გა­მო­გო­ნე­ბა ხან­დაზ­მუ­ლე­ბის სი­ცოცხ­ლის და­სა­ცა­ვად - "სა­ა­თი რე­გუ­ლა­რუ­ლად აკონ­ტ­რო­ლებს პულ­სა­ცი­ა­სა და ტემ­პე­რა­ტუ­რას" - გზაპრესი

გა­მო­გო­ნე­ბა ხან­დაზ­მუ­ლე­ბის სი­ცოცხ­ლის და­სა­ცა­ვად - "სა­ა­თი რე­გუ­ლა­რუ­ლად აკონ­ტ­რო­ლებს პულ­სა­ცი­ა­სა და ტემ­პე­რა­ტუ­რას"

მე-10 კლასის მოსწავლეს, დავით რიჟინაშვილს მხოლოდ ერთი კვირა დასჭირდა, რომ ახალი გამოგონებით ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ერთი სერიოზული ყოფითი პრობლემა მოეგვარებინა. 15 წლის გამომგონებელმა ახლახან საათი ააწყო, რომლის საშუალებითაც ოჯახის წევრებს საშუალება ეძლევათ, ხანდაზმულის ჯანმრთელობა დისტანციურად აკონტროლონ.

გარდა იმისა, რომ ისინი დღის მანძილზე ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად გააკონტროლებენ, მერგენცყ შმარტ ჭატცჰ მათ საშუალებას აძლევს დაუყოვნებლივ შეიტყონ, ახლობელს ჯანმრთელობის პრობლემა თუ შეექმნება. დროულად დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში კი, ბუნებრივია, შეძლებენ თავიდან აიცილონ ლეტალური შედეგი... რამ გადააწყვეტინა პატარა გამომგონებელს სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე ემუშავა და აქვს თუ არა ამ სისტემას ანალოგი მსოფლიო მასშტაბით?

- ბევრ ოჯახს მოხუცის მარტო დატოვების პრობლემა აქვს. იგივე სირთულე ჩვენს ოჯახშიც არსებობს. სტატისტიკის მიხედვით, მოხუცთა სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი გულის შეტევაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ამ ტიპის საათის შექმნა. საათი რეგულარულად აკონტროლებს პულსაციასა და ტემპერატურას და მონაცემებს ვებსაიტზე ტვირთავს. მოხუცის გულშემატკივარს ნებისმიერ დროს შეუძლია ნახოს, რა მდგომარეობაშია ის, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, მას დაუყოვნებლივ ეცნობება, პულსაცია ან ტემპერატურა თუ შეიცვლება. ერთადერთი, რაც ამ ნოვაციის გამოსაყენებლადაა საჭირო - სახლში უნდა იყოს ჭიFი ინტერნეტი.

- რით განსხვავდება ეს საათი მსოფლიოში არსებული სხვა მსგავსი სისტემისგან?

- მისი ანალოგი არ არსებობს. ეს გამოგონება სიმარტივით გამოირჩევა. არსებობს "სმარტვოჩები", რომლებიც სენსორებზე მუშაობს, საკმაოდ ძვირი ღირს და მოხუცისთვის გამოსაყენებლადაც რთულია. მისი ფასი 200 აშშ დოლარიდან იწყება. ამ მოწყობილობის დამზადება 4 აშშ დოლარს არ აღემატება. ვფიქრობ, საბაზრო ფასი 20 ლარს არ გადააჭარბებს.

- ხომ არ აპირებ გამოგონება სხვა ოლიმპიადაზეც გაიტანო?

- სავარაუდოდ, და ვინჩის ოლიმპიადაზე გავიტან. მანამდე მის დახვეწაზე ვიმუშავებ. თუკი სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამაში წარმატებას მივაღწიე, საათის რეალიზაციასაც შევძლებ.

- სხვა გამოგონებაც ხომ არ გქონდა?

- მქონდა, მაგრამ ჰობის დონეზე. ინჟინერია ინტერნეტით შევისწავლე და ჩემთვის რაღაცებს ვაწყობდი ხოლმე.

- რაიმე სხვა გატაცებაც ხომ არ გაქვს?

- მათემატიკასა და ქიმიას ვსწავლობ გამორჩეულად. ქიმიაში ეროვნული ნაკრების რეზერვში ვარ. ინჟინერია, პროგრამირება, ქიმია, მათემატიკა - მომავალ პროფესიად მათგან რომელიმეს ავირჩევ.

შორენა ლაბაძე