მინუს 6 კილო 8 დღეში შიმშილის გარეშე: როგორ დავიკლოთ წონაში წყლის დახმარებით - გზაპრესი

მინუს 6 კილო 8 დღეში შიმშილის გარეშე: როგორ დავიკლოთ წონაში წყლის დახმარებით

ამისთვის მთავარია წყლის სწორად დალევა. წონაში დაკლებას არანაირი კავშირი არა აქვს შიმშილობასთან. შეუძლებელი გგონიათ? - ვცადოთ!

წყლის დიეტის პრინციპი

1. ჭამამდე უნდა დალიოთ წყალი. თუ წახემსებას აპირებთ, 1 ჭიქა წყალი დალიეთ, თუ საფუძვლიან ჭამას - 2-3 ჭიქა.

2. ზუსტად 2 საათის გასვლის შემდეგ დალიეთ იმავე რაოდენობის წყალი, რამდენიც ჭამამდე.

3. წყლის დიეტაზე ყოფნისას შეგიძლიათ ჩვეულებრივად იკვებოთ, შეგიძლიათ ალკოჰოლიც დალიოთ, მაგრამ შემდეგი წესის გათვალისწინებით: 100 გრამი ალკოჰოლი 200 გრამ წყალს უდრის.

4. წყალი უნდა დალიოთ უგაზო. შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის ნაჭერი ან მისი წვენი.

5. დღიურად მიღებული წყლის რაოდენობა (არ ითვლება წვენი, ჩაი და წვნიანი) არ უნდა იყოს 2 ლიტრზე ნაკლები, მაგრამ არც მეტის დალევაა საჭირო. გაფრთხილდით, 5-6 ლიტრი წყლის დალევამ შეიძლება საშარდე სისტემის დარღვევა გამოიწვიოს.

6. წყლის დალევა ჭამის დროს არასასურველია.

7. უკეთესი შედეგის მისაღებად, დღეში ერთხელ საკვების ერთი მიღება წყლით ჩაანაცვლეთ.

როგორ მუშაობს წყლის დიეტა?

  • იკლებს შიმშილის შეგრძნება, კუჭი მუდმივად სავსეა, მაგრამ წყლით.
  • დანაყრების შეგრძნება სწრაფად დგება და თქვენ უფრო ნაკლებს ჭამთ.
  • წყალს გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები და წიდები. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.
  • წყლის დალევა გადაგაჩვევთ სხვა, მაღალკალორიული სასმელების სმას.

წყლის დიეტის უკუჩვენება:

გულ-სისხლძარღვოვანი დაავადების დროს;

საშარდე სისტემის დაავადების დროს;

არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილებების დროს.

წყლის დიეტა განკუთვნილია ზარმაცებისთვის. თუმცა, თუ მას ზომიერ ფიზიკურ აქტივობასაც დაუმატებთ, უკეთეს შედეგს მიიღებთ.