რო­გო­რი იქ­ნე­ბა მა­ი­სი ზო­დი­ა­ქოს სხვა­დას­ხ­ვა ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის - გზაპრესი

რო­გო­რი იქ­ნე­ბა მა­ი­სი ზო­დი­ა­ქოს სხვა­დას­ხ­ვა ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის

ამ პერიოდში მზე დინჯი კუროს ზოდიაქოდან, მოუსვენარი და დინამიკური ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, რაც იმის მომასწავებელია, რომ ადამიანებში ორი რამის მიმართ იზრდება მოთხოვნილება _ ეს არის კომფორტი/გართობა (კუროს სფერო) და ინტენსიური კომუნიკაცია (ტყუპის სფერო). დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მაისი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.

ვერძი

ვერძები მაისის თვის ნებიერებად ითვლებიან. ფართოდ გაახილეთ თვალები და კარგად დაინახეთ ის საჩუქარი, რაც ვარსკვლავებმა მოგიმზადეს. უშიშრად გადაეშვით სასიყვარულო ავანტიურაში და შეეცადეთ, ისიამოვნოთ ბედნიერი შემთხვევითობებით.

კურო

წარსული ურთიერთობები შეგახსენებთ თავს, მაგრამ არ იჩქაროთ აღადგინოთ დიდი ხნის წინ გაწყვეტილი კავშირები _ ეს მხოლოდ წუთიერი გაელვებებია, რაც კარგს არაფერს მოგიტანთ. მოდუნდით და მთელი ძალისხმევა შემოქმედებისკენ მიმართეთ. 10 რიცხვისათვის შესაძლებელია ახალი თანამდებობაც კი შემოგთავაზონ, თვის ბოლოსთვის არცთუ სასიამოვნო პერიოდი დაგიდგებათ.

ტყუპი

გადადეთ დაგროვილი პრობლემები შემდეგისთვის, საამისოდ მაისში არც ძალა და არც სურვილი არ გექნებათ. მიეცით საკუთარ თავს უფლება ისიამოვნოთ ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობით, რაშიც მერკურისა და სატურნის მფარველობა დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები ისე განლაგდნენ, რომ მაქსიმალურად დაგეხმარებიან ყველა ჩანაფიქრის განხორციელებაში, მაგრამ საჭიროა სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები. რთულ სიტუაციებში შინაგან ხმას მოუსმინეთ.

ლომი

თუ გვინდა, რომ მეტს მივაღწიოთ, უნდა გამოვასწოროთ წარსულის შეცდომები 5-დან 13 მაისამდე. თქვენი თანდაყოლილი სიჯიუტე ყველა დაბრკოლების დაძლევაში, მერკური კი გაუგებრობიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ.

ქალწული

არ შეეწინაღმდეგოთ ცვლილებებს, უკეთესია აკონტროლოთ ის, რათა ემოციებმა ხელი არ შეგიშალოთ წინსვლაში. თუ გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ, 17-21 მაისს მოერიდეთ მსუბუქ ფლირტს.

სასწორი

ცხოვრება მიდის, მაგრამ შედეგი არ ჩანს? აღიჭურვეთ მოთმინებით და გაიხარეთ მცირე წარმატებითაც კი. არ ღირს უარის თქმა გარშემო მყოფთა დახმარებაზე. შუა თვეში, სატურნის წყალობით, საკმაოდ მაცდუნებელი წინადადება გელით.

მორიელი

ნათელი გონება და ფხიზელი აზროვნება _ ამას ნამდვილად არავინ ელოდა თქვენგან. ჰოდა, სწვდით ხარს რქებში და უშიშრად მიიღეთ საჭირო გადაწყვეტილებები! 18 მაისის შემდეგ გელოდებათ რიგი სასიამოვნო მოულოდნელობებისა, რაც დიდი ხნის ნანატრი შვებულებით დაგვირგვინდება.

მშვილდოსანი

თქვენი სულგრძელობა და თვითშეწირვა ნამდვილად იმსახურებს ჯილდოს, მაგრამ იქნებ დროა, იფიქროთ საკუთარ თავზეც? მოიკრიბეთ გამბედაობა და გააკეთეთ ის, რაც დიდი ხნის წინ ჩაიფიქრეთ და საჩუქარიც არ დააყოვნებს.

თხის რქა

დადგა დრო შეცვალოთ ცხოვრება და აისრულოთ ოცნებები! ამისათვის დაგჭირდებათ, თვის პირველი ნახევარი გასული წლის დაუმთავრებელ საქმეებს მიუძღვნათ, 17 მაისის შემდეგ კი თავით გადაეშვით ახალ პროექტებსა და ახალ ურთიერთობებში.

მერწყული

მაისის პოზიტიურ ნახევარს მერწყულები დაკარგული შინაგანი ბალანსის ძიებაში გაატარებენ. იოგა, მედიტაცია, გამაჯანსაღებელი პროგრამები, ფეხით სეირნობა _ ზუსტად ისაა, რაც მერწყულებს დაეხმარება შიშის დაძლევაში და ბოლოს და ბოლოს, ახალი ცხოვრების დაწყებაში.

თევზები

თევზებო, მოიხსენით ვარდისფერი სათვალე, სამყარო მის გარეშე არცთუ ისე რუხია. თვის დასაწყისშივე იგრძნობთ მეგობრების დახმარებას, რომლებიც მზად არიან, თქვენი ცხოვრება დღესასწაულად აქციონ. 20 მაისამდე შემოსავლიან, მაგრამ ძალის გამომცლელი პროექტებს განახორციელებთ.