კარტოფილი ლორის ფირფიტებში - აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ - გზაპრესი

კარტოფილი ლორის ფირფიტებში - აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ

საშუალო ზომის კარტოფილი

8-10 ცალი

ბეკონის ან ლორის ფირფიტები

16-20 ცალი

სოუსისთვის:

გამდნარი კარაქი

2 ჭიქა

ფქვილი

1 ს/კ

ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი

1/4 ლ

არაჟანი

100 გ

მარილი და პილპილი

ნახევარი ლიმონის წვენი

მომზადების წესი:GzaPress

კარგად გარეცხეთ კარტოფილი და მოხარშეთ კანიანად. ცოტა გააგრილეთ, გაფცქვენით.

გაახვიეთ თითოეული კარტოფილი 2-2 ცალ ლორის ფირფიტაში, დაალაგეთ ღუმელის გამოსაცხობ ფორმაზე და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთი.

სანამ კარტოფილი ცხვება, მოამზადეთ სოუსი. ამისათვის სქელძირიან ქვაბში, ან ტაფაში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი, შემდეგ ფრთხილად, ისე, რომ არ შეკორკოშელავდეს, ჩაასხით ბულიონი, თან ურიეთ. აადუღეთ.

გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ არაჟანი, მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მოასხით სოუსი კარტოფილს და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 10-15 წუთი.

მზა კერძს მოაყარეთ მწვანილი.