ეს ნაზავი მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს მუცლიდან და გაგიუმჯობესებთ ტვინის მუშაობას - გზაპრესი

ეს ნაზავი მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს მუცლიდან და გაგიუმჯობესებთ ტვინის მუშაობას

ეს საოცარი რეცეპტი დაგეხმარებათ დაიბრუნოთ სასურველი წონა, განსაკუთრებით, თუ წელის არიდან გინდათ ზედმეტი ცხიმის მოშორება. გარდა ამისა, მასში შემავალი ინგრედიენტები დადებითად მოქმედებენ ტვინის ფუნქციაზე, მეხსიერებაზე, სმენასა და მხედველობაზე.

ინგრედიენტები:

125 გრამი პირშუშხა.

4 ლიმონი.

2 სანტიმეტრი კოჭა.

3 სადილის კოვზი თაფლი.

2 სადილის კოვზი დარიჩინი.

მომზადების წესი:

სამზარეულოს კომბაინის დახმარებით ერთმანეთში აურიეთ პირშუშხა და კოჭა, დაუმატეთ ლიმონებიდან გამოწურული წვენი და კვლავ აურიეთ 3 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ დარიჩინი და თაფლი და ისევ აურიეთ, ვიდრე სიროფს არ მიიღებთ.

მიღებული მასა შეინახეთ მინის ქილაში.

გამოყენების წესი:

მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ორჯერ დღეში ჭამის ან ვარჯიშის წინ, სამი კვირის განმავლობაში.