დიეტა ქართულად - რა ვჭამო, რომ გავხდე?
font-large font-small
დიეტა ქართულად - რა ვჭამო, რომ გავხდე?
"ჭამ და ხდები"


საერთოდ, დაკვირვებული ვარ, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, იწყება ქალბატონების მარადიული ღელვა იმის გამო, რომ ზაფხულს გამხდრები, ლამაზები და ტანკენარები შეხვდნენ, პლაჟზე თამამად გაიხადონ და მტერსა და მოყვარეს თვალი დაუყენონ.
და რა არის ყველაზე საიმედო გზა, რომ კარგ ფორმაში ჩადგე? რა და - დიეტა! სპორტსა და ჯანსაღ კვებაზე არავინ ზრუნავს, რა თქმა უნდა. ყველას ეზარება.
ვინაიდან და რადგანაც, ზამთარში მუცელს ვერ ღალატობენ და ნუგბარ-ნუგბარ საჭმელს არ იკლებენ, საზაფხულოდ დიდი ძალისხმევა სჭირდებათ ფორმაში მოსასვლელად. რაღა თქმა უნდა, ყველას სურს, რაც შეიძლება მალე გახდეს. სასურველია, შედეგი დიეტის დაწყებიდან რამდენიმე საათში თუ არა, რამდენიმე დღეში მაინც დადგეს. თუმცა, არც ისე იოლია "ჩაკირული" ქონების მოცილება, რომლებიც მტრის გასახარად თანთალებს და ქალს გულს უხეთქავს.
იწყება ინტერნეტის ქექვა, ახალი დიეტების მოძიება და ყველაზე მომხიბვლელი ის კვების რეჟიმია, რომელიც უფლებას გაძლევს, ჭამო და თანაც საძულველი კილოგრამები გაქრეს. ინტერნეტშიც, ყველაზე მეტი ნახვა იმ სტატიებს აქვს, რომლის სათაურიც გვაუწყებს - "ჭამ და ხდები".
თუმცა, ყველამ იცის, რომ ეს შეუძლებელია... რაღაცას უნდა შეელიო, რომ ცხიმები დაიწვას და წონამ კლება დაიწყოს... რა არის ეს "რაღაცა", არავინ იცის...
ამ სტატიის მიზანი ის არ გახლავთ, რომ ვინმეს ვასწავლოთ, როგორ გახდეს ან რაიმე კონკრეტული დიეტა შევთავაზოთ. უბრალოდ, დიეტების შესახებ მოგიყვებით და კვებითი რეჟიმის დაცვის დროს შექმნილ კურიოზულ სიტუაციებს გაგაცნობთ. დავუბრუნდეთ თემას:
"სოლვეის ხერხით სოდის მიღების" არ იყოს, გასახდომად ყველას თავისი მეთოდი აქვს. მაგალითად, ჩემი მოცეკვავე ძმა 4-5 კილოგრამს რომ მოიმატებდა, კონცერტის წინადღეებში შეიკეტებოდა თავის მოზრდილ ოთახში, კოჭებზე სპეციალურად შეკერილ ქამრებს იკეთებდა, რომლებშიც ქვები იყო ჩაკერებული და ქამრის წონა ლამის 2 კილოგრამამდე იყო, ჩაიცვამდა დაბამბულ მაისურსა და შარვალს და 3-4 საათის განმავლობაში ცეკვავდა და ვარჯიშობდა. შემდეგ აიწონებოდა და 5 კილოგრამი თვალსა და ხელს შუა იყო გამქრალი. სამაგიეროდ, იმავე წონის წყალი გასდიოდა მის ტანისამოსს, თუკი გაწურავდი.
ზოგიერთი გასახდომ აბებს იღებს, რადგან თითქმის ყველა მათგანის ანოტაციაში წერია, რომ შეგიძლია ჭამო და მაინც გახდები...
არსებობს ე.წ. ფსიქოლოგიური მეთოდები, რომლის დროსაც კარგა ბლომად ფულს იხდი, მერე დაგადგება თავზე ე.წ. ტრენერი და გაშინებს - ვერ გათხოვდები, ბედს ვერ ეწევი, საზოგადოება არ მიგიღებს, სამსახურიდან გამოგაგდებენ, ყველას დაცინვის ობიექტი გახდები, წარმატებას ვერ მიაღწევ, ბავშვებს შენით შეაშინებენ, მალე დაბერდები, მსუქანი მოკვდებიო და იძულებული ხარ, ჭამას მოუკლო და გახდე, რომ თავი დაჩაგრულად არ იგრძნო. ახლა მართალია, ცოტა ვუტრირებ, მაგრამ ძირითადად ასე შიშის ქვეშ ჰყავთ პაციენტები და ისინიც, შეშინებულნი, დაზაფრულნი და პირდაღებულნი პირობას დებენ, რომ არასოდეს დაარღვევენ დიეტას და სხვათა შორის, ზოგიერთი (ალბათ ის, ვისზე ზემოქმედება და შეშინებაც უფრო იოლია) წარმატებით ხდება კიდეც.
ბოლო დროს ძალზე მოდური და ამასთან, ეფექტიანიც გახლავთ ფრანგი ექიმის, პიერ დუკანის დიეტა. სოციალურ ქსელში რამდენიმე ე.წ. დუკანის ჯგუფიცაა შექმნილი და ერთ-ერთის წევრი მეც ვარ. ჯგუფში ძალიან საინტერესო ხალხია თავმოყრილი. 12 ათასამდე პუტკუნა ქალბატონი გახდომისთვის იბრძვის.
ახლა ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა სიტუაცია იქნება იქ, სადაც ამდენი მშიერი ქალი ერთადაა თავმოყრილი. როგორც მოგეხსენებათ, კვების რეჟიმის დაცვა დისკომფორტია და ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს გარკვეულწილად აგრესიას იწვევს ადამიანში. რა თქმა უნდა, ჯგუფში გამუდმებით საჭმელებზე ლაპარაკობენ და საოცარ კითხვებსაც ხშირად სვამენ.
ჯგუფის წევრები ხშირად დებენ სურათებსაც, სადაც ძველ ფოტოზე პუტკუნა ქალბატონია, ახალზე კი საკმაოდ გამხდარი და გალამაზებული. ყველა ეკითხება, რა მეთოდით მიაღწია ასეთ შედეგს. ამაყი და გამხდარი ქალბატონი კი პასუხობს, რომ - "დუკანით".
"აუუუ, მეც მინდააა", "აუუუ, მე როდის გავხდები? ერთი ვერ დავიწყე, რა, ეს დიეტა", "რა მაგარი შედეგია, სტიმული მომეცა"...
"აუ, როგორ გავწევრდე დუკანის ჯგუფში?" - კითხულობს ერთი, არადა, ჯგუფის წევრია უკვე.
"დუკანი რა არის? ქატოში რომ ავურიო და შევჭამო, შეიძლება?" - კითხულობს მეორე.
"გოგოებოოო, ვიღუპებიიი, დღეს სამსახურში ვარ და რა ვჭამო, არ ვიცი, მაქვს კვერცხი, ოღონდ უმი, საქონლის ხორცის ძეხვი, სოსისი, ისიც საქონლის ხორცის, თევზი მოხარშული, ტომატის სოუსით". აი, ამდენი საკვების პატრონი წუწუნებს, რომ არ იცის, რა ჭამოს.
თუმცა, რჩევა-დარიგება არ აგვიანებს და უფრო გამოცდილი მოდიეტეები მთელი გულით ცდილობენ დახმარებას:
"კვერცხი მოხარშე ჩაიდანში. სოსისები და ძეხვი არაო, დუკანმა და რა ვიცი".
"გადი მაღაზიაში, ხაჭო და მაწონი იყიდე, აურიე ერთმანეთში და ჭამე".
