"მი­ე­ცით კე­ი­სარ­სა კე­ის­რი­სა და ღმერთს - ღმრთი­სა"
font-large font-small
"მი­ე­ცით კე­ი­სარ­სა კე­ის­რი­სა და ღმერთს - ღმრთი­სა"
სად გა­დის ზღვა­რი სუ­ლი­ე­რე­ბა­სა და მი­წი­ე­რე­ბას შო­რის?

რა­ტომ უძ­ნელ­დე­ბათ თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის აღ­ქ­მა და დაძ­ლე­ვა? რო­გორ მო­ვიქ­ცეთ გან­საც­დე­ლის ჟამს?Aამჯერად ამ სა­კითხებს შე­ვე­ხე­ბით...


- მდიდ­რი­სა და ლა­ზა­რეს იგა­ვი გა­ვიხ­სე­ნოთ, სა­დაც უფა­ლი წარ­მო­ა­ჩენს უკი­დუ­რეს სი­ღა­ტა­კე­ში მყო­ფი ლა­ზა­რეს სუ­ლი­ერ სიმ­ტ­კი­ცეს, რომ­ლის სა­ნაც­ვ­ლო­დაც დამ­კ­ვიდ­რ­და უფალ­თან...
მა­მა მა­კა­რი:
- უფ­ლის იგავ­ში ერ­თ­მა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბა ორი ადა­მი­ა­ნი - მდი­და­რი, რო­მე­ლიც თა­ვის სიმ­დიდ­რეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ თა­ვი­სი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თ­ვის იყე­ნებს და უკი­დუ­რე­სად ღა­ტა­კი ლა­ზა­რე. იგა­ვი­დან ჩანს, რომ ის არის დაწყ­ლუ­ლე­ბუ­ლი, სნე­უ­ლი, ისიც კი არ შე­უძ­ლია, რაც აუცი­ლებ­ლო­ბის­თ­ვის სჭირ­დე­ბა, თა­ვი­სი შრო­მით მო­ი­პო­ვოს; სა­ხა­რე­ბა გვე­უბ­ნე­ბა: ძაღ­ლე­ბი მი­დი­ოდ­ნენ და ლო­კავ­დ­ნენ მის წყლუ­ლებ­სო ანუ ფი­ზი­კუ­რა­დაც უძ­ლუ­რი იყო ეს ადა­მი­ა­ნი და ამით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მი­სი სი­ღა­რი­ბე. მაგ­რამ მას ჰქონ­და უდი­დე­სი სიმ­დიდ­რე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ხე­დავ­და მდიდ­რი­სა და მი­სი თა­ნა­მე­ი­ნა­ხე­ე­ბის უწყა­ლო­ბას, ხე­დავ­და, თუ რო­გორ ფლან­გავ­დ­ნენ ამა­ო­ე­ბა­ში სიმ­დიდ­რეს, ერ­თხე­ლაც არ გა­ნუ­კითხავს ისი­ნი. თა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბას ისე იღებ­და, რო­გორც ღვთის­გან მი­ნი­ჭე­ბულს, მის­თ­ვის საცხოვ­ნებ­ლად. ლა­ზა­რე არა სი­ღა­რი­ბით, არა­მედ თა­ვი­სი ღვთივ­სათ­ნო ცხოვ­რე­ბით შე­იქ­­ნა ღირ­სი, და­ემ­კ­ვიდ­რე­ბი­ნა აბ­რა­ა­მის წი­აღ­ში, ხო­ლო მდი­და­რი არა სიმ­დიდ­რის გა­მო, არა­მედ თა­ვის უწყა­ლო­ბის გა­მო გა­ნე­შო­რა მარ­თალ­თა წი­აღს. ამ იგა­ვი­დან შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კ­ვ­ნათ, რომ ყვე­ლა მდი­და­რი ვერ ცხონ­დე­ბა და ყვე­ლა ღა­რი­ბი ცხონ­დე­ბა. უწყა­ლო მდი­და­რია თუ ღა­რი­ბი, ვინც არ შე­ი­ნა­ნებს ამას, ღვთის გა­რე­შე დარ­ჩე­ბა, ხო­ლო ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სუ­ლით არის მდი­და­რი, უშ­ფოთ­ვე­ლი, თავ­მ­და­ბა­ლი, მოწყა­ლე, არ არის ამ­პარ­ტა­ვა­ნი, უფალ­თან დამ­კ­ვიდ­რ­დე­ბა, რა თქმა უნ­და, თუ მას აქვს ჭე­შმა­რი­ტი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა.
