ხუთი კილოგრამი ხუთ დღეში - გზაპრესი

ხუთი კილოგრამი ხუთ დღეში

შესაძლოა არარეალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ეს დიეტა ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც სწრაფად და ეფექტურად გახდომა უნდა. შეგიძლიათ ხუთ დღეში ხუთი კილო დაიკლო. ასე რომ, საკმარისი დრო გექნებათ იმისათვის, რომ ახალ წელს მოხდენილი შეხვდეთ. ეს დიეტა მხოლოდ ცილებისა და ნატურალური შაქრისგან შედგება.

დაგჭირდებათ:

დღეში 5 გრეიპფრუტი და 5-9 კვერცხის ცილა.

ყოველ საათში მიირთვით ნახევარი გრეიპფრუტი და ერთი კვერცხის ცილა. დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი და შეინარჩუნეთ რეგულარული ფიზიკური აქტივობა, მაგალითად, ყოველდღე 45 წუთი მაინც იარეთ ფეხით.

გარდა ამისა, ყოველ დილით და საღამოს შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ჩაი უშაქროდ. მწვანე ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნიან და აჩქარებენ ცხიმების წვის პროცესს.

გაითვალისწინეთ: ეს დიეტა ძალიან მკაცრია და კატეგორიულად ეკრძალება მათ, ვისაც რაიმე სერიოზული დაავადება აწუხებს. ასევე, დაუშვებელია ამ დიეტის 5 დღეზე მეტხანს გაგრძელება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება 3-4 დღეც საკმარისი იყოს.