რა იწვევს ეგზემას - გზაპრესი

რა იწვევს ეგზემას

ეგზემა კანის დერმატიტის მსუბუქი ფორმაა. ის შეიძლება, ადამიანს როგორც ჩვილობის ან ადრეული ბავშვობის, ისე ზრდასრულ ასაკშიც გაუჩნდეს. ეგზემის სიმპტომებია: კანის გაწითლება, აქერცვლა, მისი უსწორმასწორო ზედაპირი, გარქოვანება და ძლიერი ქავილი. ეგზემა ყოველ მეათე ბავშვს ემართება, მაგრამ მოზარდობის ასაკში ანდა უფრო ადრეც გაუვლის ხოლმე.

ეგზემა ადამიანებს ხშირად, ამ დაავადებისადმი მიდრეკილი გენების გამო უჩნდებათ. ამ მხრივ ყველაზე უფრო ხშირი მაჩვენებელი ახლო ნათესავების ასთმითა და ციებით დაავადების შემთხვევებია. გარეგნულად ეს დაავადება სხვადასხვა ადამიანში შეიძლება, სულ სხვადასხვაგვარად და სხეულის სულ სხვადასხვა ნაწილზეც გამომჟღავნდეს. ზრდასრულებს ეგზემა, უფრო ხშირად, ხელის მტევნებზე, იდაყვებსა და აგრეთვე, იდაყვებისა და მუხლების მოხრის ადგილებში უჩნდებათ, პატარა ბავშვებს კი ხშირად, კისერსა და თავის კანსაც უზიანებს.

ამ დაავადების გაჩენის ბევრი საბაბი არსებობს, მაგრამ ძირითადი მიზეზი დღემდე დაუდგენელია. ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული კი ალერგიული რეაქციებისადმი, ციებისადმი, ასთმისა და სასუნთქი გზების სხვა დაავადებებისადმი საერთო მიდრეკილებაა.

ეგზემით დაავადების

ძირითადი მიზეზებია:

* ტემპერატურა და ტენიანობა. ტემპერატურული რეჟიმის მკვეთრი ცვლა ან მომატებული ტენიანობა არცთუ იშვიათად უკეთებს პროვოცირებას კანზე მსგავს რეაქციებს.

* ვენების ვარიკოზული გაფართოება.

ამის გამო გამოწვეულ ეგზემას, რომელიც ფეხებს მუხლს ქვემოთ აზიანებს, სტატიკურ ანდა ვარიკოზულ დერმატიტს უწოდებენ.

* კანის მექანიკური გაღიზიანება.

მისი გამოწვევა უხეში ან ჩხვლეტია მასალისგან, მაგალითად, შალისგან დამზადებულ ტანსაცმელს შეუძლია.

* კანის სოკოვანი დაავადებები.

* სასუნთქი გზების ალერგია.

მაგალითისთვის, ალერგიული სურდო, რომელიც ადამიანს საყოფაცხოვრებო ან მცენარეთა მტვერთან შეხებისას, ან სულაც, ცხოველთა ბეწვის ალერგენთან ხანგრძლივი ტაქტილური კონტაქტის შემთხვევაში ეწყება, ამას შეიძლება, კანის გაღიზიანებაც მოჰყვეს.

* სხვა შესაძლო მიზეზი ის ქიმიური გამღიზიანებლებია, რომლებიც საკმაოდ გავრცელებულ დაავადებას _ კონტაქტურ დერმატიტს იწვევს. დერმატიტი კანზე ისეთი ნივთიერებების მოხვედრით იწყება, როგორიცაა: ძრავის ზეთი ანდა ბენზინი, გამწმენდი და საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები.

* ძლიერი განცდები ან ხანგრძლივი სტრესი.

* საკვების ალერგია. საკვების ალერგია და ეგზემა ყველაზე ხშირად, პატარა ბავშვებში გვხვდება. საზოგადოდ გავრცელებული `საბავშვო~ ალერგენებია: კაკალი, თხილი, კვერცხი და რძის პროდუქტები.

* ფიზიკური დატვირთვის, ღელვის, სამუშაო ადგილზე არსებული მაღალი ტემპერატურის ან სინთეტიკური ტანსაცმლით გამოწვეული ძლიერი ოფლიანობა.

* ბაქტერიული ანდა ვირუსული ინფექციები, რომლებიც შემდგომში შეიძლება, ეგზემაში გადაიზრდოს.

* სხვადასხვა ქიმიური გამღიზიანებლები, კერძოდ: სასუქები, საღებავები, სპირტი, აცეტონი, სუნამოები, ტუტე საპონი, სარეცხი და გამწმენდი საშუალებები ეგზემას მაშინ იწვევს, როცა მათი ხშირი გამოყენებისას ხელებს სათანადოდ არ ვიცავთ.

