ორი ყველაზე პოპულარული სამარხვო კერძი - გზაპრესი

ორი ყველაზე პოპულარული სამარხვო კერძი

ბოსტნეულის ჩანახი

ინგრედიენტები:

ბადრიჯანი 500 გრ

კარტოფილი 500 გრ

ხახვი 3 თავი

პომიდორი 500 გრ

ზეთი 200 გრ

მწვანილი თითო კონა

ნიორი 3 კბილი

მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე ოთხად, შემდეგ - შუაზე. მოაყარეთ მარილი და 1/2 საათის სემდეგ გაწურეთ ისე, რომ არ დაიჭყლიტოს.

2. ალყად დაჭრილი ხახვი, წმინდად დაჭრილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში და ნიახური აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ წიწაკა.

3. ქვაბის ფსკერზე მოასხით ზეთი, პირველ ფენად დააწყვეთ სიგრძეზე დაჭრილი კართოფილი, შემდეგ - ბადრიჯანი, მოაფინეთ არეული მწვანილი და ხახვი, შემდეგ ისევ კარტოფილი, ბადრიჯანი და ა. შ. თან შიგადაშიგ მოაყარეთ მარილი.

4. ბოლოს დაალაგეთ მთელ-მთელი პომიდორი და დაუმატეთ ზეთი ან სამარხვო კარაქი. მოშუშეთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე კარტოფილი არ მოიხარშება.

კარტოფილის რულეტი სოკოთიGzaPress

ინგრედიენტები:

კარტოფილი 10 ცალი

სოკო 500 გ

ხახვი 2 თავი

პამიდორი 3-5 ცალი (შეგიძლიათ მოაკლოთ)

მარილი და პილპილი

მაიონეზი

მომზადების წესი:

კარტოფილი გათალეთ, მოხარშეთ, გადაწურეთ და დაჭყლიტეთ. დაამატეთ მარილი.

დაჭრილი სოკო და ხახვი მოშუშეთ, დაამატეთ დაჭრილი პომიდორი და მაღალ ცეცხლზე ცოტა ხანს შუშეთ, სანამ სითხეს დაიშრობს. დაამატეთ მარილი და პილპილი. შეგიძლიათ მოამზადოთ მხოლოდ სოკოთიც.

კარტოფილის პიურე ცხიმწასმულ ქაღალდზე გაშალეთ, ზემოდან მოათავსეთ სოკო და ქაღალდის დახმარებით გადაახვიეთ რულეტივით. ზემოდან გადაუსვით სამარხვო მაიონეზი და შეწვით ღუმელში 200 გრადუსზე, სანამ ზემოდან არ დაიბრაწება.

არასამარხვო ვარიანტში შეგიძლიათ ზემოდან ყველიც მოაყაროთ.

გემრიელად მიირთვით