რას ეუბ­ნე­ბა მძლე­ო­სა­ნი "შტან­გას", რო­ცა მას ვერ ას­წევს
font-large font-small
რას ეუბ­ნე­ბა მძლე­ო­სა­ნი "შტან­გას", რო­ცა მას ვერ ას­წევს
სე­უ­ლის ფი­ნალ­ში გან­ც­დი­ლი მარ­ცხი ჩემ­თ­ვის ტრა­გე­დია იყო

ბარ­სე­ლო­ნის ოლიმ­პი­ა­დი­დან ოქ­როს მე­და­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ლე­რი ხა­ბე­ლოვ­მაც ჩა­მო­ი­ტა­ნა. მი­სი და ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლის ბავ­შ­ვო­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი კა­რი­ე­რის და­საწყი­სი ერ­თ­მა­ნეთს რა­ღა­ცით ჰგავს. ორი­ვე ტან­მა­ღა­ლი და ნი­ჭი­ე­რი იყო, არც შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა აკ­ლ­დათ და წარ­მა­ტე­ბებ­საც მა­ლე­ვე მი­აღ­წი­ეს.

12 წლის იყო ლე­რი, თა­ნა­ტო­ლებ­მა სა­ჭი­და­ოდ რომ შე­ა­გუ­ლი­ა­ნეს და დარ­ბაზ­ში მი­იყ­ვა­ნეს. მა­ლე თბი­ლი­სის მოს­წავ­ლე­თა პირ­ვე­ლო­ბა­ზე პრი­ზი­ო­რებ­ში მოხ­ვ­და, შემ­დეგ უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა, ინ­ტერ­ნე­ბს შო­რის გა­მარ­თულ სა­კავ­ში­რო ტურ­ნირ­ზე ყვე­ლა და­ა­მარ­ცხა და კვარ­ცხ­ლ­ბე­კის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე ავი­და. 1981 წელს კი ვილ­ნი­უს­ში მოს­წავ­ლე­თა სა­კავ­ში­რო პირ­ვე­ლო­ბაც მო­ი­გო. ცო­ტა ხან­ში ჯერ ჭა­ბუ­კებ­ში, ხო­ლო შემ­დეგ ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის მსოფ­ლიო ფა­ლა­ვა­ნის სა­ხე­ლი მოიპოვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ტი­ტუ­ლე­ბით და­ხუნ­ძ­ლულ­მა ხა­ბე­ლოვ­მა მსოფ­ლი­ოს მცი­რე ჩემ­პი­ო­ნატ­ზე" _ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზეც რომ იმარ­ჯ­ვა, საბ­ჭო­თა ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ივან იარი­გინ­მა ქვეყ­ნის მთა­ვარ გუნ­დ­ში მი­იწ­ვია.
ლე­რი ხა­ბე­ლო­ვი:
"ჩემს წო­ნა­ში თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე ძა­ლი­ან ტი­ტუ­ლო­ვა­ნი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ, მსოფ­ლი­ო­სა და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი _ ას­ლან­ბეკ ხა­დარ­ცე­ვი, ილია მა­ტე, პი­ოტრ ნა­ნი­ე­ვი, ას­ლან­ბეკ ბი­სულ­თა­ნო­ვი. ამათ­თან ჭი­დილ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟუ­ლი იყო და იარი­გინ­მაც 1985 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ლა­იფ­ციგ­ში ქვემ­ძი­მე წო­ნა­ში მე და­მა­ყე­ნა. ჩე­მი პირ­ვე­ლი ევ­რო­პუ­ლი ტი­ტუ­ლი იქ მო­ვი­პო­ვე. ფი­ნალ­ში მსოფ­ლი­ოს ორ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი, გერ­მა­ნე­ლი უვე ნო­ი­პერ­ტი და­ვა­მარ­ცხე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იმა­ვე სე­ზონ­ში ბუ­და­პეშ­ტ­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც ოქ­როს მე­დალს და­ვე­უფ­ლე".
სე­უ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შე­ბამ­დე ლე­რი ხა­ბე­ლოვ­მა კონ­ტი­ნენ­ტის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი კი­დევ ორ­ჯერ მო­ი­გო, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლებს კი ერ­თიც მი­უ­მა­ტა. 1987 წელს, ორი­ვე ამ ტურ­ნი­რის ფი­ნალ­ში ჩვენ­მა ფა­ლა­ვან­მა წმინ­დად და­ა­მარ­ცხა რუ­მი­ნე­ლი ვა­სი­ლე პუშ­კა­შუ. ბე­დის ირო­ნი­ით, ავ­ს­ტ­რა­ლი­უ­რი ოლიმ­პი­ა­დის ფი­ნა­ლი სწო­რედ პუშ­კა­შუს­თან წა­ა­გო.
ლე­რი ხა­ბე­ლო­ვი:
"ო­ლიმ­პი­უ­რი ტურ­ნი­რის დაწყე­ბამ­დე ორი სა­ა­თით ად­რე, მო­თელ­ვი­სას ხა­ლი­ჩა­ზე ფე­ხი გა­მი­ცურ­და, და­ვე­ცი და ბარ­ძა­ყის კუნ­თი გა­მიწყ­და. აუტან­ლად მტკი­ო­და, ექი­მე­ბი სა­ჭი­და­ოდ აღარ მიშ­ვებ­დ­ნენ, მაგ­რამ ჩე­მი და­ჟი­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნით გა­მა­ყუ­ჩე­ბელ ნემ­სებს მი­კე­თებ­დ­ნენ და ასე ცა­ლი ფე­ხით ფი­ნა­ლამ­დე ყვე­ლა მე­ტო­ქე და­ვა­მარ­ცხე. იქ კი პუშ­კა­შუ მე­ლო­და. მა­ნამ­დე მას რვა­ჯერ შევ­ხ­ვ­დი სხვა­დას­ხ­ვა ტურ­ნი­რ­ში და რვა­­ჯერვე ისე მო­ვუ­გე, რომ ერ­თი ქუ­ლაც არ მი­მი­ცია. რუ­მი­ნელს არას­დ­როს არა­ფე­რი არ მო­ე­გო, ფი­ნალ­ში გას­ვ­ლი­თაც კმა­ყო­ფი­ლი იყო და ლუ­დიც კი და­ლია, მაგ­რამ ჩე­მი ტრავ­მის შე­სა­ხებ რომ გა­ი­გო, შან­სი გა­უჩ­ნ­და. ჭი­და­ო­ბის დროს ში­შით ვერ მე­კა­რე­ბო­და, თუმ­ცა ბო­ლოს ერ­თი ქუ­ლა მა­ინც აიღო და ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, მე ვერ­ცხ­ლის მე­და­ლი მერ­გო".
ბარ­სე­ლო­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი­სათ­ვის ლე­რი ხა­ბე­ლო­ვი უკ­ვე მსოფ­ლი­ოს ოთხ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი იყო და, რა­ღა თქმა უნ­და, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც ოქ­როს მედ­ლის უპირ­ვე­ლეს კან­დი­და­ტად სწო­რედ მას მი­იჩ­ნევ­დ­ნენ. მაგ­რამ ჭი­და­ო­ბა­ში იმ­დე­ნად დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და, რომ ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას ფრთხი­ლობ­და, ეში­ნო­და სე­უ­ლის მსგავ­სად რა­ი­მე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ მომ­ხ­და­რი­ყო. ფი­ნა­ლამ­დე ხუ­თი­ვე შეხ­ვედ­რა ქუ­ლე­ბით მო­ი­გო, ზედ­მე­ტად არ რის­კავ­და, თან ძა­ლებს ზო­გავ­და. ფი­ნალ­შიც მო­ზო­მი­ლად ჭი­და­ობ­და გერ­მა­ნელ ჰე­ი­კო ბალ­ც­თან, ყო­ველ­გ­ვა­რი რის­კის გა­რე­შე და გა­მარ­ჯ­ვე­ბამ­დეც მი­იყ­ვა­ნა საქ­მე, მი­ნი­მა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბით 2:1 მო­ი­გო.
ლე­რი ხა­ბე­ლო­ვი:
"ოთხი წლის წინ, სე­უ­ლის ფი­ნალ­ში გან­ც­დი­ლი მარ­ცხი ჩემ­თ­ვის ტრა­გე­დია იყო. ამ­ჯე­რად შეც­დო­მის უფ­ლე­ბა არ მქონ­და და ამი­ტო­მაც ვფრთხი­ლობ­დი. ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რი გა­მარ­ჯ­ვე­ბა იყო. გა­ვი­მარ­ჯ­ვე და ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ".
ძა­ლო­სან­თა შე­ჯიბ­რე­ბე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლია სპორ­ტის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბი­სა­გან. ათ­ლე­ტი რომ ფი­ცარ­ნაგ­ზე დად­გე­ბა, დარ­ბა­ზი გა­სუ­სუ­ლია. მცი­რე ხნით სპორ­ტ­ს­მე­ნიც გა­ი­რინ­დე­ბა, დინ­ჯად ჩა­ავ­ლებს ხე­ლებს ლა­ტანს და თით­ქოს აფეთ­ქ­დაო, შტან­გას წამ­ში აიტა­ცებს თავს ზე­მოთ. კა­ხი კა­ხი­აშ­ვილ­მა, ვიდ­რე ძა­ლოს­ნო­ბას აირ­ჩევ­და, ჭი­და­ო­ბა­ში მო­სინ­ჯა ძა­ლე­ბი. ტან­ვარ­ჯიშ­ზეც და­დი­ო­და, ჭად­რაკ­ზეც და ფეხ­ბურ­თ­ზეც. სწო­რედ ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის დროს და­ად­გა თვა­ლი 12 წლის კა­ხის ახალ­გაზ­რ­და მწვრთნელ­მა, ვა­ნო გრი­ქუ­როვ­მა. მო­ე­დან­ზე ბი­ჭი დუ­ნედ მოძ­რა­ობ­და, სრუ­ლი ფლეგ­მა იყო, მაგ­რამ ბურ­თი რომ მი­ი­ღო, თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში მოწყ­და ად­გი­ლი­დან და შურ­დუ­ლი­ვით გა­ვარ­და მე­ტო­ქის კა­რი­სა­კენ. ბა­ტონ ვა­ნოს სწო­რედ ეს ფეთ­ქე­ბა­დი ხა­სი­ა­თი მო­ე­წო­ნა ბავ­შ­ვის და მას­თან ერ­თად 13 წე­ლი იმუ­შა­ვა, ვიდ­რე კა­ხი ბარ­სე­ლო­ნის ოლიმ­პი­ა­დის კვარ­ცხ­ლ­ბე­კის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე ავი­დო­და. თუმ­ცა ეს გზა კვარ­ცხ­ლ­ბე­კამ­დე კა­ხი­სათ­ვის ძალ­ზე რთუ­ლი გა­მოდ­გა. ეროვ­ნულ-გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ­მა მოძ­რა­ო­ბამ მის კა­რი­ე­რა­საც და­ატყო ხე­ლი.
კა­ხი კა­ხი­აშ­ვი­ლი:
"1991 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან რუ­სეთ­ში წა­ვე­დი. აქ სპორ­ტი­სათ­ვის არა­ვის ეცა­ლა. ცხინ­ვა­ლი­დან რომ მოვ­დი­ო­დი, ტყვი­ე­ბის ზუ­ზუ­ნი მომ­დევ­და. ცო­ტა ხანს თბი­ლის­ში, ნა­თე­სა­ვებს შე­ვა­ფა­რე თა­ვი, მე­რე კი როს­ტოვ­ში ჩა­ვე­დი, სა­დაც ად­რე სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს გავ­დი­ო­დი. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­სათ­ვის იქ მო­ვემ­ზა­დე და კონ­ტი­ნენ­ტის ჩემ­პი­ო­ნის პირ­ვე­ლი ტი­ტუ­ლიც მა­შინ მო­ვი­პო­ვე. 1992 წლის გა­ზაფხულ­ზე გა­ირ­კ­ვა, რომ ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოც აგ­ზავ­ნი­და თა­ვის დე­ლე­გა­ცი­ას და მა­შინ­ვე დავ­ბ­რუნ­დი. ბარ­სე­ლო­ნა­ში ჩე­მი მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი, რუ­სი სერ­გეი სირ­ცო­ვი იყო, ძლი­ე­რი ათ­ლე­ტი, თუმ­ცა მი­სი ჯობ­ნა შე­იძ­ლე­ბო­და".
სირ­ცო­ვის ჯობ­ნა კი შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ წე­ღან ვთქვით, ძა­ლო­სან­თა შე­ჯიბ­რე­ბე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლია. საქ­მე ის არის, რომ წო­ნას, რო­მე­ლიც უნ­და დაძ­ლი­ოს ათ­ლეტ­მა, ყო­ველ ცდა­ზე გუნ­დის მწვრთნე­ლი უკ­ვე­თავს, დსთ-ის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი კი ასე­ვე რუ­სი, ვა­სი­ლი ალექ­სე­ე­ვი იყო. ბუ­ნებ­რი­ვია, მას სირ­ცო­ვის გა­ჩემ­პი­ო­ნო­ბა უნ­დო­და და კა­ხი­სათ­ვის და­ბალ წო­ნებს უკ­ვე­თავ­და. ატა­ცის დაწყე­ბა კა­ხი­აშ­ვილს 175 კგ-ით უნ­დო­და, მაგ­რამ ალექ­სე­ევ­მა მის­თ­ვის 170 კგ. და­უკ­ვე­თა. მა­ღალ წო­ნა­ზე არც მე­ო­რე ცდა­ზე მი­უშ­ვა და სა­ბო­ლო­ოდ კა­ხიმ პირ­ვე­ლი მოძ­რა­ო­ბა 177,5 კგ-ით და­ამ­თავ­რა, სირ­ცოვ­მა კი სწო­რედ ამ წო­ნით და­იწყო შე­ჯიბ­რე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ მან 12,5 კგ-ით მო­უ­გო ატა­ცი ქარ­თ­ველს. აკ­ვ­რა­ში კა­ხი უფ­რო ძლი­ე­რი იყო და მე­ო­რე მოძ­რა­ო­ბა მან 220კგ-ით და­იწყო, მა­შინ, რო­დე­საც სირ­ცოვ­მა 222,5 კგ-ით და­ას­რუ­ლა ას­პა­რე­ზო­ბა და ორ­ჭიდ­ში 412,5 კგ. მო­აგ­რო­ვა. კა­ხიმ შემ­დეგ 225 კგ-იც და­ი­მორ­ჩი­ლა, მაგ­რამ ბო­ლო ცდის წინ მა­ინც 10 კგ-ით ჩა­მორ­ჩე­ბო­და რუსს. ამ დრო­ი­სათ­ვის სირ­ცოვს გა­ნაღ­დე­ბუ­ლი ჰქონ­და პირ­ვე­ლო­ბა, კა­ხი­აშ­ვი­ლი მე­ო­რე ად­გილ­ზე იყო, ხო­ლო მე­სა­მე­ზე _ პო­ლო­ნე­ლი სერ­გი­უშ ვოლ­ჩა­ნი­ეც­კია. საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბი უკ­ვე გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლია. თუმ­ცა რჩე­ბო­და კა­ხი­აშ­ვი­ლის ერ­თი ცდა. ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მო­სა­პო­ვებ­ლად მან მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დის ტოლ­ფა­სი წო­ნა _ 235 კგ. უნ­და დაძლიოს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში კა­ხი სირ­ცო­ვის მსგავ­სად 412,5 კგ-ს. მო­აგ­რო­ვებს და ვი­ნა­ი­დან მე­ტო­ქე­ზე უფ­რო მსუ­ბუ­ქია, ჩემ­პი­ო­ნიც ის გახ­დე­ბა. ფორ­მა­ლუ­რად ალექ­სე­ევს აღა­რა­ვი­თა­რი არ­გუ­მენ­ტი არა აქვს, რომ კა­ხი არ მი­უშ­ვას სა­რე­კორ­დო წო­ნა­ზე, გუნ­დის ინ­ტე­რე­სე­ბი არ ზა­რალ­დე­ბა და თან­ხ­მ­დე­ბა.
დარ­ბა­ზი გა­ი­რინ­და, სრუ­ლი სი­ჩუ­მეა, ტრი­ბუ­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ ხე­ლი არ შე­უ­შა­ლონ ათ­ლეტს, ბევ­რი გულ­შე­მატ­კივ­რობს კი­დეც, გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თ­ვე­ლე­ბი. კა­ხი დინ­ჯად მი­ვი­და შტან­გას­თან, ხე­ლე­ბი მჭიდ­როდ მო­არ­გო ლა­ტანს, მშვი­დად ჩა­უჯ­და და წა­მის შემ­დეგ უკ­ვე მკერ­დ­ზე და­იგ­დო იარა­ღი. კი­დევ ორი­ოდ წა­მი, რომ სუნ­თ­ქ­ვა და­იმ­შ­ვი­დოს და მძლავ­რი აკ­ვ­რა... სულ სა­მი წა­მია სა­ჭი­რო შტან­გის და­ფიქ­სი­რე­ბა, მსა­ჯებ­მა რომ ცდა ჩა­გით­ვა­ლონ. ამ სამ წამ­ში კი ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად დატ­რი­ალ­და, ტრი­ბუ­ნე­ბის ოვა­ცი­ე­ბი, ალექ­სე­ე­ვის გა­ოგ­ნე­ბა, სირ­ცო­ვის იმედ­გაც­რუ­ე­ბა და კა­ხი­აშ­ვილ-გრი­ქუ­რო­ვის სა­ო­ცა­რი სი­ხა­რუ­ლი, 13-წლი­ა­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა ორი­ვეს და­უ­ფას­და, კა­ხი კა­ხი­აშ­ვი­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნია.
P.s. შე­იძ­ლე­ბა შე­გიმ­ჩ­ნე­ვი­ათ კი­დეც, ძა­ლო­სა­ნი შტან­გას რომ და­ე­ჭი­დე­ბა და დაძ­ლევს, ფი­ცარ­ნაგ­ზე და­უშ­ვებს და თით­ქოს ეფე­რე­ბაო, ხელს გა­და­უს­ვამს. ერ­თ­გ­ვა­რად გულ­ში მად­ლო­ბას უხ­დის, რომ და­ე­მორ­ჩი­ლა. იგი­ვე ხდე­ბა თუ ვერ ასწია წო­ნა, ოღონდ ამ­ჯე­რად ეუბ­ნე­ბა, _ არა უშავს, შემ­დე­გი ჯე­რი ჩე­მი იქ­ნე­ბაო. იმ დღეს კა­ხი კა­ხი­აშ­ვი­ლის შტან­გამ მო­ფე­რე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.


გოგი ფრანგიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
984 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი