შქმერული - განსაკუთრებული კერძი თქვენს სუფრაზე - გზაპრესი

შქმერული - განსაკუთრებული კერძი თქვენს სუფრაზე

შქმერული რაჭული კერძია, მისი სახელი რაჭის სოფლიდან - შქმერიდან მოდის და მთელ საქართველოში ძალიან პოპულარულია. მზადდება კეცზე, რძისა და ნივრის დამატებით.

კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:

წიწილა ერთი, ნიორი - 300 გრ; ზეთი - 30 გრ; მარილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:

კარგად გასუფთავებული და გარეცხილი წიწილა შეწვით ორივე მხრიდან, ისე, რომ წითლად შეიბრაწოს.

როგორც კი წიწილა შეიწვება, გადმოიღეთ ტაფიდან.

იმავე ტაფაზე და იმავე ცხიმში მოშუშეთ დაჭრილი ნიორი, შემდეგ დაასხით ცივი წყალი თვალის ზომით, ისე, რომ მასა ოდნავ შეთხელდეს. შემდეგ კი დაუმატეთ მარილი.

დაჭერით შემწვარი წიწილა სასურველ ნაჭრებად, დააწყვეთ ნივრიან ტაფაზე და გააჩერეთ ცეცხლზე, დაახლოებით, 5 წუთით.

უგემრიელესი შქმერული მზად არის.

შქმერულის მომზადებისას შეგიძლიათ, ნივრიან სოუსში 1 ს/კ არაჟანი ან მაიონეზი დაუმატოთ. ეს უკვე თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.