ბანქოს სახლი (ნაწილიXIV)
font-large font-small
ბანქოს სახლი (ნაწილიXIV)
წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ბან­კო აფე­რის მე­ო­რე დღეს­ვე
და ფირ­და­უს ჯაბ­ვა­ლას­თან შეხ­ვედ­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი კვი­რის თავ­ზე, მთა­ვარ­მა შოლ­ტ­მა პარ­ტი­ის ხა­ზი­ნად­რებს 50 ათა­სი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი გა­დას­ცა და მა­თაც თან­ხა დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ით­ვა­ლეს, რად­გან პარ­ტი­ას ნაღ­დი ფუ­ლი ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და. ურ­ჰარ­ტ­მა ხა­ზი­ნად­რებს სთხო­ვა, ესო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თან­ხის შე­მომ­წირ­ვე­ლის­თ­ვის და­უ­ნიგ-სტრიტ­ზე გა­სა­მართ ერ­თი-ორ შეხ­ვედ­რა­ზე მოწ­ვე­ვის გაგ­ზავ­ნა არაფ­რით და­ვიწყ­ნო­დათ და ამის თა­ო­ბა­ზე ისიც წი­ნას­წარ გა­ეფ­რ­თხი­ლე­ბი­ნათ, რა­თა მის­ტერ და მი­სის ჯაბ­ვა­ლე­ბის­თ­ვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­თან რამ­დე­ნი­მე­წუ­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა მო­ეს­წ­რო. ხა­ზი­ნად­რე­ბი მტკი­ცედ შეჰ­პირ­დ­ნენ, რომ ორი­ვე თხოვ­ნას პირ­ნათ­ლად შე­უს­რუ­ლებ­დ­ნენ და შე­სა­ნიშ­ნავ ხა­სი­ათ­ზე დამ­დ­გა­რი ფრენ­სის ურ­ჰარ­ტიც იმა­ვე სა­ღა­მოს შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ვი­და.


ნა­წი­ლი II
დას­ტის მოჭ­რა


აგ­ვის­ტო
აგ­ვის­ტოს გა­ზე­თე­ბი სა­ში­ნე­ლი წა­სა­კითხი იყო, რად­გან პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბი­სა და წამ­ყ­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბის შვე­ბუ­ლე­ბა­ში გას­ვ­ლის შემ­დეგ თა­ვის ნე­ბა­ზე მიშ­ვე­ბუ­ლი ლო­ბის დუბ­ლი­ო­რი კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი ვა­კუ­უ­მის შე­სავ­სე­ბად და, რაც მთა­ვა­რია, თა­ვი­ან­თი გა­ზე­თე­ბის პირ­ველ გვერ­დებ­ზე სა­კუ­თა­რი გვა­რით რა­ი­მეს გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად ათას­ნა­ირ ხრიკს მი­მარ­თავ­დ­ნენ და ერ­თ­მა­ნეთს ტოლს უკ­ვე ჭო­რე­ბი­სა და მო­ა­რუ­ლი ხმე­ბის წმინ­და წყლის სი­მარ­თ­ლედ გა­სა­ღე­ბა­შიც კი აღარ უდებ­დ­ნენ. ასე მა­გა­ლი­თად, საკ­მა­რი­სი იყო, სამ­შა­ბათს `გარ­დი­ა­ნის~ მე­ხუ­თე გვერდზე რა­ი­მე მი­ნიშ­ნე­ბის შემ­ც­ვე­ლი მოკ­ლე ცნო­ბა გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, რომ პა­რას­კევს ეს ცნო­ბა უკ­ვე `დე­ი­ლი მე­ი­ლის~ პირ­ველ გვერ­დ­ზე და­მა­ინ­ტ­რი­გე­ბელ სტა­ტი­ად იქ­ცე­ო­და. მე­ო­რე­თან­რი­გო­სა­ნი კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი მო­მენ­ტით ბო­ლომ­დე სარ­გებ­ლობ­დ­ნენ და სა­კუ­თა­რი მწი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბას ძი­რი­თა­დად ჰენ­რი კო­ლინ­რი­ჯის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვით თუ მის­თ­ვის უბ­რა­ლოდ კბი­ლის გაკ­ვ­რით ცდი­ლობ­დ­ნენ. ამა­ში მათ მა­ნამ­დე არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი, ახ­ლა კი მთავ­რო­ბის მედ­გა­რი კრი­ტი­კის­თ­ვის `პარ­ტი­ის გა­მო­ჩე­ნილ მოღ­ვა­წედ~ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის ზო­გი­ერ­თი რი­გი­თი წევ­რიც ეხ­მა­რე­ბო­და. შე­დე­გად, აგ­ვის­ტოს და­საწყის­ში `მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნე­ტი­დან სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვის გა­რე­მო­ე­ბე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის~ შე­სა­ხებ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბი აგ­ვის­ტოს ბო­ლოს უკ­ვე მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბის გარ­და­უ­ვა­ლო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­დაც კი იქ­ცა. ვეს­ტ­მინს­ტე­რის წრე­ებ­ში იმა­საც სულ უფ­რო ხში­რად გა­ი­ძა­ხოდ­ნენ, რომ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნილ ჰენ­რი კო­ლინ­რიჯს სა­ში­ნე­ლი უხა­სი­ა­თო­ბა დას­ჩემ­და, რა­საც თვით კა­ნის მახ­ლობ­ლად, სა­კუ­თარ ვი­ლა­ში გან­ცხ­რო­მით დას­ვე­ნე­ბაც კი ვე­ღა­რა­ფერს შვე­ლი­სო.
ჭორ-მარ­თა­ლით გა­ჯე­რე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბის ნი­აღ­ვარს ვერც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის ძმა გა­და­ურ­ჩა და და­უ­ნინგ-სტრი­ტის პრე­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შიც მა­შინ­ვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის მი­ერ თა­ვი­სი ძვირ­ფა­სი ძა­მი­კოს სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­მარ­თ­ვე­ლოს სა­გან­გე­ბო ყუ­რადღე­ბის­გან ვი­თომ­და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე დარ­ხე­უ­ლი ხმე­ბის სას­წ­რა­ფო კო­მენ­ტა­რის ხილ­ვის თუ მოს­მე­ნის მსურ­ველ­თა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი გახ­შირ­და. მაგ­რამ, რად­გა­ნაც სა­კითხი მხო­ლოდ მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის პი­რად საქ­მე­ებს შე­ე­ხე­ბო­და, და­უ­ნინგ-სტრიტ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არც უფიქ­რი­ათ. მით უფ­რო იმ პი­რო­ბებ­ში, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქ­მულ თვით ყვე­ლა­ზე უფ­რო წარ­მო­უდ­გე­ნელ მო­საზ­რე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც კი და­უ­ნინგ-სტრი­ტი, რო­გორც წე­სი, მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით _ `ა­მის თა­ო­ბა­ზე სათ­ქ­მე­ლი არა­ფე­რი გვაქვს~ იფარ­გ­ლე­ბო­და ხოლ­მე. თუმ­ცა­ღა, ამ­ჯე­რად, გა­ზე­თებ­ში გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ამ გან­ცხა­დე­ბამ სულ სხვა, ლა­მის ყვე­ლა­ზე წამ­გე­ბი­ა­ნი ელ­ფე­რიც კი შე­ი­ძი­ნა.
ოფი­ცი­ა­ლუ­რად შვე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი მთა­ვა­რი შოლ­ტი მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის ძმას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებ­ში თავს მხო­ლოდ მცი­რე­დი მი­ნიშ­ნე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბას თუ აძ­ლევ­და. თუმ­ცა­ღა, ესეც სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იყო სა­ი­მი­სოდ, რომ თა­ვის ნე­ბა­ზე მიშ­ვე­ბულ პრე­სას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი­სა და მი­სი გაღ­ლე­ტი­ლი ძმის სა­ხე­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან სულ უფ­რო და უფ­რო ხში­რად და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა. არა­და, ამ დროს თა­ვად ჩარ­ლ­ზი თით­ქოს, არა­თუ სი­სუ­ლე­ლეს სი­სუ­ლე­ლე­ზე აღარ სჩა­დი­ო­და, უკ­ვე იმის ჭკუ­აც კი ჰყოფ­ნი­და, რომ თვალ­ში ზედ­მე­ტად არა­ვის მოხ­ვედ­რო­და. თუმ­ცა­ღა, ერ­თხელ მა­ინც არ გა­უ­მარ­თ­ლა, რად­გან ბორ­დოს და­სახ­ლე­ბის იაფ­ფა­სი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ში შეს­ვ­ლი­სას ვი­ღა­ცამ იც­ნო და ეს ამ­ბა­ვი ერთ-ერ­თი საკ­ვი­რაო გა­ზე­თის რე­დაქ­ცი­ას შე­ატყო­ბი­ნა.
რე­დაქ­ცი­ამ ბორ­დო­ში მა­შინ­ვე რე­პორ­ტი­ო­რი აფ­რი­ნა, რო­მელ­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის უდღე­უ­რი ძმა სას­ტუმ­როს რეს­ტო­რან­ში ისე უნ­და და­ეთ­რო, რომ, სხვა თუ არა­ფე­რი, რამ­დე­ნი­მე კლა­სი­კუ­რი `ჩარ­ლიზ­მი~ მა­ინც უთუ­ოდ და­ეტყუა. მაგ­რამ ზედ­მეტ­მა თავ­გა­მო­დე­ბამ მხო­ლოდ ის შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, რომ უგო­ნოდ მთვრალ­მა ჩარ­ლ­ზ­მა სა­ბო­ლო­ოდ გა­თიშ­ვამ­დე პირ­და­პირ სუფ­რას­თან აღე­ბი­ნა და მარ­ტო რე­პორ­ტი­ო­რის ბლოკ­ნო­ტი კი არა, თა­ვად ისიც გვა­რი­ა­ნად `მორ­წყა~. თუმ­ცა­ღა, ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი მა­ინც არ და­იბ­ნა, სე­ი­რის მა­ყუ­რე­ბელ ერთ დიდ­მ­კერ­და ვულ­გა­რულ ქალს ღრმა დე­კოლ­ტე­ში ორ­მოც­და­ათ­გირ­ვან­ქი­ა­ნი ჩა­უ­კუ­ჭა და ჩარ­ლ­ზ­თან ჩა­ხუ­ტე­ბულს ფო­ტო გა­და­უ­ღო.
მომ­დევ­ნო კვი­რა­ში გა­ზე­თის 11-მა მი­ლი­ონ­მა მკითხ­ველ­მა მის პირ­ველ გვერ­დ­ზე, ჩარლზ კო­ლინ­რი­ჯის ფო­ტოს­თან ერ­თად, მყვი­რა­ლა­სა­თა­უ­რი­ა­ნი სტა­ტია _ `გა­კოტ­რე­ბუ­ლი და დათ­რ­გუნ­ვი­ლი ვარ, მოთ­ქ­ვამს ჩარ­ლ­ზი~ _ იხი­ლა, რო­მელ­შიც ვინ იცის, უკ­ვე მე­რამ­დე­ნედ იტყო­ბი­ნე­ბოდ­ნენ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის ძმა ძა­ლი­ან ღა­რი­ბი და სა­კუ­თა­რი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­სა და სა­ხელ­გან­თ­ქ­მულ ძმას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უსი­ა­მოვ­ნო ამ­ბე­ბის გა­მო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად სრუ­ლი­ად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლიაო. სტა­ტი­ას მით­ქ­მა-მოთ­ქ­მის ახა­ლი ტალ­ღა მოჰ­ყ­ვა, და­უ­ნინგ-სტრი­ტის მი­ერ გა­კე­თე­ბუ­ლი მო­რი­გი გან­ცხა­დე­ბა, ამის თა­ო­ბა­ზე სათ­ქ­მე­ლი არა­ფე­რი გვაქ­ვ­სო შექ­მ­ნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სრუ­ლი­ად წინ­და­უ­ხე­დავ ქმე­დე­ბად მო­ი­ნათ­ლა.
ჩარ­ლ­ზის ფო­ტო გა­ზეთ­ში კვი­რის ბო­ლოს კი­დევ ერ­თხელ და­ი­ბეჭ­და, ოღონდ ამ­ჯე­რად მას გვერდს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის ფო­ტოც უმ­შ­ვე­ნებ­და. კო­მენ­ტა­რის თა­ნახ­მად, აუზის პი­რას წა­მო­წო­ლი­ლი ჰენ­რი კო­ლინ­რი­ჯი საფ­რან­გე­თის სამ­ხ­რეთ­ში გან­ცხ­რო­მით ის­ვე­ნებ­და და რო­გორც გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა­ზე ეტყო­ბო­და, თა­ვი­სი ღა­ტა­კი ძმის დახ­მა­რე­ბის კი არა, შეზ­ლონ­გი­დან თა­ვის წა­მო­წე­ვის სურ­ვი­ლიც კი არ ჰქონ­და. არა­და, ცო­ტა ხნის წინ სწო­რედ ამ გა­ზეთ­მა უამ­ბო მკითხ­ველს თუ ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რი თა­ვის უიღ­ბ­ლო ძმას მრა­ვალ­რიცხო­ვან ფი­ნან­სურ სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა­ში რო­გორ გულ­მოდ­გი­ნედ ეხ­მა­რე­ბო­და. და­უ­ნინგ-სტრი­ტის პრე­სის გან­ყო­ფი­ლე­ბამ ამ­ჯე­რად შემ­თხ­ვე­ვა ხე­ლი­დან აღარ გა­უშ­ვა და გა­ზე­თის რე­დაქ­ცი­ას ურ­თი­ერთ­გა­მომ­რიცხა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით მკითხ­ვე­ლის დაბ­ნე­ვის თა­ო­ბა­ზე უსაყ­ვე­დუ­რა.
`ა­ბა რო­გორ გინ­დათ? _ წარ­ბიც კი არ შე­უხ­რია გა­ზე­თის რე­დაქ­ტორს, _ ჩვენ ხომ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სრუ­ლი­ად სა­მარ­თ­ლი­ა­ნად მო­ვი­ქე­ცით და სა­კითხი ყო­ველ­მ­ხ­რივ გა­ვა­შუ­ქეთ. სა­ერ­თოდ კი უნ­და გითხ­რათ, რომ, არა­ერ­თი ნაკ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­საწყი­სი­დან­ვე მხო­ლოდ მის­ტერ კო­ლინ­რიჯს ვუ­ჭერ­დით მხარს. ასე რომ, ახ­ლა ბა­ლან­სის გას­წო­რე­ბის დრო დად­გა~. ბევ­რი რომ აღარ გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ, ყვე­ლა­ფერ­ზე ხე­ლის­მომ­წე­რი აგ­ვის­ტოს პრე­სა მარ­თ­ლაც სა­ში­ნე­ლი წა­სა­კითხი იყო...

სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბე­რი

სექ­ტემ­ბე­რი აგ­ვის­ტო­ზე უარე­სი გა­მოდ­გა. თვის და­საწყის­ში­ვე ოპო­ზი­ცი­ის მჭევ­რ­მეტყ­ვე­ლე­ბით გა­მორ­ჩე­ულ­მა ლი­დერ­მა გა­დად­გო­მი­სა და მარ­თ­ვის სა­და­ვე­ე­ბის `უფ­რო ძლი­ერ და ქმე­დით ხელ­ში~ გა­დას­ვ­ლის თა­ო­ბა­ზე გა­მო­აცხა­და. ან კი სხვა რა­ღა უნ­და ექ­ნა, თუ­კი მას­ზე ბევ­რად ენერ­გი­ულ­მა და, რაც მთა­ვა­რია, ამ­ბი­ცი­ურ­მა თა­ნა­მებ­რ­ძო­ლებ­მა ეს სა­და­ვე­ე­ბი ხე­ლი­დან ისე ოს­ტა­ტუ­რად გა­მო­ა­ცა­ლეს, რომ სა­ნამ ფაქ­ტის წი­ნა­შე არ დად­გა სა­ერ­თოდ, ვე­რა­ფერს მიხ­ვ­და. მე­რე კი მარ­თა­ლია, ერ­თი მა­ინც გა­იბ­რ­ძო­ლა, მაგ­რამ მა­ლე­ვე დარ­წ­მუნ­და, რომ ვე­ღა­რა­ფერს შეც­ვ­ლი­და და ბედს და­ე­მორ­ჩი­ლა. და­ცე­მულ ლი­დერ­თან გა­მომ­შ­ვი­დო­ბე­ბი­სას თბი­ლი სიტყ­ვე­ბი არა­ვინ და­ი­შუ­რა, ზოგს კი იმის ირო­ნი­უ­ლად შე­ნიშ­ვ­ნაც არ და­ვიწყ­ნია, რომ მის­მა პო­ლი­ტი­კურ­მა სიკ­ვ­დილ­მა თა­ნა­პარ­ტი­ელ­თა რი­გე­ბი კი­დევ უფ­რო შე­ამ­ჭიდ­რო­ვა და გა­ნამ­ტ­კი­ცაო.
ეს სი­ახ­ლე პრე­სა­მაც მა­შინ­ვე აიტა­ცა და მა­ტი სტო­რი­ნიც, ბევ­რი თა­ვი­სი კო­ლე­გის მსგავ­სად, შვე­ბუ­ლე­ბი­დან სას­წ­რა­ფოდ გა­მო­იხ­მეს. ლონ­დონ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი მა­ლე­ვე მიხ­ვ­და, რომ საქ­მე უკ­ვე თით­ქ­მის სრუ­ლი­ად ახალ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას­თან ჰქონ­და, რომ­ლის წევ­რებ­საც ყვე­ლა­ნა­ი­რი ში­და და­პი­რის­პი­რე­ბა და უთან­ხ­მო­ე­ბა დრო­ე­ბით გვერ­დ­ზე გა­და­ე­დოთ და მთე­ლი ძა­ლე­ბი უნი­ა­თო მთავ­რო­ბა­ზე ფარ­თო შე­ტე­ვის მომ­ზა­დე­ბა­ზე გა­და­ეს­რო­ლათ.
ყო­ველ­წ­ლი­ურ პარ­ტი­ულ კონ­ფე­რენ­ცი­ამ­დე ერ­თი კვი­რით ად­რე ოპო­ზი­ცი­ამ ახა­ლი ლი­დე­რი აირ­ჩია და ამ ამ­ბავ­ზე სა­უ­ბარს გა­ზე­თებ­მა თა­ვი­ან­თი პირ­ვე­ლი გვერ­დე­ბი თით­ქ­მის მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უთ­მეს. თა­ვად პარ­ტი­უ­ლი კონ­ფე­რენ­ცია ახა­ლი ლი­დე­რი­სად­მი ერ­თ­გუ­ლე­ბის ჭეშ­მა­რიტ დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ად იქ­ცა. დარ­ბაზ­ში კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სა­ერ­თო გან­წყო­ბი­ლე­ბის ყვე­ლა­ზე კარ­გად გად­მომ­ცე­მი ერ­თა­დერ­თ­სიტყ­ვი­ა­ნი უზარ­მა­ზა­რი ლო­ზუნ­გი _ `გა­მარ­ჯ­ვე­ბა!~ იყო გა­მო­ფე­ნი­ლი. და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ პარ­ტი­ის თავს ხდე­ბო­და, ვინც სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი კი­ნა­ღამ პირ­წ­მინ­და­დაც კი წა­ა­გო.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მისი უმშვენიერესი მეუღლე, ანუკი არეშიძე მეოთხე ბავშვის მოლოდინში არიან.
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.
"რთული ცხოვრება მქონდა, 14 წლიდან ვმუშაობდი სოფელში - ვინმეს ხილი ჰქონდა მოსაკრეფი თუ შეშა ჰქონდა დასატვირთი, მივდიოდი"
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ოჯახშექმნილი ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ წლების შემდეგ მეუღლეების მხრიდან ვერ გრძნობენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც შეყვარებულობის პერიოდში. იმის გასარკვევად, თუ როგორ ანებივრებენ ქართველი მამაკაცები ცოლებს, სოციალურ ქსელში პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ.
მსახიობმა თამუნა აბშილავამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მაჭანკლის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.
მერაბი ყოფილი მძღოლია. მამამისიც მძღოლი იყო და ბაბუამისიც, ამიტომ როცა სკოლის დამთავრებისთანავე საქალაქთაშორისო ავტობუსზე მოინდომა მუშაობა, არავის გაჰკვირვებია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და შეფ-მზა­რე­უ­ლად და კარ­გად იცის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გე­მოვ­ნე­ბა:
აღარ ვაპირებ "საიდუმლო სანტას" თავი გავაბითურებინო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი