ბროკოლი კარტოფილით და კვერცხით - (დიაბეტური გემრიელი კერძი) - გზაპრესი

ბროკოლი კარტოფილით და კვერცხით - (დიაბეტური გემრიელი კერძი)

ინგრედიენტები:

1 პატარა თავი ბროკოლი

400 გ კარტოფილი

1 ცალი ტკბილი წიწაკა, წითელი

6 ცალი კვერცხი

მარილი და პილპილი

1 თავი წითელი ხახვი

მომზადების წესი:

გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. ფორმას წაუსვით ზეთი. ბროკოლი დაანაწევრეთ ყვავილედებად, კარტოფილი და წიწაკა წვრილ კუბებად დაჭერით, ხახვი სასურველ ზომაზე. შეურიეთ ერთმანეთს და გადაიტანეთ ფორმაში. მოაყარეთ მარილი და პილპილი. მოასხით 1-2 სუფრის კოვზი ზეთი და შეწვით დაახლოებით 15-20 წუთი ღუმელში. 1-2-ჯერ ამოურიეთ.

შემდეგ უნდა დაამატოთ კვერცხი: ან გათქვიფეთ და მოასხით ბოსტნეულს, ან პირდაპირ მთლიანი კვერცხები დაახალეთ.

ზემოდან ცოტაოდენი გახეხილი ყველი მოაყარეთ. შეაბრუნეთ ღუმელში რამდენიმე წუთი, სანამ კვერცხი მომზადდება.