ბანქოს სახლი (ნაწილიXIV)
font-large font-small
ბანქოს სახლი (ნაწილიXIV)
მა­იკლ დობ­სი
(ფრაგ­მენ­ტე­ბი რო­მა­ნი­დან)
მოამზადა რუ­სუ­დან ლე­ბა­ნი­ძემ



- იქ­ნებ, მა­ინც პარ­ტი­ის ხა­ზი­ნად­რე­ბის­თ­ვის გა­და­ცე­მა სჯობ­დეს? - თა­ვი შორს და­ი­ჭი­რა მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა.
- ხა­ზი­ნად­რე­ბის­თ­ვის? - და­ფიქ­რ­და ჯაბ­ვა­ლა. - რა­ტომ?
- იმი­ტომ, რომ მე ფულს მი­ღე­ბით კი მი­ვი­ღებ, მაგ­რამ სა­თა­ნა­დოდ გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­წე­რი­ლის მო­ცე­მას ვერ შევ­ძ­ლებ. - თით­ქოს, ძა­ლი­ან შე­წუხ­დაო, ისე­თი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა მი­ი­ღო მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა.
- რას ბრძა­ნებთ, სერ! - ხე­ლე­ბი გა­ა­სავ­სა­ვა ჯაბ­ვა­ლამ. - რა ხელ­წე­რი­ლი, რის ხელ­წე­რი­ლი! ყვე­ლა­ნა­ი­რი ხელ­წე­რი­ლის გა­რე­შეც ბო­ლომ­დე გენ­დო­ბით. თა­ნაც, მე ხომ თა­ვი­დან­ვე ვინ­მე სხვა პარ­ტი­ულ ფუნ­ქ­ცი­ო­ნერ­თან კი არა, სწო­რედ თქვენ­თან, რო­გორც ჩე­მი ოლ­ქი­დან არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რ­თან, მინ­დო­და შეხ­ვედ­რა და, ამი­ტო­მაც, დიპ­ლო­მატ­ზე თქვე­ნი ინი­ცი­ა­ლე­ბის ამოტ­ვიფ­რის უფ­ლე­ბაც კი მი­ვე­ცი თავს.
`პა­ტა­რა ცბი­ე­რი თაღ­ლი­თი~... - გა­ი­ფიქ­რა მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა და ისე, რომ პირ­ზე ღი­მი­ლი წა­მი­თაც არ მო­უ­შო­რე­ბია, ინ­დო­ელს ხე­ლი ენერ­გი­უ­ლად ჩა­მო­არ­თ­ვა:
- ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და ფრი­ად სა­სარ­გებ­ლოც იყო თქვე­ნი გაც­ნო­ბა, მის­ტერ ჯაბ­ვა­ლა...
პა­რას­კე­ვი, 23 ივ­ლი­სი
მე­ო­რე დი­ლით პა­დინ­გ­ტონ­ში, პრე­ი­ედ-სტრი­ტის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ჩაბ­ნე­ლე­ბულ და ნეს­ტის სუ­ნით გაჟ­ღენ­თილ გა­ქუ­ცულ სა­გა­ზე­თო დუ­ქან­ში შე­სუ­ლი ახალ­გაზ­რ­და და ფრი­ად წარ­მო­სა­დე­გი შავ­კა­ნი­ა­ნი ქა­ლი და­ინ­ტე­რეს­და თუ სა­კუ­თა­რი კო­რეს­პონ­დენ­ცი­ის მი­სა­ღე­ბად დუქ­ნის მი­სა­მარ­თის გა­მო­ყე­ნე­ბა რა თან­ხა და­უჯ­დე­ბო­და. `ფლე­ი­ბო­ი­ში~ თავ­ჩარ­გულ­მა ზონ­ზ­რო­ხა გამ­ყიდ­ველ­მა მა­მა­კაც­მა ქალს თა­ვი­დან ცო­ტა უხა­ლი­სოდ ახე­და, მაგ­რამ რო­გორც კი მის მოხ­დე­ნილ ტანს ჰკი­და თვა­ლი, ჟურ­ნა­ლი მა­შინ­ვე გვერ­დ­ზე გა­და­დო და სმე­ნად იქ­ცა. ქალ­მა კითხ­ვა გა­უ­მე­ო­რა და ისიც დას­ძი­ნა, რომ ამ რა­ი­ონ­ში ვმუ­შა­ობ და სა­კუ­თა­რი ფოს­ტის მი­ღე­ბაც აქ­ვე მსურ­სო.
- მა­ინც სად მუ­შა­ობთ? - და­ინ­ტე­რეს­და გამ­ყიდ­ვე­ლი და, თან, ქალს მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უ­ღი­მა, მაგ­რამ მის­გან პა­სუ­ხად კონ­კ­რე­ტულ მი­სა­მართს კი არა, ღი­მილ­საც ვერ ეღირ­სა და, ამი­ტო­მაც, მომ­სა­ხუ­რე­ბის თან­ხა ცო­ტა საქ­ცი­ელ­წამ­ხ­დარ­მა და­უ­სა­ხე­ლა. ქალს მე­ტი სა­ერ­თოდ არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს, სა­მი თვის ფუ­ლი წი­ნას­წარ გა­და­ი­ხა­და, ქვი­თა­რი ჩან­თა­ში გულ­მოდ­გი­ნედ შე­ი­ნა­ხა და იქა­უ­რო­ბა ტა­ნის მოხ­დე­ნი­ლი რხე­ვით და­ტო­ვა.
- ხომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, პე­ნი? - დუქ­ნის მახ­ლობ­ლად მომ­ლო­დი­ნე ტაქ­სი­ში ჩაჯ­დო­მის­თა­ნა­ვე ჰკითხა ქალს მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ვარ­ძ­ლის სა­ზურ­გე­ზე მის­ვე­ნე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა.
- რა თქმა უნ­და, რო­ჯერ, - უპა­სუ­ხა მას ქალ­მა. - მაგ­რამ მა­ინც ვე­რაფ­რით მივ­მ­ხ­ვ­დარ­ვარ, ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად რა­ტომ არ გა­ა­კე­თა?
- ხომ გითხა­რი, რომ რა­ღაც დე­ლი­კა­ტუ­რი პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რომ­ლე­ბიც ჯერ ვე­რაფ­რით მო­აგ­ვა­რა და, ამი­ტო­მაც, არ უნ­და, ამ მი­სა­მარ­თის შე­სა­ხებ ვინ­მემ რა­მე იცო­დეს-მეთ­ქი. და, სა­ერ­თო­დაც, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ამ თე­მა­ზე მეტს აღარ ვი­ლა­პა­რა­კებთ.
- რო­გორც გე­ნე­ბოს, მაგ­რამ ურ­ჰარ­ტი და რა­ი­მეს მო­უგ­ვა­რებ­ლო­ბა? - უნ­დოდ გა­ხე­და პი­რად­მა მდი­ვან­მა ო"ნეილს და ამის შემ­დეგ ხმა სა­ერ­თოდ აღარ ამო­უ­ღია.
რო­ჯერ ო"ნეილი მთა­ვარ შოლტს მტკი­ცედ შეჰ­პირ­და, ყვე­ლა­ფერს პი­რა­დად მო­გიგ­ვა­რე­ბო და, ამი­ტო­მაც, იმის წარ­მოდ­გე­ნაც კი უჭირ­და, რა და­ე­მარ­თე­ბო­და, ურ­ჰარტს რომ გა­ე­გო, ეს ბინ­ძუ­რი საქ­მე სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ვის გა­ა­კე­თე­ბი­ნა. `მაგ­რამ მე ხომ პე­ნის ბო­ლომ­დე ვენ­დო­ბი. - ვინ იცის, მე­რამ­დე­ნედ და­ირ­წ­მუ­ნა თა­ვი ო"ნეილმა. - და, სარ­თო­დაც, აბა პი­რა­დი მდი­ვა­ნი სხვა რა­ღა­ში უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნო?~
იმ დრო­ის­თ­ვის, რო­ცა სპორ­ტულ­პი­ჯა­კი­ა­ნი და ფეტ­რის­ქუ­დი­ა­ნი მა­მა­კა­ცი სე­ვენ სის­ტერზ რო­უ­დის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე `ი­უ­ნი­ონ ბენკ ოფ ტურ­კის~ ჩრდი­ლო­ეთ ლონ­დო­ნის ფი­ლი­ა­ლის შე­ნო­ბა­ში შე­ვი­და, სიცხე უკ­ვე სრუ­ლი­ად აუტა­ნე­ლი გახ­და. კვიპ­რო­სე­ლი კლერ­კი, რო­მე­ლიც იმ დღეს ამინ­დის­თ­ვის საკ­მა­ოდ შე­უ­ფე­რებ­ლად გა­მოწყო­ბილ მა­მა­კაცს მო­ემ­სა­ხუ­რა, მგო­ნი, სა­ბო­ლო­ო­დაც კი დარ­წ­მუნ­და, რომ ინ­გ­ლი­სე­ლებს მხო­ლოდ ტან­საც­მ­ლის ერ­თი კომ­პ­ლექ­ტი უნ­და ჰქონ­დეთ, რო­მე­ლიც ზამ­თარ-ზაფხულ, ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბა-მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­უხ­დე­ლად აც­ვი­ა­თო. უც­ნა­უ­რად ჩაც­მუ­ლი მა­მა­კა­ცი კი­დევ უფ­რო უც­ნა­უ­რი აქ­ცენ­ტი­თაც ლა­პა­რა­კობ­და, რომ­ლის დად­გე­ნაც კლერკს ძა­ლი­ან დი­დი მონ­დო­მე­ბის შემ­თხე­ვა­შიც გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ არ კი მო­უნ­დო­მე­ბია, რად­გან მა­მა­კაცს მთა­ვა­რი - მოზ­რ­დი­ლი თან­ხა და მათ ბან­კ­ში ან­გა­რი­შის გახ­ს­ნის სურ­ვი­ლი აღ­მო­აჩ­ნ­და. მა­მა­კაც­მა კლერკს ისიც აუწყა, კე­ნი­ა­ში ვცხოვ­რობ და ინ­გ­ლის­ში სულ რამ­დე­ნი­მე თვით, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად ვარ ჩა­მო­სუ­ლი, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად კი ფუ­ლის ჩა­დე­ბა ხმელ­თა­შუა ზღვის თურ­ქულ სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ ან­ტა­ლი­ის მახ­ლობ­ლად, სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა­ში მაქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლიო. კლერ­კი ან­ტა­ლი­ა­ში ნამ­ყო­ფი არ იყო, მაგ­რამ სმე­ნო­და, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი კუ­რორ­ტიაო და მა­მა­კა­ცი უმალ და­ა­ი­მე­და, ჩვე­ნი ბან­კი ყვე­ლა­ნა­ირ დახ­მა­რე­ბას სი­ა­მოვ­ნე­ბით აღ­მო­გი­ჩენ­თო და მო­მა­ვალ კლი­ენტს სა­რე­გის­ტ­რა­ციო ბა­რა­თის შევ­სე­ბა სთხო­ვა. ბა­რათ­ში სრუ­ლი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის, სახ­ლის მი­სა­მარ­თი­სა და იმ ბან­კის თუ ბან­კე­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბის მი­თი­თე­ბა იყო სა­ჭი­რო, რო­მელ­თა კლი­ენ­ტა­დაც მა­მა­კა­ცი ად­რე ით­ვ­ლე­ბო­და. ხუ­თი წუ­თის შემ­დეგ მა­მა­კა­ცი კლერ­კ­თან შევ­სე­ბუ­ლი ბა­რა­თით დაბ­რუნ­და და, თან, ბო­დი­ში მო­უ­ხა­და, მხო­ლოდ კე­ნი­ის ბან­კი მი­ვუ­თი­თე, რად­გან ბო­ლო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­გ­ლის­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვე­დიო.
- ნუ ღე­ლავთ, მის­ტერ კო­ლინ­რიჯ, - და­ამ­შ­ვი­და მა­მა­კა­ცი კლერ­კ­მა, რო­მელ­მაც ახალ­გა­მომ­ცხ­ვა­რი კლი­ენ­ტის ბა­რათ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი გვარ-სა­ხე­ლის ნამ­დ­ვი­ლო­ბის დად­გე­ნაც კი აღარ ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ. - ჩვენს ბანკს კე­ნი­ის ბან­კ­თან და­კავ­ში­რე­ბა და ყვე­ლა თქვე­ნი მო­ნა­ცე­მის ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­და­მოწ­მე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ გა­უ­ჭირ­დე­ბა.
`გა­უ­ჭირ­დე­ბა და მე­რე რო­გორ!~ - გა­ი­ფიქ­რა ფრი­ად კმა­ყო­ფილ­მა ფრენ­სის ურ­ჰარ­ტ­მა, რო­მელ­მაც ზუს­ტად იცო­და, რომ ბა­რა­თის შე­მოწ­მე­ბას, სულ მცი­რე, ოთხი კვი­რა მა­ინც, ხო­ლო იმის ზუს­ტად დად­გე­ნას, რომ მას­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი ყალ­ბი იყო, კი­დევ ამ­დე­ნი­ვე დრო დას­ჭირ­დე­ბო­და. ანუ რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კ­ვე­ო­და, ყვე­ლა სა­ბან­კო ოპე­რა­ცია უკ­ვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მის მი­ერ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის სა­ხე­ლით გახ­ს­ნი­ლი ან­გა­რი­ში კი და­ხუ­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და.
- ან­გა­რი­შის გახ­ს­ნას რა თან­ხით აპი­რებთ, სერ? - სა­სი­ა­მოვ­ნო ფიქ­რი ცო­ტა ნა­ად­რე­ვად გა­აწყ­ვე­ტი­ნა მთა­ვარ შოლტს კლერ­კ­მა.
- საწყის თან­ხად 50.000 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გის ნაღ­დი ფუ­ლით შე­მო­ტა­ნა მაქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი.
- ძა­ლი­ან კარ­გი! - გა­ი­ბად­რა კლერ­კი.
ურ­ჰარ­ტ­მა კი ყა­ვის­ფე­რი მუ­ყა­ოს დი­დი პა­კე­ტი გახ­ს­ნა და იქი­დან ამო­ლა­გე­ბუ­ლი ბან­კ­ნო­ტე­ბის შეკ­ვ­რე­ბი კლერ­კის­კენ მის­წია. `რა კარ­გია, რომ ფუ­ლის გა­დათ­ვ­ლა არ მჭირ­დე­ბა~, გა­ი­ფიქ­რა მან, რად­გან სათ­ვა­ლეს, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბის კი­დევ უფ­რო სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად შე­სა­ნიღ­ბად ბან­კ­ში შეს­ვ­ლამ­დე გა­ი­კე­თა, მრა­ვა­ლი წლის წინ ხმა­რობ­და და მას შემ­დეგ სა­კონ­ტაქ­ტო ლინ­ზე­ბის შეც­ვ­ლა უკ­ვე რამ­დენ­ჯერ­მე მო­უხ­და.
მას შემ­დეგ, რაც ბან­კ­ნო­ტე­ბის დათ­ვ­ლა და­ამ­თავ­რა და თან­ხა კო­ლე­გა­საც გა­და­ა­მოწ­მე­ბი­ნა, კლერ­კ­მა ქვით­რის გა­მო­წე­რა და­იწყო. `ბან­კებს ოღონდ ნაღ­დი ფუ­ლი და­ა­ნახ­ვე და სა­ერ­თოდ აღა­რა­ფერს გკითხა­ვენ~. - გა­ი­ფიქ­რა მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა და შემ­დეგ კლერკს მი­მარ­თა:
- იცით, ახ­ლა რა გა­ვი­ფიქ­რე?
- რა? - მა­შინ­ვე სმე­ნად იქ­ცა კლერ­კი.
- ამ ფუ­ლის ან­გა­რიშ­ზე უმოძ­რა­ოდ და­ტო­ვე­ბას იქ­ნებ, აქ­ცი­ე­ბი ამე­ღო.
- აქ­ცი­ე­ბი?
- დი­ახ.
- რო­გორც ინე­ბებთ, სერ! - და­ფა­ცურ­და კლერ­კი.
და­მა­ტე­ბი­თი ფორ­მუ­ლა­რე­ბის შევ­სე­ბას ურ­ჰარ­ტ­მა კი­დევ ხუ­თი წუ­თი მო­ან­დო­მა და კომ­პა­ნია `რე­ნოკს კე­მიკ­ლის~ 240-პენ­სი­ა­ნი 20 000 ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აქ­ცია შე­უკ­ვე­თა. კლერ­კ­მა კი და­ა­ი­მე­და, ოთხი სა­ა­თის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი მზად იქ­ნე­ბაო. აქ­ცი­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 49.288 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი შე­ად­გი­ნა. ამ თან­ხის, სა­გერ­ბე მარ­კე­ბი­სა და ბრო­კე­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ჰო­ნო­რა­რის გა­მოკ­ლე­ბის შემ­დეგ, ან­გა­რიშ­ზე ზუს­ტად 712 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი დარ­ჩა. ურ­ჰარ­ტ­მა ფორ­მუ­ლა­რებ­ზე ხე­ლი დარ­დი­მან­დუ­ლად, თუმ­ცა­ღა სრუ­ლი­ად გა­უ­გებ­რად მო­ა­წე­რა, ზედ­მი­წევ­ნით კმა­ყო­ფილ­მა კლერ­კ­მა კი ქვით­რის გა­და­ცე­მი­სას კი­დევ ერ­თხელ გა­უ­ღი­მა:
- ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა თქვენ­თან საქ­მის და­ჭე­რა, მის­ტერ კო­ლინ­რიჯ!
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი