ადა­მი­ან­მა არ­ჩე­ვა­ნი უფალ­ზე უნ­და შე­ა­ჩე­როს
font-large font-small
ადა­მი­ან­მა არ­ჩე­ვა­ნი უფალ­ზე უნ­და შე­ა­ჩე­როს
გან­ვაგ­რ­ძობთ სა­უ­ბარს მა­ტე­რი­ა­ლუ­რის, სიმ­დიდ­რი­სა და ქო­ნე­ბის მო­პო­ვე­ბის სწრაფ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით...

- რო­გორ უნ­და გა­ნეწყოს ადა­მი­ა­ნი სი­ღა­რი­ბის მი­მართ, რომ სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბას არ მი­ე­ცეს? ვი­ცით, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გა­სა­ჭი­რი ბევრს სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა­ში აგ­დებს...
მა­მა მა­კა­რი:
- არა მარ­ტო სი­ღა­რი­ბე, არა­მედ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ცაა ადა­მი­ა­ნი, უნ­და მი­ი­ღოს ღვთის­გან. თუ ღა­რი­ბია და შე­უძ­ლია ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, ეს არ ეკ­რ­ძა­ლე­ბა. არ უნ­და იფიქ­როს, რად­გან ღა­რი­ბია, ეს ღმერ­თ­მა მის­ცა და აუცი­ლე­ბე­ლია, ამ ყო­ფა­ში იყოს მუ­დამ. ასე არ არის, მაგ­რამ თუ შე­უძ­ლე­ბე­ლია მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, მი­ი­ღოს ისე, რომ ეს მი­სი სუ­ლის­თ­ვი­საა აუცი­ლე­ბე­ლი. სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა აუცი­ლებ­ლად უნ­და მოხ­დეს კა­ნო­ნი­ე­რი გზე­ბით, რაც არ ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა ღვთის მცნე­ბებს. ამ გზით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სიმ­დიდ­რის მო­პო­ვე­ბა ცოდ­ვა არ არის. შე­უძ­ლია, ეს სიმ­დიდ­რე გა­მო­ი­ყე­ნოს რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის, ასე­ვე სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის ანუ ადა­მი­ან­მა ყო­ველ­თ­ვის უნ­და იშ­რო­მოს და შრო­მის შე­დეგს მო­ე­ლო­დეს ღვთის­გან.
- სა­ხა­რე­ბა გა­ვიხ­სე­ნოთ, სა­დაც მდი­და­რი ჭა­ბუ­კი ეკითხე­ბა მაცხო­ვარს - რა ვქნა, რომ სა­უ­კუ­ნო ცხოვ­რე­ბა და­ვიმ­კ­ვიდ­როო? რა­ზეა ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი სა­ხა­რე­ბის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში?
- ამ მო­ნაკ­ვეთ­ში მოთხ­რო­ბი­ლია, რო­დე­საც უფალ­თან მი­დის მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი და ეუბ­ნე­ბა: მოძღ­ვა­რო სა­ხი­ე­რო, რაი ვქნა, რომ ცხოვ­რე­ბა სა­უ­კუ­ნო და­ვიმ­კ­ვიდ­როო. პირ­ველ რიგ­ში და­ვაკ­ვირ­დეთ ამ ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბას, - გა­იქ­ცა, რო­დე­საც მაცხო­ვა­რი და­ი­ნა­ხა და მუხ­ლებ­ზე და­ე­ცა. ჩანს, რომ მას მარ­თ­ლა აინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ ეცხოვ­რა, რომ ღვთივ­სათ­ნო ყო­ფი­ლი­ყო. ერ­თი შე­ხედ­ვით, ჭა­ბუ­კი არ იყო ამ­პარ­ტა­ვა­ნი და პა­ტივ­მოყ­ვა­რე თა­ვი­სი სიმ­დიდ­რის გა­მო, - მი­ირ­ბი­ნა და მუხ­ლებ­ზე და­ე­ცა მაცხოვ­რის წი­ნა­შე. უფალ­მა ჰკითხა: - მცნე­ბე­ბი იცი? და ჩა­მო­უთ­ვა­ლა ის მცნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მო­სეს სჯუ­ლით მი­ე­ცათ ადა­მი­ა­ნებს. უფალ­მა მშვე­ნივ­რად უწყო­და, ეს ჭა­ბუ­კი აღას­რუ­ლებ­და თუ არა ღვთის მცნე­ბებს, მაგ­რამ მა­ინც ჰკითხა, რა­თა თა­ვად ეპა­სუ­ხა და მი­სუ­ლი­ყო იქამ­დე, რომ სა­ბო­ლოო ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა უფ­ლის მი­სა­ღე­ბად. ჭა­ბუკ­მა სწრა­ფად უპა­სუ­ხა: ამ ყვე­ლა­ფერს ახალ­გაზ­რ­დო­ბი­დან ვა­კე­თებ და რა­ღა მაკ­ლიაო? და­ვუკ­ვირ­დეთ ერთ რა­მეს: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუხ­ლ­ზე და­ე­ცა მაცხოვ­რის წინ, უკ­ვე მა­ინც ჩანს მი­სი ამ­პარ­ტავ­ნე­ბა, რად­გან ამ­ბობს, - ცოდ­ვე­ბი არ მაქვს და რა­ღა მაკ­ლიაო? ანუ თა­ვი უკ­ვე სრულ­ყო­ფილ ადა­მი­ა­ნად წარ­მო­ედ­გი­ნა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაცხოვ­რის­გან ასეთ პა­სუხს ელო­და - არა­ფე­რი გაკ­ლია, ასე გა­აგ­რ­ძე­ლე და სა­სუ­ფე­ველს და­იმ­კ­ვიდ­რე­ბო, მაგ­რამ ასე არა­სო­დეს ხდე­ბა, ადა­მი­ა­ნი თუ რა­ი­მეს მი­აღ­წევს სუ­ლი­ე­რე­ბა­ში, კი­დევ მე­ტი ნა­ბი­ჯი უნ­და გა­დად­გას, რად­გან უფა­ლი ბრძა­ნებს: `ი­ყავ შენ სრულ, ვით­ცა მა­მაი შე­ნი ზე­ცა­თაი სრულ არს~. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ან­მა უფ­ლის მსგავს სრულ­ყო­ფი­ლე­ბას მი­აღ­წი­ოს, მაგ­რამ გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი სწრაფ­ვა უნ­და ჰქონ­დეს ამის­კენ, და­უს­რუ­ლებ­ლად იაროს სრულ­ყოფი­ლე­ბის გზა­ზე და არას­დ­როს ჩათ­ვა­ლოს, რომ სრულ­ყო­ფი­ლია. პა­სუ­ხად უფა­ლი ეუბ­ნე­ბა: `უ­კე­თუ გნე­ბავს სრულ ყო­ფაი, ერ­თი­ღა გაკლს შენ, წარ­ვედ და რა­ო­დე­ნი გა­ქუს, გან­ყი­დე და მი­ეც გლა­ხაკ­თა და გა­ქუნ­დეს სა­უნ­ჯე ცა­თა ში­ნა, აღი­ღე ჯუ­ა­რი, მო­ვედ და შე­მო­მი­დეგ მე~. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა, ის ადა­მი­ა­ნი მარ­თ­ლაც აღას­რუ­ლებ­და მცნე­ბებს, მას ჰქონ­და ვერ­ცხ­ლის­მოყ­ვა­რე­ო­ბის ცოდ­ვა, სიმ­დიდ­რის სიყ­ვა­რუ­ლი. ის არ იყო სუ­ლი­ე­რად მდი­და­რი, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან ღა­რი­ბი იყო, რად­გან ვერ ფლობ­და თა­ვის სიმ­დიდ­რეს - სიმ­დიდ­რე ფლობ­და მას და არ შე­ეძ­ლო გან­შო­რე­ბო­და. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სიმ­დიდ­რეს ფლობს, შე­უძ­ლია, რო­გორც თვი­თონ სურს, ისე გა­ნა­გოს. ამ კაცს კი სურ­და, სიმ­დიდ­რე გა­ნუ­ყო­ფე­ლი ყო­ფი­ლი­ყო მის­გან. უფალ­მა და­ა­ნა­ხვა თა­ვი­სი ცოდ­ვა და ას­წავ­ლა, რო­გორ უნ­და მოქ­ცე­უ­ლი­ყო. მაგ­რამ რა მოხ­და ამ დროს? - `ხო­ლო იგი შე­წუხ­ნა ამის სიტყ­ვი­საი და წარ­ვი­და, რა­მე­თუ აქუნ­და მო­ნა­გე­ბი ფრი­ა­დი~. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მი­ვი­და მაცხო­ვარ­თან, მის წი­ნა­შე მუხ­ლებ­ზე და­ე­ცა, ჰკითხა, რა ვქნა, უფა­ლო, რომ ღვთის მცნე­ბე­ბი მე­ტად აღ­ვას­რუ­ლოო, მაგ­რამ მწუ­ხა­რე შე­იქ­მ­ნა და გა­ნე­შო­რა მაცხო­ვარს. მდი­დარს სურ­და, თან ღვთის მცნე­ბე­ბი აღეს­რუ­ლე­ბი­ნა, თან სიმ­დიდ­რე ჰქო­ნო­და. იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს საკ­ვებ-საზ­რ­დე­ლის ფუ­ლიც კი არ ჰქონ­დათ, მის გარ­შე­მო უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, ვი­საც მი­სი სიმ­დიდ­რი­დან ნა­წი­ლი სჭირ­დე­ბო­და. მდი­დარს სურ­და ელო­ცა, მარ­ხ­ვა და­ეც­ვა ანუ რა­საც თვი­თონ აღას­რუ­ლებ­და ფი­ზი­კუ­რად, რის გა­კე­თე­ბა­საც შეძ­ლებ­და, ეგო­ნა, ამით მო­ი­პო­ვებ­და უფალ­თან მყო­ფო­ბას, მაგ­რამ მას აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ვიწყე­ბუ­ლი ჰქონ­და მოწყა­ლე­ბა. უფალ­მაც სწო­რედ ამა­ზე მი­უ­თი­თა. ის უწყა­ლო იყო, მი­სი სიმ­დიდ­რე უწყა­ლო­ბით იყო მო­პო­ვე­ბუ­ლი. ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, არ და­ე­ნა­ნე­ბო­და თა­ვი­სი ქო­ნე­ბა და მაცხოვ­რის მო­წა­ფე შეიქ­მ­ნე­ბო­და. რო­დე­საც ის ამ­ბობს, - ეს მცნე­ბე­ბი ჩე­მი სიყ­რ­მი­დან აღ­მის­რუ­ლე­ბიაო, ცრუ­ობს. სწო­რედ ამა­ში ამ­ხელს მაცხო­ვა­რი. უმ­თავ­რე­სი - მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლი არ ჰქონ­და. ვი­ცით, რომ ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი და მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლი არის ორი უმ­თავ­რე­სი მცნე­ბა, რო­მელ­ზეც უნ­და იყოს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა, რაც მი­იყ­ვანს ადა­მი­ანს უფალ­თან. თუ ერთ-ერ­თი არა აქვს, ესე იგი, არც მე­ო­რე აქვს და ამ მდი­და­რი ჭა­ბუ­კის მსგავ­სად, ვერც ჭეშ­მა­რი­ტი მოწყა­ლე იქ­ნე­ბა. მას რომ ღმერ­თი ჰყვა­რე­ბო­და და მცნე­ბე­ბი აღეს­რუ­ლე­ბი­ნა სიყ­ვა­რუ­ლით, მა­შინ მოწყა­ლეც იქ­ნე­ბო­და, მოყ­ვა­სი ეყ­ვა­რე­ბო­და და უფ­ლის სიტყ­ვე­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბა - გა­ყი­დე ყვე­ლა­ფე­რი და შე­მო­მი­დექ მეო, - არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და.
- რო­დე­საც მდი­და­რი ჭა­ბუ­კი მაცხო­ვარს ეკითხე­ბა: - რა გა­ვა­კე­თო, რომ ცხოვ­რე­ბა სა­უ­კუ­ნოდ და­ვიმ­კ­ვიდ­როო, მაცხო­ვა­რი მი­უ­გებს: - მცნე­ბე­ბი და­ი­ცა­ვი და ცხონ­დე­ბიო. აქე­დან ჩანს, რომ მხო­ლოდ მცნე­ბა­თა დაც­ვი­თაც შე­იძ­ლე­ბა ცხონ­დეს ადა­მი­ა­ნი...
- რა თქმა უნ­და, მაგ­რამ და­ვუკ­ვირ­დეთ ამ მო­ნაკ­ვეთს. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მცნე­ბე­ბის დაც­ვი­თაც ცხონ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ თუ მას სურს მი­აღ­წი­ოს სრულ­ყო­ფი­ლე­ბას, მა­შინ უნ­და და­უ­ტე­ვოს დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ფე­რი და შე­უდ­გეს უფალს, მხო­ლოდ ღვთის­თ­ვის იცხოვ­როს, რაც არის ბერმო­ნაზ­ვ­ნო­ბა. მაგ­რამ უფა­ლი ყვე­ლას არ მო­უ­წო­დებს ამის­კენ. ის მდი­დარ ჭა­ბუკს ეუბ­ნე­ბა: თუ გინ­და სრულ იყო, მა­შინ და­უ­ტე­ვე ყვე­ლა­ფე­რი და მე გა­მომ­ყე­ვიო, თუმ­ცა აქ არის მე­ო­რე მო­მენ­ტიც - თუ ამ ჭა­ბუ­კის ცხოვ­რე­ბას და­ვუკ­ვირ­დე­ბით, მას იმ­დე­ნად ჰქონ­და სიმ­დიდ­რის სიყ­ვა­რუ­ლი, ერ­თი შე­ხედ­ვით თით­ქოს მცნე­ბებ­საც კი აღას­რუ­ლებ­და, მაგ­რამ არ იყო სრულ­ყო­ფი­ლი. რო­დე­საც მაცხო­ვა­რი მცნე­ბებს ჩა­მო­უთ­ვ­ლის, აღ­ნიშ­ნავს კი­დეც, გლა­ხა­კებს, უპო­ვართ და­ეხ­მა­რეო. თუ მოწყა­ლე იყო და გლა­ხა­კებს ეხ­მა­რე­ბო­და, მა­შინ სა­ი­დან ჰქონ­და ამ­დე­ნი ქო­ნე­ბა დაგ­რო­ვი­ლი, თან იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი შიმ­ში­ლი­თაც კი იხო­ცე­ბოდ­ნენ? ამ ჭა­ბუკ­ზე კი წე­რია: `რო­მელ იყო მდი­დარ ფრი­ად~. სა­ხა­რე­ბა შემ­თხ­ვე­ვით არა­ფერს აღ­ნიშ­ნავს და ესეც არ არის შემ­თხ­ვე­ვი­თი, ამით მიგ­ვი­თი­თებს, რომ მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად აღას­რუ­ლებ­და ღვთის მცნე­ბებს. თუ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა მო­მენ­ტი, ყვე­ლა­ფე­რი მი­ა­ტო­ვოს ღვთის გა­მო და მას ეს არ შე­უძ­ლია, მა­შინ არ ყო­ფი­ლა ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნი. მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ თუ­კი ადა­მი­ანს ოჯა­ხი ჰყავს, შრო­მობს, მოწყა­ლეა, უფ­ლის მცნე­ბებს იცავს, ის არ ცხონ­დე­ბა. მაგ­რამ თუ მის ცხოვ­რე­ბა­ში დად­გე­ბა მო­მენ­ტი - გაჰ­ყ­ვეს უფალს, უარ­ყოს ყვე­ლა­ფე­რი ღვთის გა­მო თუ მი­წი­ე­რი აირ­ჩი­ოს, მან უნ­და უარ­ყოს ყვე­ლა­ფე­რი და გაჰ­ყ­ვეს უფალს. ზუს­ტად ეს შემ­თხ­ვე­ვაა, რო­დე­საც უფა­ლი ეუბ­ნე­ბა, - გა­ყი­დე ყვე­ლა­ფე­რი და შე­მო­მი­დექ მეო. მან კი უფალ­თან მყო­ფო­ბა­ზე თქვა უარი. არ უნ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ უფა­ლი გა­მოგ­ვეცხა­დე­ბა და მოგ­ვი­წო­დებს, ეს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლად ხდე­ბა, ვდგე­ბით არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე - კი­დევ ერ­თი დი­დი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დ­გათ უფ­ლის­კენ, ან ისევ მი­წი­ე­რე­ბა­ში დავ­რ­ჩეთ. თუ ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი დაგ­ვიდ­გე­ბა, ნა­ბი­ჯი ყო­ველ­თ­ვის უნ­და გა­დავ­დ­გათ ღვთის­კენ და მო­ვაკ­ლოთ მი­წი­ე­რე­ბას, რად­გან უფალ­მა მოგ­ვი­წო­და და მას სი­ხა­რუ­ლით უნ­და გავ­ყ­ვეთ.


შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი