იუმორი განტვირთვისთვის
* * *
- ალო, ეს პოლიკლინიკაა?
- დიახ.
- შემიძლია, ექიმთან ჩავეწერო?
- შეგიძლიათ, მაგრამ ჩვენთან რიგია. 6 თვით ადრე უნდა ჩაეწეროთ.
- კი, მაგრამ ნეტავ რა იციან ავადმყოფებმა, რითი გახდებიან ავად 6 თვის შემდეგ?
* * *
- გავიგე, რომ შვილიშვილი შეგეძინა - გოგონა; ბებიის სახელი დაარქვი; ალბათ ბებიამისს ძალიან ჰგავს, არა?
- აბა, რა გითხრა? მაგას მაშინ ვნახავთ, როცა ლაპარაკს დაიწყებს.
* * *
- შვიდი ერთს ვერ დაელოდება! - წარმოთქვეს მედდებმა და ოპერაცია ქირურგის გარეშე დაიწყეს.
* * *
- ალო, ცოტა მოგვიანებით ხომ არ დამირეკავდით? ახლა, აქ გინება მეუხერხულება.
* * *
- მდიდარი ქალი მომყავს ცოლად.
- რად გინდა მდიდარი ქალი? მისი მონა გახდები.
- კარგი ერთი, თუ ძმა ხარ! შენ რომ გაღლეტილი მოიყვანე, შეიხი გახდი თუ?!.
* * *
კარზე კაკუნია:
- ვინ არის?
- გაბრიელი!
- ჩემთან მოხვედი?
- არა, შენს მეზობელთან!
- მერე, ჩემგან რა გინდა?
- იმან კარი არ გამიღო. შემომიშვი, იმ კედლიდან გავალ, საიდანაც შენ გითვალთვალებს!
* * *
- ეს არაჩვეულებრივი იყო. გთხოვთ, კიდევ ერთხელ ჩამჩურჩულეთ ეგ სამი ჯადოსნური სიტყვა.
- თქვენი კრედიტი დაფარულია.
- რა ნეტარებაა!
* * *
- შვილო, არ გაბრაზდე, როცა დედაშენი გლანძღავს. - ეუბნება მამა ვაჟიშვილს.
- ჰო, მაგრამ ის ხომ არ არის მართალი?!
- ჩემო შვილო, ჩათვალე, რომ დედა ქორწილის წინ გამეცადინებს.
* * *
- მე რაღაც გამოვტოვე?
- კი, ევოლუციის ერთი საფეხური...
* * *
- შენი რძალი კარგი დიასახლისია?
- აბა, როგორ გითხრა... კვერცხებს კონსერვის გასახსნელით ხსნის.
* * *
- დედა, რა ვქნა? ქმარი ბავშვს მხოლოდ მაშინ მაძლევს, როცა უნდა ვაჭამო. თვითონ აბანავებს, ასეირნებს, ღამით არწევს... პატარა ჯერ ერთი თვისაც არ არის! ბავშვს თითქმის ვერ ვხედავ. რა ვუყო ქმარს?
- არ დააფრთხო!
* * *
- რა პატარაა სამყარო!
- შენც ეცადე და ცოტა გახდი ბოლოს და ბოლოს!
* * *
- ვერ მეტყვით, ვის ასაფლავებენ?
- დრამატული თეატრის მსახიობს.
- ის რა, გარდაიცვალა?
* * *
ნადირობისას ბუჩქებში რაღაც გაფაჩუნდა. მონადირემ მაშინვე ესროლა ორი ტყვია და ბუჩქნარში შემალულ მეგობარს გასძახა:
- ნახე აბა, რა ცხოველი მოვკალი?
- საპასპორტო მონაცემებს თუ ვერწმუნებით, იაგო ჰქვია.
* * *
გურული რესტორანში:
- ოფიციანტ, მოი, ერთი, აქანა.
- რა გნებავთ, ბატონო?
- აი, ლიმონათი ნამეტანი მღვრიეა, რაშია საქმე?
- ლიმონათი ძაან კაია, ჭიქაა პაწა გოურეცხავი.
* * *
ცოლ-ქმარი მაღაზიაში შედის. ქმარი გამყიდველს მიმართავს:
- თუ შეიძლება, აი, ის ძეხვი ამიწონეთ, სამასი გრამი კატისთვის.
- ძვირფასო, - ეჩურჩულება ცოლი, - კი, მაგრამ ჩვენ რომ კატა არ გვყავს?
- სუ, - აჩუმებს ქმარი, - ნუ კნავი.
* * *
დაქალების საუბარი:
- ჩემი მესაიდუმლე იცი ვინ არის?
- აქამდე მეგონა, რომ მე ვიყავი...
- შეცდი ძვირფასო. თუ რამის ამოთქმა მინდა, ყოველთვის ქმარს ვუზიარებ. ის არავის მოუყვება, რადგან არაფერს უსმენს.
* * *
როცა მეეზოვე ვართანამ გააცნობიერა, რომ სისუფთავე იქაა, სადაც ნაგავს არ ყრიან და არა იქ, სადაც ალაგებენ - გადააგდო ცოცხი და თოფი იყიდა!
* * *
- გავიგე, ბიჭი მკითხავთან წაგიყვანია. რაო, რა უთხრა?
- მკითხავმა ჩემს სეროჟას 2 წელი სექსის გარეშე უწინასწარმეტყველა, მაგრამ ბიჭი არ დაბნეულა და იქვე დაუმტკიცა, რომ ის თაღლითია.
* * *
- კარგი მეოჯახე გოგო მყავს შეგულებული და თუ გინდა, გაგირიგებ.
- რატომაც არა!
- ოღონდ, ცოტათი კოჭლია.
- მერე რა, დაჭერობანას ხომ არ უნდა ვეთამაშო?