რა­ტომ არ უნ­და მი­ვირ­თ­ვათ ხში­რად ტკბი­ლი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი?
font-large font-small
რა­ტომ არ უნ­და მი­ვირ­თ­ვათ ხში­რად ტკბი­ლი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი?
ვინ იცის, რამ­დე­ნი ჭორ-მარ­თა­ლი ვრცელ­დე­ბა ამ სას­მელ­ზე

ლი­მო­ნა­თის და ტკბი­ლი სას­მე­ლე­ბის სიყ­ვა­რულს ადა­მი­ა­ნი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ეჩ­ვე­ვა. ალ­ბათ ძნე­ლია ვინ­მემ თა­ვი­სი ბავ­შ­ვო­ბა წარ­მო­იდ­გი­ნოს და ამ ნუგ­ბა­რის გე­მო არ გა­იხ­სე­ნოს, თუმ­ცა გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში ჩარ­თ­ვა, და­უშ­ვე­ბე­ლია, - ამ­ბობს კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ექ­ს­პერ­ტი, პრო­ფე­სო­რი ლია ბე­რი­კაშ­ვი­ლი. რა­ტომ? - ამ შე­კითხ­ვა­ზე პა­სუხს მის­სა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში ამო­ი­კითხავთ:


- ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში უამ­რა­ვი და­სა­ხე­ლე­ბის უალ­კო­ჰო­ლო, ტკბი­ლი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი იყი­დე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლე­ბიც ბლო­მად გვყავს და იმ­პორ­ტი­ო­რე­ბიც. ეს სას­მე­ლე­ბი ორ ჯგუ­ფად შე­იძ­ლე­ბა დავ­ყოთ: მა­ტო­ნი­ზე­ბელ და გა­მაგ­რი­ლე­ბელ ტკბილ სას­მე­ლე­ბად, რომ­ლებ­საც ჩვენ­ში ლი­მო­ნათს ეძა­ხი­ან. ეს სას­მე­ლე­ბი ჩვენ­ში ძა­ლი­ან დი­დი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს. ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შ­ვებს უყ­ვართ.

- რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნია ეს პრო­დუქ­ტი?

- არ ვი­ცით, რად­გან 2012 წლამ­დე ჩვენ შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნი არ გვქონ­და: კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბას შე­ა­მოწ­მებ­და, 2004 წელს გა­ა­უქ­მეს, რის გა­მოც ყვე­ლა­ფე­რი თვით­დი­ნე­ბა­ზე იყო მიშ­ვე­ბუ­ლი. მარ­თა­ლია, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ 2012 წელს და­იწყო ამ სა­კითხებ­ზე მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ პრობ­ლე­მის უც­ბად მოგ­ვა­რე­ბა ძალ­ზე რთუ­ლია: ყვე­ლა სა­სა­ქონ­ლო ჯგუფ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის შე­მუ­შა­ვე­ბაა სა­ჭი­რო, ბა­ზარ­ზე ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სათ­ვის მავ­ნე პრო­დუქ­ცია რომ არ გა­ი­პა­როს. პირ­ველ რიგ­ში იმას უნ­და მი­ექ­ცეს ყუ­რადღე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი არ მო­ი­წამ­ლოს და არ მოკ­ვ­დეს, ხა­რის­ხ­ზე მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი.

- ყვე­ლამ ვი­ცით, რომ უცხო­ურ სას­მე­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი `კო­კა-კო­ლა­ა~, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას­ზე უამ­რა­ვი უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. რო­გო­რია თქვე­ნი, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტის აზ­რი ამ უც­ნა­ურ მოვ­ლე­ნა­ზე?

- მარ­თ­ლაც ვინ იცის, რამ­დე­ნი ჭორ-მარ­თა­ლი ვრცელ­დე­ბა ამ სას­მელ­ზე: ამ­ბო­ბენ, რომ ამ სასმელით ნი­ჟა­რებს და უნი­ტა­ზებს წმენ­დენ, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს კომ­პა­ნია მა­ინც არ­სე­ბობს და ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა. ვე­რა­ფერს აკ­ლე­ბენ და ამის მი­ზე­ზი ისიც არის, რომ მა­ტო­ნი­ზე­ბე­ლი სას­მე­ლია. ამ­გ­ვა­რი სას­მე­ლე­ბი ადა­მი­ანს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უჩენს, რო­გორც მა­გა­ლი­თად, ყა­ვა, რო­მე­ლიც კო­ფე­ინს შე­ი­ცავს - კო­ფე­ი­ნი და­მო­კი­დე­ბულს გვხდის ყა­ვა­ზე, სხვა­თა შო­რის, კო­ფე­ი­ნი გა­ზი­ან სას­მე­ლებ­შიც არის, გარ­და ამი­სა, მას შე­იძ­ლე­ბა შე­რე­უ­ლი ჰქონ­დეს ჟენ­შე­ნი ან სხვა ნივ­თი­ე­რე­ბა - ალ­კა­ლო­ი­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სე­რი­ო­ზულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იწ­ვე­ვენ. კო­ფე­ი­ნის და ტო­ნუ­სის მიმ­ცე­მი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო, მსგავ­სი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად არ არის სა­სურ­ვე­ლი. რო­გორც ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლებს ორ­გა­ნიზ­მი გვთხოვს კო­ფე­ი­ნის მი­ღე­ბას, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე ხდე­ბა მა­ტო­ნი­ზე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბის დრო­საც - რაც უფ­რო მეტს ვსვამთ, მე­ტი და მე­ტი გვინ­დე­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რად მი­სი მი­ღე­ბა არათუ ბავშვებისთვის, მოზ­რ­დი­ლე­ბის­თ­ვი­საც არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და სა­სურ­ვე­ლი.

- რას იტყო­დით ჩვე­უ­ლებ­რივ, გა­ზი­ან სას­მელ­ზე - ე.წ. ლი­მო­ნათ­ზე, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან უყ­ვართ?

- ჩვენს სუ­პერ­მარ­კე­ტებ­სა და მა­ღა­ზი­ებ­ში სხვა­დას­ხ­ვა და­სა­ხე­ლე­ბის, ფე­რად-ფე­რა­დი ლი­მო­ნა­თე­ბი იყი­დე­ბა. მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი უნ­და ეცა­დოს ბავ­შ­ვის­თ­ვის არ იყი­დოს ისე­თი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი, რო­მე­ლიც მკვეთ­რი ფე­რი­საა: რო­დე­საც სას­მე­ლი არის მკვეთ­რი წი­თე­ლი, მკვეთ­რი მწვა­ნე ან მკვეთ­რი ყვი­თე­ლი, ესე იგი, მას­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ხე­ლოვ­ნუ­რი სა­ღე­ბა­ვია შე­რე­უ­ლი. რა­ტომ? - სა­ერ­თოდ, ბუ­ნებ­რი­ვი სა­ღე­ბა­ვი გა­და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ ასეთ მკვეთრ ფერს ვერ ინარ­ჩუ­ნებს. ამ­გ­ვა­რი სას­მე­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ღე­ბა არ არის სა­სურ­ვე­ლი მო­ზარ­დის ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის.

- ესე იგი, და­ნა­მა­ტე­ბიც უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ჩვენს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე?

- და­ნა­მა­ტე­ბი არ­სე­ბობს ბუ­ნებ­რი­ვი და ხე­ლოვ­ნუ­რი. სას­მელში სარებავს ურევენ ლა­მა­ზი და ხას­ხა­სა შე­ფე­რი­ლო­ბის მი­სა­ცე­მად, ან რომ არ გა­ფუჭ­დეს და დი­დი ხნით შე­ნარ­ჩუნ­დეს. ასე­თი სას­მე­ლი შე­იძ­ლე­ბა უფ­რო გემ­რი­ე­ლია, ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ლა­მა­ზია, მაგ­რამ ხე­ლოვ­ნუ­რი, ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბი ჩვენს ორ­გა­ნიზ­მ­ში ილე­ქე­ბა და დიდ­ხანს რჩე­ბა. დღეს ძალ­ზე ძნე­ლია რა­ღაც სას­მე­ლი კი არა, პრო­დუქ­ტი იპო­ვო, რო­მელ­საც ხე­ლოვ­ნუ­რი და­ნა­მა­ტი - ე.წ. ემულ­გა­ტო­რი არ ექ­ნე­ბა.

- ძა­ლი­ან ბევ­რი სვამს გა­ზი­ან სას­მელს, რო­მელ­საც აწე­რია `0%~, ნუ­თუ ასე­თი სას­მე­ლე­ბი მარ­თ­ლა დი­ე­ტუ­რია?

- დი­ახ, არ­სე­ბობს ასე­თი მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კი, რო­მელ­საც უცხო­უ­რი ფირ­მე­ბიც იყე­ნე­ბენ და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც: რო­დე­საც გა­ზი­ან სას­მელს აწე­რია კა­ლო­რია 0% ანუ ე.წ. ზე­რო. სა­ერ­თოდ, 0% კა­ლო­რია არ არ­სე­ბობს. უბ­რა­ლოდ, ზო­გი­ერ­თი 0 პრო­ცენტ შა­ქარს ნულ პრო­ცენტ კა­ლო­რი­ად აღიქ­ვამს. ამ ტი­პის სას­მე­ლე­ბი შაქ­რის შემ­ც­ვ­ლე­ლით არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი და არა - შაქ­რით. შაქ­რის შემ­ც­ვ­ლე­ლი არის ხე­ლოვ­ნუ­რი ტკბი­ლი მა­სა, რო­მე­ლიც არ არის სა­სურ­ვე­ლი ჯან­მ­რ­თე­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, მით უმე­ტეს, მუდ­მი­ვად ასე­თი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბაც არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. მე არ ვამ­ბობ, რომ სა­ერ­თოდ ავ­კ­რ­ძა­ლოთ და არ დავ­ლი­ოთ, მაგ­რამ სის­ტე­მა­ტუ­რად მა­თი მი­ღე­ბა არ ვარ­გა. ძა­ლი­ან ხში­რად მეს­მის: დი­ე­ტა­ზე ვარ და 0%-იან სას­მელს ვსვა­მო. ასე­თი სას­მე­ლი დღე­ში შე­იძ­ლე­ბა 1-2 ლიტ­რიც და­ლი­ონ, რაც ნამ­დ­ვი­ლად არ არის სა­სურ­ვე­ლი, უფ­რო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა ჯან­მ­რ­თე­ლი ადა­მი­ა­ნი და­ა­ა­ვა­დოს, დი­ა­ბე­ტი გა­უ­ჩი­ნოს ან სხვა პრობ­ლე­მა შე­უქ­მ­ნას.

- ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ე.წ. ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბიც. მათ­ზე რას იტყ­ვით?

- ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი ნიშ­ნავს, რომ და­ლევ და ენერ­გი­ა­ზე ძალ­ზე სწრა­ფად მოჰ­ყავ­ხარ. კო­ფე­ინს, ნახ­შირ­წყ­ლებს, საკ­ვებ და­ნა­მა­ტებს და ზრდად ექ­ს­ტ­რაქ­ტებს თით­ქ­მის ყვე­ლა გა­ზი­ა­ნი თუ ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი შე­ი­ცავს. ზე­მოთ უკ­ვე ვთქვი, რომ კო­ფე­ი­ნის და ზრდა­დი ექ­ს­ტ­რაქ­ტის გა­მო ადა­მი­ა­ნი ამ სას­მე­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბა. მათ­ში შე­მა­ვალ შა­ქარს ორ­გა­ნიზ­მი სწრა­ფად იწოვს და რა­ღაც პე­რი­ო­დით ენერ­გი­ას მარ­თ­ლაც გვმა­ტებს. ამი­ტომ, ამ სას­მე­ლე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბაც არ არის სა­სურ­ვე­ლი. ენერ­გე­ტი­კულ სას­მელ­თან ალ­კო­ჰო­ლის მი­ღე­ბა კი, სა­ერ­თოდ სა­ში­ნე­ლე­ბაა. ისიც გა­მი­გია, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბი `კო­კა-კო­ლას~ და არაყს ერ­თად სვა­მენ, ესეც არ შე­იძ­ლე­ბა. გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი და ალ­კო­ჰო­ლი სავ­სე­ბით სა­პი­რის­პი­რო გავ­ლე­ნას ახ­დენს ორ­გა­ნიზ­მ­ზე და ძალ­ზე ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დებს მას.

- სხვა­თა შო­რის, ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლე­ბი ბევ­რ­ზე სა­ერ­თოდ არ მოქ­მე­დებს, არც ენერ­გი­ას მა­ტებს. ეს რი­სი ბრა­ლია?

- სხვა­თა შო­რის, მა­თი და­ლე­ვი­სას მეც ვე­რა­ფერს ვგრძნობ - ვერც ტო­ნუ­სის ამაღ­ლე­ბას და ვერც ენერ­გი­ის მო­მა­ტე­ბას, მაგ­რამ მყავს ნაც­ნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სვა­მენ და ამ­ბო­ბენ, რომ ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი მათ ძა­ლას და ენერ­გი­ას აძ­ლევს. ალ­ბათ, ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია: ზო­გი ყა­ვას და­ლევს და შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ღა­მე აღარ და­ე­ძი­ნოს, ზო­გი - ძი­ლის წი­ნაც სვამს და მა­ინც ეძი­ნე­ბა. იმა­ვეს თქმა შე­იძ­ლე­ბა მა­ტონ­იზე­ბელ ანუ ენერ­გე­ტი­კულ სას­მე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც კო­ფე­ინს და ისეთ ექ­ს­ტ­რაქ­ტებს შე­ი­ცავს, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზმს ტო­ნუსს მა­ტებს.

- ცნო­ბი­ლია, რომ ტკბი­ლი სას­მე­ლე­ბი ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის დაგ­რო­ვე­ბა­საც უწყობს ხელს.

- ეს ბუ­ნებ­რი­ვია: ადა­მი­ა­ნი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­დაც დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ნახ­შირ­წყ­ლებს იღებს თუნ­დაც პუ­რის, ან ცო­მე­უ­ლის მეშ­ვე­ო­ბით, ნახ­შირ­წყ­ლებს კი, ძა­ლი­ან სწრა­ფად ით­ვი­სებს ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი. ამას რომ კი­დევ გა­ზი­ან სას­მე­ლებს და­ვუ­მა­ტებთ, ეს უარ­ყო­ფით შე­დეგს აუცი­ლებ­ლად მოგ­ვ­ცემს. და­ვა­ნე­ბოთ თა­ვი ტკბილ სას­მე­ლებს, დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ზი­ა­ნი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის მი­ღე­ბაც არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, სუფ­რას­თან რომ ზი­ხართ, ერ­თი ჭი­ქა ლი­მო­ნა­თიც რომ და­ლი­ოთ, მე­რე უკ­ვე ვე­ღარ ეშ­ვე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სურ­ვე­ლია, მსგავ­სი სას­მე­ლე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ი­ღოთ. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე­თი სას­მე­ლი თქვენს რა­ცი­ონ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად არ უნ­და იყოს, რად­გან ეს დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ნახ­შირ­წყ­ლე­ბის და ხე­ლოვ­ნუ­რი და­ნა­მა­ტე­ბის მი­ღე­ბას ნიშ­ნავს.

- რო­გორ მოქ­მე­დებს ეს სას­მე­ლე­ბი კბი­ლე­ბის სი­ჯან­სა­ღე­ზე?

- სა­ერ­თოდ, შა­ქა­რიც კი მოქ­მე­დებს კბი­ლის მი­ნან­ქარ­ზე, ამას ემა­ტე­ბა გა­ზი, ხე­ლოვ­ნუ­რი და­ნა­მა­ტე­ბი და რა თქმა უნ­და, კბი­ლე­ბი თან­და­თან ზი­ან­დე­ბა. მით უმე­ტეს, ბავ­შ­ვებს ამ სას­მე­ლე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლტოლ­ვა აქვთ: სულ ლი­მო­ნა­თი და გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი უნ­დათ. თუ მა­ინც ყი­დუ­ლობთ, სა­სურ­ვე­ლია, შუ­შის ბოთ­ლ­ში ჩა­მოს­ხ­მუ­ლი სას­მე­ლი შე­ი­ძი­ნოთ, თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე უკე­თე­სია დე­დამ ბავ­შ­ვე­ბი ში­ნა­ურ პი­რო­ბებ­ში დამ­ზა­დე­ბულ ხი­ლის წვე­ნებს და კომ­პო­ტებს მი­აჩ­ვი­ოს, თუმ­ცა ამის მიღ­წე­ვა ცო­ტა­თი რთუ­ლია, რად­გან ხში­რი მი­ღე­ბის დროს ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად გა­ზი­ან სას­მე­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბი. მა­გა­ლი­თად მე ვცდი­ლობ, მსგავ­სი სას­მე­ლე­ბი სა­ერ­თოდ ამო­ვი­ღო ჩე­მი რა­ცი­ო­ნი­დან. თა­ნაც, უცხო­ურს ისევ ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა მირ­ჩევ­ნია. არ ვამ­ბობ, რომ ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ა­ში და­ნა­მა­ტე­ბი არ არის, მაგ­რამ ის მა­ინც ვი­ცი, რომ ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა არ დას­ჭირ­ვე­ბია და თვე­ე­ბის წინ არ არის ჩა­მოს­ხ­მუ­ლი. ამა­ვე დროს, არ შე­ვი­ძენ ისეთ პრო­დუქ­ცი­ას, რომ­ლის მწარ­მო­ე­ბელ­საც ვერ ვენ­დო­ბი და არ ვიც­ნობ. ასე რომ, მე მა­ინც ად­გი­ლობ­რი­ვი, ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნის მომ­ხ­რე ვარ და სხვებ­საც ამას ვურ­ჩევ.


ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
01.09.2016
სურსათის უვნებლობაზე შემოწმების სამსახური, არც 2004-ამდე აკეთებდა რამეს და არც ახლა გაკეთდება მისი შექმნით რაიმე სასარგებლო. ისევ გადამხდელთა კისერზე იქნება ჩამოკიდეებული და ხალხის ჯიბიდან მოხდება ამ ბიუროკრატიული სამსახურის შენახვა.
რამაზი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
984 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი