ბანქოს სახლი (ნაწილიXIII)
font-large font-small
ბანქოს სახლი (ნაწილიXIII)
მა­იკლ დობ­სი
(ფრაგ­მენ­ტე­ბი რო­მა­ნი­დან)
მოამზადა რუ­სუ­დან ლე­ბა­ნი­ძემ

სხდო­მის დას­რუ­ლე­ბი­დან სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თი იყო გა­სუ­ლი, სირ­ბი­ლის­გან აქო­ში­ნე­ბუ­ლი მა­ტი სტო­რი­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­თა და კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბით გა­და­ჭე­დილ თემ­თა პა­ლა­ტის ვეს­ტი­ბი­ულ­ში სო­ლი­ვით რომ შე­იჭ­რა. ოპო­ზი­ცია მო­რიგ გა­მარ­ჯ­ვე­ბას ზე­ი­მობ­და, მთავ­რო­ბის მომ­ხ­რე­ე­ბი კი სრუ­ლი­ად ამა­ოდ ცდი­ლობ­დ­ნენ იმის დამ­ტ­კი­ცე­ბას, რომ ეს მა­თი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბის კი არა, პირ­ველ რიგ­ში, სა­ღი აზ­რის გა­მარ­ჯ­ვე­ბა იყო. თუმ­ცა­ღა, რო­გორც ერთ, ისე მე­რე მხა­რეს ცო­ტა ვინ­მეს­ღა თუ ეპა­რე­ბო­და ეჭ­ვი, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის მი­წას­თან გას­წო­რე­ბის უშუ­ა­ლო მოწ­მე გახ­და. უც­ბად მა­ტიმ ფრენ­სის ურ­ჰარტს მოჰ­კ­რა თვა­ლი, რო­მე­ლიც მარ­ტო ხალ­ხის ზღვის გარ­ღ­ვე­ვას კი არა, აღელ­ვე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის მომ­ხ­რე­ე­ბის კითხ­ვე­ბის­თ­ვის თა­ვის დაღ­წე­ვა­საც ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და.
- ბა­ტო­ნო ურ­ჰარტ! - პა­ლა­ტის ზე­და გა­ლე­რე­ა­ზე ამა­ვალ კი­ბეს­თან და­ე­წია ჟურ­ნა­ლის­ტი მთა­ვარ შოლტს. - მომ­ხ­დარ­თან და­კავ­ში­რე­ბით თქვე­ნი აზ­რის გა­გე­ბა მა­ინ­ტე­რე­სებს!
- არა მგო­ნია, მის სტო­რინ, რომ დღეს აზ­რი სა­ერ­თოდ გა­მაჩ­ნ­დეს. - ფე­ხი ოდ­ნა­ვაც კი არ შე­უ­ნე­ლე­ბია, ისე უპა­სუ­ხა ურ­ჰარ­ტ­მა მა­ტის.
- მე კი­დევ ის არა მგო­ნია, რომ ჩემ­თან ისევ იმ თა­მა­შის - `მთა­ვა­რი შოლ­ტი უარს ამ­ბობს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის პო­ზი­ცი­ის სის­წო­რის და­დას­ტუ­რე­ბა­ზე~ - გაგ­რ­ძე­ლე­ბა გინ­დო­დეთ.
- ამის გა­კე­თე­ბა არც მი­ფიქ­რია, მის სტო­რინ, უმალ შე­ჩერ­და და ჟურ­ნა­ლის­ტის­კენ ღი­მი­ლით შებ­რუნ­და მთა­ვა­რი შოლ­ტი. - ჩანს, მარ­თ­ლა არ ცდე­ბო­დით, რო­ცა მარ­წ­მუ­ნებ­დით, მა­ლე რა­ღაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნ­და მოხ­დე­სო. სა­ინ­ტე­რე­სოა, ახ­ლა რას ფიქ­რობთ? ამის შემ­დეგ რო­გორ­ღა გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი?
- ვფიქ­რობ, დღე­ვან­დე­ლი ჩა­ვარ­დ­ნის შემ­დეგ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს წინ მხო­ლოდ მო­რი­გი კოშ­მა­რე­ბი თუ ელო­დე­ბა.
- კაც­მა რომ თქვას, იმა­ში, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი ხან­და­ხან სა­კუ­თარ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს ცვლის, უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რია, მაგ­რამ რო­ცა ამის გა­კე­თე­ბა და, თა­ნაც, ყვე­ლას თვალ­წინ მხო­ლოდ იმი­ტომ უწევს, რომ ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის დაც­ვა ვე­რაფ­რით შეძ­ლო, მა­შინ... - აზ­რის დას­რუ­ლე­ბა შეგ­ნე­ბუ­ლად აღარ ისურ­ვა ურ­ჰარ­ტ­მა.
- მა­შინ რა? - მა­ინც ჩა­ე­ძია მა­ტი.
- არა­ფე­რი, - თა­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლოდ გა­იქ­ნია მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა. - მე­ტი არა­ფე­რი...
- მა­შინ იქ­ნებ, ის მა­ინც ამიხ­ს­ნათ, ბო­ლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვა რო­გორ­ღა უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო? თქვე­ნი აზ­რით, მა­ინც სა­ი­დან მო­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი?
- მის სტო­რინ...
- ხომ შევ­თან­ხ­მ­დით, რომ მა­ტის და­მი­ძა­ხებ­დით...
- კარ­გი, მა­ტი იყოს... მაგ­რამ მო­დი, იმა­ზეც აქე­დან­ვე შევ­თან­ხ­მ­დეთ, რომ მე, რო­გორც მთა­ვა­რი შოლ­ტი, ძი­რი­თა­დად, სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბებ­სა და პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა რი­გებ­ში დის­ციპ­ლი­ნის დაც­ვა­ზე ვა­გებ პა­სუხს.
- ამა­ზე შე­თან­ხ­მე­ბაც კი არ არის სა­ჭი­რო, სერ.
- მა­შინ ვერ ვხვდე­ბი, ჩემ­გან კი­დევ რი­სი გა­გე­ბა გსურთ ან ჩე­მი კო­ლე­გე­ბის კა­ბი­ნე­ტებ­ში მომ­ხ­დარ­ზე რა­ტომ­ღა მთხოვთ პა­სუხს?
- ანუ ინ­ფორ­მა­ცი­ამ კა­ბი­ნე­ტი­დან გა­მო­ჟო­ნა?
- მე ეს არ მით­ქ­ვამს.
- რა თქმა უნ­და, არ გით­ქ­ვამთ, მაგ­რამ ისე­დაც ცხა­დია, რომ ეს ამ­ბა­ვი სწო­რედ კა­ბი­ნე­ტი­დან მო­დის. ხომ ვერ მეტყ­ვით, მა­ინც ვინ არის იქ ამით და­კა­ვე­ბუ­ლი და რა­ტომ?
- არ ვი­ცი, მა­ტი, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პრე­მი­ე­რი ამის გარ­კ­ვე­ვას აუცი­ლებ­ლად მო­ი­სურ­ვებს.
- ოფი­ცი­ა­ლუ­რად თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად?
- ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ შე­მიძ­ლია.
- ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი თა­ვის კო­ლე­გებს შო­რის გამ­ცე­მის მო­ძებ­ნას პი­რა­დად თქვენ და­გა­ვა­ლებთ, ხომ?
- ოჰ, მა­ტი, მა­ტი, მა­ინც რა სწრა­ფად ხვდე­ბით ყვე­ლა­ფერს.
- მხო­ლოდ თქვე­ნი დახ­მა­რე­ბით, სერ.
- არა, არა! - ხე­ლე­ბი გა­ა­სავ­სა­ვა მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა. - მე თით­ქ­მის არა­ფერ შუ­ა­ში ვარ, რად­გან ამ დას­კ­ვ­ნე­ბამ­დე ჩემს ნათ­ქ­ვამ­ზე მე­ტად თქვე­ნი ლო­გი­კუ­რი მსჯე­ლო­ბის წყა­ლო­ბით მიხ­ვე­დით. ხომ ასეა?
- თუ თა­ვად ასე ინე­ბებთ, სერ, რა თქმა უნ­და.
- იმე­დი მაქვს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ჩემს სა­ხელს სა­ერ­თო­დაც არ და­უ­კავ­ში­რებთ.
- დი­ახ, - კი­დევ ერ­თხელ დაჰ­ყ­ვა მთა­ვა­რი შოლ­ტის სურ­ვილს ჟურ­ნა­ლის­ტი. - ჩვენ­თან, ლო­ბი­ში, ხომ სწო­რედ ასეა მი­ღე­ბუ­ლი. მაგ­რამ მე მა­ინც სა­კითხ­ში სრუ­ლი სიცხა­დის შე­ტა­ნას ვი­სურ­ვებ­დი.
- რაც თქვენ­გან უკ­ვე ოდ­ნა­ვა­დაც კი აღარ მიკ­ვირს.
- მა­შინ კითხ­ვა­საც პირ­და­პირ და­გის­ვათ: ადას­ტუ­რებთ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბის საქ­ცი­ე­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დაწყე­ბა აქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი?
- თუ ჩემს სა­ხელს არ ახ­სე­ნებთ, ვა­დას­ტუ­რებ.
- აუ, რა აურ­ზა­უ­რიც ატყ­დე­ბა! - შეს­ძა­ხა მა­ტიმ, რო­მელ­მაც გა­ზე­თის პირ­ველ გვერ­დ­ზე თა­ვი­სი სტა­ტი­ის უზარ­მა­ზა­რი ასო­ე­ბით აწყო­ბი­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი სა­თა­უ­რი უკ­ვე სრუ­ლი­ად ცხა­დად წარ­მო­იდ­გი­ნა.
- არა­და, 10 ივ­ნი­სის შემ­დეგ თით­ქოს, არც ისე დი­დი დროა გა­სუ­ლი არა, მა­ტი? - კი­ბეს სწრა­ფად აუყ­ვა აშ­კა­რად კმა­ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი შოლ­ტი.
კი­ბე­ზე ავ­ლის შემ­დეგ ფრენ­სის ურ­ჰარ­ტი მომ­ს­ვ­ლელ­თათ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ გა­ლე­რე­ა­ში აღ­მოჩ­ნ­და, სა­დაც საკ­მა­ოდ ვიწ­რო სკა­მე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან იმ­დე­ნად მჭიდ­რო­დაც იყო მიდ­გ­მუ­ლი, რომ პა­ლა­ტის სხდო­მე­ბის­თ­ვის თვალყუ­რის დევ­ნე­ბის მსურ­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თავს მარ­ტო ცო­ტა უხერ­ხუ­ლად კი არა, საკ­მა­ოდ მო­უ­ხერ­ხებ­ლა­დაც გრძნობ­დ­ნენ ხოლ­მე. მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა დამ­ს­წ­რეთ გა­და­ხე­და და მზე­რა ორ ჩა­ს­კ­ვ­ნილ ქალს შო­რის ჩა­ჭე­დილ ტან­და­ბალ ინ­დო­ელ მა­მა­კაც­ზე, ფირ­და­უს ჯაბ­ვა­ლა­ზე შე­ა­ჩე­რა. მა­მა­კა­ცი უმალ ფეხ­ზე წა­მოდ­გა და ცო­ტა ხან­ში ორი­ვე ვიწ­რო დე­რე­ფან­ში გა­ვი­და.
- ბა­ტო­ნო ურ­ჰარტ, - მა­შინ­ვე და­იწყო ინ­დო­ე­ლე­მა, - სერ, დიდ­ზე დი­დი მად­ლო­ბა, რომ აქ მოხ­ვედ­რის სა­შუ­ალე­ბა მო­მე­ცით. უნ­და გითხ­რათ, რომ ეს სა­ათ-ნა­ხე­ვა­რი ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და შე­მეც­ნე­ბი­თი იყო. ად­გი­ლიც მთლად მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი რო­დი შემ­ხ­ვ­და...
- ვწუხ­ვარ, რომ შე­სა­ფე­რი­სად ვე­რაფ­რით მო­გაწყ­ვეთ, ბა­ტო­ნო ჯაბ­ვა­ლა. - ცალ­ყ­ბად გა­უ­ღი­მა ინ­დო­ელს მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა.
ამის შემ­დეგ მა­მა­კა­ცე­ბი ფო­ი­ე­ში ჩა­ვიდ­ნენ, სა­დაც ჯაბ­ვა­ლამ თემ­თა პა­ლა­ტის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის­თ­ვის ჩა­ბა­რე­ბუ­ლი შა­ვი ტყა­ვის დიპ­ლო­მა­ტი აიღო.
- სა­სი­ა­მოვ­ნოა იმის აღი­ა­რე­ბა, რომ ჩვენ, ბრი­ტა­ნე­ლებს, სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბის უბ­რა­ლო მუ­შა ყმაწ­ვი­ლე­ბის­თ­ვის ნდო­ბა ჯერ კი­დევ შეგ­ვიძ­ლია. - სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით დას­ძი­ნა მან შემ­დეგ და ჩე­მო­დანს ხე­ლი ფრთხი­ლად გა­და­უს­ვა.
- სავ­სე­ბით გე­თან­ხ­მე­ბით, - მი­უ­გო მას ურ­ჰარ­ტ­მა, რო­მე­ლიც `უბ­რა­ლო მშრო­მელ ყმაწ­ვი­ლებს~ კი არა, თა­ვად ჯაბ­ვა­ლა­სა და მის­თა­ნებ­საც არა­ფერ­ში ენ­დო­ბო­და, მაგ­რამ რა უნ­და ექ­ნა, თუ­კი ამომ­რ­ჩე­ველ­მა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას მათ პარ­ტი­ას 500 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი შეს­წი­რა და სა­ნაც­ვ­ლოდ მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში თემ­თა პა­ლა­ტა­ში პი­რის­პირ სა­სა­უბ­როდ მი­ღე­ბა სთხო­ვა.
- ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი დაგ­რ­ჩე­ბით, თუ ცო­ტა ხნით გავ­ჩერ­დე­ბით და გავ­ჩუმ­დე­ბით კი­დეც ამ ის­ტო­რი­ულ დარ­ბაზ­ში, სა­დაც ჩარლზ I გა­ა­სა­მარ­თ­ლეს და სა­დაც ჩერ­ჩი­ლის ნეშ­ტი გა­ნის­ვე­ნებს. - სთხო­ვა ჯაბ­ვა­ლამ მთა­ვარ შოლტს ვეს­ტ­მის­ტე­რის დარ­ბა­ზის მუ­ხის თა­ღის ქვეშ გავ­ლი­სას.
პა­სუ­ხად ურ­ჰარტს სა­ხე­ზე მხო­ლოდ მოწყა­ლე ღი­მილ­მა გა­და­ურ­ბი­ნა, რაც ინ­დო­ელს არ გა­მორ­ჩე­ნია, მაგ­რამ არ კი შე­იმ­ჩ­ნია და ისევ უწინ­დე­ბუ­რად გულ­მ­ხურ­ვა­ლედ გა­ნაგ­რ­ძო:
- უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, ჩე­მი თხოვ­ნა პო­ზი­ო­რო­ბად არ ჩა­მით­ვა­ლოთ, ბა­ტო­ნო ურ­ჰარტ. ჩე­მი ოჯა­ხის ბრი­ტა­ნულ ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა 250 წლის წინ და­იწყო, რო­ცა ფრი­ად პა­ტივ­ცე­მუ­ლი კომ­პა­ნია `ისტ-ინ­დო­ეთ კომ­პა­ნი~ და ლორდ კლა­ი­ვი ჩე­მი წი­ნაპ­რე­ბის რჩე­ვე­ბით სარ­გებ­ლობ­დ­ნენ და მათ­გან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფუ­ლად თან­ხებ­საც ხში­რად სეს­ხუ­ლობ­დ­ნენ. იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებს ინ­დო­ე­თის მთავ­რო­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­სა­მარ­თ­ლო და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ორ­გა­ნო­ებ­ში ყო­ველ­თ­ვის პრეს­ტი­ჟუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვათ...
- ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ ასე იქ­ნე­ბო­და. - უკ­ვე საკ­მა­ოდ აგ­ზ­ნე­ბულ სტუ­მარს თა­ვა­დაც დრო­უ­ლად შე­აშ­ვე­ლა სიტყ­ვა მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა. ჯაბ­ვა­ლამ კი თა­ვი სევ­დი­ა­ნად და­ხა­რა და ხმა­შიც საკ­მა­ოდ სევ­დი­ა­ნი ნო­ტე­ბი გა­მო­უ­რია:
- მაგ­რამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, ბა­ტო­ნო ურ­ჰარტ, ჩვენს ოდეს­ღაც დი­ად სუბ­კონ­ტი­ნენ­ტ­ზე თან­და­თან ისევ მძი­მე დრომ და­ი­სად­გუ­რა. მუ­სლი­მა­ნე­ბი ინ­დუ­სე­ბის, მუ­შე­ბი მე­წარ­მე­ე­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბი კი მას­წავ­ლებ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ აამ­ხედ­რეს. შე­საძ­ლოა, არ და­მე­თან­ხ­მოთ, მაგ­რამ მა­ინც უნ­და გითხ­რათ, რომ ინ­დო­ე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დღეს მყო­ფი გან­დე­ბის დი­ნას­ტია ბევ­რად უფ­რო ნაკ­ლე­ბად შთა­გო­ნე­ბუ­ლი და ბევ­რად უფ­რო მე­ტად კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, ვი­საც ჩე­მი ოჯა­ხი კო­ლო­ნი­ა­ლურ პე­რი­ოდ­ში ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მე კულ­ტუ­რუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბა პარ­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ, რო­მელ­საც ინ­დო­ე­თის დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში დი­დად რო­დი ულ­ხინს. მა­გა­ლი­თად, ჩე­მი ოჯა­ხის ქო­ნე­ბა იმ­დე­ნად საგ­რ­ძ­ნობ­ლა­დაც კი შემ­ცირ­და, რომ საცხოვ­რებ­ლად ბრი­ტა­ნეთ­ში, იქ, სა­დაც ჩე­მი მა­მა-პა­პა აღი­ზარ­და და გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო, გად­მოს­ვ­ლა გა­დავ­წყ­ვი­ტე. ისიც სრუ­ლი­ად გუ­ლახ­დი­ლად უნ­და გითხ­რათ, ბა­ტო­ნო ურ­ჰარტ, რომ აქ თავს რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლ­ში, ისე ვგრძნობ. ყო­ველ­დღე იმის ბედ­ნი­ე­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბით ვიღ­ვი­ძებ, რომ დი­დი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე ვარ, ჩე­მი შვი­ლე­ბი კი გა­ნათ­ლე­ბას აქა­ურ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში იღე­ბენ.


გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვა