აინ­შ­ტა­ი­ნი... სატ­რ­ფი­ა­ლო... და "გო­გოვ, გნა­ხე ფეხ­შიშ­ვე­ლი"
font-large font-small
აინ­შ­ტა­ი­ნი... სატ­რ­ფი­ა­ლო... და "გო­გოვ, გნა­ხე ფეხ­შიშ­ვე­ლი"
"ი­ლო ბე­როშ­ვი­ლის შო­უს" სცე­ნა­რის­ტი და მსა­ხი­ო­ბი, გი­ვი­კო მე­ლაშ­ვი­ლი "ე­რუ­დიტ­ში" სტუმ­რო­ბა­ზე უყოყ­მა­ნოდ დამ­თან­ხ­მ­და.
ამ­ბობს, რომ კითხ­ვა უყ­ვარს, მაგ­რამ ბო­ლო წლებ­ში, მის ცხოვ­რე­ბა­ში არის ხოლ­მე ისე­თი პე­რი­ო­დე­ბი, რო­ცა წიგ­ნე­ბის­თ­ვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვას ვერ ახერ­ხებს. საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რე­ბი არ ჰყავს. ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში კი ძლი­ე­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი მოს­წონს.

- ყვე­ლა­ზე მეტს ბავ­შ­ვო­ბა­ში, სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ვკითხუ­ლობ­დი, დღეს ისე­თი აქ­ტი­უ­რი მკითხ­ვე­ლი სამ­წუ­ხა­როდ ვე­ღარ ვარ. პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­მაც ჩემ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, ჯეკ ლონ­დო­ნის "დი­დი სახ­ლის პა­ტა­რა დი­ა­სახ­ლი­სი" იყო. ამ ნა­წარ­მო­ებ­მა დი­დი ემო­ცია მო­მი­ტა­ნა, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით კი წე­რის ორი­გი­ნა­ლურ­მა სტილ­მა მომ­ხიბ­ლა. საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რე­ბი არ მყავს.
ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში რომ არ­სე­ბობ­დ­ნენ, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მე­გობ­რებ­დი შერ­ლოკ ჰოლ­მ­ს­თან. მის­გან ძა­ლი­ან ბევრ კითხ­ვა­ზე მი­ვი­ღებ­დი სწორ პა­სუხს და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი იქ­ნე­ბო­და. ქა­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან არ ვი­ცი, რო­მე­ლი შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და, ზო­გა­დად ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თის მქო­ნე გო­გო­ნე­ბი მომ­წონს.
პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი ვარ. თა­ვის დრო­ზე პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე გავ­ლე­ნა რა­ი­მე კონ­კ­რე­ტულ ფაქტს არ მო­უხ­დე­ნია. დღეს ჩე­მი საქ­მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს.
სკო­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ყო­ველ­თ­ვის მქონ­და სურ­ვი­ლი, ძა­ლი­ან კარ­გად მეს­წავ­ლა, მაგ­რამ ასე­თი ბე­ჯი­თიც ვერ ვი­ყა­ვი. გა­მოც­დებ­ზე გას­ვ­ლის არას­დ­როს მე­ში­ნო­და, "შპარ­გალ­კებს" არ ვი­ყე­ნებ­დი. სკო­ლა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად ის­ტო­რია და ფიზ­კულ­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლი მიყ­ვარ­და.


- ვის მი­მარ­თა დახ­მა­რე­ბის­თ­ვის წრუ­წუ­ნამ მულ­ტ­ფილ­მ­ში - "წუ­ნა და წრუ­წუ­ნა"?
- რა ერ­ქ­ვა? ერ­თი წუ­თით მად­რო­ვე, ხომ შე­იძ­ლე­ბა, დავ­ფიქ­რ­დე? (პა­უ­ზის შემ­დეგ) აუ! აუ! აუ! ვერ ვიხ­სე­ნებ.
- ფიცხე­ლას.
- (ი­ცი­ნის) აბა, ფიცხე­ლა რამ და­მა­ვიწყა.
- ეს ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი ამ­ბობ­და: "ჩე­მი დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნე­ბის სი­უ­ჟე­ტებს ჭურ­ჭ­ლის რეცხ­ვის დროს ვი­გო­ნებ. ეს ისე­თი სუ­ლე­ლუ­რი რამ არის, რომ ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად მოგ­დის თავ­ში აზ­რე­ბი მკვლე­ლო­ბა­ზე". და­ა­სა­ხე­ლე იგი.
- (ფიქ­რობს).
- მი­გა­ნიშ­ნებ, ის ინ­გ­ლი­სე­ლია.
- აგა­თა კრის­ტი.
- და­ას­რუ­ლე მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "სი­ლა­მა­ზე ქა­ლის­თ­ვის პრობ­ლე­მად გა­და­იქ­ცე­ვა ორ შემ­თხ­ვე­ვა­ში: რო­დე­საც ის არ გაქვს და რო­დე­საც..."
- "...მის გარ­და არა­ფე­რი გაქვს".
- რას თვლი­და ყვე­ლა­ზე დიდ სი­სუ­ლე­ლედ ბერ­ნარდ შოუ, რაც ორ ერ­თ­მა­ნეთ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბო­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა?
- ქორ­წი­ლი ანუ და­ქორ­წი­ნე­ბა?
- დი­ახ. რა ერ­ქ­ვა წვე­ტი­ან ჯოხს, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც ძველ რომ­ში სა­ქო­ნელს მი­ე­რე­კე­ბოდ­ნენ?
- შემ­დე­გი შე­კითხ­ვა.
- ამ ჯოხს სტი­მუ­ლი ერ­ქ­ვა.
- ჯოხს სტი­მუ­ლი ერ­ქ­ვა? პირ­ვე­ლად გა­ვი­გე, სა­ინ­ტე­რე­სოა.
- რა შემ­თხ­ვე­ვა­ში არა აქვს მსაჯს უფ­ლე­ბა, იმ­სა­ჯოს სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში?
- თუ მი­სი ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბი გუნ­დი თა­მა­შობს.
- ადა­მი­ა­ნის ამ ორ­გა­ნოს 24 კუნ­თი აქვს და ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მოძ­რა­ო­ბა შე­უძ­ლია. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?
- ვა! რა შე­იძ­ლე­ბა იყოს, გუ­ლი?
- ცდე­ბი, ენა­ზეა ლა­პა­რა­კი. რო­მელ მო­ე­დანს ერ­ქ­ვა ერევ­ნის მო­ე­და­ნი?
- თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დანს.
- "ჩე­მი თა­ვია ჩე­მი­ვე მტე­რი,/ თა­ვი რომ არა, მე რა დამ­წ­ვავ­და"? რო­მე­ლი ნივ­თის მო­ნო­ლო­გია მი­ხე­ილ ქვლი­ვი­ძის ეს ლექ­სი?
- ასან­თის. თა­ვი­დან ასან­თი იწ­ვე­ბა.
- ნა­დი­რო­ბა გიყ­ვარს?
- არა. ცხო­ვე­ლე­ბის ხოც­ვის წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვარ. არ მეს­მის, ამ პრო­ცეს­მა ადა­მი­ანს სი­ა­მოვ­ნე­ბა რო­გორ უნ­და მო­გა­ნი­ჭოს.
- თუ ბერ­ძენ მო­ნა­დი­რე­ებს და­ვუ­ჯე­რებთ, ბო­ლო დროს ფრინ­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან გა­ეშ­მაკ­დ­ნენ. ცდი­ლო­ბენ, საბერძნეთს ორ­შა­ბა­თო­ბით გა­და­უფ­რი­ნონ. რა­ტომ ეთ­ვ­ლე­ბათ ეს მათ "ეშ­მა­კო­ბა­ში"?
- არ ვი­ცი.
- ორ­შა­ბა­თო­ბით სა­ბერ­ძ­ნეთ­ში ნა­დი­რო­ბა აკ­რ­ძა­ლუ­ლია. "ქა­ლი კა­მე­ლი­ე­ბით" ალექ­სან­დ­რე დი­უ­მამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით პი­ე­სად გა­და­ა­კე­თა და "მარ­გა­რიტ გო­ტი­ე" უწო­და. რო­მე­ლი ოპე­რა შექ­მ­ნა ამ სი­უ­ჟეტ­ზე ჯუ­ზე­პე ვერ­დიმ?
- "ტრა­ვი­ა­ტა", არა?
- დი­ახ. ის ცხელ გა­რე­მო­ში ბი­ნად­რობს, მაგ­რამ სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნია გა­ყინ­ვის შემ­დე­გაც. მეც­ნი­ე­რებ­მა მის ორ­გა­ნიზ­მ­ში ყვე­ლა სა­ში­ში ბაქ­ტე­რია და ვი­რუ­სი შე­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მას­ზე არ იმოქ­მე­და. ცოცხა­ლი რჩე­ბა და მოძ­რა­ობს რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი დას­ხი­ვე­ბი­სას, რო­მე­ლიც 130-ჯერ აღე­მა­ტე­ბა ადა­მი­ა­ნის­თ­ვის სა­სიკ­ვ­დი­ლო დო­ზას. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, არ­სე­ბობს ლე­გენ­და, რომ იგი ხი­ფა­თის დროს თავს თა­ვი­სი­ვე შხა­მით იკ­ლავს. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?
- (ფიქ­რობს) მო­რი­ე­ლი.
- "სა­ერ­თო სე­ნია კაც­თა, მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს იმა­დაც აქე­ბენ ხში­რად, რომ ცოცხალთ მი­ა­ყე­ნონ ჩრდი­ლი", ამ­ქ­ვეყ­ნად არც რა­ინ­დია ისე­თი, რო­მელ­საც რი­სა­მე წი­ნა­შე ში­ში არ ეგ­რ­ძ­ნოს, არც ბრძე­ნია სად­მე ერ­თხელ მა­ინც სი­სუ­ლე­ლე არ ეთ­ქ­ვას". რო­მე­ლი ქარ­თ­ვე­ლი კლა­სი­კო­სია ამ სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­რი?
- კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.
- ორ­მა კაც­მა 900 ლა­რი გა­ი­ყო. ერთ-ერთ მათ­განს მე­ო­რეს­თან შე­და­რე­ბით 500 ლა­რით მე­ტი შეხ­ვ­და, რამ­დე­ნი შეხ­ვ­და მე­ო­რეს?
- მარ­ტი­ვია, 200 და 700 ლა­რი შეხ­ვ­დე­ბო­დათ.
- არ­სე­ბობს ლე­გენ­და იმის შე­სა­ხებ, რომ XIII სა­უ­კუ­ნე­ში მცხოვ­რებ­მა მო­ხუც­მა მე­შუ­შემ, ფლო­რენ­ცი­ელ­მა სალ­ვი­ნო დე­ლია არ­მა­ტიმ ერ­თი შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რად შე­ხე­და სამ­ყა­როს. მის საფ­ლავ­ზე წე­რია, რომ სალ­ვი­ნო პირ­ვე­ლია, ვინც ეს და­ამ­ზა­და. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?
- ბი­ნოკ­ლ­ზე?
- არა.
- ტე­ლეს­კო­პი?
- არა. იმ ნივ­თ­ზეა ლა­პა­რა­კი, რო­მელ­საც დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­იხ­მარს: ზო­გი­ერ­თი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გა­მო, ზო­გი­ერ­თი - რო­გორც აქ­სე­სუ­არს.
- სათ­ვა­ლე.
- გა­მო­ი­ცა­ნი. ვინ არის ავ­ტო­რი ლექ­სი­სა - "გო­გოვ, გნა­ხე ფეხ­შიშ­ვე­ლი"?
- ვა­ი­მე, დე­და! რომ ვერ გი­პა­სუ­ხო, "გა­მიტყ­დე­ბა". ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა, არა?
- დი­ახ. რო­მელ ჟანრს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა ცეკ­ვა "ქარ­თუ­ლი"?
- ჟან­რებს ვერ მეტყ­ვი?
- სატ­რ­ფი­ა­ლოს, სა­ხუ­მა­როს თუ სა­ო­მარს?
- სატ­რ­ფი­ა­ლოს.
- ეს ინ­გ­ლი­სე­ლი პო­ე­ტი 1824 წელს ნა­ად­რე­ვად გარ­და­იც­ვა­ლა, იგი სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წლებ­ში სა­ბერ­ძ­ნე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თ­ვის ომ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და. "საბ­რა­ლო სა­ბერ­ძ­ნე­თი" - მან სიკ­ვ­დი­ლის წინ ბოდ­ვი­სას ეს სიტყ­ვე­ბი წარ­მო­თ­ქ­ვა. და­ა­სა­ხე­ლე ეს პო­ე­ტი.
- ჯორჯ ბა­ი­რო­ნი.
- "მო­მე­ცით ცა­რი­ე­ლი გა­ლე­რეა და მე გა­ვავ­სებ მას". რო­მელ მხატ­ვარს ეკუთ­ვ­ნის ეს სიტყ­ვე­ბი?
- სალ­ვა­დორ და­ლის?
- პაბ­ლო პი­კა­სოს. ეს გა­მო­ჩე­ნი­ლი მე­ფე ტახ­ტ­ზე 27 წლი­სა ავი­და და 65 წე­ლი იმე­ფა. რო­მელ მე­ფე­ზეა ლა­პა­რა­კი?
- ფარ­ნა­ვაზ­ზე.
- მი­რი­ა­ნი, ფარ­ნა­ვა­ზი, ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლი, გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე. ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი მე­ფე­ე­ბი­დან, რო­მე­ლი არ იყო ქრის­ტი­ა­ნი?
- ქრის­ტი­ა­ნო­ბა მი­რი­ა­ნის მე­ფო­ბის დროს მი­ვი­ღეთ.
- ეგ არ მი­კითხავს.
- ფარ­ნა­ვა­ზი არ იყო ქრის­ტი­ა­ნი.
- რო­მე­ლი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე­ობს ფი­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქი - Hჰელსინკი?
- ბალ­ტი­ის ზღვის.
- მდედ­რო­ბი­თი სქე­სის რამ­დე­ნი მე­ფე ჰყავ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს?
- ორი: თა­მა­რი და რუ­სუ­და­ნი.
- რო­ცა აინ­შ­ტა­ი­ნი 72 წლის გახ­და, ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ფო­ტო გა­და­უ­ღეს. რა გა­ა­კე­თა მან, რო­ცა კად­რ­ში მოხ­ვ­და?
- ენა გა­მო­ყო, ეს ცნო­ბი­ლი ფო­ტოა.
- "სულ უბ­რა­ლო სო­ფელს მა­შინ გა­უ­ვარ­დე­ბა სა­ხე­ლი, თუ იქ დი­დი ვაჟ­კა­ცი და­ი­ბა­და". რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ეპი­ლოგ­ში წერს ამ სიტყ­ვებს მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი?
- თუ სწო­რად მახ­სოვს, "არ­სე­ნა მა­რაბ­დელ­ში".
- ამ ქვეყ­ნის ფარ­თო­ბი 400 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რია, მო­სახ­ლე­ო­ბა 8,5 მი­ლი­ო­ნი. რე­ლი­გია - პრო­ტეს­ტან­ტო­ბა, ფუ­ლის ერ­თე­უ­ლი - ევ­რო. ქვე­ყა­ნა 21 გუ­ბერ­ნი­ად იყო­ფა, მი­სი დე­და­ქა­ლა­ქია სტოკ­ჰოლ­მი. და­ა­სა­ხე­ლე ეს ქვე­ყა­ნა.
- შვე­დე­თი.
- იოჰან სე­ბას­ტი­ან ბახს, რო­გორც კომ­პო­ზი­ტორს, ქვე­ყა­ნა იც­ნობს. ის არა მარ­ტო ქმნი­და მუ­სი­კას, არა­მედ კარ­გი შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლიც იყო, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი იყო სხვა სფე­რო­შიც და ამ გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ წიგ­ნიც კი და­წე­რა. რით იყო ბა­ხი გა­ტა­ცე­ბუ­ლი?
- არ ვი­ცი.
- ბან­ქოს თა­მა­შით. ამე­რი­კა­ში მის სა­ხელს 7 მთა, 8 მდი­ნა­რე და უამ­რა­ვი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქ­ტი ატა­რებს. ვის სა­ხელს?
- ვა­შინ­გ­ტო­ნის.
- და­ა­სა­ხე­ლე ინ­დო­ე­თის ძვე­ლი სა­მე­ფო, რო­მე­ლიც შა­ლის მსუ­ბუ­ქი ქსო­ვი­ლის წარ­მო­ე­ბით იყო ცნო­ბი­ლი.
- ქაშ­მი­რი.
- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ფრან­კ­ლი­ნის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "ა­და­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ტ­კი­ცებს, რომ ფულს შე­უძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი, ისე­თი პი­როვ­ნე­ბაა, რო­მე­ლიც წა­ვა ყვე­ლა­ფერ­ზე..."
- "... ფუ­ლის გა­მო".

თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვა