იოანე ნათ­ლის­მ­ცე­მელს უფალ­მა უწო­და უდი­დე­სი ადა­მი­ან­თა შო­რის
font-large font-small
იოანე ნათ­ლის­მ­ცე­მელს უფალ­მა უწო­და უდი­დე­სი ადა­მი­ან­თა შო­რის
ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მ­შობ­ლის შემ­დეგ, ადა­მი­ან­თა შო­რის ყვე­ლა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი იყო იოანე ნათ­ლის­მ­ცე­მე­ლი. მას თა­ვად უფალ­მა უწო­და უდი­დე­სი ადა­მი­ან­თა შო­რის. ამ­ჯე­რად იოანე ნათ­ლის­მ­ცე­მელ­ზე ვი­სა­უბ­რებთ...
იოანე ნათ­ლის­მ­ცემ­ლის შე­სა­ხებ სა­ხა­რე­ბა გვა­უწყებს: "ი­ყო კა­ცი მოვ­ლი­ნე­ბუ­ლი ღვთი­სა მი­ერ და სა­ხე­ლი მი­სი იოვა­ნე". მას უდი­დე­სი მი­სია ერ­გო - კა­ცობ­რი­ო­ბა უფალ­თან შე­სახ­ვედ­რად უნ­და მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა, ადა­მი­ან­თა გუ­ლე­ბი გა­ნემ­ზა­დე­ბი­ნა მე­სი­ის მი­სა­ღე­ბად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ დროს, რო­დე­საც იოანე ქა­და­გებ­და, კაც­თა და მით უფ­რო - ღვთის რჩე­უ­ლი ერის შვი­ლე­ბის გუ­ლე­ბი უდაბ­ნოდ ქცე­უ­ლი­ყო და იოანეს ხმა იყო "ხმა მღა­ღა­დებ­ლი­სა უდაბ­ნო­სა ში­ნა", მან თა­ვი­სი მი­სია აღას­რუ­ლა, იოანეს ქა­და­გე­ბით არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და უფალ­თან...


- ვი­ცით, რომ ძველ აღ­თ­ქ­მა­ში იყო წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა მაცხოვ­რის შო­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე იყო წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა, რომ მაცხოვ­რის შო­ბამ­დე უნ­და მო­სუ­ლი­ყო კა­ცი, რო­მე­ლიც გზას გა­ნუმ­ზა­დებ­და მაცხო­ვარს, მაგ­რამ მის სიტყ­ვას მრა­ვალ­ნი არ მი­ი­ღებ­დ­ნენ. ის იქ­ნე­ბო­და ხმა მღა­ღა­დებ­ლი­სა უდაბ­ნო­სა ში­ნა. უდაბ­ნო­ში მღა­ღა­დე­ბე­ლი რას ნიშ­ნავს?
მა­მა მა­კა­რი:
- იოანე კი იქა­და­გებ­და, მაგ­რამ მი­სი ქა­და­გე­ბის მიმ­ღებ­ნი არ იქ­ნე­ბოდ­ნენ, ისე­ვე, რო­გორც უდაბ­ნო­ში ქა­და­გე­ბის დროს, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი არ ცხოვ­რობ­დ­ნენ. მი­სი მო­წა­ფე­ე­ბი გახ­დ­ნენ ურ­ჩე­უ­ლეს­ნი უფ­ლის მო­ცი­ქულ­თა შო­რის, ან­დ­რია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი და იოანე ღვთის­მეტყ­ვე­ლი - ვიდ­რე მაცხო­ვარს გაჰ­ყ­ვე­ბოდ­ნენ, იოანეს და­ე­მო­წაფ­ნენ, შე­იტყ­ვეს რა იოანეს­გან, რომ იესო იყო მაცხო­ვა­რი, ისი­ნი უკ­ვე იესოს გაჰ­ყ­ვ­ნენ... იოანე ნათ­ლის­მ­ცე­მე­ლი იშ­ვა მაცხოვ­რის შო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე. სას­წა­უ­ლებ­რი­ვი იყო შო­ბა იოანე­სი, იგი ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ჟამს, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ლოც­ვის შე­დე­გად მი­ე­ცათ მარ­თალ ზა­ქა­რი­ა­სა და ელი­სა­ბედს. იოანე ხორ­ცი­ე­ლი ნა­თე­სა­ვი გახ­ლ­დათ ქრის­ტე­სი.