ეგზემის ზოგიერთი სხვა

სიმპტომი და გამოვლინებები:

* ზოგ შემთხვევაში, ეგზემა კანს არათანაბრად აზიანებს. ქერქის ნაცვლად, კანზე ბუშტუკები ჩნდება, რომლებიც შემდეგ სკდება და იარებად გადაიქცევა.

* ქრონიკული ეგზემის დროს კანი ძალიან შრება, სქელდება და რქოვანდება.

* ტუჩების გარშემო შესამჩნევად უფრო ღია ფერის კანი შეიძლება, ეგზემის გამოვლინება იყოს.

* ხელისგულებზე მატულობს ხილული ხაზების რაოდენობა.

* ეგზემა ყველაზე უფრო ხშირად სახეს, ხელის მტევნებს, იდაყვებს, მუხლების სახსარს, კისერს, ხერხემალს და გენიტალიებს აზიანებს.

* ეგზემის დროს შეიძლება, რამდენიმე პატარა ჩირქგროვაც წარმოიშვას, რომლებიც ხელის მსუბუქი დაჭერისთანავე სკდება.

* კანის დაზიანებული ნაწილების (მაგალითად, დაბეჟილი ადგილების) დასნებოვნება.

* ქალებში ეს შეიძლება, ციკლის განმავლობაში არსებული დისბალანსი იყოს.

* ზოგიერთ ადამიანს კანის ზედაპირზე ისეთი ნახეთქები უჩნდება, რომელთა გამოც კანი იმდენად შრება, რომ ელასტიკურობას სრულიად კარგავს. ეგზემის მსგავსი გამოვლინება გამონაყარს უფრო მოგვაგონებს.

* ეგზემის არსებობა ძირითადად, ხელებსა და ფეხებზე განლაგებული სითხით სავსე პატარა ბუშტუკებითაც დასტურდება.

* ატოპიური ეგზემა, ჩვეულებრივ, იდაყვების, მკერდისა და ყელის კანს აუხეშებს.

* პიგმენტის ხანგრძლივი კარგვის გამო იცვლება კანის ფერი.

*კანის დაზიანებულ ნაწილებზე შეიძლება, მუქი ლაქები გაჩნდეს.

* სხეულის დაზიანებული ნაწილები (განსაკუთრებით კიდურები) არცთუ იშვიათად შუპდება კიდეც.

* ეგზემას შეიძლება, თან სხვა პრობლემებიც ახლდეს: უძილობა, გაღიზიანება, თავბრუსხვევა, ყურადღების გაფანტვა, გულმავიწყობა, ალერგიული შეტევები.

ეგზემის მკურნალობა:

* ეგზემის კომპლექსური მკურნალობის ძალზე მარტივი, მაგრამ აუცილებელი კომპონენტი დამატენიანებელი კრემის წასმაა. თანაც, ამ დროს კანი რაც შეიძლება ძლიერად უნდა დაიტენიანოთ.

* მსუბუქი მკურნალობა ფოტოთერაპიაა. ეს მეთოდი ეგზემით შეწუხებულ ბევრ ადამიანს შველის. ფოტოთერაპიის დროს გამოიყენება UVB სხივები და აგრეთვე, კომბინაცია PUVA , რომლის დროსაც პაციენტი კონკრეტულ პრეპარატს, ორი საათის შემდეგ კი UVA გამოსხივების გარკვეული დოზის დასხივებას იღებს.

* ეგზემიან პაციენებს ჰიპერმგრძნობიარე კანი აქვთ. ამიტომაც ისინი უნდა მოერიდონ ყველაფერს, რაც კანს აღიზიანებს და აშრობს.

* ტროპიკული მცენარეების საფუძველზე დამზადებული კორტიკოსტეროიდები ხსნის სიწითლეს და სწორად გამოყენების შემთხვევაში, კანისთვის სრულიად უსაფრთხოა. მსუბუქი კორტიკოსტეროიდები ბავშვებშიც და თვით კანის დელიკატური ნაწილების სამკურნალოდაც გამოიყენება.

* ანტიბიოტიკებით, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობა ამცირებს დაზიანებულ ტერიტორიას და ხსნის შეშუპებას.

* კანი რომ ზედმეტად არ გამოგიშრეთ, შხაპი დღეში მხოლოდ ერთხელ უნდა მიიღოთ.

* სედატიურ ანტიჰისტამინურ საშუალებებს ზოგჯერ ძლიერი ქავილით გამოწვეული მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად იყენებენ.

* იმუნომამოდულირებელი საშუალებების მიღებით კანის ანთებით პროცესს გაიკონტროლებთ.