მარტივი, უგემრიელესი სოკოს წვნიანი - გზაპრესი

მარტივი, უგემრიელესი სოკოს წვნიანი

მარხვის პერიოდში დიდი მოთხოვნა სამარხვო კარძებზე. შესაბამისად ჩვენ შევეცდებით მოგაწოდოთ ასეთი კერძების რეცეპტები.

ცივ ამინდებში ალბათ წვიანი უფრო სასარგბელოა. გთავაზობთ  უგემრიელეს და მარტივად მოსამზადებელ სოკოს წვნიანს.

ინგრედიენტები:

კარტოფილი

4 ცალი

ხახვი

2 თავი

ქინძი

1 კონა

დაკონსერვებული სოკო

1 ქილა

ბულგარული წიწაკა

2 ცალი

სტაფილო

2 ცალი

ზეთი

მარილი და პილპილი

გემოვნებით

ტაბულა

მომზადების წესი:

მოვშუშოთ ხახვი, დავასხათ ლიტრანახევარი წყალი, ადუღების შემდეგ ჩავყაროთ კარტოფილი, დაახლოებით 15 წუთი ხარშვის შემდეგ დავამატოთ სოკო, დაჭრილი სტაფილო და ბულგარული, ვხარშოთ კიდევ ათი წუთი. ბოლოს ჩავყაროთ ქინძი და მარილი და პილპილი გემოვნებით.