- რო­გორც ვთქვით, მი­წი­ე­რი ცხოვ­რე­ბის ჟამს, ადა­მი­ან­მა სულ­ზეც უნ­და იზ­რუ­ნოს და ხორ­ც­ზეც, ისე, რომ არც ერთ მხა­რეს უკი­დუ­რე­სო­ბა­ში არ გა­და­უხ­ვი­ოს. არც ფა­ნა­ტიზ­მ­ში უნ­და გა­და­ვი­დეთ და არც აბ­სო­ლუ­ტურ გა­მი­წი­ე­რე­ბა­ში - რო­დე­საც ადა­მი­ანს მი­წი­ე­რის გარ­და აღა­რა­ფე­რი ახ­სოვს. თუმ­ცა, ძნე­ლია, ადა­მი­ა­ნი მიხ­ვ­დეს, სად და­დოს ზღვა­რი მი­წი­ე­რე­ბა­სა და სუ­ლი­ე­რე­ბას შო­რის...
- ამის ზუს­ტი ზღვა­რი არ არ­სე­ბობს, არც უფა­ლი მო­ითხოვს ჩვენ­გან. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობს, ის შეჩ­ვე­უ­ლია მცი­რე მი­წი­ერ მოთხოვ­ნი­ლე­ბებს, ხო­ლო მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, ის მი­წი­ე­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც ღა­რი­ბი კმა­ყო­ფილ­დე­ბა, იმ­დე­ნად მცი­რეა, მათ­ზე არც ფიქ­რობს. მა­მა­თა ცხოვ­რე­ბა­ში მოთხ­რო­ბი­ლია ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა: ერთ-ერ­თი წმინ­და მა­მა ავად გახ­და, გა­მოქ­ვა­ბულ­ში სას­თუ­მა­ლი და­ი­გო და ისე ეძი­ნა. ეს სხვა ბე­რებ­მა და­ი­ნა­ხეს და გა­ნი­კითხეს. რო­დე­საც მოძღ­ვარ­მა გა­ი­გო, და­ი­ბა­რა ბე­რე­ბი და ჰკითხა, რა ხე­ლო­ბას მის­დევ­დ­ნენ ისი­ნი ბე­რად აღ­კ­ვე­ცამ­დე? - მწყემ­სე­ბი ვი­ყა­ვი­თო, მი­უ­გეს ბე­რებ­მა. მა­შინ მოძღ­ვარ­მა შე­ახ­სე­ნა, თუ რო­გორ ცხოვ­რობ­დ­ნენ მწყემ­სო­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­გორ გა­ჭირ­ვე­ბა­ში უხ­დე­ბო­დათ ყოფ­ნა, რო­გორ ათევ­დ­ნენ ღა­მე­ებს ღია ცის ქვეშ, რა­ო­დენ მცი­რე იყო მა­თი საზ­რ­დო და უთხ­რა: მი­წი­ე­რი თვალ­საზ­რი­სით, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი გაქვთ მო­ნას­ტერ­ში, ვიდ­რე ერ­ში გქონ­დათ, ხო­ლო ის ბე­რი, რო­მელ­მაც სას­თუ­მა­ლი და­ი­დო და ისე და­იძი­ნა, უამ­რა­ვი სიმ­დიდ­რის პატ­რო­ნი იყო, ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რობ­და. მო­ნას­ტერ­ში მოს­ვ­ლით მან მო­იკ­ლო თა­ვი­სი მი­წი­ე­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, თქვენ კი არ მო­გიკ­ლი­ა­თო. შე­საძ­ლოა, ჩან­დეს, რომ ორი ადა­მი­ა­ნი გა­რეგ­ნუ­ლად ერ­თ­ნა­ი­რად მო­იხ­მარს მი­წი­ერ საჭი­რო­ე­ბებს, მაგ­რამ აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რო­მე­ლი რას არის მიჩ­ვე­უ­ლი, - თუ ადა­მი­ანს ჰქონ­და დი­დი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნე­ბა და ღვთის­თ­ვის მან შემ­დეგ დათ­მო რა­ღაც დო­ზით, შე­იძ­ლე­ბა ეს მოკ­ლე­ბაც, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი იყოს. ხო­ლო შე­იძ­ლე­ბა სხვა ადა­მი­ა­ნი სხვებ­ზე ნაკ­ლებ მატე­რი­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს იყე­ნებ­დეს, მაგ­რამ ეს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი მის მოთხოვ­ნი­ლე­ბებს აღე­მა­ტე­ბო­დეს. სა­ხა­რე­ბა­ში ერთ ად­გი­ლას უფა­ლი ბრძა­ნებს: "მი­ე­ცი კე­ი­სარს კე­ის­რი­სა და ღმერთს - ღმრთი­სა", - თუ რამ­დე­ნია კე­ის­რის­თ­ვის, ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი­სათ­ვის მი­სა­ცე­მე­ლი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თ­ვის. თა­ვი­სი სინ­დი­სის წი­ნა­შე, ღვთის წი­ნა­შე უნ­და იყოს მარ­თა­ლი ადა­მი­ა­ნი ამ დროს, სხვაგ­ვა­რად ზღვრის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.
- "მი­ე­ცით კე­ისა­რს კე­ის­რი­სა და ღმერთს ღმრთი­სა". რო­გორ გა­ვი­გოთ უფ­ლის ეს იგა­ვუ­რი თქმა?
- რაც სა­ჭი­როა ამ ქვე­ყა­ნა­ზე, მი­წი­ე­რი არ­სე­ბო­ბის­თ­ვის უნ­და ვა­კე­თოთ, ხო­ლო ღვთი­საი მივ­ცეთ ღმერთს, - რაც სუ­ლის­თ­ვი­საა საჭი­რო, უფალს მი­ვა­გოთ. ხში­რად ადა­მი­ა­ნებს აქვთ ფა­ნა­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საღ­მ­რ­თო მსა­ხუ­რე­ბას­თან. თვლი­ან, რომ თით­ქოს არ შე­იძ­ლე­ბა ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა, ზო­გი იმა­საც კი ამ­ბობს, წამ­ლის მი­ღე­ბაც კი არ შე­იძ­ლე­ბა, ღმერთს უნ­და მი­ვენ­დო­თო. ეს ფა­ნა­ტიზ­მია და ამას ამ­ხელს მაცხო­ვა­რი. მე­ო­რე მხრივ, ამ­ხელს ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც სუ­ლი­ე­რე­ბა არ ახ­სოვთ და მხო­ლოდ მი­წი­ე­რე­ბა­ზე არი­ან გა­და­გე­ბულ­ნი - რაც სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის, რა თქმა უნ­და, შეგ­ვიძ­ლია ამა­ზე ვიზ­რუ­ნოთ, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნი ენერ­გია და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უნ­და მო­ვახ­მა­როთ უპი­რა­ტესს, - ჩვე­ნი სუ­ლის ცხო­ნე­ბას, ღვთის­სათ­ნომ­ყო­ფელ ცხოვ­რე­ბას. ისიც კი, რა­საც მი­წი­ე­რის­თ­ვის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რის­თ­ვის ვა­კე­თებთ, ღვთის­თ­ვის სათ­ნო­სა­ყო­ფი უნ­და იყოს და არა - ჩვე­ნი სათ­ნო­სა­ყო­ფი.
- მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­დუხ­ჭი­რის აღ­ქ­მა ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბას უჭირს. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გა­სა­ჭი­რის გა­მო, გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა­შიც კი ცვივ­დე­ბი­ან. რა­ტომ ხდე­ბა ასე? ვი­ცით, რომ ად­რე­ულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით მძი­მე მა­ტე­რი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ, გა­ცი­ლე­ბით მე­ტად უჭირ­დათ...
- თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ოდ­ში სწრა­ფად გან­ვი­თარ­და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბი, რამაც ადა­მი­ა­ნე­ბი კომ­ფორტს მი­აჩ­ვია. ის, რაც თუნ­დაც ასი წლის წინ კომ­ფორ­ტად ით­ვ­ლე­ბო­და, დღეს სი­ღა­რი­ბედ აღიქ­მე­ბა. შე­იც­ვა­ლა ადა­მი­ან­თა ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც. რო­გორ გა­რე­მო პი­რო­ბებ­ში და რო­გო­რი ცხოვ­რე­ბის წე­სი­თაც წი­ნა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, იმ გა­რე­მო­ში რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნებ­მა იცხოვ­რონ, მათ სი­ცოცხ­ლე­საც კი საფ­რ­თხე შე­ექ­მ­ნე­ბა, ვერ გაძ­ლებს ადა­მი­ა­ნი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა იმის მი­ხედ­ვით, რა არის აუცი­ლე­ბე­ლი ამ პე­რი­ოდ­ში მცხოვ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, თა­ვად ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, რად­გან ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია თა­ვად ადა­მი­ან­თა გა­რე­მო პი­რო­ბებ­თან შე­გუ­ე­ბა­ზე. ძვე­ლად ადა­მი­ა­ნე­ბი შე­გუ­ე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ უფ­რო მკაცრ ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებს, ფი­ზი­კუ­რა­დაც, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის აუცი­ლებ­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე ად­რე­ულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში იყო, მაგ­რამ ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი უფ­რო მე­ტად დას­ცილ­დ­ნენ ღმერთს. ამი­ტო­მა­ცაა, თუ რა­ი­მე პრობ­ლე­მა შე­ექ­მ­ნე­ბათ - მა­ტე­რია­ლუ­რი სა­ხის გან­საც­დე­ლი იქ­ნე­ბა ეს, სნე­უ­ლე­ბა თუ სხვა, უფ­რო ად­ვი­ლად ცვივ­დე­ბი­ან სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა­ში. ზო­გა­დად რომ ვთქვათ, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის წინ­ს­ვ­ლა არ იწ­ვევს ადა­მი­ან­ში ურ­წ­მუ­ნო­ე­ბას, მაგ­რამ რაც მე­ტად ვი­თარ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი მით მე­ტად შორ­დე­ბი­ან უფალს. ამის მი­ზე­ზი ის გახ­ლავთ, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ხში­რად თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად იყე­ნე­ბენ. რაც უფ­რო მე­ტი სურ­ვი­ლი უჩ­ნ­დე­ბა ადა­მი­ანს და მე­ტად იკ­მა­ყო­ფი­ლებს მას, მე­ტად და მე­ტად ვარ­დე­ბა ვნე­ბე­ბის ტყვე­ო­ბა­ში. თუ რა­ღაც მო­მენ­ტ­ში ვერ შეძ­ლო თა­ვი­სი სურ­ვი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა­ში ვარ­დე­ბა. სა­ერ­თოდ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მი­წი­ერ, მა­ტე­რი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს გან­საც­დე­ლად მი­იჩ­ნევს და ამის გა­მო სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა­ში ვარ­დე­ბა, სუ­ლი­ე­რად ძა­ლი­ან და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ხორ­ცი­ე­ლი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის დათ­მე­ნით იწყე­ბა სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბა. წმინ­და მა­მე­ბი, ძვე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბიც გან­საც­დე­ლად თვლიდ­ნენ სუ­ლი­ერ პრობ­ლე­მებს, რო­დე­საც უფ­ლის დაშ­ვე­ბით ბო­რო­ტი აზ­რე­ბი მოქ­მე­დებ­და ადა­მი­ან­ზე. გან­საც­დე­ლი იყო მა­გა­ლი­თად, მო­ნას­ტერ­ში მყო­ფი ბე­რის­თ­ვის მოწყე­ნი­ლო­ბა, რო­დესც ბო­რო­ტი ამ ცოდ­ვით შე­ებ­რ­ძო­ლე­ბო­და მას და აღა­რა­ფე­რი უნ­დო­და - არც მო­ნას­ტერ­ში ყოფ­ნა, არც საქ­მის კე­თე­ბა, მხო­ლოდ იქი­დან გაქ­ცე­ვა­ზე ფიქ­რობ­და. ან სხვა ნე­ბის­მი­ე­რი სუ­ლი­ე­რი გან­საც­დე­ლი, რო­მე­ლიც სულს უფო­რი­ა­ქებ­და. წმინ­და ისა­აკ ასუ­რი, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა წმინ­და მა­მა, გან­საც­დელ­თა შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას სუ­ლი­ერ გან­საც­დე­ლებს ახ­სე­ნებს. ამავ­დ­რო­უ­ლად გვირ­ჩევს, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ გან­საც­დე­ლის დროს: გან­საც­დე­ლი გეწ­ვია? და­ით­მი­ნე. დათ­მე­ნაც თუ არ შე­გიძ­ლია, გა­და­ი­ფა­რე მან­ტია და და­ი­ძი­ნე. მრა­ვალ­მოწყა­ლე უფა­ლი თა­ვად მოგ­ვა­ცი­ლებს გან­საც­დელს. გან­საც­დე­ლის დროს მთა­ვა­რია, მოთ­მი­ნე­ბით ავი­ტა­ნოთ იგი, არ მი­ვე­ცეთ მწუ­ხა­რე­ბას, რად­გან მოთ­მი­ნე­ბით ადა­მი­ა­ნი გა­ცი­ლე­ბით მტკი­ცე და ღვთის მა­დი­დე­ბე­ლი ხდე­ბა და ღვთის შე­წევ­ნაც არ და­ა­ყოვ­ნებს.


შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1561 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი