მოხერხებული სასკოლო შოპინგი - გზაპრესი

მოხერხებული სასკოლო შოპინგი

- ვისაც სკოლის ასაკის ბავშვი ჰყავს, კარგად მოეხსენება, სასკოლო მზადების პროცესი რამდენად დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. წიგნები, რვეულები, ხარისხიანი საწერ-კალამი, ფანქრები, ფერადი ქაღალდები, გაკვეთილების ცხრილი, სახაზავი, პლასტილინი, საღებავები - ნებისმიერ მოსწავლეს ხომ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მისთვის აუცილებელი ნივთი სჭირდება?! არადა, მშობლისთვის მარტივი ნამდვილად არ არის, საჭირო ნივთების ვრცელი ნუსხით ბაზრობებზე ირბინოს და თანაც, ამ წინასასკოლო ორომტრიალში ხარისხიანი პროდუქციის შერჩევაც მოახერხოს. ზოგჯერ გვეჩვენება კიდეც, რომ ერთი შეხედვით წვრილმანების შეძენის პროცესს ბოლო არ უჩანს.

ნათქვამია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, მომხმარებელთა ნაწილი სასკოლო ნივთების შესაძენად ჯერ კიდევ ბაზრობებს მიაშურებს. დიახ, რატომღაც ჯერ კიდევ არ დამსხვრეულა სტერეოტიპი და მშობელთა ნაწილს ახლაც ჰგონია, რომ ბაზრობაზე, მაღაზიებთან შედარებით, სასურველ ნივთს უფრო იაფად შეიძენს, არადა, როგორც წესი, ეს აბსოლუტურად მცდარი გადაწყვეტილებაა. მომხმარებელთა ის ნაწილი, რომელსაც ურჩევნია, საყიდლებზე ბაზრობების ნაცვლად ბევრად კომფორტულ სავაჭრო სივრცეს მიაშუროს და სასკოლო ნივთებიც იქ იყიდოს, სადაც პროდუქციის სრული ასორტიმენტი ერთადაა თავმოყრილი, საბოლოოდ, ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით მოგებულიც ხშირად რჩება. ბუნებრივია, ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესში ბაზარი გაზრდილ მოთხოვნას პროდუქციის დიდი ასორტიმენტითა და განსხვავებული ფასებით პასუხობს. მშობლებისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია, იცოდეს, სად შეიძინოს შვილისთვის აუცილებელი ხარისხიანი პროდუქცია, ხელსაყრელ ფასად.

"კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა, მშობლებს სასკოლო სამზადისი გაუადვილოს და სწორი გადაწყვეტილების მიღებაშიც დაეხმაროს, რისთვისაც წინასასკოლო პერიოდში ერთგვარი მცირე მოკვლევა ჩაატარეს. საკანცელარიო ნივთების ფასები ერთმანეთისთვის რომ შეედარებინათ, ბაზრობებს, რამდენიმე საკანცელარიო მაღაზიასა და "ბიბლუსის" ქსელს ესტუმრნენ. რა თქმა უნდა, მანამდე იმ საკანცელარიო ნივთების ნუსხა შეადგინეს, რაც შეიძლება, მოსწავლეს სასწავლო წლის დაწყებისთვის დასჭირდეს. სასკოლო ნაკრების ნუსხაში აუცილებლად შედის ჩანთა, რომელიც იმდენად ტევადი და გამძლე უნდა იყოს, რომ სულ ცოტა, მთელი წლის განმავლობაში ყველა დანარჩენი საკანცელარიო ნივთისა და სასკოლო სახელმძღვანელოების ტარება შეძლოს. ბაზრობებზე სასკოლო ჩანთის მინიმალური ფასი 35 ლარიდან იწყება და 200 ლარსაც კი აღწევს. რეალიზატორები არც მალავენ, რომ 35-ლარიანი ჩანთის ხარისხი საკმაოდ დაბალია და ფასსაც სწორედ ეს განსაზღვრავს. საკანცელარიო მაღაზიებში სასკოლო ჩანთები ან არ იყიდება, ან მცირე რაოდენობით და დაბალი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი, ფასი კი ბაზრობებთან შედარებით 10-15 ლარით მაღალია. "ბიბლუსის" ქსელში კი ექსკლუზიურად ხარისხიანი, ესპანური წარმოების ,,მონტიჩელოს" სასკოლო ჩანთების დიდი არჩევანია როგორც გოგონებისთვის, ისე ვაჟებისთვის და მათი ფასი 35 ლარიდან იწყება.

ბუნებრივია, წარმოუდგენელია სასკოლო სამზადისი კალმის, ფანქრებისა და რვეულების გარეშე. როგორც წესი, ჩამოთვლილ ნივთებს მშობლები დიდი რაოდენობით ყიდულობენ. ბაზრობაზე 48-ფურცლიანი რვეულის ფასი 0.60-0.80 ლარამდე მერყეობს, 30-40%-ით უფრო ძვირია პროდუქცია საკანცელარიო მაღაზიებში. რაც შეეხება "ბიბლუსის" ქსელს, აქ "პონტოს" ფირმის 48-ფურცლიანი რვეულების შეძენა 0.50 ლარად შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ ბაზრობაზე რეალიზატორები მომწოდებლების ფასებზე არიან დამოკიდებულნი, პროდუქციასაც მცირე რაოდენობით იღებენ და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ლარი-დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, საკანცელარიო პროდუქციის სარეალიზაციო ფასებიც გაზარდონ.

ანალოგიურად განსხვავდება ფასები სახატავი რვეულის შემთხვევაშიც. თუ ბაზრობებზე მცირე ზომის სახატავი რვეული 0,60 ლარიდან 1,5 ლარამდე აღწევს, "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში, "პონტოს" სახატავი რვეულების ღირებულება 0,55 ლარიდან იწყება. რაც შეეხება კალმებს, ბაზრობებზე მისი მინიმალური ფასი 20 თეთრია, საკანცელარიო მაღაზიებში ანალოგიური კალამი მინიმუმ 30%-ით ძვირი ღირს, "ბიბლუსი" კი ბევრად ხარისხიან საწერ საშუალებებს 0,15 ლარიდან გთავაზობთ.

ბაზრის კვლევის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სპეციალური აქციისა და საინტერესო შეთავაზებების გარდა, "ბიბლუსი" თავის მომხმარებელს გარანტირებულ ხარისხს, დიდ არჩევანსა და ხელსაყრელ ფასს ჰპირდება. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო-საკანცელარიო ნივთების გარდა, "ბიბლუსის" ქსელში სასკოლო სახელმძღვანელოებიც იყიდება. ეს კი ნიშნავს, რომ მშობლებს საჭირო ნივთების სიით აქეთ-იქით სირბილი არ მოგიწევთ და ერთ სივრცეში თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქციის შეძენას შეძლებთ. მეტიც, "ბიბლუსის" ქსელში ნებისმიერ სასკოლო შენაძენზე მომხმარებელს საჩუქრად გაკვეთილების ცხრილი გადაეცემა. ზემოთ ჩამოთვლილი საინტერესო შეთავაზებებისა და მომხმარებლისთვის კომფორტული სივრცის მაქსიმალურად შექმნის გარდა, დამატებით, 10-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, "ბიბლუსი" მომხმარებელს გრანდიოზულ სასკოლო გამოფენა-გაყიდვებზე უმასპინძლებს, სადაც სრული ასორტიმენტი ერთ სივრცეში იქნება გაერთიანებული. სასკოლო გამოფენა-გაყიდვა სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში გაიმართება, შესაბამისად, მშობლებს შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი მისამართი თავადვე აირჩიოთ:

"ბიბლუსი გალერეა" ილ.ჭავჭავაძის N7

ს/ც "სითი მოლი" ქავთარაძის N1

ს/ქ "ისთ ფოინთი" თვალჭრელიძის 2 (გასართობი შენობა)

ს/ც "თბილისი მოლი" აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ (მთავარი ატრიუმი)

ს/ც "სითი მოლი" გლდანი" ხიზაბავრის ქ. 1

მარიამ წამალაშვილი, "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი:

- ბიბლუსი" წლიდან წლამდე ცდილობს, სკოლის დაწყებამდე მშობლებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. სწორედ ამიტომ, "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელის გარდა, ჩვენ მათ მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვაზეც ვუმასპინძლებთ. აღსანიშნავია, რომ გამოფენა-გაყიდვაზე ბავშვები გავითვალისწინეთ და მათთვის გასართობი ღონისძიებები დავგეგმეთ. მშობლებს შეუძლიათ, შვილები გასართობ სივრცეში დატოვონ და თავად სასურველი ნივთები მშვიდად შეიძინონ.

ბიბლუსი გისურვებთ წარმატებული სასწავლო წლის დაწყებას.