სა­უ­კე­თე­სო მშო­ბე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით - გზაპრესი

სა­უ­კე­თე­სო მშო­ბე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით

მშობლის ტვირთის საკუთარ თავზე აღება ყველაზე მეტად უჭირთ: მერწყულებს, ტყუპსა და სასწორებს. ტყუპი მშობლის მოვალეობას ზედაპირულად ეკიდება და შვილებს ფაქტობრივად `თამაშ-თამაშით~ ზრდის. სასწორი კარგი მშობელია, თუკი დიდი ყოყმანის და სჯა-ბაასის მერე ეს გადაწყვეტილება მიიღო. მერწყულებს ბავშვების ყოლას და გაზრდას სხვა საქმიანობით (პროფესიული განვითარება, კარიერა, სწავლა-განათლება) დაკავება ურჩევნიათ.

ლომებს, ვერძებსა და მშვილდოსნებს იმ მშობელთა კატეგორიას მიაკუთვნებენ ასტროლოგები, ვინც პატარებს მთელი სიცოცხლე მისაბაძად მიაჩნიათ საკუთარი აქტიური ცხოვრების წესის, სოციალურობისა და სიმამაცის გამო. თუმცა, ცეცხლის ნიშნები ერთობ ფიცხები არიან და დიქტატურისკენ მიდრეკილებასაც ხშირად ამჟღავნებენ საკუთარი ნაშიერების მიმართ, რაც მაგალითად წყლის სტიქიის ნიშნით დაბადებული ბავშვის შემთხვევაში არათუ გაუმართლებელი, დამღუპველიც კია.

კუროებს, ქალწულებსა და თხის რქებს შორის დისციპლინირებულ, უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე და ზომიერად მზრუნველ მშობლებს ვხვდებით. ასეთ ადამიანებს შვილების მიმართ ნაკლად შეიძლება მომთხოვნელობა და სიმკაცრე ჩავუთვალოთ, რომელსაც მათივე სასიკეთოდ მიმართავენ.

ყველაზე მოსიყვარულე, მზრუნველი და შვილებზე თავგადამკვდარი მშობლები ასტროლოგთა აზრით, წყლის სტიქიის ნიშნებს შორის გვხვდებიან (კირჩხიბი, თევზები, მორიელი). კირჩხიბებს შორის ფაქტობრივად არ მოიძებნება ცუდი მშობელი. მორიელი მზრუნველი, მაგრამ ზომიერი და საკმაოდ მკაცრი მშობელია. თევზების სახით ბავშვებს საუკეთესო სულიერი მეგობარი და მრჩეველი ჰყავთ მშობელთან ერთად, რაც მათ სულიერ განვითარებასა და მენტალიტეტზე შესანიშნავად მოქმედებს.