ეს ჯადოსნური სასმელი სულ რაღაც 4 დღეში დაგაკლებინებთ წონაში - გზაპრესი

ეს ჯადოსნური სასმელი სულ რაღაც 4 დღეში დაგაკლებინებთ წონაში

სასმელი, რომლის რეცეპტსაც ახლა გთავაზობთ, ნამდვილად მუშაობს და შიმშილისა და დიეტის გარეშე მარტივად, სულ მოკლე ხანში დაგაკლებინებთ წონაში.

სასმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

წყალი – 8 ჭიქა;

ჯანჯაფილის ფესვი (გახეხილი) – 1 ჩაის კოვზი;

საშუალო ზომის კიტრი;

ლიმონი;

პიტნა – 12 ცალი ფოთოლი.

მომზადების წესი:

1. აიღეთ კიტრი, დაჭერით თხელ ნაჭრებად ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე;

2. ახლა დაუმატეთ ლიმონის წვენი ან ჩაყარეთ

პირდაპირ დაჭრილი ლიმონი;

3. ხელით დაანაწევრეთ პიტნის ფოთლები.

4. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ჩაუმატეთ 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი;

5. დაახურეთ ჭურჭელს თავსახური და გააჩერეთ მთელი ღამით ოთახის ტემპერატურაზე;

6. დილით დაასხით 8 ჭიქა წყალი;

7. მომზადებული კოქტეილი სვით მთელი დღის განმავლობაში, როცა კი მოგწყურდებათ.

8. სვით მინიმუმ 4 დღის განმავლობაში და შედეგს აუცილებლად მიიღებთ.

კოქტეილის მიღების დღეებში მნიშვნელოვანია, რომ ზომიერად ჭამოთ და სასურველია, საკვების მიღება 5 ნაწილად გაყოთ, შუალედებში კი სვათ გასახდომი კოქტეილი.