- ვი­ცით, რომ იოანე ნათ­ლის­მ­ცე­მე­ლი უდაბ­ნო­ში აღი­ზარ­და, სა­დაც დე­და­მის­მა მა­მა­მი­სის, მღვდელ­მ­თა­ვარ ზა­ქა­რი­ას სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ შე­ა­ფა­რა თა­ვი, ყრმა იოანეს­თან ერ­თად. რო­გორც გარ­და­მო­ცე­მა გვა­უწყებს, რო­დე­საც იოანე 5 წლის გახ­და, მარ­თა­ლი ელი­სა­ბე­დიც მი­იც­ვა­ლა, იოანე მარ­ტო დარ­ჩა უდაბ­ნო­ში და მარ­ტოდ­მარ­ტო იზ­რ­დე­ბო­და. სა­ხა­რე­ბა გვამ­ც­ნობს, რომ მკა­ლი­სა და ვე­ლუ­რი თაფ­ლის გარ­და, არა­ფერს იხ­მევ­და: "ყრმა იგი აღორ­ძინ­დე­ბო­და და გან­მ­ტ­კიც­დე­ბო­და სულ­ითა და იყო უდაბ­ნოს, ვიდ­რე გა­მოცხა­დე­ბამ­დე ის­რა­ე­ლი­სა მი­მართ".

- რა­ტომ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო იოანე ამ დრომ­დე უდაბ­ნო­ში? სა­ერ­თოდ, რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო მი­სი უდაბ­ნო­ში ყოფ­ნა?
- უდაბ­ნო, სა­დაც მარ­თალ­მა ელი­სა­ბედ­მა იოანეს­თან ერ­თად შე­ა­ფა­რა თა­ვი, იქ­ვე, იერუ­სა­ლი­მის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე­ობ­და. იქ იოანე­ზე ხე­ლი არ მი­უწ­ვ­დე­ბო­და ჰე­რო­დეს, რომ­ლის რის­ხ­ვა­საც გა­ნა­რი­და ელი­სა­ბედ­მა ყრმა იოანე. უდაბ­ნო­ში დე­და-შვი­ლი სრუ­ლად უფალ­ზე იყო მინ­დო­ბი­ლი. ცხა­დია, უფალს ყველ­გან შე­უძ­ლია და­იც­ვას ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი თვი­თონ გა­ნა­რი­დებს თავს წუ­თი­სო­ფელს, მას მე­ტად იცავს, რად­გან მხო­ლოდ უფ­ლის იმე­დი აქვს. იოანემ უდაბ­ნო­ში 30 წე­ლი დაჰ­ყო, ვიდ­რე ქა­და­გე­ბას და­იწყებ­და. ამ ხნის მან­ძილ­ზე თა­ვი­სი ას­კე­ტუ­რი ღვაწ­ლით გა­ნიწ­მინ­და. მარ­თა­ლია, იოანე, რო­მელ­საც თა­ვად უფალ­მა უწო­და უდი­დე­სი ადა­მი­ან­თა შო­რის, იყო ყვე­ლა­ზე ზე­აღ­მა­ტე­ბუ­ლი (თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მ­შო­ბელს) თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით, ღვთის­მო­სა­ო­ბით, მაგ­რამ ის იყო მა­ინც ადა­მი­ა­ნი და სა­ჭი­რო­ებ­და გან­წ­მენ­და­სა და გან­მ­ტ­კი­ცე­ბას იმ მი­სი­ის­თ­ვის, რაც უნ­და აღეს­რუ­ლე­ბი­ნა. ამ­გ­ვარ სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას სწო­რედ უდაბ­ნო­ში ყოფ­ნით მი­აღ­წია.

- იოანე ნათ­ლის­მ­ცე­მელ­მა თა­ვი­სი მი­სი­ის გაცხა­დე­ბუ­ლად აღ­ს­რუ­ლე­ბა მდი­ნა­რე იორ­და­ნეს შე­მო­გა­რენ­ში სი­ნა­ნუ­ლის ქა­და­გე­ბით და­იწყო: "შე­ი­ნა­ნეთ, რა­მე­თუ მო­ახ­ლო­ე­ბულ არს სა­სუ­ფე­ვე­ლი ცა­თა­ი", - ამ სიტყ­ვე­ბით ამ­ზა­დებ­და ადა­მი­ა­ნებს მხსნე­ლის მი­სა­ღე­ბად წი­ნა­მორ­ბე­დი უფ­ლი­სა. რა­ტომ დას­ჭირ­და უფალს წი­ნა­მორ­ბე­დი, და­მოწ­მე­ბა იოანეს­გან?

- რო­გორც ვთქვით, ნა­წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბი იყო, რომ მო­ვი­დო­და წი­ნა­მორ­ბე­დი, რო­მე­ლიც გზას გა­ნუმ­ზა­დებ­და მაცხო­ვარს. ეს იყო იოანე. ის ქა­და­გებ­და, - მე არ ვარ მე­სია, ის ჩემს მე­რე მო­ვა, მე გზას გან­ვუმ­ზა­დებ მა­სო. წი­ნა­მორ­ბე­დი არა უფალს, არა­მედ ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბო­დათ. რო­დე­საც იხი­ლავ­დ­ნენ მის მოს­ვ­ლას, გან­მ­ზა­დე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ მხსნელ­თან შე­სახ­ვედ­რად. სი­ნა­ნუ­ლის­კენ მო­წო­დე­ბით იოანე გან­წ­მენ­დ­და ადა­მი­ან­თა გუ­ლებს იმი­სათ­ვის, რომ ღვთის სიტყ­ვა უფ­რო ად­ვი­ლად მი­ე­ღოთ. იოანე ცხოვ­რობ­და და იქ­ცე­ო­და ისე, რო­გორც ამ დრომ­დე არა­ვის უცხოვ­რია. იგი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო წმინ­და ცხოვ­რე­ბის წე­სით. მას მთე­ლი ერი აღი­ა­რებ­და, მი­სი სწამ­დათ და სჯე­რო­დათ იმ­დე­ნად, რომ იმა­საც კი ეკითხე­ბოდ­ნენ - შენ ხომ არა ხარ მე­სიაო. სწო­რედ ასეთ კაცს უნ­და და­ე­მოწ­მე­ბი­ნა მაცხო­ვა­რი.

- უფა­ლი სა­ხა­რე­ბა­ში იოანეს შე­ფა­სე­ბი­სას ამ­ბობს: "ა­რა აღ­დ­გო­მილ არს ნა­შობ­თა­გან დე­და­თაი უფ­რო­ის იოვა­ნეს ნათ­ლის­მ­ცემ­ლი­სა; ხო­ლო უმ­ცი­რე­სი სა­სუ­ფე­ველ­თა ცა­თა­სა უფ­რო­ის მი­სა არს". რო­გორ გა­ვი­გოთ ეს სიტყ­ვე­ბი? ვი­ცით, რომ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მ­შო­ბე­ლი უაღ­მა­ტე­ბუ­ლე­სია არა მხო­ლოდ ადა­მი­ან­თა, ან­გე­ლოზ­თა და­სებ­ზეც კი...

- თა­ვის­თა­ვად, აქ არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მ­შო­ბე­ლი. რო­დე­საც მაცხო­ვა­რი ხალხს უქა­და­გებ­და, არ იტყო­და უმე­ტე­სი დე­და­ჩე­მია და შემ­დეგ იოანეო. იმ დროს, რო­დე­საც მაცხო­ვარ­მა ეს სიტყ­ვე­ბი წარ­მოთ­ქ­ვა, სა­ერ­თოდ არ იყო გახ­ს­ნი­ლი სა­სუ­ფევ­ლის კა­რი, მხო­ლოდ ან­გე­ლო­ზე­ბი გა­ნა­დი­დებ­დ­ნენ მა­რა­დი­უ­ლად უფალს. აქ შე­იძ­ლე­ბა ვი­გუ­ლის­ხ­მოთ ან­გე­ლო­ზე­ბიც. რა თქმა უნ­და, სა­სუ­ფე­ველ­ში მყო­ფი უმ­ცი­რე­სი ან­გე­ლოზ­თა­გა­ნიც გა­ცი­ლე­ბით მე­ტად გა­ნა­დი­დებს უფალს და აღას­რუ­ლებს ღვთის მცნე­ბებს, ვიდ­რე თუნ­დაც ყვე­ლა­ზე წმინ­და ადა­მი­ა­ნი, დე­და­მი­წა­ზე ყოფ­ნის ჟამს. ხო­ლო რო­დე­საც იოანე სა­სუ­ფე­ველ­ში შე­ვი­და, ის უაღ­მა­ტე­ბუ­ლე­სი შე­იქ­მ­ნა ყვე­ლა ადა­მი­ან­თა შო­რის, თა­ვი­სი ღვთის მა­დი­დებ­ლო­ბით. რა თქმა უნ­და, არ ვგუ­ლის­ხ­მობ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მ­შო­ბელს.

- ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში მრავ­ლად იყ­ვ­ნენ წმინ­და და მარ­თა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბით, თა­ვიან­თი სიტყ­ვით გა­ნა­დი­დებ­დ­ნენ უფალს, თუმ­ცა უფა­ლი მხო­ლოდ იოანეს მი­მართ ამ­ბობს ამ სიტყ­ვებს. მა­ინც რი­თი იყო იოანე ნათ­ლის­მ­ცე­მე­ლი უდი­დე­სი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ან­თა შო­რის?

- რა თქმა უნ­და, ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თი მარ­თა­ლი და წმინ­და ადა­მი­ა­ნი არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ასე­თი რამ, რაც იოანეს შემ­თხ­ვე­ვა­ში მოხ­და, არა­სო­დეს მომ­ხ­და­რა. რო­გორც ვთქვით, ჰე­რო­დეს მი­ერ 14 ათა­სი ყრმის ამო­ხოც­ვი­სა და მარ­თა­ლი ზა­ქა­რი­ას მოკ­ვ­დი­ნე­ბის შემ­დეგ, მარ­თალ­მა ელი­სა­ბედ­მა ორი წლის ყრმა იოანე უდაბ­ნო­ში გა­იყ­ვა­ნა. მა­ლე ელი­სა­ბე­დიც გარ­და­იც­ვა­ლა და ხუ­თი წლის ასა­კი­დან მარ­ტოდ­მარ­ტო აღი­ზარ­და. მი­სი გო­ნე­ბა გა­ნუწყ­ვეტ­ლივ უფ­ლის დი­დე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თა­ვი­სი მი­წი­ე­რი ღვაწ­ლი­თა და სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბით ყვე­ლას აღე­მა­ტე­ბო­და. ამი­ტო­მაც იყო იოანე უპი­რა­ტე­სი ადა­მი­ან­თა შო­რის და შე­იქ­მ­ნა ღირ­სი, რომ უფ­ლის წი­ნა­მორ­ბე­დი ყო­ფი­ლი­ყო.

შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე
ბეჭდვა