უგემრიელესი ცხელი კუჭმაჭი
საჭიროა:
საქონლის, ან ქათმის 1კგ. გულ-ღვიძლი
ცხიმი 2 სუფრის კოვზი
ხახვი 4 ცალი
ნიორი 5 კბილი
ხმელი ქინძი 2 ჩაის კოვზი
ქონდარი 2 ჩაის კოვზი
შავი პილპილი, წითელი წიწაკა, მარილი (გემოვნებით)
ოხრახუში
მომზადება:
მოხარშეთ საქონლის ან ფრინველის 1 კგ გულ-ღვიძლი, დაჭერით, მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ 2ს.კ ცხიმი და მოშუშეთ თავისივე წვენში, დაუმატეთ 4 ც წვრილად დაჭრილი ხახვი და გააგრძელეთ მოშუშვა. 2ს.კ ძმარში გახსენით დანაყილი 5 კბილი ნიორი, ორ-ორი ჩ.კ ხმელი ქინძი და ქონდარი, შავი პილპილი, წითელი წიწაკა და მარილი გემოვენბით. კუჭმაჭს შეურიეთ მომზადებული მასა და გააჩერეთ ცეცხლზე 5-10 წთ. სუფრაზე მიიტანეთ ცხლად მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.