ბანქოს სახლი (ნაწილიXII)
font-large font-small
ბანქოს სახლი (ნაწილიXII)
მა­იკლ დობ­სი
(ფრაგ­მენ­ტე­ბი რო­მა­ნი­დან)
მოამზადა რუ­სუ­დან ლე­ბა­ნი­ძემ

პა­რას­კე­ვი, 16 ივ­ლი­სი - ხუთ­შა­ბა­თი, 22 ივ­ლი­სი
მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ფრენ­სის ურ­ჰარ­ტის ნახ­ვა, ძი­რი­თა­დად, სამ­თავ­რო­ბო დე­რეფ­ნებ­სა და იმ ბა­რებ­ში შე­იძ­ლე­ბო­და, სა­დაც მძი­მე და აგ­რე­რი­გად და­უ­ფა­სე­ბე­ლი შრო­მით ლა­მის წელ­ში გაწყ­ვე­ტი­ლი თემ­თა პა­ლა­ტის წევ­რე­ბი (ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ სწო­რედ ასე ეგო­ნათ) ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი სა­ზაფხუ­ლო დას­ვე­ნე­ბის დაწყე­ბამ­დე სუ­ლის მო­სათ­ქ­მე­ლად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. მთა­ვა­რი შოლ­ტი კი დღე­ნი­ა­დაგ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის (ძი­რი­თა­დად კი მა­ინც უფ­რო ახალ­ბე­დე­ბის) სუ­ლის­კ­ვე­თე­ბის ამაღ­ლე­ბას და გამ­ხ­ნე­ვე­ბას ცდი­ლობ­და. არ­წ­მუ­ნებ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და, და რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის მიმ­დი­ნა­რე საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მცი­რე­დი ჩა­ვარ­დ­ნის გა­მო მის უნარ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში ეჭ­ვი არაფ­რით უნ­და შე­ჰ­პარ­ვო­დათ. ურ­ჰარ­ტის ესო­დე­ნი თავ­გა­მო­დე­ბის შემ­ხედ­ვა­რე ბევრ ძველ და გა­მოც­დილ პარ­ლა­მენ­ტარს ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბო­და, თით­ქოს, ამ გზით ის პრე­მი­ე­რის პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ტ­კი­ცე­ბა­ზე მე­ტად ყვე­ლას­თ­ვის იმის გა­მუდ­მე­ბით შეხ­სე­ნე­ბას ცდი­ლობ­და, რომ კო­ლინ­რი­ჯი მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის სა­ვარ­ძელ­ში თავს არ­ც­თუ მთლად მყა­რად გრძნობ­და და სე­რი­ო­ზულ დახ­მა­რე­ბას თუ არა, ხე­ლის წაშ­ვე­ლე­ბას მა­ინც ნამ­დ­ვი­ლად სა­ჭი­რო­ებ­და.
სა­ერ­თოდ კი, სა­ზაფხუ­ლო დას­ვე­ნე­ბის წინ, მთავ­რო­ბას, ჩვე­უ­ლებ­რივ, თა­ვი­სი მი­ნუ­სე­ბის, არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის თუ გან­ცხა­დე­ბე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი ეფექ­ტის შერ­ბი­ლე­ბა სჩვე­ვია და ამას პა­ტა­რა ხრი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით - პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის თა­ო­ბა­ზე მო­ცუ­ლო­ბი­თი ან­გა­რი­შის, `წე­რი­ლო­ბი­თი პა­სუ­ხე­ბის~ სე­სი­ის სულ ბო­ლო დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით აღ­წევს. რა თქმა უნ­და, ამ მხრივ მთავ­რო­ბის გა­შიფ­ვ­რა­სა და მი­სი ეშ­მა­კუ­რი მა­ნევ­რის ხმა­მაღ­ლა და ყვე­ლას გა­სა­გო­ნად გაკ­რი­ტი­კე­ბა­საც ერ­თი შე­ხედ­ვით თით­ქოს წინ არა­ფე­რი უდ­გას, მაგ­რამ ამის პრაქ­ტი­კუ­ლად გან­ხორ­ცი­ლე­ბა მა­ინც საკ­მა­ოდ ძნელ­დე­ბა ხოლ­მე. სხვა რომ არა­ფე­რი, მთავ­რო­ბის ან­გა­რი­შის უსას­რუ­ლო გვერ­დე­ბის ყუ­რადღე­ბით წა­კითხ­ვის ნაც­ვ­ლად, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა ხომ ამ დროს ძი­რი­თა­დად თა­ვი­ან­თი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მა­გი­დე­ბის მო­წეს­რი­გე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და სა­თა­ნა­დო ხმა­უ­რის ასა­ტე­ხად ფაქ­ტობ­რი­ვად აღარც დრო რჩე­ბათ და არც სურ­ვი­ლი.
ამი­ტო­მაც იყო, რომ ყვე­ლა მარ­თ­ლა ძა­ლი­ან შე­წუხ­და, რო­ცა `ა­ნას ბარ­ში~, სა­დაც შევ­ლა და მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და ჭო­რე­ბის გაც­ვ­ლა ბრი­ტა­ნელ პარ­ლა­მენ­ტა­რებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს ასე ძა­ლი­ან უყ­ვართ, ერთ-ერ­თი სა­ვარ­ძ­ლის ქვეშ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად ფრი­ად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი აღ­მოჩ­ნ­და. თა­ნაც, ეს დო­კუ­მენ­ტი, უფ­რო ზუს­ტად კი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტ­რის წე­რი­ლო­ბი­თი პა­სუ­ხის პრო­ექ­ტის ფო­ტო­ას­ლი, რო­მე­ლიც თემ­თა პა­ლა­ტას ტე­რი­ტო­რი­უ­ლი არ­მი­ის მო­სა­ლოდ­ნელ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან შემ­ცი­რე­ბა­ზე აწ­ვ­დი­და ინ­ფორ­მა­ცი­ას და დღის სი­ნათ­ლე მხო­ლოდ ათი დღის შემ­დეგ­ღა უნ­და ეხი­ლა, ბა­რის რო­მე­ლი­მე რი­გით­მა კლი­ენ­ტ­მა კი არა, მთლად გა­ზეთ `ინ­დე­ფენ­დენ­ტის~ დო­კუ­მენ­ტე­ბის სის­წო­რის გა­და­მოწ­მე­ბა­ში უკ­ვე გვა­რი­ა­ნად გა­მოც­დილ­მა და ყვე­ლას თვალ­ში ფრი­ად სან­დო და პა­ტივ­ცე­მულ­მა ლო­ბის­ტ­მა კო­რეს­პონ­დენ­ტ­მა იპო­ვა. ასე რომ, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბის ბო­ლო კვი­რის პირ­ველ დღეს `ინ­დე­ფენ­დენ­ტ­მა~ ნახ­სე­ნე­ბი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დღის მთა­ვარ სი­ახ­ლედ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მას­ში მოხ­მო­ბი­ლი ფაქ­ტე­ბის უტყუ­ა­რო­ბა­ში ეჭ­ვი პრაქ­ტი­კუ­ლად აღა­რა­ვის შეჰ­პარ­ვია.
ისე, კაც­მა რომ თქვას, სხვა­დას­ხ­ვა `შემ­ცი­რე­ბა­ში~ გა­მუდ­მე­ბულ ბრალ­დე­ბებს მთავ­რო­ბე­ბი უკ­ვე დი­დი ხა­ნია, მი­ეჩ­ვივ­ნენ. ასე მა­გა­ლი­თად, თუ რო­მე­ლი­მე მთავ­რო­ბა ხარ­ჯე­ბის უწინ­დელ დო­ნე­ზე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას გა­დაწყ­ვეტს და ასიგ­ნე­ბე­ბის გაზ­რ­და­ზე უარს იტყ­ვის, მას მა­შინ­ვე `შემ­ცი­რე­ბა­ში~ და­ა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ; თუმ­ცა­ღა, მა­ში­ნაც იგი­ვე მოხ­დე­ბა, თუ ეს მთავ­რო­ბა, ვთქვათ, რო­მე­ლი­მე სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სფე­რო­ში ხარ­ჯე­ბის გაზ­რ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბით ასიგ­ნე­ბებს გა­მო­ყოფს, მაგ­რამ სხვა­დას­ხ­ვა თვით­მარ­ქ­ვია ექ­ს­პერ­ტე­ბი ჩათ­ვ­ლი­ან, რომ კი­დევ უფ­რო მე­ტი უნ­და გა­მო­ე­ყო; თუ მთავ­რო­ბა ერ­თი სფე­რო­დან მე­ო­რე­ში ახ­დენს რე­სურ­სე­ბის გა­დას­რო­ლას, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც ყვე­ლა მხრი­დან `შემ­ცი­რე­ბა­ში~ ბრალ­დე­ბე­ბი ის­მის. ხო­ლო თუ მთავ­რო­ბა იმ­დე­ნად გა­კად­ნი­ერ­დე­ბა, რომ რო­მე­ლი­მე სფე­რო­ში (სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სის გარ­და, რა თქმა უნ­და!) მარ­თ­ლაც რე­ა­ლურ შემ­ცი­რე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ელებს, მა­შინ შუ­რის­ძი­ე­ბაც აღარ და­ა­ხა­ნებს.
ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც სწო­რედ ასე მოხ­და, რად­გან არ­მია არ­მი­ად და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ჯა­რის რა­ო­დე­ნო­ბა, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად კი მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­თა ხმე­ბი სამ­თავ­რო­ბო კან­დი­და­ტე­ბის არ­ჩევ­ნებ­შიც საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს. მე­ტიც, მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტი­ის უმაღ­ლეს ეშე­ლო­ნებ­ში მრავ­ლად შეხ­ვ­დე­ბით უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, რო­მელ­თა გვა­რე­ბის გას­წ­ვ­რი­ვაც სი­ებ­ში ასო­ე­ბი `ს.ჯ.~ (სამ­ხედ­რო ჯილ­დო) არის დას­მუ­ლი. ეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვინც ტე­რი­ტო­რი­ულ ჯარ­ში თა­ვად მსა­ხუ­რობ­და, ვინც ამ ჯარ­ში მომ­სა­ხუ­რე­ებს უდი­დეს პა­ტივს სცემს და მათ სის­ხ­ლის თუ არა, პერ­სო­ნა­ლურ ავ­ტო­კა­ლამ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი მელ­ნის უკა­ნას­კ­ნელ წვე­თამ­დე მა­ინც ყო­ველ­თ­ვის და­ი­ცავს.
ასე რომ, რო­ცა თემ­თა პა­ლა­ტა სპი­კერ­თან სა­კუ­თა­რი მუ­შა­ო­ბის პროგ­რა­მა­ზე სამ­ს­ჯე­ლოდ შე­იკ­რი­ბა, დარ­ბაზ­ში უკ­ვე ზაფხუ­ლის თა­კა­რა დღის­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი ატ­მოს­ფე­რო იყო შექ­მ­ნი­ლი. ოღონდ ამ­ჯე­რად ღა­ლატ­ში ბრალ­დე­ბე­ბი და კურ­სის შეც­ვ­ლის­კენ ემო­ცი­უ­რი მო­წო­დე­ბე­ბი სამ­თავ­რო­ბო პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მხრი­დან გა­ის­მო­და, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი კი თა­ვი­ანთ სკა­მებ­ზე რო­მა­ე­ლი ლო­მე­ბი­ვით ის­ხ­დ­ნენ და ძა­ლი­ან მშვი­დად და დი­დი ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებ­დ­ნენ თვალს, მათ საქ­მეს სხვე­ბი და თა­ნაც, სა­კუ­თა­რი ნე­ბით რო­გორ ას­რუ­ლებ­დ­ნენ.
ამა­სო­ბა­ში სამ­თავ­რო­ბო სკა­მი­დან თავ­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, ღრმად პა­ტივ­ცე­მუ­ლი სერ ჯას­პერ გრე­ინ­ჯე­რი წა­მო­ი­მარ­თა, ვის სიტყ­ვა­საც ძა­ლი­ან დი­დი წო­ნა ჰქონ­და. ჰა­ე­რის უვარ­გი­სი კონ­დი­ცი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ `სამ­ხედ­რო­ჯილ­დოი­ან~ პარ­ლა­მენ­ტარს ტვი­დის ჟი­ლე­ტი­ა­ნი კოს­ტი­უ­მის ყვე­ლა ღი­ლი გულ­მოდ­გი­ნედ ჰქონ­და შეკ­რუ­ლი და არც სა­გან­გე­ბოდ და­უ­თო­ვე­ბუ­ლი ჰალ­ს­ტუ­ხის გა­კე­თე­ბა და­ვიწყ­ნო­და.
- მეც მინ­და, რამ­დე­ნი­მე ჩე­მი პა­ტივ­ცე­მუ­ლი მე­გობ­რის მი­ერ წა­მო­წე­ულ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ჯა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის ფუჭ და დი­დი ზი­ა­ნის მომ­ტან სა­კითხს მი­ვუბ­რუნ­დე. - მკაც­რად და­იწყო მან. - ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, ხვდე­ბა თუ არა პა­ლა­ტის ლი­დე­რი, მი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მის­სა­ვე პო­ლი­ტი­კურ მომ­ხ­რე­ებ­ში რა გრძნო­ბებ­საც აღ­ძ­რავს? ხვდე­ბი­ან თუ არა ის და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი, ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გა­მო უკ­ვე უახ­ლო­ეს რამ­დე­ნი­მე თვე­ში მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რას რამ­ხე­ლა დარ­ტ­მა მი­ად­გე­ბა? ასე რომ, სა­ნამ ჯერ კი­დევ მთლად გვი­ან არ არის, იქ­ნებ, მას­ზე სამ­ს­ჯე­ლოდ და, რაც მთა­ვა­რია, გა­სა­უქ­მებ­ლად დრო გა­მო­ნა­ხონ.
პა­ლა­ტის ლი­დე­რი სა­ი­მონ ლო­ი­დი წელ­ში სა­გან­გე­ბოდ გა­ი­მარ­თა და ტრი­ბუ­ნას­თან ხელ­მე­ო­რედ მი­სას­ვ­ლე­ლად მო­ემ­ზა­და. ის პა­ლა­ტის წევ­რე­ბის წი­ნა­შე ოც­წუ­თი­ა­ნი მგზნე­ბა­რე სიტყ­ვით ერ­თხელ უკ­ვე გა­მო­ვი­და და მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ის ყვე­ლა­ნა­ი­რად დაც­ვაც სცა­და, თუმ­ცა­ღა გულ­ში კი ძა­ლი­ან ბრა­ზობ­და, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­თან და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტ­რ­თან ერ­თად მომ­ზა­დე­ბულ სა­კითხ­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა მხო­ლოდ მას უწევ­და.
- ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ჩემ­მა ღრმად­პა­ტივ­ცე­მულ­მა მე­გო­ბარ­მა მთა­ვა­რი ვერ გა­ი­გო. - ამ­ჯე­რად უკ­ვე ცო­ტა არ იყოს, უხა­ლი­სოდ და­იწყო მან. - გა­ზე­თის ფურ­ც­ლებ­ზე მოხ­ვედ­რი­ლი დო­კუ­მენ­ტი სა­ხელ­მ­წი­ფო სა­კუთ­რე­ბა გახ­ლავთ და ის უბ­რა­ლოდ მო­ი­პა­რეს. დი­ახ, მო­ი­პა­რეს. ეს გა­რე­მო­ე­ბა კი უკ­ვე მო­ცე­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­ზე ბევ­რად უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­ფიქ­რალს აღ­ძ­რავს. ასე რომ, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩე­მი მე­გო­ბა­რიც შე­მო­მი­ერ­თ­დე­ბა და ისიც მთე­ლი გუ­ლით გა­კიცხავს სა­ხელ­მ­წი­ფო დო­კუ­მენ­ტის მო­პარ­ვის ფაქტს, რაც, ახ­ლა, პრინ­ციპ­ში, უმ­თავ­რე­სია და ამ ფონ­ზე სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბის დე­ტა­ლებ­ზე მსჯე­ლო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქურ­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის ტოლ­ფა­სიც კი იქ­ნე­ბო­და.
ამ სიტყ­ვე­ბის მოს­მე­ნა და ღრმად პა­ტივ­ცე­მუ­ლი სერ ჯას­პერ გრე­ინ­ჯე­რის ად­გი­ლი­დან წა­მოხ­ტო­მა ერ­თი აღ­მოჩ­ნ­და.
- ნუ­თუ ჩე­მი პა­ტივ­ცე­მუ­ლი მე­გო­ბა­რი ახ­ლაც ვერ ხვდე­ბა, რომ სწო­რედ ის ვერ მიხ­ვ­და მთა­ვარს! - და­იგ­რ­გ­ვი­ნა მან. - სხვი­სი არ ვი­ცი და მე პი­რა­დად უბ­რა­ლო ბრი­ტა­ნელ ქურ­დ­თან ცხოვ­რე­ბას ვამ­ჯო­ბი­ნებ­დი უბ­რა­ლო რუს ჯა­რის­კაც­თან ცხოვ­რე­ბას, რა­საც, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რე­დაც რომ ასე­თი პო­ლი­ტი­კა გვი­ქა­დის!
დარ­ბაზ­ში ისე­თი ხმა­უ­რი ატყ­და, რომ სპი­კერს მი­ნი­მა­ლუ­რი წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად მთე­ლი წუ­თი დას­ჭირ­და და სა­ნამ ის დარ­ბაზს აშოშ­მი­ნებ­და, პა­ლა­ტის ლი­დერ­მა პირ­ველ სკამ­ზე მსხდომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­სა და თავ­დაც­ვის მი­ნისტრს მა­ვედ­რე­ბე­ლი მზე­რა მი­აპყ­რო. პა­სუ­ხად კო­ლინ­რიჯ­მა ჯერ თავ­დაც­ვის მი­ნისტრს წას­ჩურ­ჩუ­ლა ყურ­ში რა­ღაც, შემ­დეგ კი პა­ლა­ტის ლი­დერს თა­ვი ცი­ვად და­უქ­ნია.
- ბა­ტო­ნო სპი­კე­რო, - მა­შინ­ვე და­იწყო პალა­ტის ლი­დერ­მა და, თან, ნერ­ვუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის­გან გამ­შ­რა­ლი ყე­ლი ჯე­რაც ბო­ლომ­დე ჩა­უმ­ცხ­რალ სა­ერ­თო ხმა­ურ­ში შე­უმ­ჩ­ნევ­ლად ჩა­იწ­მინ­და. - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტ­რის­გან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხ­მო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და ორი­ვე მხრი­დან დღე­ვან­დე­ლი გა­მოს­ვ­ლე­ბის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნ­და გა­უწყოთ, რომ მთავ­რო­ბა კი­დევ ერ­თხელ იმ­ს­ჯე­ლებს ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხ­ზე და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის პოვ­ნა­საც შე­ეც­დე­ბა.
გა­მარ­ჯ­ვე­ბის შე­ძა­ხი­ლებ­მა ამ­ჯე­რად ლა­მის უკ­ვე თემ­თა პა­ლა­ტის კედ­ლე­ბიც კი შე­ა­ზან­ზა­რა. ამ სა­ერ­თო ზარ-ზე­ი­მის მოწ­მე სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი თა­ვი­ანთ ბლოკ­ნო­ტებ­ში ყვე­ლა­ფერს გა­მა­ლე­ბით აფიქ­სი­რებ­დ­ნენ. თავ­ჩა­ქინ­დ­რუ­ლი მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი კი, პირ­ველ სკამ­ზე სრუ­ლი­ად გან­ყე­ნე­ბუ­ლად იჯ­და და იატაკ­ზე ერთ წერ­ტილს მიშ­ტე­რე­ბო­და.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვა