკ­ვ­დავ ადა­მი­ან­თა ნა­აზ­რე­ვი და გან­მარ­ტე­ბუ­ლი. ე.ი. არ არის ჭეშ­მა­რი­ტი. ნე­ბის­მი­ე­რი არა­მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სწავ­ლა-მოძღ­ვ­რე­ბა ავი­ღოთ: არც ერ­თი მათ­გა­ნი სა­თა­ვეს არ იღებს სუ­ლიწ­მი­დის მად­ლით გან­ბ­რ­ძ­ნო­ბილ მო­ცი­ქულ­თა ქა­და­გე­ბი­დან, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თ­ვის არ­სე­ბობს დრო, რო­დე­საც და­იწყო მა­თი სწავ­ლე­ბა და არ­სე­ბობს პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც და­იწყო მა­თი სწავ­ლე­ბა ანუ ჰყავთ ცრუ­მოძღ­ვა­რი და მის მი­ერ მო­გო­ნილ სწავ­ლე­ბას იზი­ა­რე­ბენ; თუმ­ცა თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ ამა თუ იმ სა­კითხის მა­თე­უ­ლი გან­მარ­ტე­ბა, რის გა­მოც გა­მო­ეყ­ვ­ნენ ჭეშ­მა­რიტ სწავ­ლე­ბას, საღ­ვ­თო გა­მოცხა­დე­ბას ემ­ყა­რე­ბა. ეს ასე არ არის, ნე­ბის­მი­ე­რი მათ­გა­ნის სა­ფუძ­ვე­ლი ბო­რო­ტის­გან შთა­გო­ნე­ბუ­ლი ცრუ სწავ­ლე­ბაა, რაც სუ­ლის­თ­ვის დამ­ღუპ­ვე­ლია.

შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
984 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი