შეიძინე ყველაფერი სკოლისთვის, მხოლოდ 99.98 ლარად - გზაპრესი

შეიძინე ყველაფერი სკოლისთვის, მხოლოდ 99.98 ლარად

ვისაც სკოლის ასაკის ბავშვი ჰყავს, კარგად ეცოდინება, როგორ ძალისხმევას მოითხოვს მშობლებისგან წინა სასკოლო მზადების პროცესი და მთელი ეს ორომტრიალი. მოსწავლეს ხომ უამრავი რამ სჭირდება? - ჩანთა, წიგნები, რვეულები, ფერადი ქაღალდები, პენალი, ფერადი ფანქრები და ა.შ. ადვილი ნამდვილად არ არის, ენაგადმოგდებულმა ირბინო ბაზრობებზე, საყიდლების გრძელი სიით ხელში; ადვილი არც რიგში დგომაა. თანაც, რომ გგონია, ყველაფერი შეიძინე, უცებ კიდევ რაღაც გახსენდება: - გაკვეთილების ცხრილი ან დღიური, სახაზავი, პლასტილინი ან საღებავები - მოკლედ, ათასი წვრილმანი. გეჩვენება, რომ საყიდლებს ბოლო არ უჩანს. კომპანია "ბიბლუსი" მომხმარებელს მარტივ და იდეალურ გამოსავალს სთავაზობს. აგვისტოს ბოლოდან "ბიბლუსის" ყველა ფილიალში, სხვადასხვა საფასო სეგმენტზე გათვლილი სასკოლო-საკანცელარიო ნივთების ფართო ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი (მათ შორის - სასკოლო სახელმძღვანელოებიც). ყველა საჭირო ნივთის შესაძენად კი მხოლოდ 100 ლარი დაგჭირდებათ. ფასები 15 თეთრიდან იწყება.

აღარ მოგიწევთ აქეთ-იქით სირბილი, დროისა და ნერვების ხარჯვა, რადგან ერთი მისვლით შეძლებთ საჭირო პროდუქციის შეძენას და საჩუქრად გაკვეთილების ცხრილსაც მიიღებთ. "ბიბლუსი" ზრუნავს თავისი მომხმარებლის კომფორტზე და დამატებით 10 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, გრანდიოზულ სასკოლო გამოფენა-გაყიდვებზე გვიმასპინძლებს, რომლებიც სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში იქნება წარმოდგენილი:

• "ბიბლუსი გალერეა" ილ. ჭავჭავაძის N7

• ს/ც "სითი მოლი" ქავთარაძის N1

• ს/ქ "ისთ ფოინთი" თვალჭრელიძის N 2 (გასართობი შენობა)

• ს/ც "თბილისი მოლი" აღმაშენებლის ხეივანი 16კმ. (მთავარი ატრიუმი)

• ს/ც "სითი მოლი – გლდანი" ხიზაბავრის ქ. N 1