მეორე "დუკანს" არ ენდობა ან არ სჯერდება: "რამე ისეთი დიეტა დამიწერეთ, 15 კილო უცებ რომ დავიკლო", - სთხოვს დანარჩენებს, მაგრამ ასეთი დიეტის რეცეპტი არავის აქვს და პასუხს არავინ სცემს.
"აუუ, კარგით, რა, მითხარით, რა ვჭამო, რომ გავხდე" - დანარჩენების უყურადღებობით ნაწყენი კიდევ ერთ პოსტს დებს...
ამასობაში მეორე თავისი შედეგით კმაყოფილია და დანარჩენებსაც აცნობს: "ჰოოდა, გოგოებოოო, სასწორი ჩემზე მაგრად ღადაობს... ერთი მაგარი შარვალი მაჩუქეს, ჰოდა, თავიდან ვერ ჩავედი. დღეს ჩამეტია, ღილიც შემეკრა, მაგრამ გაჭირვებით. ახლა მინდა, უცებ კარგად მქონდეს. რამდენიმე დღეში კარგად მექნება. არ დანებდეთ, წონა ბრძოლაა, ვებრძვი და ძალიან გამწარებული ვარ..."
"მეც მინდა გამწარებააა"... უკომენტარებს მოწადინებული მოდიეტე.
"დუკანელებს" თავიანთი დევიზიც აქვთ - "არ დაარღვიო!"
თუმცა, ყველა წუწუნებს, რომ ნებისყოფა ღალატობს და არღვევს.
ძნელია, წინააღმდეგობა გაუწიო საკუთარ სურვილებს და როცა "ფუშფუშა" ნამცხვრებსა და შემწვარ-მოხრაკულებს აღმერთებ, ამ ყველაფერზე უარი თქვა და სალათის ფურცლით იკვებო...
თანაც, რამხელა ნებისყოფა სჭირდება თითოეული კილოგრამის დაკლებას?!
ცოდვა გამხელილი ჯობს და მეც ხშირად მიცდია დიეტაზე ყოფნა... მოვიკრებდი ნებისყოფას, მორალურად განვეწყობოდი საიმისოდ, რომ გარკვეულ კვების რეჟიმზე მომიწევდა გადასვლა, სოციალურ ქსელში, კულინარიულ ჯგუფებსაც ვტოვებდი, რომ თვალი არ წამცდენოდა იქაურ გემრიელობებზე, მეგობრებიდან ტყემალაძეები, ფხალაძეები, ყველიაშვილები, ქათამაძეები, ჯონჯოლავები, ხაჭაპურიძეები და შემწვარიგოჭიშვილებიც კი წავშალე და... მაინც, მთელი შემართება ერთ წამში ინგრეოდა, რადგან ხან ერთი "ფრენდი" გამოფენდა ყველით გამოტენილი ხაჭაპურის ფოტოს და ხან მეორე - შოკოლადის ტორტის...
მოკლედ, 4 დღე გავძელი მკაცრ დიეტაზე და ერთ ღამეს ისე მომშივდა, თავი ვერ შევიკავე, სამზარეულოში გავედი, მაცივართან მივედი და თვალებში დამიბნელდა... გონზე რომ მოვედი, შუქჩამქრალ ოთახში ვიდექი და შოკოლადს "ბორშჩს" ვაყოლებდი...
მოკლედ, ვისაც უკვე გამოუვიდა დიეტა და ზედმეტი კილოგრამები დაიკლო, ვულოცავ და ვისაც ნებისყოფა ღალატობს, ვეტყვი, რომ ჯობია, იყოს ისეთი, როგორიც არის და ოთახში გააკრას ლოზუნგი: "კარგი ადამიანი უნდა იყოს "ბევრი".

პ.ს. ისე კი, გამოცდილი სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ გინდა გახდომა, მოტივაციაა საჭირო...

მარი ჯაფარიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
20.09.2016
შენ გაიხარე,ძალიან ბევრი ვიცინე
მარიამი
15.09.2016
კალორიები უნდა ითვალო და მერე თუ ივარჯიშებ კიდეც უკეთესი იქნება
-23 კილო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი