"დახმარებაზე ყველამ უარი მითხრა"
font-large font-small
"დახმარებაზე ყველამ უარი მითხრა"
რამდენიმე წელია, დამოუკიდებლად ვცდილობ თანხის შეგროვებას

"მე ვარ ბესიკ ჯანყარაშვილი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (პირველი ჯგუფის ინვალიდი). დავრჩი უსახლკაროდ. მოგმართავთ თხოვნით, რომ დამეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში, რათა საზოგადოებამ გაიგოს ჩემ შესახებ. დახმარებაზე ყველამ უარი მითხრა და ამიტომ, მედია ერთადერთი იმედია.
დავინვალიდდი თავის ტვინის სიმსივნის გამო. ოპერაციის დროს დაშვებული შეცდომის შემდეგ მოხდა ჩემი მარცხენა კიდურების პარალიზება. წლების მანძილზე უშედეგოდ ვცდილობდი მდგომარეობის გამოსწორებას. ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერი გამირთულდა. 1 წლის წინ ჩამიტარდა გამოკვლევები სტამბოლში. დამინიშნეს მედიკამენტოზური მკურნალობა, რამაც საგრძნობლად დადებითი შედეგი გამოიღო, მაგრამ აუცილებელი იყო 1 თვის შემდეგ მკურნალობის დაწყება, მაგრამ უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა, მე კი ვერ მოვახერხე იქ ჩასვლა... ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან რთულდება. ცნობისათვის, მკურნალობა უნდა ჩატარდეს მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო რობოტექნოლოგიებით.
დაფინანსების თხოვნით მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს. რამდენჯერმე უარის მიღების შემდეგ, მივაღწიე იმას, რომ ხელახალი განხილვის შემდეგ მითხრეს, - დაფინანსდება 2 ათასი დოლარით, იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილი 8.600 დოლარი გექნებათო. ასევე, უარი მივიღე მერიისგან და 100-ზე მეტი კომპანია-ორგანიზაციისგან, ფონდებისგან.
რამდენიმე წელია, დამოუკიდებლად ვცდილობ თანხის შეგროვებას. საკუთარი საქველმოქმედო ყუთი მიდგას და მთელი დღე ვდგავარ პეკინის გამზირზე, ვითხოვ დახმარებას, მაგრამ ვერ შევძელი ამდენი თანხის მოგროვება. არ მყავს გარშემო არავინ, ვინც დამეხმარება. ბინაც იპოთეკით დავტვირთე, აქამდე რომ მომეღწია და ახლა უსახლკაროდაც დავრჩი.
დამოუკიდებლად ვერ შევძლებ ცხოვრების ტკივილის გარეშე გაგრძელებას. შესაძლოა, მკურნალობის 2 კურსის გავლაც გახდეს საჭირო. მე კი არანაირი შემოსავალი არ მაქვს, გარდა კეთილი ადამიანების შემწეობისა.
ძალიან გთხოვთ, შედით ჩემს მდგომარეობაში. ზუსტად 2 წელი დამჭირდა საიმისოდ, რომ გამეგო, რა სახის მკურნალობა მჭირდებოდა. 20 წელი კი თბილისში, სხვადასხვა ექიმთან დიაგნოზის დასმას ვცდილობდი, პასუხები აბსოლუტურად განსხვავებული იყო. თბილისში იმასაც კი მიმტკიცებდნენ, რომ ვერ განვიკურნებოდი, სტამბოლში კი სამ დღეში, თავიდან ბოლომდე გამოიკვლიეს ჩემი მდგომარეობა და გარანტიას მაძლევენ, რომ შედეგი კარგი იქნება. დამოუკიდებლად მოვედი აქამდე, მივაღწიე მიზანს და გავიგე, რაა საჭირო ჩემს განსაკურნებლად, მაგრამ დახმარებაზე ყველამ უარი მითხრა. ამ განცხადებას, ჩემი სიტყვების დასადასტურებლად, თან ახლავს საბუთებიც. ასევე, ჩემზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.google.com-ზე: საძიებო ველში ჩაწერეთ ბესიკ ჯანყარაშვილი.
უღრმესი მადლობა წინასწარ. ჩემი ნომერია: 5(51) 96.65.33".
ბესიკ ჯანყარაშვილი:
- ჩემი დაავადების გამო, ბინა ბანკში ჩავდეთ, რომელიც პროცენტის გადაუხდელობის გამო, ბანკმა გაგვიყიდა. საზღვარგარეთ მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა საკუთარი სახლი დამითმო და იქ ვცხოვრობ. 10 წლის ვიყავი, თავის ძლიერი ტკივილები რომ დამეწყო. მალევე დამიდგინეს, რომ თავის ტვინზე კისტოზური სიმსივნე მქონდა. 2 რთული ოპერაცია გამიკეთეს, რის შედეგადაც, მარცხენა კიდურები პარალიზებული დამრჩა. გარდა ამისა, თვალი და კბილებიც დამიზიანდა. ამიტომ ახლა ხანგრძლივი მკურნალობა, რეაბილიტაცია, იმპლანტაცია და თერაპია მჭირდება. საქართველოში არ არსებობს კლინიკა, სადაც ჩემს პრობლემებს გაუმკლავდებიან. ყოველდღე ვდგავარ ქუჩაში საქველმოქმედო ყუთით ხელში და გამვლელებისგან დახმარებას ვითხოვ. ცხოვრების ასეთი რეჟიმი და დატვირთვა კიდევ უფრო მირთულებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამიტომ ვთხოვ ყველას, დახმარება გამიწიონ.
- რომელმა ექიმმა გითხრა, რომ არაფერი გეშველება?
- კლინიკაში მივედი გამოკვლევების ჩასატარებლად. ექიმმა რომ დამინახა, მითხრა, - საკუთარი თავისთვის რაღატომ აგროვებ მაგ თანხას, შენ მაინც აღარაფერი გეშველება, აჯობებს, სხვისთვის მოაგროვოო... მეორე კლინიკაში ტომოგრაფია გადამიღეს. ექიმს ვკითხე, - სად შეიძლება რეაბილიტაციის კურსის გავლა-მეთქი? მიპასუხა, - შენ რაღა გეშველება, მთავარია, უარესი არ დაგემართოსო. ამ ყველაფრის შემდეგ როგორ უნდა ვენდო ქართველ ექიმებს? უმეტესობა თავიდან მიცილებს...
მადლობა მინდა გადავუხდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემ მიმართ ყურადღება გამოუჩენია. შესაძლებელია, ეს ყურადღება სიტყვით გამოუხატავთ და არა - ფულით, მაგრამ მე ასეთ ადამიანებსაც გულითად მადლობას ვუხდი. მხოლოდ ხალხის იმედი მაქვს. ძალიან ძნელია დახმარების მოლოდინით ყოველდღე ქუჩაში დგომა. ბევრი ადამიანი მიყურებს სიძულვილით, ხშირად დამცინიან და მამცირებენ კიდეც. მხოლოდ რამდენიმე მათგანმა თუ იცის, რა ტკივილი მაქვს გულში. ვცდილობ, გავუძლო ამ ყველაფერს, იქნებ როგორმე მკურნალობისთვის საჭირო თანხა მოვაგროვო. ძალიან მრცხვენია, როცა თავად გაჭირვებული მოხუცები ჩემთან მოდიან და მეხმარებიან. გული მტკივა, რომ ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. უფლის იმედი მაქვს და ცხოვრებას კიდევ დიდხანს შევებრძოლები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
984 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი