ბანქოს სახლი (ნაწილიXVI)
font-large font-small
ბანქოს სახლი (ნაწილიXVI)
მა­იკლ დობ­სი (ფრაგ­მენ­ტე­ბი რო­მა­ნი­დან) მოამზადა რუ­სუ­დან ლე­ბა­ნი­ძემ


ოცი წუ­თის შემ­დეგ მა­ტი სას­ტუმ­როს ფარ­თო­სა­ფე­ხუ­რე­ბი­ან სა­პა­რა­დო კი­ბეს და­უყ­ვა, ფო­ი­ე­ში ჩა­ვი­და და მა­შინ­ვე სა­სა­უზ­მე ოთახ­ში გა­უ­ჩი­ნარ­და, სა­დაც მხო­ლოდ ად­რე ად­გო­მის მოყ­ვა­რულ­თა პა­ტა­რა ჯგუ­ფი თუ დახ­ვ­და. ამით გა­ხა­რე­ბულ­მა მო­შო­რე­ბით მდგა­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი მა­გი­და შე­არ­ჩია, ჯგუფს ზურ­გით და­უჯ­და და იმის დი­დი იმე­დით, რომ იქ მყოფ­თა­გან თით­ქ­მის არა­ვინ იც­ნობ­და და შე­სა­ბა­მი­სად, არც შე­ა­წუ­ხებ­და, თა­ვი გა­ზეთ "ექ­ს­პ­რეს­ს­ში" ჩარ­გო.
პირ­ვე­ლი ფინ­ჯა­ნი ყა­ვის და­ლე­ვას თით­ქ­მის არა­ნა­ი­რი შე­დე­გი გა­მო­უ­ღია, მე­ო­რემ კი მცი­რე­ო­დე­ნი შვე­ბა ნამ­დ­ვი­ლად მოჰ­გ­ვა­რა, თა­ვის ტკი­ვილ­მაც ოდ­ნავ უკან და­ი­ხია და მა­ტიმ აშ­კა­რად იგ­რ­ძ­ნო, გა­რე­მომ­ც­ვე­ლი სამ­ყა­რო­სად­მი უწინ­დე­ლი ინ­ტე­რე­სი თან­და­თან რო­გორ და­უბ­რუნ­და. "ალ­ბათ, უკ­ვე ვინ­მეს­თან წა­ჭო­რა­ვე­ბა­საც კი შევ­ძ­ლებ­დი", - გა­ი­ფიქ­რა მან შემ­დეგ და, ოთა­ხის­თ­ვის თვა­ლის გულ­მოდ­გი­ნედ მოვ­ლე­ბის შემ­დეგ, მი­სი ყუ­რადღე­ბა მე­ზო­ბელ მა­გი­დას­თან მა­სა­ვით მარ­ტო მჯდარ­მა უც­ნობ­მა ახალ­გაზ­რ­და მა­მა­კაც­მა და მის გვერ­დით, მე­ო­რე სკამ­ზე, დახ­ვა­ვე­ბულ­მა დო­კუ­მენ­ტე­ბით სავ­სე სა­ქა­ღალ­დე­ე­ბის გრო­ვამ თით­ქ­მის ერ­თ­ნა­ი­რად მი­იპყ­რო. სი­მახ­ვი­ლე­დაბ­რუ­ნე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტის მზე­რას, რა­ღა თქმა უნ­და, სა­ქა­ღალ­დე­ებ­ზე ცო­ტა და­უ­დევ­რად წა­წე­რი­ლი გვა­რი - კ.ჯ. სპენ­სიც არ გა­მორ­ჩე­ნია.
