იუმორი განტვირთვისთვის - გზაპრესი

იუმორი განტვირთვისთვის

- მე სმას თავი დავანებე.

- სულ ტყუილად. ეგ ხომ ერთადერთი რამაა, რაც კარგად გამოგდიოდა!

* * *

პარკში ორი ბავშვიანი ქალი ზის. ერთის პატარა პორტატული კომპიუტერით ერთობა, მეორის - სათამაშოებით.

- ჩემი შვილი მეცნიერი გამოვა. - ამბობს ამაყად პირველი.

- ჩემი კი, ადამიანი! - პასუხობს მეორე.

* * *

საზოგადოებრივ პროფესიათა ტრენინგცენტრში:

- გამარჯობა. ირიბი პასუხების სასწავლო კურსს თქვენ ატარებთ?

- სავსებით შესაძლებელია...

* * *

ცალთვალა ფსიქოლოგი თავის სეანსს ამ სიტყვებით იწყებს: `ნეტავ თქვენი პრობლემები მომცა~.

* * *

- როგორც იქნა, ვიგრძენი, რომ ზრდასრული კაცი ვარ!

- როგორ?

- ახლა ცოლი მიყვირის: `სასწრაფოდ, სახლში!~ - და არა დედა.

* * *

კონსერვატორიაში გამართულ კონცერტზე კონფერანსიე გამოდის და აცხადებს:

- სოფო ამაღლობელი. კაპრისი Nო 23.

დარბაზიდან დაბალი ხმით ვიღაც ესიტყვება:

- ამათ სულ `გაუბერეს~!.. ეგ თავის კაპრიზებს ნომრავს კიდეც?!

* * *

პატარა ბიჭუნამ ეჭვი აიღო, რომ დედა მას ატყუებდა, როცა ზედიზედ სამ `ქინდერსურპრიზში~ კვერცხის გული და ცილა შეხვდა.

* * *

ზოოპარკში:

- როგორ მიხვდი, რომ ეს ლომი კაციჭამიაა?

- მას ჩემი დედამთილის გამოხედვა აქვს.

* * *

- სისხლის გადასხმა უკვე დიდი ხანია, რაც სამედიცინო პრაქტიკაშია. აი, როცა კანქვეშა ცხიმის გადასხმასაც დაიწყებენ, შემიძლია, ერთი საშუალო აფრიკული სოფლის მოსახლეობა გამოფიტვისგან ვიხსნა.

* * *

- ივანე მრისხანემ ვაჟი მოკლა. პეტრე პირველმაც ვაჟი მოკლა. ასევე, ტარას ბულბამაც მოკლა ვაჟი. მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს პავლიკ მოროზოვმა შეძლო ყველას მაგივრად შური ეძია!

* * *

ცოლი: - დღეს ჩემთვის შენი ხელფასის მოცემას აპირებ?

ქმარი ნიშნის მოგებით: - დღეს არა, რაღაც თავი მტკივა!..

* * *

როცა ქალმა მეხანძრე სვანს საძინებელში ვნებიანად უთხრა:

- `მე სულ ვიწვი!~ - სვანმა ენერგიული მოძრაობით საბანს სტაცა ხელი, მთლიანად დააფარა ქალს ისე, რომ ჟანგბადი არსაიდან შესულიყო და სააბაზანოში `ვედროთი~ წყლის ასაღებად გაიქცა.

* * *

- იცით? ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობამ, 2016 წლის შედეგებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ თქვენ კრემირება გაგიკეთოთ!

- ალბათ შეგეშალათ. გინდოდათ გეთქვათ `პრემირება~?

- სულაც არა.

* * *

- აბა, მითხარი ერთი, ახალი სამსახურით კმაყოფილი ხარ?

- საკმარისი შემოსავალი მაქვს. შიმშილს მხოლოდ ხელფასამდე, ერთი კვირით ადრე ვიწყებ.

* * *

- იცოდი, რომ ტრამპი ჩვენიანი ყოფილა?

- ეგ რანაირად?..

- ცოლი მელანია ჰყოლია და შვილი - ივანია.

* * *

სახლში ქოშინით მისულ ქმარს ცოლი უყვირის:

- ისევ დალიე და ისევ გჟეჟეს?! სად დაეთრეოდი?! კიდევ ვინ `მოიმადლიერე~?!

- არა, ცუდს ვერაფერს ვიტყვი. კარგად მიმიღეს, უბოროტოდ მცემეს და უხალისოდ დამედევნენ.

* * *

- უნდა მიხვდე, რომ ახალგაზრდა აღარ ხარ, როცა შვილი თავის ძველ ტელეფონს მოგცემს.

* * *

- ოჯახში ყველაფერს ჩემ მაგივრად ცოლი წყვეტს; სამსახურში - უფროსი; ქვეყანაში - პრემიერი! მაგრამ არის ერთი ისეთი ადგილი დედამიწის ზურგზე, სადაც ყველაფერს თვითონ ვწყვეტ!

- სად არის ეგ ადგილი?

- კროსვორდში.

* * *

- ექიმო, ოპერაციამ როგორ ჩაიარა?

- ჯერ არ ვიცი, მაგრამ რადგან თქვენ არ გძინავთ, ხელი მოჰკიდეთ დამჭერს, აი აქ.

* * *

რესტორნის მეპატრონე ბარმენს:

- იცოდე, დღეს ასეთ კოქტეილს ვამზადებთ: 5 გრამი არაყი 100 ლიტრ წყალზე...

- ფსიქიატრიული კლინიკა ქეიფობს თუ?!.

- სუ, ჰომეოპათებს აქვთ წვეულება.

* * *

სკოლიდან დაბრუნებულ ტატოს დედა ეკითხება:

- გაკვეთილის პასუხის შემდეგ, მასწავლებელმა კიდევ რამე ხომ არ გკითხა?

- კი, მკითხა: შენ დებილი ხომ არ ხარო?