ვინ და რისთვის გამოიგონა "სპინერი" - გზაპრესი

ვინ და რისთვის გამოიგონა "სპინერი"

მოუსვენარი და დიზორიენტაციის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილმა ამ სათამაშომ განსაკუთრებული პოპულარობა მიმდინარე წელს მოიპოვა, თუმცა, გაყიდვების მხრივ, პირველი ადგილის დაკავება 2016 წლიდან დაიწყო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტყლარწის მოყვარულნი და არა მხოლოდ, ახლა მაღაზიაში შესვლისას პირველ რიგში, სპინერს" კითხულობენ.

ვინ გამოიგონა ეს ერთი შეხედვით, უცნაური სათამაშო?

ისეთი გამოცემები, როგორებიცაა  The Guardian, The New York Times და New York Post, მის გამოგონებას ინჟინერ-ქიმიკოსს კატერინ ჰეტინგერს მიაწერენ, რომელმაც გამოგონება 1993 წელს დააპატენტა.

New York Post-თან საუბარში გამომგონებელმა განმარტა, რომ სათამაშოს შექმნის იდეა, პირველად ისრაელში, დასთან სტუმრობისას მოუვიდა, როდესაც დაინახა, როგორ ესროდნენ ახალგაზრდები ქვებს სამართალდამცველებს. კატერინ ჰეტინგერის განმარტებით, მან სწორედ იმ დროს დაიწყო ფიქრი ისეთ სათამაშოზე, რომელიც ახალგაზრდების ყურადღებას მიიპყრობდა და ამავდროულად, დამამშვიდებელი ეფექტი ექნებოდა.