მა­ტიმ ჩან­თა­ში თა­ვის დრო­ზე დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვით მო­პო­ვე­ბუ­ლი თუ, სა­ერ­თო­დაც, ვი­ღა­ცის­თ­ვის უსინ­დი­სოდ აწაპ­ნი­ლი პარ­ტი­ის შტაბ­ბი­ნის მუ­შაკ­თა ში­და სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რე­ბის სია მო­ძებ­ნა და იქ სა­სურ­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც - "კე­ვინ სპენ­სი. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კითხ­ვე­ბი" - მა­ლე­ვე მი­აგ­ნო. "გა­მარ­თ­ლე­ბაც ამას ჰქვი­ა". - გა­ი­ფიქ­რა გო­გო­ნამ და ჩა­ის სმა­ში გარ­თულ მა­მა­კაცს მა­ნამ უც­ქი­რა, სა­ნამ ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა თა­ვი არ ას­წია და მი­სი გამ­ჭო­ლი მზე­რა არ და­ი­ჭი­რა.
- კე­ვინ სპენ­სი, პარ­ტი­ის შტაბ­ბი­ნი­დან, ხომ? - წა­მით და­ფიქ­რე­ბაც კი აღარ აცა­ლა სა­სი­ა­მოვ­ნოდ გაკ­ვირ­ვე­ბულ კე­ვინ სპენსს მა­ტიმ.
- დი­ახ...
- მა­ტი სტო­რი­ნი "დე­ი­ლი ტე­ლეგ­რა­ფი­დან". - ისევ უც­ბად მი­ა­ხა­ლა გო­გო­ნამ. - მარ­თა­ლია, სულ ცო­ტა ხნის წინ და­ი­ვიწყე ამ გა­ზეთ­ში მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ჩე­მი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბა­თა­გა­ნი უკ­ვე პარ­ტი­ის მთე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის ვი­ნა­ო­ბის ცოდ­ნაა.
- გა­სა­გე­ბია...
- თი­თო ფინ­ჯა­ნი ყა­ვა ერ­თა­დაც ხომ არ დაგ­ვე­ლია, მის­ტერ სპენს?
- მაგ­რამ მე რომ ჩა­ის გე­ახ­ლე­ბით?
- მა­შინ მეც ჩა­ის დავ­ლევ. - არ და­იბ­ნა მა­ტი. - თუ, რა თქმა უნ­და, მცი­რე ხნით ჩემს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყოფ­ნას ისურ­ვებთ.
რო­გორც კი მა­მა­კაც­მა თან­ხ­მო­ბის ნიშ­ნად თა­ვი და­უქ­ნია, მა­ტი მა­შინ­ვე მის მა­გი­დას­თან გა­დას­კუპ­და და ცო­ტა ხან­ში საკ­მა­ოდ გუ­ლი­თად სა­უ­ბარ­შიც სრუ­ლი­ად უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ ჩა­ით­რია.
ნამ­დ­ვი­ლი სა­კად­რო ბი­უ­როკ­რა­ტი, 32 წლის უცო­ლო კე­ვინ სპენ­სი საკ­მა­ოდ მორ­ცხ­ვი აღ­მოჩ­ნ­და, თუმ­ცა­ღა, ცნო­ბი­ლი გა­ზე­თის მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტის ყუ­რადღე­ბა იმ­დე­ნად ესი­ა­მოვ­ნა, რომ მარ­ტო თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ კი არ უამ­ბო, ისიც გა­ან­დო, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი და პარ­ტი­ის სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კითხ­ვე­ბის შე­დე­გებს მე­ტის­მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვა­მე­ნო.
- მე­ტის­მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლად? - მა­შინ­ვე ჩა­ე­ჭი­და ამ შე­ფა­სე­ბას მა­ტი. - რა გაქვთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში? გა­ნა ეს მთე­ლი თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის უმ­თავ­რე­სი შე­დე­გი არ არის?
სპენ­ს­მა ამ­ჯე­რა­დაც არ და­ი­ზა­რა და გო­გო­ნას მსგავ­სი გა­მო­კითხ­ვე­ბის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­სა თუ უზუს­ტო­ბებ­ზე საკ­მა­ოდ ვრცლად უამ­ბო და იმა­საც სა­გან­გე­ბოდ გა­უს­ვა ხა­ზი, რომ ზოგ­ჯერ ისი­ნი სა­ერ­თო სუ­რათს საგ­რ­ძ­ნობ­ლა­დაც კი ცვლი­ა­ნო.
- აი, ამა­ში კი სავ­სე­ბით გე­თან­ხ­მე­ბით. - ხმა­ში სი­ნა­ნუ­ლი გა­მო­უ­რია მა­ტიმ. - და, სამ­წუ­ხა­როდ, იმის თქმაც შე­მიძ­ლია, რომ რა­ღაც მსგავ­სი ეს-ესაა, მეც კი ვნა­ხე და წა­ვი­კითხე.
- რა ბრძა­ნეთ?.. - ფე­რი ეც­ვა­ლა და თვა­ლებ­ში სხი­ვიც სას­წ­რა­ფოდ ჩა­უქ­რა სპენსს. - უფ­რო სწო­რად რა გაქვთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში?
- რა და ის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­მო­კითხ­ვის ბო­ლო მო­ნა­ცე­მე­ბი და, პირ­ველ რიგ­ში, მმარ­თ­ვე­ლი 31 პრო­ცენ­ტ­ზე მი­ნიშ­ნე­ბა მე­ტის­მე­ტად დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლია-მეთ­ქი.
- რო­მე­ლი ბო­ლო მო­ნა­ცე­მე­ბი?.. რა 31 პრო­ცენ­ტი?.. - ჩა­ის ფინ­ჯანს ინ­ს­ტინ­ქ­ტუ­რად დას­წ­ვ­და ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ხმა­ა­კან­კა­ლე­ბუ­ლი კე­ვი­ნი, მაგ­რამ ხე­ლიც მა­შინ­ვე მო­ღა­ლა­ტუ­რად აუკან­კალ­და.
- ახ­ლა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის 24 პრო­ცენტს აღარ იკითხავთ? - მშვი­დად გა­ნაგ­რ­ძო მა­ტიმ. - ალ­ბათ, და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ კო­ლინ­რი­ჯი­ვით არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი თუ, რა­ღა თქმა უნ­და, ბო­ლო გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გებს და­ვუ­ჯე­რებთ, არც ერ­თი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი არ ყო­ფი­ლა.
- ვერ ვხვდე­ბი, რა­ზე ლა­პა­რა­კობთ... - ჩა­ი­ბურ­დღუ­ნა სპენ­ს­მა, რო­მელ­საც ხე­ლი უკ­ვე იმ­დე­ნად უკან­კა­ლებ­და, რომ ფინ­ჯან­ში დარ­ჩე­ნი­ლი ჩაი პირ­თან მი­ტა­ნამ­დე მთლი­ა­ნად სუფ­რა­ზე და­ეღ­ვა­რა.
- რა­ზე და... - ჩან­თა­ში ხე­ლი კი­დევ ერ­თხელ ჩაჰ­ყო მა­ტიმ და იქი­დან ორად მო­კე­ცი­ლი თა­ბა­ხის ფურ­ცე­ლი ამო­აძ­ვ­რი­ნა. - გა­ნა ეს თქვენ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კითხ­ვის სა­ბო­ლოო მო­ნა­ცე­მე­ბი არ არის?
- ხომ გითხა­რით, რომ სა­ერ­თოდ ვერ ვხვდე­ბი, რა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბით-მეთ­ქი.
- აი, ამა­ზე. - ფურ­ცე­ლი ჯერ ხმა­უ­რით გა­შა­ლა, შემ­დეგ მა­გი­და­ზე და­დო და ხე­ლი­თაც გულ­მოდ­გი­ნედ გა­ას­წო­რა მა­ტიმ.
სპენ­ს­მა ფურ­ცელს ერ­თი და­ხე­და და მა­შინ­ვე გვერ­დ­ზე და, თა­ნაც, ისე სწრა­ფად გას­წია, თით­ქოს, ხელ­ზე ცეცხ­ლის წა­კი­დე­ბი­სა ეში­ნიაო.
- მარ­თ­ლა ბო­ლო მო­ნა­ცე­მე­ბია თუ ვცდე­ბი? - მა­ინც არ მო­ეშ­ვა ჟურ­ნა­ლის­ტი.
- ეს... ეს ხომ... - ირ­გ­ვ­ლივ სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი მზე­რა მო­ავ­ლო სპენ­ს­მა. - თქვენ ეს სა­ი­დან გაქვთ?
პა­სუ­ხის გა­ცე­მის ნაც­ვ­ლად მა­ტიმ ფურ­ცე­ლი მშვი­დად აიღო და ხმა­მაღ­ლა კითხ­ვას შე­უდ­გა:
- "აზ­რის გა­მო­კითხ­ვის ანა­ლი­ზი #40"...
- ძა­ლი­ან გთხოვთ, მის სტო­რინ! - გა­აწყ­ვე­ტი­ნა კე­ვინ­მა. - ცო­ტა ხმა­დაბ­ლა... მე თქვენ­თან არა­ნა­ირ გა­მო­კითხ­ვებ­ზე მსჯე­ლო­ბის უფ­ლე­ბა არ მაქვს. ეს მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ციაა.
- ვერ ვხვდე­ბი, ასე მა­ინც რამ აგა­ღელ­ვათ? - თვა­ლე­ბი ეშ­მა­კუ­რად მოწ­კუ­რა ჟურ­ნა­ლის­ტ­მა. - რო­გო­რი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლიც არ უნ­და იყოს, ეს ხომ მა­ინც მხო­ლოდ ქა­ღალ­დის უბ­რა­ლო ნაგ­ლე­ჯია და სხვა არა­ფე­რი?
- ქა­ღალ­დის ნაგ­ლე­ჯიო?!. - ამ­ჯე­რად უკ­ვე ნერ­ვულ ჩურ­ჩულ­ზე გა­და­ვი­და კე­ვინ სპენ­სი. - წარ­მოდ­გე­ნაც კი არ გაქვთ, ეს რა არის.
- თუ ასეა, რა­ღას უც­დით? გა­მა­ნათ­ლეთ, მისტერ სპენს!
- თქვენ ხუმ­რობთ და ამ ციფ­რე­ბის შე­სა­ხებ რომ ცნო­ბი­ლი გახ­დეს, ეჭვს მა­შინ­ვე ჩემ­ზე მო­ი­ტა­ნენ და სამ­სა­ხუ­რი­დან კინ­წის­კ­ვ­რით გა­მაგ­დე­ბენ.
- კარ­გი რა, კე­ვინ, ასე უბ­რა­ლოდ სამ­სა­ხუ­რი­დან ვის აგ­დე­ბენ?
- და­მი­ჯე­რეთ, სწო­რედ ასე მოხ­დე­ბა. იცით, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი პარ­ტი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს აღარ ენ­დო­ბა, თავ­მ­ჯ­დო­მა­რე კი - ჩვენ და ყვე­ლა გან­ტე­ვე­ბის ვაცს ეძებს?
- რას მე­უბ­ნე­ბით, მარ­თ­ლა?
- ...Mმე კი ჩე­მი სა­მუ­შაო მომ­წონს და სუ­ლაც არ მინ­და, თქვენ­თ­ვის სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის გად­მო­ცე­მა­ში დამ­დონ ბრა­ლი. - მა­ტის ირო­ნი­ულ შე­კითხ­ვას ყუ­რადღე­ბა სა­ერ­თოდ აღარ მი­აქ­ცია აღელ­ვე­ბულ­მა სპენ­ს­მა.

- უყუ­რე შენ!.. - თა­ვი­სი მა­ინც არ და­ი­შა­ლა გო­გო­ნამ. - ნამ­დ­ვი­ლად არ ვი­ცო­დი, ვი­ცო­დი კი არა, ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, მმარ­თ­ველ პარ­ტი­ა­ში მო­რა­ლუ­რი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა თუ ასე ძა­ლი­ან იყო და­ცე­მუ­ლი.
- და მე­რე რო­გო­რი და­ცე­მუ­ლი... - უკ­ვე სრუ­ლი­ად გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა მი­ი­ღო კე­ვინ სპენ­ს­მა. - ამა­ზე უარე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა მე პი­რა­დად სა­ერ­თო­დაც არ მახ­სოვს... ბო­ლო არ­ჩევ­ნებ­მა ყვე­ლა ისე­დაც სა­შინ­ლად და­ღა­ლა და ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ შე­დე­გე­ბიც სა­ვა­რა­უ­დო­ზე ბევ­რად უარე­სი აღ­მოჩ­ნ­და.
- ამა­ში ნამ­დ­ვი­ლად გე­თან­ხ­მე­ბით.
- მე­რე მთავ­რო­ბი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ებ­მა და­იწყო გა­ჟონ­ვა, რის გა­მოც კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბიც სამ­კ­ვ­დ­რო-სა­სი­ცოცხ­ლოდ გა­და­ე­კიდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე კი ლორდმა უილი­ამ­ს­მა ჯო­ხი ისევ ჩვენ­ზე გა­და­ტე­ხა და ძა­ლე­ბის ხე­ლა­ხა­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბა ისე გვიბ­რ­ძა­ნა, რომ დას­ვე­ნე­ბის კი არა, სუ­ლის მოთ­ქ­მის სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არ მოგ­ვ­ცა.
- რას იზამთ, ამ დროს ჯო­ხი მარ­თ­ლაც ყო­ველ­თ­ვის ხელ­ქ­ვე­ით­ზე ტყდე­ბა. აბა, შე­ფე­ბი სა­კუ­თარ თა­ვებს ხომ არ და­ის­ჯი­ან.
- ასეა, ასე... - თა­ვი დამ­ნა­შა­ვე­სა­ვით და­ხა­რა სპენ­ს­მა. - სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ბევ­რი ჩვენ­გა­ნი მხო­ლოდ იმა­ზე­ღა ფიქ­რობს, ნე­ტავ, რო­გორ უნ­და მო­ვიქ­ცეთ, რომ რო­ცა სკან­და­ლი ატ­დე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა, ნაკ­ლე­ბი მოგ­ვ­ხ­ვ­დე­სო...
- სკან­და­ლი?
- დი­ახ, მის სტო­რინ, წინ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სკან­და­ლი გვე­ლის. ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან გთხოვთ, მე­ტიც, გე­მუ­და­რე­ბით, რომ ამ საქ­მე­ში მა­ინც ნუ­ღარ გამ­რევთ.
- მგო­ნი, ახ­ლა უკ­ვე მე ვე­ღარ ვხვდე­ბი, რა­ში და რო­გორ უნ­და გაგ­რი­ოთ? - მხრე­ბი მი­ა­მი­ტუ­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით აიჩე­ჩა გო­გო­ნამ. - თქვენ რომ ჩემ­თ­ვის ეს მოხ­სე­ნე­ბა არ მო­გი­ცი­ათ, სა­დაც გინ­დათ და ვის­თა­ნაც გინ­დათ, უპ­რობ­ლე­მოდ და­გი­დას­ტუ­რებთ...
- დი­დი მად­ლო­ბა. - რო­გორც იქ­ნა, შვე­ბით ამო­ი­სუნ­თ­ქა მა­მა­კაც­მა.
- მაგ­რამ თუ გინ­დათ, რომ მარ­თ­ლა და­გეხ­მა­როთ, ჯერ თა­ვად და­მეხ­მა­რეთ.
- და­გეხ­მა­როთ?.. მე?.. კი, მაგ­რამ რო­გორ?
- და­მი­დას­ტუ­რეთ, რომ ეს ნამ­დ­ვი­ლად ბო­ლო გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მოხ­სე­ნე­ბაა. - ფურ­ცე­ლი ისევ სპენ­სის­კენ მის­წია მა­ტიმ.
- გი­დას­ტუ­რებთ... - ძლივ­ს­ღა ამოთ­ქ­ვა მა­მა­კაც­მა და თა­ვი ხე­ლებ­ში ჩარ­გო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვა