მში­შა­რა მა­მა­კა­ცე­ბი და გა­მოც­დი­ლი ქა­ლე­ბი ანუ ცო­ტა რამ ბო­ტოქ­სის შე­სა­ხებ
font-large font-small
მში­შა­რა მა­მა­კა­ცე­ბი და გა­მოც­დი­ლი ქა­ლე­ბი ანუ ცო­ტა რამ ბო­ტოქ­სის შე­სა­ხებ
მამაკაცი ტკი­ვილს ძნე­ლად უძ­ლებს

დღეს­დღე­ო­ბით, სა­ხე­ზე გა­ჩე­ნილ სი­ბე­რის პირ­ველ ნიშ­ნებს თქვენ­თ­ვის გან­წყო­ბი­ლე­ბის გა­ფუ­ჭე­ბა აღარ შე­უძ­ლია, თუ ინი­ექ­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის­თ­ვის საკ­მა­რი­სი თან­ხა გაქვთ. ნა­ო­ჭე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მე­თო­დი ბო­ტოქ­სი და ფი­ლე­რია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბო­ტოქ­სის ინი­ექ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ჭორ-მარ­თა­ლია გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, რაც დერ­მა­ტო-კოს­მე­ტო­ლოგ ნი­ნო ნიშ­ნი­ა­ნი­ძეს­თან გა­და­ვა­მოწ­მეთ. ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­და, მათ შო­რის ის, რომ სხვა­დას­ხ­ვა სა­ლონ­ში, 30-40 ლა­რად ტუ­ჩის გა­დი­დე­ბის მიზ­ნით გა­კე­თე­ბულ­მა A და E ვი­ტა­მინ­მა შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენ­ტი სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გამ­დე მი­იყ­ვა­ნოს: 2 წუთ­ში გა­დი­დე­ბულ ტუჩს მოჰ­ყ­ვე­ბა გარ­თუ­ლე­ბა, იწყე­ბა ქსო­ვი­ლის ფიბ­რო­ზი და სა­ჭი­რო ხდე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა... ასე რომ, თქვენს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­სა და სი­ლა­მა­ზეს საფ­რ­თხეს ნუ შე­უქ­მ­ნით...

- რა თქმა უნ­და, სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლებ­თან შე­და­რე­ბით, სა­ხე უფ­რო ად­რე იწყებს და­ბე­რე­ბას, რად­გან მას­ზე პირ­და­პირ ზე­მოქ­მე­დე­ბენ გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი... ზო­გი ადა­მი­ა­ნი მწვე­ლია, ზო­გი - ალ­კო­ჰო­ლის მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი, რაც სა­ხე­ზე მე­ტად აისა­ხე­ბა და ნა­ო­ჭე­ბი ნა­ად­რე­ვად (27-28 წლი­დან) ჩნდე­ბა. სა­ერ­თოდ, 25 წლის შემ­დეგ, აუცი­ლე­ბე­ლია, რომ სა­ხეს სხვა­დას­ხ­ვა სა­შუ­ა­ლე­ბით მივ­ხე­დოთ: მე­ზო­თე­რა­პი­ით, ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცი­ით და ა. შ. ასე­ვე - ბო­ტოქ­სით, რო­მე­ლიც ძალ­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი და ცნო­ბი­ლია.
- ვიდ­რე ბო­ტოქ­ს­ზე დაწ­ვ­რი­ლე­ბით გკითხავ­დეთ, მა­ინ­ტე­რე­სებს: ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით (ხი­ლის, ბოს­ტ­ნე­უ­ლის ნიღ­ბე­ბით) იოლად ვერ "გა­მოვ­ძ­ვ­რე­ბით"?
- ამით ნამ­დ­ვი­ლად ვერ "გა­მოვ­ძ­ვ­რე­ბით", მაგ­რამ ცუ­დი არ არის: გა­ზაფხულ­სა თუ შე­მოდ­გო­მა­ზე, კანს ვი­ტა­მი­ნე­ბი აკ­ლია. ამი­ტომ სხვა­დას­ხ­ვა ხი­ლი სა­სარ­გებ­ლოა. მა­გა­ლი­თად - მარ­წყ­ვი ბევრ ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს, რო­მე­ლიც კანს ამ­კ­ვ­რი­ვებს, მის სტრუქ­ტუ­რას თა­ვი­სუ­ფა­ლი რა­დი­კა­ლე­ბის­გან იცავს და გარ­კ­ვე­ულ ეტაპ­ზე, შე­საძ­ლოა, და­ბე­რე­ბის პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­როს, ოღონდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ კანს და­ბე­რე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა ნა­ად­რე­ვად აქვს დაწყე­ბუ­ლი. რა თქმა უნ­და, ჯო­ბია, რომ კანს კოს­მე­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვით მივ­ხე­დოთ, ვიდ­რე - სახ­ლის პი­რო­ბებ­ში.
- დღეს­დღე­ო­ბით ბო­ტოქ­სის ინი­ექ­ცი­ის ბუ­მია. რა შე­უძ­ლია ბო­ტოქსს?
- ბო­ტოქ­სის ინი­ექ­ცია მი­მი­კურ ნა­ო­ჭებს ას­წო­რებს: ხდე­ბა კუნ­თის გაშ­ლა, გა­შე­შე­ბა, რა­საც ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი მოჭ­მუჭ­ნი­ლი კა­ნის გას­წო­რე­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა; ნა­ო­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც, თვა­ლის ირ­გ­ვ­ლივ, შუბ­ლის არე­ში, წარ­ბებს შო­რის გვაქვს, სწორ­დე­ბა. ბო­ტოქ­სის ბუ­მი იმი­ტომ არის, რომ ნაზ ნა­ო­ჭებს ძა­ლი­ან კარ­გად ერე­ვა, რა­საც ფი­ლერ­ზე ვერ ვიტყ­ვით. ასე­ვე, ბო­ტოქ­სით ხდე­ბა წარ­ბის კუთხის აწე­ვა, ფორ­მის შეც­ვ­ლა... ასე რომ, ბუ­მი ტყუ­ი­ლად არ არის.
- ბო­ტოქ­სის გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბევ­რი და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა: თით­ქოს თავ­ბ­რუს­ხ­ვე­ვას, მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას იწ­ვევს... შე­საძ­ლოა, რომ პა­ცი­ენტს ასე­თი რამ მარ­თ­ლაც და­ე­მარ­თოს?
- "ბო­ტოქ­სი" ზო­გა­დი სა­ხელ­წო­დე­ბაა. მას რამ­დე­ნი­მე ანა­ლო­გი აქვს - საკ­მა­ოდ კარ­გი ბრენ­დია და ძა­ლი­ან კარგ ეფექტს გვაძ­ლევს, მაგ­რამ ინი­ექ­ცია აუცი­ლებ­ლად დერ­მა­ტო-კოს­მე­ტო­ლოგ­მა და ექიმ­მა უნ­და გა­ა­კე­თოს, ვინც სა­ხის ანა­ტო­მია იცის, რად­გან ბო­ტოქ­სი კუნ­თის საპ­რო­ექ­ციო ზო­ნა­ში უნ­და გა­კეთ­დეს.Aარასწორად გა­კე­თე­ბი­სას, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ფტო­ზი და მხედ­ვე­ლო­ბა გა­ა­უ­ა­რე­სოს; შე­საძ­ლოა, წარ­ბის, ზე­და ქუ­თუ­თოს ჩა­მოშ­ვე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და კი­დევ სხვა­დას­ხ­ვა პრობ­ლე­მამ იჩი­ნოს თა­ვი... ის, რომ ბო­ტოქ­სი თავ­ბ­რუს­ხ­ვე­ვას, მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას იწ­ვევს, სი­მარ­თ­ლე არ არის: თუ დო­ზა სწო­რა­დაა შერ­ჩე­უ­ლი - აღე­ბუ­ლია თე­რა­პი­უ­ლი დო­ზა, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტულ პა­ცი­ენტს სჭირ­დე­ბა და სწორ საპ­რო­ექ­ციო ზო­ნა­შია გა­კე­თე­ბუ­ლი, არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ მოჰ­ყ­ვე­ბა. ბო­ტოქ­სის ინი­ექ­ცი­ის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, პა­ცი­ენტს ვე­უბ­ნე­ბით, რომ 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ წა­მოწ­ვეს, თა­ვი არ და­ღუ­ნოს. აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ექი­მის რჩე­ვე­ბი, რად­გან პრე­პა­რატს დი­ფუ­ზი­ის უნა­რი აქვს, ამან თა­ვის და­ღუნ­ვი­სას შე­იძ­ლე­ბა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. ბო­ტოქ­სის ერთ-ერ­თი ანა­ლო­გი, თავ­და­პირ­ვე­ლად, ოფ­თალ­მო­ლო­გი­ა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ასე­ვე, შა­კი­კის დროს ტკი­ვილს ხსნის. ბო­ტოქსს ვი­ყე­ნებთ, რო­ცა პა­ცი­ენტს იღ­ლი­ე­ბის, ხე­ლის­გუ­ლე­ბის, ფე­ხის­გუ­ლე­ბის არე­ში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ოფ­ლი­ა­ნო­ბა აწუ­ხებს. ასე რომ, ეს­თე­ტი­კუ­რის გარ­და, სამ­კურ­ნა­ლო ეფექ­ტიც აქვს.
- ბო­ტოქ­სის ინი­ექ­ცი­ის შემ­დ­გომ, კი­დევ რა უნ­და გა­ა­კე­თოს ან რის­გან შე­ი­კა­ვოს თა­ვი პა­ცი­ენ­ტ­მა?
- ინი­ექ­ცი­ი­დან 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 წუთ­ში ერ­თხელ, კუნ­თო­ვა­ნი მი­მი­კა უნ­და დატ­ვირ­თოს. 2 კვი­რა მა­ინც, არ მი­ი­ღოს ალ­კო­ჰო­ლი, სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რად­გან ბო­ტოქსს მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტი 10-14 დღე­ში აქვს. ბო­ტოქ­სი 4-6 თვის ინ­ტერ­ვა­ლით კეთ­დე­ბა, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით, ზაფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი - 3-4 თვეს ძლივს ძლებს, რად­გან მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას (სო­ლა­რი­უმს, მზე­ზე გა­რუჯ­ვას) ვერ უძ­ლებს. ამი­ტომ ვინც ბო­ტოქ­სის ინი­ექ­ცი­ას ზაფხულ­ში იკე­თებს, ვაფ­რ­თხი­ლებთ - არ ელო­დოთ, რომ ეფექ­ტი 4 თვე მყა­რად გექ­ნე­ბათ-თქო. ზამ­თარ­ში გა­კე­თე­ბულ ბო­ტოქ­სის ინი­ექ­ცი­ას 6-7 თვეც გა­უძ­ლია.
- ბო­ტოქ­სის ინი­ექ­ცი­ის გა­სა­კე­თებ­ლად ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­დის?
- უამ­რა­ვი მო­დის, მაგ­რამ სხვა­თა შო­რის, თვი­თონ­ვე გე­უბ­ნე­ბი­ან - თუ არ მჭირ­დე­ბა, არ გა­მი­კე­თო, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, სხვა რა­მით შევ­ც­ვა­ლო­თო... რა­ტომ­ღაც, ბევრს ეში­ნია. გვე­კითხე­ბი­ან: - მა­ინც ტოქ­სი­ნია, რას გა­მო­იწ­ვევს? ხომ არა­ფე­რი დაგ­ვე­მარ­თე­ბაო? ეს არის ბო­ტუ­ლო­ტოქ­სი­ნი, კი, ბა­ტო­ნო, მაგ­რამ გან­ზა­ვე­ბა­დი ბო­ტუ­ლო­ტოქ­სი­ნია, რო­მელ­საც ორ­გა­ნიზ­მ­ში შეყ­ვა­ნი­სას არა­ნა­ი­რი ტოქ­სი­კუ­რო­ბა არ გა­აჩ­ნია. ცხა­დია, თუ პა­ცი­ენტს არ სჭირ­დე­ბა, არ ვუ­კე­თებთ. შე­საძ­ლოა, თა­ვად ფიქ­რობ­დეს, რომ სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ის ეფექ­ტი, რაც მას სურს, შე­იძ­ლე­ბა, მე­ზო­თე­რა­პი­ით, ფი­ლე­რით, სხვა­დას­ხ­ვა ინი­ექ­ცი­უ­რი მე­თო­დით მი­ვი­ღოთ.
- აღ­ნიშ­ნეთ, ბო­ტოქ­სი უფ­რო ძლი­ე­რია, ვიდ­რე ფი­ლე­რიო, თუმ­ცა ტუ­ჩე­ბის მიმ­დე­ბა­რე არე­ში ბო­ტოქ­სის ინი­ექ­ცი­ას არ აკე­თებთ. რა­ტომ?
- ვა­კე­თებთ, მაგ­რამ ბო­ტოქ­სი ღრმა ნა­ო­ჭებს არ ავ­სებს, სა­ხის ქვე­და მე­სა­მედ­ში კი - "მა­რი­ო­ნე­ტის ხა­ზე­ბი" (ცხვირ-ტუ­ჩის ნა­ო­ჭე­ბი) უფ­რო მე­ტა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი. ასე­თი ღრმა დე­ფექ­ტი სპე­ცი­ა­ლუ­რი გე­ლით უნ­და ამო­ივ­სოს - და­ჭიმ­ვა არ შვე­ლის, რად­გან კუნ­თის პრობ­ლე­მა არ არის. ესაა უბ­რა­ლოდ, ნა­ო­ჭი, რო­მე­ლიც მი­მი­კუ­რია და იქ ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი ჩა­ვარ­დ­ნი­ლია ან ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის დე­ფი­ცი­ტია. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­სი ამოვ­სე­ბა ხდე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ფი­ლე­რით. ექი­მი აფა­სებს და ურ­ჩევს, სხვა­დას­ხ­ვა ზო­ნა­ზე რო­მე­ლი პრო­ცე­დუ­რა იქ­ნე­ბა ეფექ­ტი­ა­ნი.
- ერთ ჯერ­ზე, ინი­ექ­ცი­ის შეყ­ვა­ნა რამ­დე­ნი­მე ზო­ნა­ზე შე­იძ­ლე­ბა?
- კი, თა­ვი­სუფ­ლად. მა­გა­ლი­თად, ბო­ტოქ­სის ინი­ექ­ცი­ის გა­კე­თე­ბა სა­ხის ზე­და და კის­რის არე­შიც ერთ ჯერ­ზე შე­იძ­ლე­ბა, ეს ხელს არა­ფერს უშ­ლის, არა­ფერს აფუ­ჭებს.
- მკითხ­ვე­ლი ცო­ტა უკეთ გა­ვარ­კ­ვი­ოთ - რა არის ფი­ლე­რი?
- ფი­ლე­რი - ესაა ბუ­ნებ­რი­ვი, ჰი­ა­ლე­რო­ნის მჟა­ვის შემ­ც­ვე­ლი გე­ლე­ბი, რო­მე­ლიც კან­ში შეყ­ვა­ნი­სას იწყებს წყლის მო­ლე­კუ­ლის მი­ზიდ­ვას. ამის ფონ­ზე, კა­ნი იჯირ­ჯ­ვე­ბა, გა­ჯირ­ჯ­ვე­ბის ად­გი­ლას ნა­ო­ჭი სწორ­დე­ბა, ივ­სე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხის ოვა­ლიც ფორ­მას იც­ვ­ლის. ფი­ლე­რე­ბი არის გა­წო­ვა­დი და გა­უ­წო­ვა­დი. გა­წო­ვა­დი სწო­რედ ეს ბუ­ნებ­რი­ვი ფი­ლე­რე­ბია, რო­მელ­საც ვი­ყე­ნებთ. გა­უ­წო­ვად, ბი­ო­ჰო­ლი­მე­რულ ფი­ლე­რებს (რო­მე­ლიც მუდ­მი­ვი­ა) არ ვი­ყე­ნებთ. მა­გა­ლი­თად, პა­ცი­ენ­ტი ცხვირ-ტუ­ჩის ჩა­ვარ­დ­ნი­ლი ხა­ზე­ბით მო­დის და შევ­სე­ბუ­ლით მი­დის. ეფექ­ტი მა­შინ­ვე აქვს, მე­ა­თე-მე­თორ­მე­ტე დღეს კი­დევ უფ­რო უკე­თე­სად გა­მო­ხა­ტუ­ლია, პა­ცი­ენტს მოს­წონს.
- გვითხა­რით, ამ­ჟა­მად, რო­გო­რი ფორ­მის სა­ხეა მო­დუ­რი?
- წი­ნათ, მთა­ვა­რი იყო, დი­დი ტუ­ჩე­ბი ჰქო­ნო­დათ, ახ­ლა - არა. ახ­ლა უნ­დათ, რომ ხე­ლოვ­ნუ­რო­ბა არ ეტყო­ბო­დეთ, ბუ­ნებ­რი­ვად ჰქონ­დეთ. სურთ, მხო­ლოდ კონ­ტუ­რი გა­ი­კე­თონ, რომ შე­სამ­ჩ­ნე­ვი არ იყოს. ოდ­ნავ შე­მაღ­ლე­ბუ­ლი ყვრი­მა­ლე­ბი ძა­ლი­ან მოს­წონთ. რა თქმა უნ­და, თუ პა­ცი­ენტს უხ­დე­ბა და თუ და­ჟი­ნე­ბით გვთხოვს, ვუ­კე­თებთ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ცხვირ-ტუ­ჩის ნა­ო­ჭე­ბის ამოვ­სე­ბა სულ მო­და­შია, მაგ­რამ რო­ცა პა­ცი­ენ­ტი ყვრი­მალს "ი­კე­თებს", ცხვირ-ტუ­ჩის ნა­ო­ჭიც ოდ­ნავ სწორ­დე­ბა. ასე რომ, ნა­ო­ჭი თუ ძა­ლი­ან გა­მო­ხა­ტუ­ლი არაა, მას ფი­ლე­რით აღარ "ი­კე­თებს".
- არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბი თუ მო­დი­ან?
- მო­დი­ან, მაგ­რამ არ ვი­ღებთ. სა­ერ­თოდ, აკ­რ­ძა­ლუ­ლი არ არის, მაგ­რამ სა­სურ­ვე­ლია, პრო­ცე­დუ­რე­ბი 18 წლის ზე­მოთ ასა­კის ადა­მი­ა­ნებს გა­უ­კეთ­დეთ. 12-13 წლის ბავშვს რად უნ­და?! ყო­ველ­თ­ვის მშობ­ლე­ბის გა­რე­შე, ჩუ­მად მოგ­რო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით მო­დი­ან, მაგ­რამ არ ვუ­კე­თებთ. რომ ვე­უბ­ნე­ბით, მშო­ბე­ლი მო­იყ­ვა­ნე-თქო, გვპა­სუ­ხო­ბენ, - ფუ­ლიც მაქ­ვ­სო. თუ მშო­ბელ­თან ერ­თად მო­დის, სი­ტუ­ა­ცი­ას ვუხ­ს­ნით და არას­რულ­წ­ლო­ვან პა­ცი­ენტს ხელს არ ვკი­დებთ.
- სა­ინ­ტე­რე­სოა, არას­რულ­წ­ლოვ­ნებს რა სურთ?
- დი­დი ტუ­ჩე­ბი.
- ბო­ტოქ­სი თუ ფი­ლე­რი რა ასა­კი­დან კარ­გავს ეფექტს და რო­დის ხდე­ბა სა­ჭი­რო პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია?
- ასე ვერ იტყ­ვი: 50 წლის ქალ­ბა­ტო­ნი მო­სუ­ლა, რო­მელ­საც აღ­ნა­გო­ბაც და სა­ხეც ისე­თი კარ­გი ჰქო­ნია, რომ მხო­ლოდ თვა­ლის ირ­გ­ვ­ლივ გა­უ­კე­თე­ბია ბო­ტოქ­სი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ 40-45 წლის ისე­თი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მო­დი­ან, რომ 55-ის მგო­ნია. ამი­ტომ ქი­რურ­გ­თან გაგ­ვიშ­ვია. ქირურგსაც გა­მო­უშ­ვია ჩვენ­თან 50 წლის პა­ცი­ენ­ტი - ამას ბო­ტოქ­სის გარ­და არა­ფე­რი უნ­და ან ფი­ლე­რიც კი გა­უს­წო­რებს დე­ფექ­ტ­სო. ალ­ბათ, სა­ხის მოვ­ლის კულ­ტუ­რა მა­ღალ დო­ნე­ზე რომ იყოს (და მგო­ნი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უკ­ვე არის), ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის დახ­მა­რე­ბა უფ­რო გვი­ან დაგ­ვ­ჭირ­დე­ბო­და.
- ამ­ბო­ბენ, თით­ქოს ინი­ექ­ცი­ის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გას­ვ­ლის მე­რე, კა­ნი კი­დევ უფ­რო ეშ­ვე­ბა, ვიდ­რე ინი­ექ­ცი­ის გა­კე­თე­ბამ­დე.
- გა­მო­რიცხუ­ლია, პი­რი­ქით - კუნთს ინა­ხავს, კანს გა­მოშ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს, წყლით აჯირ­ჯ­ვებს... ვინც მო­დის, ყვე­ლა ამას გვე­კითხე­ბა, - კა­ნი მარ­თ­ლა უარე­სად ხომ არ გვექ­ნე­ბა, მე­რე ინი­ექ­ცია რომ ვე­ღარ გა­ვი­კე­თო­თო?
- პა­ცი­ენ­ტებ­თან კუ­რი­ო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი გექ­მ­ნე­ბათ ხოლ­მე?
- მა­მა­კა­ცე­ბი მო­დი­ან, რომ­ლე­ბიც თავ­ზე თმის მე­ზო­თე­რა­პი­ას იკე­თე­ბენ (მე­ზო­თე­რა­პია თმის ფო­ლე­კუ­ლის ზრდა­ზე, ხა­რის­ხ­ზე, სტრუქ­ტუ­რა­ზე ძა­ლი­ან კარ­გად მოქ­მე­დებს). ვუხ­ს­ნით, რომ პრო­ცე­დუ­რა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია და შე­იძ­ლე­ბა, ვერ გა­უძ­ლონ (თავ­ში პა­ტა­რა, წვრი­ლი ნემ­სე­ბით ვა­კე­თებთ). ვაჟ­კა­ცუ­რად გვპა­სუ­ხო­ბენ, - რო­გორ ვერ გა­ვუძ­ლებ­თო, მაგ­რამ რო­გორც კი პრო­ცე­დუ­რის გა­სა­კე­თებ­ლად წვე­ბი­ან, სულ "ვაი, დე­დას" იძა­ხი­ან (ი­ცი­ნის). იმ დღის მე­რე, ისე სტკი­ვათ, რომ აღარც მო­დი­ან.
- ქალ­ბა­ტო­ნე­ბი უფ­რო გუ­ლა­დე­ბი არი­ან?
- ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ხმას არ იღე­ბენ.Aმამაკაცი ტკი­ვილს ძნე­ლად უძ­ლებს. ფი­ლე­რიც გა­უ­კე­თე­ბი­ათ, ბო­ტოქ­სიც... კა­ცი ას­ჯერ და­რე­კავს - პა­ტა­რა სი­ლურ­ჯე მაქვს და ნე­ტავ, რა­ტომ? ასე ხომ არ დამ­რ­ჩე­ბაო? ქალ­ბა­ტო­ნე­ბი უფ­რო გა­მოც­დი­ლე­ბი არი­ან, არც გვა­წუ­ხე­ბენ...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
984 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი